https://sputnik-georgia.com/20220414/ras-gamoiwvevs-rusetis-blokada-266012789.html
რუსოფობია კლავს: რას გამოიწვევს რუსეთის ბლოკადა
რუსოფობია კლავს: რას გამოიწვევს რუსეთის ბლოკადა
Sputnik საქართველო
პიოტრ აკოპოვი 14.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-14T16:08+0400
2022-04-14T16:08+0400
2022-04-15T16:10+0400
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0e/265975949_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_7911ac2638a8ec3eca3fb2ff1570b934.jpg
პიოტრ აკოპოვიომი ომია, მაგრამ რადგან რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლებელია, არსებობს მასზე გამარჯვების მხოლოდ ერთი მეთოდი. გარედან ეკონომიკური მოხრჩობა ისეთი ძალით, რომ ამან ეკონომიკის კოლაფსი, არეულობა და ხელისუფლების შეცვლა ანუ კაპიტულაცია გამოიწვიოს.დასავლეთში უკვე აღარ მალავენ, რომ ფსონს ამაზე დებენ. საუბარია სანქციებზე, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას, რუსეთის, როგორც ასეთის, განადგურებას. ამიტომ ეს არის ბლოკადა, მიმართული რუსეთის დამარცხებისკენ.ფედერაციის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას პირველმა ვიცეპრემიერმა ანდრეი ბელოუსოვმა თქვა: „ჩვენი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების ჩანაფიქრია რუსეთის მაქსიმალური იზოლაცია მსოფლიო ეკონომიკისგან და ამით ეკონომიკური სისტემის დეგრადაციისა და დაშლის პროცესების ამოქმედება. ეს არის მცდელობა რუსეთის გლობალური ბლოკადისა, რომელიც ოთხი რგოლისგან შედგება“.ბელოუსოვმა მოხრჩობის ეს ოთხი რგოლი დაახასიათა - ფინანსური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული:„ფინანსურ ბაზრებთან წვდომის დაბლოკვა, რუსული ბანკების კანონის მიღმა დაყენება, საგარეო სავაჭრო კავშირების გაწყვეტა, საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური შესუსტება, რუსეთის მოკვეთა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქონლისა და მომსახურების იმპორტის წყაროებიდან, უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კომუნიკაციების დაბლოკვა, ადამიანებს შორის კონტაქტების გაწყვეტა, სამეცნიერო, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში კავშირების სრულად გაწყვეტა“.მაგრამ დასავლეთი არ ითვალისწინებს მთავარს. იმას, რომ მსოფლიო შეიცვალა და ანგლოსაქსონელი გლობალისტები მას ვეღარ აკონტროლებენ. „ასეთი ბლოკადის შექმნა - რუსეთის, სიდიდით მსოფლიოს მეექვსე ეკონომიკის იზოლირება გლობალური ეკონომიკური სისტემიდან შეუძლებელია“, - განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა და დასძინა, რომ ბოლო თვე-ნახევრის მოვლენები ამაზე ნათლად მიუთითებენ.მართლაც, როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, „ის ბლიცკრიგი, რომლის იმედიც ჩვენს არაკეთილმოსურნეებს ჰქონდათ, რასაკვირველია, არ შედგა“, ეკონომიკამ გაუძლო.ბლოკადას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ის მაქსიმალურად სრულია, თუ ქვეყანა მოკვეთილია სავაჭრო პარტნიორების უმრავლესობისგან. უახლეს ისტორიაში იყო ერაყის უფრო სასტიკად იზოლირების მცდელობა 90-იან წლებში, თანაც მას დააკისრეს გაეროს სანქციები. იგივე გაკეთდა ჩრდილოეთ კორეის მიმართ, მაგრამ ორივე შემთხვევაში ქვეყნები პოულობდნენ ხვრელებს სანქციებში.რუსეთის შემთხვევაში საუბარია არა საყოველთაო, არამედ დასავლურ სანქციებზე, თანაც მათი მხრიდანაც არატოტალურზე. ევროპა ვერ ამბობს უარს რუსულ ენერგომატარებლებზე. მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ერთიან დასავლეთს შეუძლია, ესაა რუსეთის მოკვეთა მაღალი ტექნოლოგიებისგან და დანარჩენ სამყაროსთან საგარეო ვაჭრობის გართულება.რუსული ნავთობის, ნახშირის, პოტენციურად კი გაზის შეძენაზე უარის თქმა გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ მათ სხვა ქვეყნები შეიძენენ. მართალია, ამას მოყვება ბიუჯეტის შემოსავლების დროებით შემცირება, მაგრამ ეს ნამდვილად ვერ შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას.საჩვენებელი იყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 7 აპრილს გამართული კენჭისყრა ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვის საკითხზე. შედეგად რუსეთის საქმიანობა საბჭოში შეჩერდა, თუმცა რუსეთმა იმავე დღეს თავად განაცხადა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ. მნიშვნელოვანი სხვა რამაა: როგორ და ვინ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. განსაკუთრებით იმავე გენერალური ასამბლეის მიერ 2 მარტს მიღებულ ანტირუსულ რეზოლუციასთან - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ - შედარებით.პირველი, 2 მარტის, რეზოლუციას მხარი დაუჭირა 141 ქვეყნის წარმომადგენელმა, ამასთან წინააღმდეგი იყო 5 ქვეყანა, მათ შორის, რუსეთი, ხოლო თავი შეიკავა 35-მა. 12 სხდომას არ დასწრებია. ჯამში 51-მა ქვეყანამ, უმცირესობამ, გამოავლინა დამოუკიდებლობა. ციფრები რუსეთის სასარგებლო ნამდვილად არ ყოფილა.მაგრამ 7 აპრილს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის საქმიანობის შეჩერებას მხარი დაუჭირა 93-მა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 24. 58-მა თავი შეიკავა ან არ მიუღია მონაწილეობა. რუსეთთან ერთად კენჭისყრაში მონაწილეობდა არა მხოლოდ ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, არამედ, მაგალითად, ირანი, ალჟირი, ეთიოპია, ვიეტნამი, ბოლივია, კონგო. ჩინეთი, რომელსაც ამჯერად თავი არ შეუკავებია. კიდევ უფრო საინტერესოა იმ ქვეყნების სია, რომლებმაც თავი შეიკავეს. ესენია: ბრაზილია და მექსიკა, ინდოეთი და მთელი მუსლიმური სამყარო (ეგვიპტე, საუდის არაბეთი, პაკისტანი, ინდონეზია, მალაიზია, კატარი და სხვ.). თურქეთი კი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ მისცა ხმა, არანაირ ბლოკადაში არ აპირებს მონაწილეობის მიღებას.სხვათა შორის, ერთხელ, 1919 წლის ოქტომბერში, უკვე იყო რუსეთის ბლოკადაში მოქცევის მცდელობა. მაშინ ანტანტამ საბჭოთა რუსეთის სრული ბლოკადა გამოაცხადა. ის ბლოკადა ჩაფიქრებული იყო, როგორც ტოტალური, რუსეთშიც მძიმე სიტუაცია იყო, მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, ბოლშევიკები ვერ აკონტროლებდნენ ქვეყნის დიდ ნაწილს. მაგრამ ბოლშევიკებმა დაამარცხეს იუდენიჩისა და დენიკინის ჯარები, ევროპაში კი ხალხი უკმაყოფილო იყო ფასების ზრდით რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის გამო და უმუშევრობით ექსპორტის შემცირების გამო, გერმანიაც არ შეუერთდა ბლოკადას. ასე რომ, სამი თვის შემდეგ ის უმოქმედოდ გამოცხადდა, ერთ წელიწადში კი გაფორმდა შეთანხმება ინგლისთან. რამდენიმე წლის შემდეგ დასავლეთთან გაცხოველებული ვაჭრობა მიმდინარეობდა, თუმცა მაშინ დასავლეთს თავისი პირობების კარნახი შეეძლო.თუ რუსეთმა გაუძლო მაშინ, ახლაც გაუძლებს, ქვეყნის მდგომარეობაც და მსოფლიოში არსებული ვითარებაც განსხვავებულია ასი წლის წინანდელისგან. დასავლეთი ვერ შეძლებს ბლოკადის შენარჩუნებას რამდენიმე წელიწადი ვერც გეოპოლიტიკურად, ვერც ეკონომიკურად. საშინაო პრობლემები სწრაფ გლობალურ ცვლილებებთან ერთად მათ დროს არ აძლევს.„რუსეთის მოხრჩობის“ წინა მცდელობების ისტორიული გამოცდილება არაფერს ასწავლის, მით უფრო, როდესაც მოსწავლეს არ სურს ისეთი გარესამყაროს დანახვა, როგორიც ის რეალურად არის. რუსოფობია საბოლოო ჯამში კლავს, მათ შორის, ეკონომიკურად.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0e/265975949_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_4355fc69f5fd35ab0885d1bea7490ef1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოსაზრება
ომი ომია, მაგრამ რადგან რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლებელია, არსებობს მასზე გამარჯვების მხოლოდ ერთი მეთოდი. გარედან ეკონომიკური მოხრჩობა ისეთი ძალით, რომ ამან ეკონომიკის კოლაფსი, არეულობა და ხელისუფლების შეცვლა ანუ კაპიტულაცია გამოიწვიოს.
დასავლეთში უკვე აღარ მალავენ, რომ ფსონს ამაზე დებენ. საუბარია სანქციებზე, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას, რუსეთის, როგორც ასეთის, განადგურებას. ამიტომ ეს არის ბლოკადა, მიმართული რუსეთის დამარცხებისკენ.
ფედერაციის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას პირველმა ვიცეპრემიერმა ანდრეი ბელოუსოვმა თქვა: „ჩვენი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების ჩანაფიქრია რუსეთის მაქსიმალური იზოლაცია მსოფლიო ეკონომიკისგან და ამით ეკონომიკური სისტემის დეგრადაციისა და დაშლის პროცესების ამოქმედება. ეს არის მცდელობა რუსეთის გლობალური ბლოკადისა, რომელიც ოთხი რგოლისგან შედგება“.
ბელოუსოვმა მოხრჩობის ეს ოთხი რგოლი დაახასიათა - ფინანსური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული:
„ფინანსურ ბაზრებთან წვდომის დაბლოკვა, რუსული ბანკების კანონის მიღმა დაყენება, საგარეო სავაჭრო კავშირების გაწყვეტა, საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური შესუსტება, რუსეთის მოკვეთა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქონლისა და მომსახურების იმპორტის წყაროებიდან, უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კომუნიკაციების დაბლოკვა, ადამიანებს შორის კონტაქტების გაწყვეტა, სამეცნიერო, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში კავშირების სრულად გაწყვეტა“.
მაგრამ დასავლეთი არ ითვალისწინებს მთავარს. იმას, რომ მსოფლიო შეიცვალა და ანგლოსაქსონელი გლობალისტები მას ვეღარ აკონტროლებენ. „ასეთი ბლოკადის შექმნა - რუსეთის, სიდიდით მსოფლიოს მეექვსე ეკონომიკის იზოლირება გლობალური ეკონომიკური სისტემიდან შეუძლებელია“, - განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა და დასძინა, რომ ბოლო თვე-ნახევრის მოვლენები ამაზე ნათლად მიუთითებენ.
მართლაც, როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, „ის ბლიცკრიგი, რომლის იმედიც ჩვენს არაკეთილმოსურნეებს ჰქონდათ, რასაკვირველია, არ შედგა“, ეკონომიკამ გაუძლო.
ბლოკადას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ის მაქსიმალურად სრულია, თუ ქვეყანა მოკვეთილია სავაჭრო პარტნიორების უმრავლესობისგან. უახლეს ისტორიაში იყო ერაყის უფრო სასტიკად იზოლირების მცდელობა 90-იან წლებში, თანაც მას დააკისრეს გაეროს სანქციები. იგივე გაკეთდა ჩრდილოეთ კორეის მიმართ, მაგრამ ორივე შემთხვევაში ქვეყნები პოულობდნენ ხვრელებს სანქციებში.
რუსეთის შემთხვევაში საუბარია არა საყოველთაო, არამედ დასავლურ სანქციებზე, თანაც მათი მხრიდანაც არატოტალურზე. ევროპა ვერ ამბობს უარს რუსულ ენერგომატარებლებზე. მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ერთიან დასავლეთს შეუძლია, ესაა რუსეთის მოკვეთა მაღალი ტექნოლოგიებისგან და დანარჩენ სამყაროსთან საგარეო ვაჭრობის გართულება.
რუსული ნავთობის, ნახშირის, პოტენციურად კი გაზის შეძენაზე უარის თქმა გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ მათ სხვა ქვეყნები შეიძენენ. მართალია, ამას მოყვება ბიუჯეტის შემოსავლების დროებით შემცირება, მაგრამ ეს ნამდვილად ვერ შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას.
საჩვენებელი იყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 7 აპრილს გამართული კენჭისყრა ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვის საკითხზე. შედეგად რუსეთის საქმიანობა საბჭოში შეჩერდა, თუმცა რუსეთმა იმავე დღეს თავად განაცხადა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ. მნიშვნელოვანი სხვა რამაა: როგორ და ვინ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. განსაკუთრებით იმავე გენერალური ასამბლეის მიერ 2 მარტს მიღებულ ანტირუსულ რეზოლუციასთან - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ - შედარებით.
პირველი, 2 მარტის, რეზოლუციას მხარი დაუჭირა 141 ქვეყნის წარმომადგენელმა, ამასთან წინააღმდეგი იყო 5 ქვეყანა, მათ შორის, რუსეთი, ხოლო თავი შეიკავა 35-მა. 12 სხდომას არ დასწრებია. ჯამში 51-მა ქვეყანამ, უმცირესობამ, გამოავლინა დამოუკიდებლობა. ციფრები რუსეთის სასარგებლო ნამდვილად არ ყოფილა.
მაგრამ 7 აპრილს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის საქმიანობის შეჩერებას მხარი დაუჭირა 93-მა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 24. 58-მა თავი შეიკავა ან არ მიუღია მონაწილეობა. რუსეთთან ერთად კენჭისყრაში მონაწილეობდა არა მხოლოდ ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, არამედ, მაგალითად, ირანი, ალჟირი, ეთიოპია, ვიეტნამი, ბოლივია, კონგო. ჩინეთი, რომელსაც ამჯერად თავი არ შეუკავებია. კიდევ უფრო საინტერესოა იმ ქვეყნების სია, რომლებმაც თავი შეიკავეს. ესენია: ბრაზილია და მექსიკა, ინდოეთი და მთელი მუსლიმური სამყარო (ეგვიპტე, საუდის არაბეთი, პაკისტანი, ინდონეზია, მალაიზია, კატარი და სხვ.). თურქეთი კი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ მისცა ხმა, არანაირ ბლოკადაში არ აპირებს მონაწილეობის მიღებას.
სხვათა შორის, ერთხელ, 1919 წლის ოქტომბერში, უკვე იყო რუსეთის ბლოკადაში მოქცევის მცდელობა. მაშინ ანტანტამ საბჭოთა რუსეთის სრული ბლოკადა გამოაცხადა. ის ბლოკადა ჩაფიქრებული იყო, როგორც ტოტალური, რუსეთშიც მძიმე სიტუაცია იყო, მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, ბოლშევიკები ვერ აკონტროლებდნენ ქვეყნის დიდ ნაწილს. მაგრამ ბოლშევიკებმა დაამარცხეს იუდენიჩისა და დენიკინის ჯარები, ევროპაში კი ხალხი უკმაყოფილო იყო ფასების ზრდით რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის გამო და უმუშევრობით ექსპორტის შემცირების გამო, გერმანიაც არ შეუერთდა ბლოკადას. ასე რომ, სამი თვის შემდეგ ის უმოქმედოდ გამოცხადდა, ერთ წელიწადში კი გაფორმდა შეთანხმება ინგლისთან. რამდენიმე წლის შემდეგ დასავლეთთან გაცხოველებული ვაჭრობა მიმდინარეობდა, თუმცა მაშინ დასავლეთს თავისი პირობების კარნახი შეეძლო.
თუ რუსეთმა გაუძლო მაშინ, ახლაც გაუძლებს, ქვეყნის მდგომარეობაც და მსოფლიოში არსებული ვითარებაც განსხვავებულია ასი წლის წინანდელისგან. დასავლეთი ვერ შეძლებს ბლოკადის შენარჩუნებას რამდენიმე წელიწადი ვერც გეოპოლიტიკურად, ვერც ეკონომიკურად. საშინაო პრობლემები სწრაფ გლობალურ ცვლილებებთან ერთად მათ დროს არ აძლევს.
„რუსეთის მოხრჩობის“ წინა მცდელობების ისტორიული გამოცდილება არაფერს ასწავლის, მით უფრო, როდესაც მოსწავლეს არ სურს ისეთი გარესამყაროს დანახვა, როგორიც ის რეალურად არის. რუსოფობია საბოლოო ჯამში კლავს, მათ შორის, ეკონომიკურად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე