მოსაზრება: ვის ემუქრება ევროპაში უდიდესი არმიის გაჩენა

© AFP 2024 / FARSHAD USYANაფეთქებით გაჩენილი კრატერი გერმანიის საკონსულოსთან
აფეთქებით გაჩენილი კრატერი გერმანიის საკონსულოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
პიოტრ აკოპოვი
მოსკოვი გამოეხმაურა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ხმამაღალ განცხადებას, რომ „გერმანიას მალე ევროპაში ყველაზე დიდი ჩვეულებრივი არმია ეყოლება ნატოს ფარგლებში“. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გერმანიის, როგორც „ევროკავშირის მთავარი სამხედრო ძალის“ შესახებ ეს სიტყვები „დომინანტური მისწრაფებების“ აღორძინებას მოწმობს. მინისტრი, როგორც ყოველთვის, გულდასმით არჩევს სიტყვებს, მაგრამ ტერმინი „დომინანტი“ ფაქტობრივად „ჰეგემონიის“ მხოლოდ მსუბუქი ფორმაა.
ამასთან, სულ რაღაც ორი კვირის წინ ლავროვმა აღნიშნა, რომ „მას შემდეგ, რაც ამჟამინდელი მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, გერმანიამ დამოუკიდებლობის ბოლო ნიშნები დაკარგა“. არის თუ არა აქ აშკარა წინააღმდეგობა? თუ ქვეყანა დამოუკიდებელი არ არის, როგორ შეიძლება, რომ დომინირებაზე პრეტენზია ჰქონდეს? მაგრამ ევროპაში არსებული მდგომარეობა ისეთია, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იცვლება და ამავდროულად იხსნება მომავლის რამდენიმე ვარიანტი.
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
რუსული გაკვეთილი: მსოფლიოს დასავლეთის აღარ სჯერა
შოლცმა, რა თქმა უნდა, აჟიოტაჟი გამოიწვია თავისი განცხადებით, დადო რა პირობა, რომ მალე ევროპაში უდიდეს არმია ეყოლება ნატოს ფარგლებში, რათა „მნიშვნელოვნად გააძლიეროს გერმანიისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოება". კანცლერმა არ განმარტა, რას გულისხმობდა ევროპაში, რის გამოც ბუნდესვერის მომავალი ზრდის შესახებ სპეკულაციების ადგილი დატოვა. ახლა მასში დაახლოებით 180 ათასი სამხედროა, საფრანგეთის შეიარაღებული ძალებში – 210 ათასი.
გერმანიის არმიის 15-20 პროცენტით გაზრდა მოკლე დროში სავსებით შესაძლებელია. საქმე მხოლოდ ფასშია. მაგრამ ნატოში და თითქმის ევროპაშიც არის თურქეთი, რომელსაც თითქმის ნახევარმილიონიანი ჯარი ჰყავს. დამარცხებულ გერმანიას არასოდეს ჰყოლია ასეთი არმია, მისი ჯარი მაქსიმუმ 450 ათას ადამიანს აღწევდა. ასე რომ, თუ გერმანელები აპირებენ გადაუსწრონ თურქეთის არმიასაც, ეს ძირეულად ცვლის საქმეს.
არა რუსეთისთვის, არამედ ნატოსა და ევროკავშირისთვის. იმიტომ რომ ომის შემდგომი ატლანტიკური მსოფლიო წესრიგი, დასავლეთის მთელი ერთობა ეფუძნება მარტივ ფორმულას, რომელიც ნატოს პირველმა გენერალურმა მდივანმა, გენერალმა ისმეიმ „გრანიტში ჩამოასხა“: Keep the Americans in, Russians out and Germans down. ანუ აშშ ევროპაში უნდა შენარჩუნდეს, რუსეთი − ევროპის გარეთ, ხოლო გერმანია კონტროლქვეშ უნდა იყოს. ყველაფერი ძალიან მარტივადაა (ატლანტიკოსებისთვის) მანამ, სანამ გერმანია ანგლოსაქსებზეა დამოკიდებული, ყოველ შემთხვევაში, სამხედრო თვალსაზრისით. ამიტომაც არანაირი საერთო ევროპული არმია არ არის შესაძლებელი, რადგან ევროპაში გერმანიის წონის გათვალისწინებით ეს არმია გახდება გერმანული. ხოლო მისი გამოჩენა არის საკვანძო ნაბიჯი ანგლოსაქსებისგან ევროპის დამოუკიდებლობისკენ.
ჰენრი კისინჯერი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
კისინჯერი სოროსის წინააღმდეგ - რეალისტები გლობალისტების წინააღმდეგ
მაგრამ იმისთვის, რომ გერმანია კონტროლს ექვემდებარებოდეს, მას დროდადრო უნდა ეშინოდეს − ახლა კი ის ძალიან შეაშინეს რუსეთით. ზოგ ანგლოსაქსს ეჩვენება კიდეც, რომ მათ არა მარტო საიმედოდ და დიდი ხნით გაიყვანეს რუსეთი ევროპიდან, არამედ მათ შორის ყველა ბზარის საიმედოდ დაბეტონების, ნამდვილი გეოპოლიტიკური რკინის ფარდის აგების შანსიც მიიღეს. მის აგებას გერმანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ აპირებენ და არა მისი ძალებით: მიიზიდავენ პოლონელებსა და სხვა შვედებს, გერმანელებს კი პანღურს ამოარტყამენ. უკვე ურტყამენ კიდეც − წლების განმავლობაში პუტინთან თანხმობისა და რუსეთის თაყვანისმცემლობისთვის. მაგრამ ამ ფონზე გერმანიას არ შეუძლია ჩუმად იწმინდოს ცრემლები, მას სურს წვლილი შეიტანოს ერთიანი ევროპის უსაფრთხოების განმტკიცების საერთო საქმეში.
ან, როგორც შოლცმა თებერვლის ბოლოს თქვა, „დროა, რომ გერმანია გაიზარდოს, არა მხოლოდ რუსეთთან ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე უარის თქმით, არამედ თავდაცვის ხარჯების გაზრდითა და თავისი სამხედრო ყოფნის გაძლიერებით აღმოსავლეთ ევროპაში“.
შემდეგი ნაბიჯი იყო სიტყვები ევროპაში უდიდეს არმიაზე. ამასთან შოლცი, რა თქმა უნდა, თურქულ არმიას ევროპულად არ თვლის. ანგლოსაქსებს არაფერი აქვთ გასაპროტესტებელი გერმანიის მზადყოფნაზე: წლების განმავლობაში ისინი თავად მოუწოდებდნენ ბერლინს, მეტი დაეხარჯა შეიარაღებაზე, ახლა კი აკრიტიკებენ მას უკრაინისთვის იარაღის უმნიშვნელო მოცულობის მიწოდების გამო. ბუნდესვერის მცირე ზრდა არანაირად არ ემუქრება ანგლოსაქსების კონტროლს ევროპაში, ბაზები და ატომური იარაღი ჯერ კიდევ ამერიკულია და ეროვნული ჯარების სარდლობაც, ფაქტობრივად, ნატოს ხელშია.
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
რატომ ახსენა რომის პაპმა „ნატოს ყეფა რუსეთის კართან“ - რას ფიქრობენ რუსეთში
მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი არ არის. იმიტომ რომ გერმანელები მზად არიან გაზარდონ თავიანთი ჯარი, და არა იმიტომ, რომ პოლონელებისა რცხვენიათ რუსეთთან მრავალწლიანი კარგი ურთიერთობის გამო. არა, მათ უბრალოდ არ სურთ ევროკავშირზე კონტროლის დაკარგვა, რომელიც ახლა ეკონომიკურიც უნდა იყოს და იდეოლოგიურიც. დიახ, ყველაზე დიდი არმია არგუმენტია დებატებში, თუ ვის საით მიჰყავს ევროკავშირი: გერმანელები არა მხოლოდ უზრუნველყოფენ ევროპელებს, არამედ იცავენ კიდეც მათ. რა თქმა უნდა, ყველას ესმის, რომ ეს მხოლოდ სიტყვაზეა: ვის და რისგან შეუძლია დაიცვას 200.000-იანი არმია მინიმალური საჰაერო ძალებითა და საზღვაო ძალებით? მაგრამ ევროკავშირზე კონტროლისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, მათ შორის პროპაგანდის დონეზე.
ბერლინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ანგლოსაქსებს ევროკავშირში გავლენის გაზრდის საშუალება არ მისცეს, ხოლო ამის შანსს ანტირუსული შეკავშირება იძლევა. იგივე პოლონეთი განიხილება როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი საპირწონე გერმანიის გავლენისა ევროკავშირში და ამიტომ, ბუნებრივია, ბერლინს სურს წაართვას ოპონენტებს საყვედურების შესაძლებლობა – რომ მშიშრები და სახიფათოდ პაციფისტები არიან.
ამიტომაც მართალია ლავროვი, როცა გერმანიის დომინანტურ მისწრაფებებზე საუბრობს, ოღონდ ეგაა, რომ ეს თავიანთი პოზიციების გაძლიერების სურვილით კი არ აიხსნება, არამედ მათი დაცვისა. ამავდროულად ხდება სუვერენიტეტის ნარჩენების დაკარგვაც: რუსეთთან კავშირის გაწყვეტა, რაზეც ახლა გერმანიას აწერინებენ ხელს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა, თუ ბერლინი მსოფლიო ასპარეზზე სრულფასოვან და დამოუკიდებელ მოთამაშედ იგრძნობოდა თავს.
ლოიდ ოსტინი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2022
დასავლეთი რუსეთის დამარცხებაზე ფსონს მაღლა სწევს
უფრო მეტიც, გერმანიის სურვილი, შეინარჩუნოს დომინირება ევროკავშირში, არ წარმოადგენს გამოწვევას ანგლოსაქსური პროექტისთვის − სანამ თავად ევროკავშირი იმყოფება ატლანტიკური ელიტების (ანგლოსაქსური და ევროპული) კონტროლის ქვეშ. ანუ შედარებით ძლიერი და კონტროლირებადი გერმანია კონტროლირებად ევროკავშირში − ეს სწორედაც ევროინტეგრაციის ის ვარიანტია, რომელიც ანგლოსაქსებს აწყობთ.
ევროინტეგრაციას მომავლის ორი სცენარი აქვს (არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, მესამეს − ევროკავშირის დაშლას). პირველი არის ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ინტეგრაციის ახალ დონეზე გადასვლა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკური ნატოს შექმნაც. მეორეა ის, რომ ევროკავშირის გაძლიერება გამოიწვევს მის განვითარებას ძალაუფლების დამოუკიდებელ ცენტრად (სამხედროს ჩათვლით), ნატოს ლიკვიდაციას და ერთიანი დასავლეთის დაშლას.
მეორე სცენარი შეუძლებელია გერმანიის სრული დამოუკიდებლობის აღდგენის გარეშე და ამიტომაც აქვს გერმანიის არმიის ზრდის საკითხს ასეთი სერიოზული მნიშვნელობა. რუსეთის ევროპიდან გაყვანა (თუნდაც დროებით) არა მხოლოდ არ აუქმებს გერმანიის გაკონტროლების ამოცანას, არამედ პრიორიტეტულს ხდის ანგლოსაქსებისთვის.
გაურკვეველია მხოლოდ ერთი რამ: როგორ დაარწმუნებენ ისინი ევროპელებს, რომ „რუსული საფრთხის“ ზრდამ უნდა გამოიწვიოს გერმანული არმიის ზრდის შეზღუდვა − ბარონ ისმეის გულწრფელი ფორმულირების გახსენების გარეშე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0