შიმშილის გრძნობასთან გამკლავებაში დიაბეტიანებს ეს პროდუქტები დაეხმარება

CC BY-SA 2.0 / Jane Dickson / Veg ready for roastingბოსტნეულის სალათი - ვიტამინების წყარო
ბოსტნეულის სალათი - ვიტამინების წყარო - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
გამოწერა
როგორ ვებრძოლოთ შიმშილსა და მავნე ჩვევებს - გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებიც დაგეხმარებათ, შიმშილის გრძნობა მოიშოროთ და ამავდროულად, წონაშიც არ მოიმატოთ. ნაკლები ნახშირწლები და მეტი სარგებელი!

მოცარელა

ყველის სახეობა, რომელსაც სტიკერების სახითაც უშვებენ. ძალიან კარგია ჩაისთან ერთად, სენდვიჩის სახით მარცვლოვან პურთან ერთად ან სალათში.

© Flickr / Rachel Brodlieმოცარელა
შიმშილის გრძნობასთან გამკლავებაში დიაბეტიანებს ეს პროდუქტები დაეხმარება - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
მოცარელა

პოპკორნი

იცოდით, რომ პოპკორნი მარცვლოვანებს მიეკუთვნება? გარდა ამისა, მასში უჯრედისების დიდი პორცია შედის. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ, საღამო საყვარელი ფილმის ყურებასა და პოპკორნის ხრამუნში გაატაროთ.

© Flickr / veggiefrogპოპკორნი
შიმშილის გრძნობასთან გამკლავებაში დიაბეტიანებს ეს პროდუქტები დაეხმარება - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
პოპკორნი

ხაჭო კენკროვანი ხილით (ზაფხულის მენიუ)

ხაჭოსა და წვნიანი კენკრის შეხამება მომენტალურად აგიმაღლებთ განწყობას და სიამოვნებას მოგანიჭებთ. განა რამე შეიძლება უკეთესი იყოს, ვიდრე კერძი რძის ცილების, ცხიმებისა და ანტიოქსიდანტების ოპტიმალური რაოდენობით?

კარგად მოხარშული კვერცხი

დაივიწყეთ მოძველებული მოსაზრება, რომ კვერცხს თუ მიირთმევთ, ქოლესტერინის დონე მოგემატებათ. ეს შესანიშნავი პროდუქტია საკვები ნივთიერებების უზარმაზარი სიით.

© Flickr / psyberartistმოხარშული კვერცხი
შიმშილის გრძნობასთან გამკლავებაში დიაბეტიანებს ეს პროდუქტები დაეხმარება - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
მოხარშული კვერცხი

უშაქრო ჟელე

შესაძლოა, ეს ყველაზე უვნებელი ტკბილეულია. რა თქმა უნდა, საკვები ნივთიერებები ჟელეში არცთუ ბევრია, მაგრამ სახსრები, ფრჩხილები და თმა აუცილებლად მადლიერი დაგრჩებათ.

ყველა ახალი ამბავი
0