ევროპის მორიგი მცდელობა, გადასწიოს საზღვრები აღმოსავლეთისკენ

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
პიოტრ აკოპოვი
ევროკავშირმა გადაწყვიტა უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. სერიოზული ძალისხმევა დასჭირდა იმას, რომ 27-ვე ქვეყანას მხარი დაეჭირა ამ გადაწყვეტილებისთვის, თუმცა ნათელია, რომ კანდიდატობა გაწევრიანების გარანტიას არ იძლევა. საკმარისია თურქეთის თითქმის 25-წლიანი მაგალითის მოშველიება. მეტიც, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ უკრაინა ვერასდროს გახდება ევროკავშირის ნაწილი. სულ ცოტა ხნის წინ ეს ევროპული ქვეყნების უმეტესობისთვისაც ნათელი იყო.
მაგრამ ახლა ისინი თავს აჩვენებენ, რომ საჭიროა პოლიტიკურად და მორალურად დაუჭირონ მხარი „გმირულ უკრაინას, რომელიც რუსულ აგრესიას ეწინააღმდეგება“. ამ სიტუაციაში კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება მართებული ჟესტი და სიგნალი მოსკოვისთვის: ეს პოტენციურად ჩვენი ტერიტორიაა, თავი დაანებეთ მას, ჩვენ მასზე უფლებებს ვაცხადებთ. მაგრამ სწორედ ესაა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მთავარი მიზეზი – ევროპის, დასავლეთის პრეტენზიები სხვის საკუთრებაზე.
ფრენსის ფუკუიამა - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
როგორ იქცა ფუკუიამა„პუტინის სასარგებლო იდიოტად
მართალია, ვლადიმირ პუტინმა პეტერბურგის ფორუმზე საკმაოდ განყენებულად ახსენა უკრაინისთვის კანდიდატის მინიჭების საკითხი – რომ ეს არ არის ჩვენი საქმე, ეს ხომ სამხედრო ბლოკი არაა – მაინც გასაგებია, რომ რუსეთისთვის უინტერესო არ არის ევროპის პრეტენზიები უკრაინაზე. მეტიც, სწორედ ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთვის მზადება გახდა ევროპასა და რუსეთს შორის უკრაინის ბალანსირების ბოლო წვეთი. როგორც კი პუტინმა დაარწმუნა იანუკოვიჩი 2013 წელს, გადაედო ასოციაციის ხელმოწერა, მაშინვე დაიწყო მაიდანი, გადატრიალება, ყირიმი და დონბასი. ამის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ სასწრაფოდ, 2014 წლის მარტში მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას.
ამასთან, უკრაინის ევროკავშირში მიღებას არავინ აპირებდა. არა იმიტომ, რომ ის მზად არ იყო ამა თუ იმ მაჩვენებლით. მთავარი მიზეზი იყო და რჩება შემდეგი გარემოება: ევროპას ესმის, რომ უკრაინა სხვისია. უცხო ცივილიზაციაა, სხვისი გეოპოლიტიკური სივრცეა. ანუ ევროპა, რასაკვირველია, წინააღმდეგი არ იქნებოდა, თავისი გავლენის სფეროში მოექცია რუსული სამყაროს ნაწილი, მაგრამ არა რუსეთთან განხეთქილების და, მით უმეტეს, მასთან ომის ხარჯზე. მაშ რა შეიცვალა ბოლო ოთხ თვეში, ომის დაწყების შემდეგ?
აფეთქებით გაჩენილი კრატერი გერმანიის საკონსულოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
მოსაზრება: ვის ემუქრება ევროპაში უდიდესი არმიის გაჩენა
განა არ დარწმუნდა ევროპა, რომ რუსეთი ყოველთვის აკითხავს თავისას? სჯერა კი ევროპას, რომ შესწევს ძალა არა უბრალოდ შეინარჩუნოს უკრაინა დღევანდელი სახით, არამედ სამუდამოდ მოწყვიტოს ის რუსეთს? გასაგებია, როდესაც ამაზე პოლონელები ოცნებობენ, მაგრამ როგორ შეიძლება იმედი ჰქონდეთ დასავლეთ ევროპელებს, გერმანელებს და ფრანგებს, რომლებიც არაერთხელ დარწმუნდნენ ევროპის საზღვრების აღმოსავლეთით გადაწევის მცდელობის უსარგებლობაში?
როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონტინენტის მთავარმა ერმა, გერმანელებმა დაკარგეს გეოპოლიტიკური და იდეური სუვერენიტეტი, ევროპა ინტერესთა მძევლად გადაიქცა – მასზე ანგლოსაქსური კონტროლი იცვლიდა ფორმებსა და ძალას, მაგრამ მისი კურსის განმსაზღვრელ მთავარ ფაქტორად რჩებოდა. გეოპოლიტიკური (სამხედრო და იდეოლოგიური) დამოკიდებულება არ უტოვებს ევროპას ჭეშმარიტად დამოუკიდებელი არჩევანის უფლებას, თუმცა ევროპის კავშირის შექმნაზე მუშაობას შეიძლებოდა ადრე თუ გვიან შედეგად მოეტანა ძველი სამყაროს სუვერენიტეტის აღდგენა, თუნდაც კონტინენტურ და არა სახელმწიფოებრივ დონეზე.
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
რუსული გაკვეთილი: მსოფლიოს დასავლეთის აღარ სჯერა
ასეთი სუვერენული ევროპა შეიძლებოდა შემდგარიყო რუსეთთან არამტრული, კეთილმეზობლური ურთიერთობების არსებობის შემთხვევაში, რადგან შეუძლებელია რუსეთის იგნორირება და ევროპისგან მისი იზოლირება. ეს ესმოდა ყველა გონიერ ევროპელ სტრატეგს. იმათაც კი, ვისაც საქმე ჰქონდა საბჭოთა კავშირთან, რომელსაც დასავლეთში უყურებდნენ, როგორც ჰეგემონური მისწრაფებების მქონე სახელმწიფოს. მაგრამ საბჭოთა კავშირმა მოიპოვა კონტროლი აღმოსავლეთ ევროპაზე არა თავისი კომუნისტური მიზნების გამო, არამედ მას შემდეგ, რაც მოიგერია „გაერთიანებული ევროპის“ სასიკვდილო შეტევა.
საბჭოთა კავშირის დაშლისა და აღმოსავლეთ ევროპიდან რუსეთის წასვლის შემდეგ კი არაფერი უშლიდა ხელს ნორმალური ურთიერთმომგებიანი ურთიერთობების დამყარებას – ევროპელების მხრიდან ერთი პირობის დაცვის შემთხვევაში. მათ არ უნდა აღექვათ ისტორიული რუსეთის, სსრკ-ის დაშლა რუსეთის დამარცხებად და არ უნდა ეცადათ ევროპისა და რუსული სამყაროს საზღვრების გადახედვა. იყო კი ამის შანსი? დიახ, თუ ევროპა დამოუკიდებელი იქნებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ატლანტიკური კონტროლი ეროვნულ მეხსიერებასა და ეროვნულ ინტერესებზე ძლიერი აღმოჩნდა.
ჰენრი კისინჯერი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
კისინჯერი სოროსის წინააღმდეგ - რეალისტები გლობალისტების წინააღმდეგ
შედეგად – ევროკავშირი აიძულეს მოენიშნა თავისი პრეტენზიები უკრაინაზე და ჩაწერილიყო რუსეთთან ომში მის ტერიტორიაზე. ამან რუსეთ-ევროპის ურთიერთობა დაანგრია. რას მიიღებს ამით ევროპა? უკრაინას თუ მის ნარჩენებს? რუსეთი ამას არ დაუშვებს, რადგან შესანიშნავად ესმის, რომ ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ ანგლოსაქსური თამაშის შირმა ხდება.
იქნებ ევროკავშირმა განამტკიცოს თავისი ერთობა „რუსული საფრთხის“ წინააღმდეგ? მაგრამ რუსეთის შიშზე დაფუძნებული ეს ერთობა დიდხანს ვერ გაძლებს – როგორც კი შიში შენელდება და დასავლეთ ევროპული ქვეყნები შეეცდებიან რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, მათზე ზეწოლას მაშინვე გააძლიერებს ევროკავშირის რუსოფობიური ფრაქცია. მთავარი კითხვაა: რაში სჭირდება ევროპას უკრაინა, თუ მისი მიღების შანსი ფაქტობრივად არ არსებობს?
ჯო ბაიდენმა სამშაბათს განაცხადა, რომ „რაღაც ეტაპზე ეს გადაიქცევა მოლოდინების თამაშად – იმ გაგებით, თუ რას გაუძლებს რუსეთი და რის ასატანად იქნება მზად ევროპა“. მაგრამ აქ არავითარი ინტრიგა არ იმალება. რუსეთი იბრუნებს თავისას, ევროპა კი სხვის თამაშს თამაშობს და სხვის კუთვნილებაზე აცხადებს პრეტენზიას. ვინ მეტს გაუძლებს ამ სიტუაციაში, ვინ იქნება მზად ბოლომდე იაროს? თუ ევროპას არ სურს ან არ შეუძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მასთან სალაპარაკოც არაფერია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0