რუსული გაკვეთილი: მსოფლიოს დასავლეთის აღარ სჯერა

© photo: Sputnik / Vladimir Sergeev
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
პიოტრ აკოპოვი
რატომ შეიკრიბნენ ევროპული ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში ევროკავშირის დაუგეგმავ სამიტზე? იმისათვის, რომ აღენიშნათ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების მეასე დღე რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეექვსე პაკეტით, რომელთა აზრი უკვე აღარავის ესმის.
თუ ევროპას სურს უკრაინის ნგრევის შეჩერება, საჭიროა ახალ სანქციებზე უარის თქმა, კიევისთვის იმის ახსნა, რომ შეწყდება იარაღის მიწოდება, არ იქნება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და უკრაინის ხელისუფლებას თავად მოუწევს რუსეთთან მშვიდობის გზების ძიება. ეს ჯერ კიდევ 2014-ში უნდა გაეკეთებინათ.
მაგრამ ევროკავშირს არ შეუძლია რეალობის მიღება, ამიტომ იძულებულია სულ უფრო ღრმად ჩაეფლოს სანქციების ორმოში. მორიგი სამიტის წინა დღეს გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა აღიარა, რომ ახალი სანქციების შეთანხმების მხრივ პრობლემებია:

„უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ დავინახეთ, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ევროპა ერთიანდება. სამიტის წინ იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. მაგრამ ახლა (ერთობის) რღვევა იწყება“.

ევროკავშირში არ არსებობს ერთობა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით: რამდენიმე ქვეყანა, პირველ რიგში უნგრეთი, წინააღმდეგია და თანხმობისთვის მრავალმილიარდიან კომპენსაციას ითხოვს. და თუ ევროპა მაინც იტყვის უარს რუსულ ნავთობზე, რას მიაღწევს ამით, გარდა ფასების მორიგი ზრდისა?
ჰენრი კისინჯერი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
კისინჯერი სოროსის წინააღმდეგ - რეალისტები გლობალისტების წინააღმდეგ
უკრაინაში სპეცოპერაცია არ შეწყდება, მაგრამ იქნებ ახალი სანქციების შემდეგ ევროპელებმა თავი უფრო დაცულად იგრძნონ? რუსეთზე ნაკლები დამოკიდებულება აღკვეთს მოსკოვის თავდასხმას ბალტიისპირეთსა და პოლონეთზე? – სწორედ ამ გეგმებზე საუბრობენ, მაგალითად, პოლონელი ხელისუფალნი. ანუ რუსეთი აპირებს ნატოსთვის ომის გამოცხადებას. და ამ ბოდვის სჯერათ ევროპელებს და მხარს უჭერენ სანქციებს?
ჯერჯერობით ასეა, რაზეც ფონდ „დემოკრატიების ალიანსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.
გამოკითხვის თანახმად, რუსეთთან ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას მხარი დაუჭირა ევროპელების 55%-მა. რუსეთის მიმართ ყველაზე ნეგატიურად განწყობილი აღმოჩნდნენ პოლონეთი (87%) და თავად უკრაინა (87%), მესამე ადგილზე კი მოულოდნელად პორტუგალია (79%) გავიდა (ქვეყანა არ არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე). შვედეთის მეოთხე ადგილი (77%) გასაგებია, მაგრამ გაკვირვებას იწვევს ტრადიციულად მეგობრული იტალიის მეხუთე პოზიცია (65%). ამდენივე პროცენტია რუსეთის მიმართ ნეგატიურად განწყობილი დიდ ბრიტანეთშიც. გამოკითხვა, ალბათ, ჯერ კიდევ გაზაფხულის დასაწყისში ჩატარდა. სხვა კვლევების შედეგები კი აჩვენებს, რომ იმავე ბრიტანეთში მარტსა და მაისში სანქციების ომის მხარდამჭერთა რეიტინგი 50%-იდან 36%-მდე ჩამოვარდა.
გერმანია (62%) უსწრებს საშუალო ევროპულ დონეს, მეტიც, მარტსა და მაისში რუსეთის ენერგომატარებლების მიმართ ემბარგოს დაწესების მხარდამჭერთა რაოდენობა 44%-დან 50%-მდე გაიზარდა.
აშშ-ის მაჩვენებელი გერმანიის მაჩვენებლის მსგავსია – 62%, მაგრამ სხვა გამოკითხვების თანახმად, ორ თვეში მათი რაოდენობა შემცირდა 55%-დან 45%-მდე.
ლოიდ ოსტინი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2022
დასავლეთი რუსეთის დამარცხებაზე ფსონს მაღლა სწევს
ზოგადი ტენდენცია ნათელია: ვიდრე ინფლაცია ევროპელებისა და ამერიკელების ჯიბეს ურტყამდა, მაგრამ მათ არწმუნებდნენ იმაში, რომ უკრაინის გამარჯვება შესაძლებელი იყო, სანქციებს უმრავლესობა მხარს უჭერდა. როგორც კი სიტუაცია ასეთი ერთმნიშვნელოვანი აღარ არის, ინფლაცია კი გრძელდება, განწყობები შეიცვალა.
თუმცა რუსეთის მოქმედება ნამდვილად არ არის დამოკიდებული იმაზე, რას ფიქრობენ და აკეთებენ ევროპელები. ადრე თუ გვიან რუსეთი მიზანს მიაღწევს და უკრაინა დასავლეთის გავლენის სფეროდან გამოვა. მაგრამ დასავლური ელიტებისა და დასავლეთის მოსახლეობის განწყობები გასათვალისწინებელია არა სამხედრო, არამედ გეოპოლიტიკური სპეციალური ოპერაციის დაგეგმვისას, რომელიც საბრძოლო მოქმედებების პარალელურად მიმდინარეობს და უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
სხვათა შორის, ევროპულ ქვეყნებს შორისაც არის ორი - უნგრეთი და საბერძნეთი, სადაც ხალხის უმრავლესობა მხარს არ უჭერს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტას.
სულ გამოკითხულ 52 ქვეყანას შორის ასეთია 20. ესენი არიან უმსხვილესი აზიური ქვეყნები: ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, ინდონეზია, პაკისტანი. აზიაში უმრავლესობა რუსეთს უჭერს მხარს – ტაილანდი, მალაიზია, ვიეტნამი, ფილიპინები. იგივე სიტუაციაა არაბულ სამყაროში: საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ალჟირი, მაროკო. აფრიკაში – ნიგერია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, კენია. ლათინურ ამერიკაში ხმები შუაზე გაიყო.
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2022
რუსოფობია კლავს: რას გამოიწვევს რუსეთის ბლოკადა
რუსეთისადმი დადებითი დამოკიდებულების ბალანსი დაფიქსირდა ინდოეთში (36%), ალჟირსა (29%) და ინდონეზიაში (29%).
მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოკითხვამ დაადასტურა ის, რაც სპეცოპერაციის პირველივე დღიდან აშკარა იყო: მსოფლიო ორ არათანაბარ ნაწილად გაიყო. ანტირუსული უმცირესობა შემოიფარგლება დასავლეთით, რომელიც გლობალური მედიის სახით უზარმაზარ ძალას ფლობს, მისგან ინფორმაციას იღებს არადასავლური სამყაროს მასმედიის უდიდესი ნაწილი (ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის ქვეყნების ნაწილი). მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ანტირუსული პოზიცია დაიჭირა.
როდესაც გაეროში კენჭისყრისას ბევრმა არადასავლურმა ქვეყანამ თავი შეიკავა რუსეთის დაგმობისგან, მათი პოზიცია დასავლეთში ახსნეს როგორც რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების სურვილის არქონით, ისე ამ ქვეყნების მმართველების ავტორიტარული ხასიათით – რომ მათ არ უყვართ დასავლური დემოკრატია და ამიტომაც უჭერენ მხარს პუტინს.
ევროპელებისთვის, რასაკვირველია, გაცილებით რთულია რუსეთის მიმართ მიკერძოებულობისგან გათავისუფლება: რუსოფობიას აქ ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. და როდესაც ეს ამჟამინდელი ევროპული ელიტების გეოპოლიტიკური დამოუკიდებლობის არქონას ერწყმის, რუსეთთან სანქციების ომის ტყვეობიდან თავის დახსნა ძალიან რთულდება, მაგრამ ევროპას მაინც არ აქვს სხვა გზა. რაც მალე გააცნობიერებს ევროპა ამას, მით ნაკლები დანაკარგი ექნება მომავალში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0