როგორ იქცა ფუკუიამა„პუტინის სასარგებლო იდიოტად

© AFP 2024 / ERIC FEFERBERGფრენსის ფუკუიამა
ფრენსის ფუკუიამა - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
პიოტრ აკოპოვი“
საოცარი დისკუსიები იმართება დასავლეთში - ედავებიან მაკრონის მოწოდებას, არ დაამცირონ რუსეთი. საქმე ის კი არ არის, რომ საკითხის ასე დაყენება თავისთავად არის აზრს მოკლებული, არამედ ისაა, რომ დასავლეთს რუსეთის დამცირების ძალა არ შესწევს. მხოლოდ იმის დამცირება შეიძლება, ვინც შენზეა დამოკიდებული (და ვისაც მსგავსი ფასეულობები თუ არა, კოორდინატების ერთი სისტემა აქვს).
დასავლეთში საერთოდ არ განიხილება საკითხი, შესაძლებელია თუ არა საერთოდ რუსეთის დამარცხება. ისინი დარწმუნებული არიან, რომ რუსეთი დამარცხდება ან უკვე დამარცხდა და მათთვის მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი, რა ხარისხით გაიმარჯვებენ მასზე. და ამაზე მსჯელობენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ფრენსის ფუკუიამას მსგავსი ფილოსოფოსებიც. WELT-ისთვის მიცემული ინტერვიუ ამის კარგი ნიმუშია.
მარტში პროფესორმა განაცხადა: „უკრაინაში სასწორზე დევს ფართო ლიბერალურ-დემოკრატიული წესრიგის არსებობა. ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ უკრაინისთვის. სინამდვილეში ესაა 1991 წლიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამკვიდრებული ლიბერალური დემოკრატიის ექსპანსიის შეწყვეტის მცდელობა“.
აფეთქებით გაჩენილი კრატერი გერმანიის საკონსულოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
მოსაზრება: ვის ემუქრება ევროპაში უდიდესი არმიის გაჩენა
ანუ ლიბერალიზმის ტრიუმფის დასასრული, რომელსაც მანამდე თავად ფუკუიამაც აღიარებდა, ახლა უკვე არც დასასრულია და არც მომხდარი ფაქტი. უბრალოდ რუსები ცდილობენ „გარდაუვალის“ გაუქმებას, დროის უკან მობრუნებას და საჭიროა მათი მოგერიება, დამარცხება და კაცობრიობის დაბრუნება ისტორიის სწორ კალაპოტში. ივნისის დასაწყისში ფუკუიამა უკვე დარწმუნდა იმაში, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა, რუსეთი პრაქტიკულად დამარცხებულია და ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი:
„ამ ახალი წესრიგის კონტურები სწორედ ამჟამად იკვეთება. ესაა დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების ბანაკის მრავალწლიანი ბრძოლის შედეგი ავტორიტარული რეჟიმების, მაგალითად, რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ. რუსეთი მოძრაობს დამარცხების კურსით, მას შემდეგ, რაც რამდენიმეჯერ დამარცხდა ბრძოლის ველზე და ახლა მას დონბასიდან უკრაინის ჯარი განდევნის. ეს პუტინის კატასტროფული მარცხია. ის „ლუზერი“ აღმოჩნდა. და არა მხოლოდ ომში. საუბარია სრულ პოლიტიკურ კრახზე.
ნატოს, ალბათ, შვედეთი და ფინეთი შეუერთდებიან. დასავლეთი დიდი ხანია ასეთი ერთიანი არ ყოფილა. გერმანიამ გადახედა თავის ბოლო 40 წლის აღმოსავლეთ პოლიტიკას და უკრაინას მძიმე შეიარაღებას აწვდის. აშშ-მა კვლავ განაცხადა, რომ მსოფლიოში წამყვან როლს ასრულებს, რომელიც ტრამპის დროს დაკარგა. დასავლეთი უკრაინას ეხმარება... რუსეთს ძალიან გაუჭირდება ამ უფსკრულიდან ამოსვლა, რომელშიც თავად ჩავარდა. ის გაირიცხება საერთაშორისო მსოფლიო წესრიგიდან ჩრდილოეთ კორეის მსგავსად“.
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
რუსული გაკვეთილი: მსოფლიოს დასავლეთის აღარ სჯერა
პროფესორის მოსაზრება რუსეთის პრეზიდენტზე:
„პუტინი მართავს ერთპიროვნულად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, თანაც ის მოწყვეტილია ინფორმაციას და ექსპერტთა რჩევებს. ცხოვრობს საკუთარი წარმოდგენების სამყაროში. ამის ნათელი მაგალითია უკრაინა. ყველაფერი, რაც მის წარმოსახვაში ამასთან დაკავშირებით არსებობს, არასწორია, მაგრამ იგი მტკიცედ ეჭიდება ამ ილუზიებს, რადგან შექმნა ერთი ადამიანის ბატონობა. გარდა ამისა, მას ერთმნიშვნელოვნად აქვს ფსიქიკური პრობლემები. ის პარანოიდული პიროვნებაა. არავის უსმენს და ფანტაზიებით ხელმძღვანელობს. თუმცა, ეს ნებისმიერი ავტორიტარული ქვეყნისთვის ჩვეულებრივი საფრთხეა“.
ბოლო წლებში ფუკუიამას ხშირი კიევური ვიზიტების დროს მას ალბათ ბევრს უყვებოდნენ უკრაინელი მეგობრები და ჩვენი „პოლიტემიგრანტები“. როგორ არ უნდა დაუჯერო ასეთ ინფორმირებულ ადამიანებს, თანაც შენს თანამოაზრეებს „ლიბერალიზმის ზეიმის“ საკითხზე?
პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ მსგავს „ურთიერთთანხმობას“ საერთო არაფერი აქვს მეცნიერებასთან, რომელსაც ფუკუიამა წარმოადგენს. იმის დაჯერება, რომ პუტინი უკრაინას თავს დაეხა იმიტომ, რომ ის „ინფორმაციას მოწყვეტილი პარანოიდია“ - მეტად აკადემიური მიდგომაა. სტენფორდის პროფესორს ეს არ ეკადრება.
ჰენრი კისინჯერი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
კისინჯერი სოროსის წინააღმდეგ - რეალისტები გლობალისტების წინააღმდეგ
საინტერესოა ორი მომენტი.
პირველი - დასავლეთის მიერ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფილოსოფოსად აღიარებული პროფესორის გარდაქმნა ბანალურ პროპაგანდისტად, რომელიც ცუდად იცნობს მასალას და ვერ გრძნობს ისტორიის მაჯისცემას, და მეორე - ამ ყველაფრის მიუხედავად, ფუკუიამა კვლავ რჩება დასავლეთისთვის ავტორიტეტად და მოაზროვნედ, რომელსაც აქვს პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე. ანუ უსინათლო მიუძღვება უსინათლოებს. სოროსზე, ფუკუიამასა და გლობალიზაციის სხვა გურუებზე მოთხოვნილება კვლავ არის.
ეს ერთბაშად ძალიან კარგი და ძალიან ცუდი ნიშანია. ცუდი იმიტომ, რომ აჩვენებს ატლანტიკური სამყაროს მმართველი და ინტელექტუალური ცენტრის სუსტ ადეკვატურობას. ძალა, თანაც დიდი, ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ ჭკუა აშკარად არ ყოფნით.
კარგი კი იმიტომ, რომ რუსეთის, მისი რეალიებისა და მიზნების ცუდად გაგება, ისევე როგორც მის მარცხზე ფსონის დადება, ისევ რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. ამიტომ „პუტინის ჭეშმარიტი სასარგებლო იდიოტები“ (როგორც დასავლეთში უყვართ რუსეთთან სამართლიანი დიალოგის მომხრეების მონათვლა), რასაკვირველია, არა შრედერი და ბერლუსკონი, არამედ სოროსი და ფუკუიამა არიან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0