https://sputnik-georgia.com/20220426/fsoni-rusetis-damarcxebaze-266237969.html
დასავლეთი რუსეთის დამარცხებაზე ფსონს მაღლა სწევს
დასავლეთი რუსეთის დამარცხებაზე ფსონს მაღლა სწევს
Sputnik საქართველო
პიოტრ აკოპოვი 26.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-26T13:39+0400
2022-04-26T13:39+0400
2022-04-26T20:02+0400
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/08/251108929_221:401:3148:2047_1920x0_80_0_0_67c4e1e7f04eb9e7caa836d8c168d914.jpg
პიოტრ აკოპოვისურთ უკრაინის გადაწვა, მაგრამ არა რუს „აგრესორებს“, არამედ ამერიკელ „დამცველებს“. ეს სრულიად ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც აღდგომაზე დიდი ხნის ნანატრი ძვირფასი სტუმრები მიიღეს კიევში.უკრაინის დედაქალაქში უკვე გამოჩნდნენ ევროკავშირისა და ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერები და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეების, ამერიკელების ჯერი დადგა. ბაიდენი არ ჩავიდა, მაგრამ გაგზავნა ორი მთავარი თანამდებობის პირი: სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. ამ უკანასკნელის უკრაინელ პოლიტიკოსებთან და გენერლებთან დაძმობილების კადრები ძალიან მრავლისმეტყველია. მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც ბლინკენმა და ოსტინმა თქვეს მოლაპარაკებების შემდეგ."ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინა იარსებებს ვლადიმირ პუტინზე ბევრად მეტხანს. და ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო წარმატებას არ დავინახავთ..." – ეს ენტონი ბლინკენის სიტყვებია.„ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი დასუსტდეს იქამდე, რომ ვეღარ გააკეთოს ის, რაც გააკეთა უკრაინაში შეჭრის დროს. მათ უკვე დაკარგეს დიდი სამხედრო პოტენციალი და ჩვენ გვინდა, რომ მათ ვერ შეძლონ ამის ძალიან სწრაფად გამეორება..." – ეს კი ლოიდ ოსტინია.თავდაცვის მინისტრმა ასევე თქვა, რომ ზელენსკიმ ღრმა მადლიერება გამოხატა გაწეული დახმარებისთვის და რომ "ის გამარჯვებისთვისაა განწყობილი", ხოლო შეერთებული შტატები „განწყობილია გამარჯვებაში დახმარებისთვის“.„მათი გამარჯვების უნარის თვალსაზრისით, გამარჯვებისკენ პირველი ნაბიჯი არის რწმენა იმისა, რომ გამარჯვება შეგიძლია. და მათ სჯერათ, რომ შეგვიძლია გავიმარჯვოთ. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ — მათ — შეგვიძლია გავიმარჯვოთ, თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა, სწორი მხარდაჭერა. და ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია“.რას ნიშნავს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის ეს სიტყვები და ასევე კიდევ ერთი განცხადება: „ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს?“ანგლოსაქსებმა საბოლოოდ გამოაცხადეს თავიანთ მიზნად რუსეთის დამარცხება, რაც მოიცავს არა მხოლოდ უკრაინაში ომის გაჭიანურებას იარაღის მიწოდებით, არამედ ჩვენი ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების მაქსიმალურ დასუსტებას. ოსტინი პირდაპირ იტყვის: ისეთ დონემდე, რომ რუსეთის არმიას აღარ შეეძლოს „გააკეთოს ის, რაც გააკეთა“, ანუ შეტევა და სამხედრო ოპერაციების ჩატარება უცხო ტერიტორიაზე.უკრაინის სამხედრო გამარჯვება ამ შემთხვევაში ხდება არა მხოლოდ რუსეთის დამარცხება, არამედ დასავლეთის გამარჯვებაც, უფრო მეტიც, სხვისი ხელით მიღწეული გამარჯვება: რუსული სამყაროს ერთი ნაწილის ხელებით, მეორესთან ომში. ნუთუ ანგლოსაქსებს მართლა არ ესმით, როგორ ეკიდებიან მოსკოვში მსგავს განცხადებებს? ვერ ხედავენ, რომ მიზნად მისი დამარცხების დასახვით ისინი ართმევენ თავს შესაძლებლობას, რომ მოგვიანებით, როცა ყველაფერი დამთავრდება, თუნდაც სახე შეინარჩუნონ?ანგლოსაქსების მზადყოფნა, გადაწვან უკრაინა ომის ცეცხლში, ეჭვგარეშეა, მაგრამ შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობას, თეორიულად, უნდა ეფიქრა იმაზე, თუ როგორ უნდა აუხსნან თავიანთ მოქალაქეებს მომხდარი. ბოლოს და ბოლოს, თუ უკრაინა წააგებს, მაშინ აშშ და დიდი ბრიტანეთიც დამარცხდებიან, რომლებიც ფსონს დებდნენ კიევის გამარჯვებაზე.მაგრამ იქნებ მარცხის გამარჯვებად გასაღება შეძლონ? უკრაინა ჯარისა და ზღვაზე გასასვლელის გარეშე, პანიკურად განწყობილი საზოგადოებით, რომელსაც სძულს საკუთარი ელიტა — ესეც ხომ უკრაინაა? ანუ რუსებმა წააგეს? და არა უშავს, რომ ასეთი უკრაინაც კი არ მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს დასავლეთისგან. და ეს ასევე წარმოდგენილი იქნება როგორც მოსკოვის დამარცხება? პრობლემა ის არის, რომ ასეთ ხრიკებს მხოლოდ სრულიად გულუბრყვილო ადამიანების მოტყუება შეუძლია.არსებობს რუსეთის დამარცხების მხოლოდ ერთი რეალური შესაძლებლობა: მიაღწიონ ჩვენს კოლექტიურ თვითმკვლელობას, ანუ ქვეყანაში არეულობასა და მის შიგნიდან განადგურებას. მაგრამ დასავლეთის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფსონი არ მუშაობს, როგორც ეს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.ასეთი შედეგის მიღწევაზე აქცენტის გაკეთებით ხომ ანგლოსაქსები მხოლოდ აძლიერებენ ჩვენი საზოგადოების ერთიანობას, რადგან ბევრ მათგანს, ვინც მხარს არ უჭერს უკრაინაში ოპერაციას და ვლადიმირ პუტინს, არ სურს საკუთარი არმიის დამარცხება.მაშ რა არის ანგლოსაქსების „მზაკვრული გეგმის“ გასაღები, რატომ ამბობენ და აკეთებენ იმას, რაც ახლა თუ გვიან თავად მათვე დაარტყამს? სამწუხაროდ, არანაირი საიდუმლო არ არის, რომ დასავლეთი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა რუსებისადმი საკუთარი დამოკიდებულების მძევალი.ამიტომაც რუსეთის დამარცხებაზე ფსონი მხოლოდ უკრაინული კარტის უკანასკნელად გათამაშების მცდელობა, ფსონების მაქსიმალურად აწევა, ბოლომდე ბლეფია, იარაღის მიწოდებითა და კიევისთვის იმედის მიცემით. იმ იმედის, რომ რუსები თუ არ ჩამოიშლებიან, მიზნებიდან უკან მაინც დაიხევენ.ხოლო როცა ნისლი დაიწმინდება და გაირკვევა, რომ უკრაინამ წააგო, დასავლეთს თავის გასამართლებლად აღარ ეცლება: წამოიჭრება ძალიან ბევრი გადამწიფებული პრობლემა, იქნება ძალიან ძლიერი შიდა და საგარეო პოლიტიკური გამოცდები და ცვლილებები. და პასუხით კითხვაზე: „რატომ არ წააგო რუსეთმა და წავაგეთ ჩვენ?" – მხოლოდ მომავალი ისტორიკოსები დაინტერესდებიან.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/08/251108929_552:300:2881:2047_1920x0_80_0_0_f7a465611eb2bcaf6eb366923df76699.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოსაზრება
სურთ უკრაინის გადაწვა, მაგრამ არა რუს „აგრესორებს“, არამედ ამერიკელ „დამცველებს“. ეს სრულიად ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც აღდგომაზე დიდი ხნის ნანატრი ძვირფასი სტუმრები მიიღეს კიევში.
უკრაინის დედაქალაქში უკვე გამოჩნდნენ ევროკავშირისა და ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერები და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეების, ამერიკელების ჯერი დადგა. ბაიდენი არ ჩავიდა, მაგრამ გაგზავნა ორი მთავარი თანამდებობის პირი: სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. ამ უკანასკნელის უკრაინელ პოლიტიკოსებთან და გენერლებთან დაძმობილების კადრები ძალიან მრავლისმეტყველია. მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც ბლინკენმა და ოსტინმა თქვეს მოლაპარაკებების შემდეგ.
"ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინა იარსებებს ვლადიმირ პუტინზე ბევრად მეტხანს. და ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო წარმატებას არ დავინახავთ..." – ეს ენტონი ბლინკენის სიტყვებია.
„ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი დასუსტდეს იქამდე, რომ ვეღარ გააკეთოს ის, რაც გააკეთა უკრაინაში შეჭრის დროს. მათ უკვე დაკარგეს დიდი სამხედრო პოტენციალი და ჩვენ გვინდა, რომ მათ ვერ შეძლონ ამის ძალიან სწრაფად გამეორება..." – ეს კი ლოიდ ოსტინია.
თავდაცვის მინისტრმა ასევე თქვა, რომ ზელენსკიმ ღრმა მადლიერება გამოხატა გაწეული დახმარებისთვის და რომ "ის გამარჯვებისთვისაა განწყობილი", ხოლო შეერთებული შტატები „განწყობილია გამარჯვებაში დახმარებისთვის“.
„მათი გამარჯვების უნარის თვალსაზრისით, გამარჯვებისკენ პირველი ნაბიჯი არის რწმენა იმისა, რომ გამარჯვება შეგიძლია. და მათ სჯერათ, რომ შეგვიძლია გავიმარჯვოთ. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ — მათ — შეგვიძლია გავიმარჯვოთ, თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა, სწორი მხარდაჭერა. და ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია“.
რას ნიშნავს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის ეს სიტყვები და ასევე კიდევ ერთი განცხადება: „ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს?“
ანგლოსაქსებმა საბოლოოდ გამოაცხადეს თავიანთ მიზნად რუსეთის დამარცხება, რაც მოიცავს არა მხოლოდ უკრაინაში ომის გაჭიანურებას იარაღის მიწოდებით, არამედ ჩვენი ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების მაქსიმალურ დასუსტებას. ოსტინი პირდაპირ იტყვის: ისეთ დონემდე, რომ რუსეთის არმიას აღარ შეეძლოს „გააკეთოს ის, რაც გააკეთა“, ანუ შეტევა და სამხედრო ოპერაციების ჩატარება უცხო ტერიტორიაზე.
უკრაინის სამხედრო გამარჯვება ამ შემთხვევაში ხდება არა მხოლოდ რუსეთის დამარცხება, არამედ დასავლეთის გამარჯვებაც, უფრო მეტიც, სხვისი ხელით მიღწეული გამარჯვება: რუსული სამყაროს ერთი ნაწილის ხელებით, მეორესთან ომში. ნუთუ ანგლოსაქსებს მართლა არ ესმით, როგორ ეკიდებიან მოსკოვში მსგავს განცხადებებს? ვერ ხედავენ, რომ მიზნად მისი დამარცხების დასახვით ისინი ართმევენ თავს შესაძლებლობას, რომ მოგვიანებით, როცა ყველაფერი დამთავრდება, თუნდაც სახე შეინარჩუნონ?
ანგლოსაქსების მზადყოფნა, გადაწვან უკრაინა ომის ცეცხლში, ეჭვგარეშეა, მაგრამ შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობას, თეორიულად, უნდა ეფიქრა იმაზე, თუ როგორ უნდა აუხსნან თავიანთ მოქალაქეებს მომხდარი. ბოლოს და ბოლოს, თუ უკრაინა წააგებს, მაშინ აშშ და დიდი ბრიტანეთიც დამარცხდებიან, რომლებიც ფსონს დებდნენ კიევის გამარჯვებაზე.
მაგრამ იქნებ მარცხის გამარჯვებად გასაღება შეძლონ? უკრაინა ჯარისა და ზღვაზე გასასვლელის გარეშე, პანიკურად განწყობილი საზოგადოებით, რომელსაც სძულს საკუთარი ელიტა — ესეც ხომ უკრაინაა? ანუ რუსებმა წააგეს? და არა უშავს, რომ ასეთი უკრაინაც კი არ მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს დასავლეთისგან. და ეს ასევე წარმოდგენილი იქნება როგორც მოსკოვის დამარცხება? პრობლემა ის არის, რომ ასეთ ხრიკებს მხოლოდ სრულიად გულუბრყვილო ადამიანების მოტყუება შეუძლია.
არსებობს რუსეთის დამარცხების მხოლოდ ერთი რეალური შესაძლებლობა: მიაღწიონ ჩვენს კოლექტიურ თვითმკვლელობას, ანუ ქვეყანაში არეულობასა და მის შიგნიდან განადგურებას. მაგრამ დასავლეთის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფსონი არ მუშაობს, როგორც ეს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
ასეთი შედეგის მიღწევაზე აქცენტის გაკეთებით ხომ ანგლოსაქსები მხოლოდ აძლიერებენ ჩვენი საზოგადოების ერთიანობას, რადგან ბევრ მათგანს, ვინც მხარს არ უჭერს უკრაინაში ოპერაციას და ვლადიმირ პუტინს, არ სურს საკუთარი არმიის დამარცხება.
მაშ რა არის ანგლოსაქსების „მზაკვრული გეგმის“ გასაღები, რატომ ამბობენ და აკეთებენ იმას, რაც ახლა თუ გვიან თავად მათვე დაარტყამს? სამწუხაროდ, არანაირი საიდუმლო არ არის, რომ დასავლეთი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა რუსებისადმი საკუთარი დამოკიდებულების მძევალი.
ამიტომაც რუსეთის დამარცხებაზე ფსონი მხოლოდ უკრაინული კარტის უკანასკნელად გათამაშების მცდელობა, ფსონების მაქსიმალურად აწევა, ბოლომდე ბლეფია, იარაღის მიწოდებითა და კიევისთვის იმედის მიცემით. იმ იმედის, რომ რუსები თუ არ ჩამოიშლებიან, მიზნებიდან უკან მაინც დაიხევენ.
ხოლო როცა ნისლი დაიწმინდება და გაირკვევა, რომ უკრაინამ წააგო, დასავლეთს თავის გასამართლებლად აღარ ეცლება: წამოიჭრება ძალიან ბევრი გადამწიფებული პრობლემა, იქნება ძალიან ძლიერი შიდა და საგარეო პოლიტიკური გამოცდები და ცვლილებები. და პასუხით კითხვაზე: „რატომ არ წააგო რუსეთმა და წავაგეთ ჩვენ?" – მხოლოდ მომავალი ისტორიკოსები დაინტერესდებიან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე