კისინჯერი სოროსის წინააღმდეგ - რეალისტები გლობალისტების წინააღმდეგ

© photo: Sputnik / Valeriy Melnikov / გადასვლა მედიაბანკშიჰენრი კისინჯერი
ჰენრი კისინჯერი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
გამოწერა
პიოტრ აკოპოვი
99 წლის ჰენრი კისინჯერი და 91 წლის ჯორჯ სოროსი დიდი ხანია ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების თანამედროვე ვერსიებად აქციეს, მაგრამ დასავლური სამყარო მათგან ელოდება იმ ავადმყოფობასთან ბრძოლის რეცეპტს, რომელიც ანგლოსაქსების დაუმთავრებელ გლობალურ პროექტს ტანჯავს. რეცეპტს თუ არა, ავადმყოფობის ზუსტ დიაგნოზს მაინც. ამჟამად დასავლეთი „ავადაა“ რუსეთით, საჭიროა იმის მოფიქრება, რა მოუხერხონ ამ ავადმყოფობას და როგორ შეაჩერონ ის.
დავოსის ფორუმზე ორივე მხცოვანმა გამოთქვა აზრი რუსეთზე და ატლანტიკური ელიტის ორი ძირითადი მიდგომა დაასახელა. ამ ორ მოსაზრებას შორის პრინციპული განსხვავებაა, თუმცა ერთი საერთო შტრიხიც აქვს, თუმცა ამაზე მოგვიანებით.
სოროსის პოზიცია აბსოლუტურად ნათელია:

„შეჭრა, შესაძლოა, გახდა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი და ჩვენმა ცივილიზაციამ ის შეიძლება ვერ გადაიტანოს. ჩვენი ცივილიზაციის გადარჩენის საუკეთესო და, შესაძლოა, ერთადერთი მეთოდი არის პუტინის დამარცხება, რაც შეიძლება სწრაფად“.

ანუ პუტინის რუსეთი, ჰიტლერის გერმანიის მსგავსად, საფრთხეს უქმნის დასავლურ ცივილიზაციას და ის უნდა დამარცხდეს. თანაც - ნებისმიერ ფასად. როდესაც სოროსი იმაზე საუბრობს, რომ „ჩვენ თავი უნდა მოვუყაროთ რესურსებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ომი“, მას მხედველობაში აქვს სწორედ რუსეთის დამარცხება და არა მშვიდობიანი მოლაპარაკებები:
„მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა მიუღწეველია, რადგან მისი (პუტინის - ავტ.) ნდობა არ შეიძლება“.
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
რატომ ახსენა რომის პაპმა „ნატოს ყეფა რუსეთის კართან“ - რას ფიქრობენ რუსეთში
სოროსი უბრალოდ იმეორებს ანგლოსაქსური ელიტების რადიკალურად განწყობილი ნაწილის სიტყვებს და ჯერჯერობით ისინი ახერხებენ ამ მიდგომის თავსმოხვევას ევროპული ელიტების დიდი ნაწილისთვის, რომელთაც, ყველაფერთან ერთად, კარგად ესმით: ისინი აქციეს რუსეთის წინააღმდეგ ანგლოსაქსური თამაშის მძევლებად და საერთოდ არ აპირებენ ყველა ფსონის დადებას მის მარცხზე. სწორედ მათ პოზიციას, ასევე რეალისტი ანგლოსაქსების შეხედულებებს გამოხატავს ჰენრი კისინჯერი.
„რუსეთი უკვე 400 წელია ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილია და ევროპულ პოლიტიკაზე ამ პერიოდში ძირითადად მოქმედებდა მისი შეფასება რუსეთის როლისა. ზოგჯერ დამკვირვებლის სახით, მაგრამ ზოგჯერ გარანტის ან ინსტრუმენტის სახით, რომლის დახმარებითაც შეიძლებოდა ევროპული ბალანსის აღდგენა. დღევანდელმა პოლიტიკამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მნიშვნელოვანია ამ როლის აღდგენა, რათა რუსეთი არ მიიმწყვდიონ ჩინეთთან მუდმივ კავშირში“.
ამიტომ კისინჯერი საუბრობს იმაზე, რომ საჭიროა მის 2014 წლის წინადადებასთან დაბრუნება, რომელიც ყირიმისა და დონბასის შემდეგ ჩამოყალიბდა: „იდეალური გამოსავალი იქნებოდა უკრაინის ნეიტრალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, როგორც ხიდისა, გამყოფი ხიდისა რუსეთსა და ევროპას შორის“. მან განაცხადა, რომ ეს შესაძლებლობა „დღეს არ არსებობს იმავე გაგებით, მაგრამ მაინც შესაძლებელია მისი, როგორც საბოლოო მიზნის, განხილვა“.
ლოიდ ოსტინი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2022
დასავლეთი რუსეთის დამარცხებაზე ფსონს მაღლა სწევს
„მოძრაობა მშვიდობაზე მოლაპარაკებებისკენ უახლოეს ორ თვეში უნდა დაიწყოს, რათა ომის შედეგები შეჯამდეს. ეს უნდა გაკეთდეს მანამ, სანამ იგი გამოიწვევს ისეთ რყევებსა და დაძაბულობას, რომელთა გადალახვა სულ უფრო გართულდება, განსაკუთრებით, ევროპასთან რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის შესაძლო ურთიერთობების თვალსაზრისით. იდეალური ვარიანტია - გამყოფმა ხაზმა დაიბრუნოს უწინდელი სტატუს-კვო.
ვფიქრობ, პოლონეთის საზღვრებს მიღმა ომში (დასავლეთის - ავტ.) ჩაბმა გამოიწვევს იმას, რომ ის გადაიქცევა ომად არა უკრაინის თავისუფლებისთვის, არამედ თავად რუსეთის წინააღმდეგ“.
აქ მნიშვნელოვანია არა ის, რომ კისინჯერი ფსონს არ დებს რუსეთის დამარცხებაზე, არამედ ის, თუ რით ხელმძღვანელობს ის. თუ სოროსისთვის პრინციპულია გლობალიზაციის მომავალი, რომელსაც იგი აღწერს, როგორც ბრძოლას ორ დიამეტრალურად განსხვავებულ სისტემებს შორის - გახსნილ (დასავლეთი) და დახურულ (რუსეთი და ჩინეთი) საზოგადოებებს შორის, კისინჯერისთვის მნიშვნელოვანია დასავლეთის საკვანძო როლის შენარჩუნება მსოფლიო წესრიგში. მიზანი უფრო მოკრძალებულია, მაგრამ უფრო რეალისტურიც. ამიტომ თუ სოროსი აპელირებს „ნათელ მომავალზე“, კისინჯერი იშველიებს წარსულს და საუბრობს მის 400-წლიან როლზე ევროპის პოლიტიკასა და ძალთა ევროპულ ბალანსში. ამასთან, უთითებს, რომ არ შეიძლება მოსკოვის პეკინისკენ გარიყვა - ეს თავად დასავლეთისთვის არ არის ხელსაყრელი.
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2022
ევროპა რუსეთს ორმაგად ურტყამს. რას მიიღებს სანაცვლოდ?
ანუ თუ სოროსისთვის პუტინი და სი ერთმნიშვნელოვნად მტრები და უკვე ერთმანეთის მოკავშირეები არიან: „დღეს ჩინეთი და რუსეთი ღია საზოგადოებისთვის ყველაზე მეტ საფრთხეს წარმოადგენენ“, კისინჯერისთვის ჯერ ყველაფერი ასეთი ცალსახა არ არის. იგი ამ ქვეყნებს განიხილავს, როგორც საპირწონეებს, და არ სურს იმის დაჯერება, რომ მოსკოვისა და პეკინის ურთიერთობა დიდი ხანია აღარ არის დამოკიდებული დასავლეთის სტრატეგიაზე. სავსებით გასაგები სიჯიუტეა სტრატეგისთვის, რომელმაც ნახევარი საუკუნის წინ გაითამაშა ამერიკელებისთვის ხელსაყრელი კომბინაცია მოსკოვი-ვაშინგტონი-პეკინის სამკუთხედში (რომლის რეალური ინიციატორი, სხვათა შორის, ჩინეთი იყო, მაგრამ ამის გახსენება არ სიამოვნებთ).
ყველაფრის მიუხედავად, კისინჯერის ეს პოზიცია სოროსის მოსაზრებასთან შედარებით გაცილებით რეალისტურია, ვინაიდან დასავლეთს ნამდვილად არ შესწევს რუსეთის დამარცხების ძალა (არა იმიტომ, რომ ის უფრო სუსტია, არამედ იმიტომ, რომ ფსონია განსხვავებული). ჩინეთისგან მისი მოწყვეტაც შეუძლებელია (ეს მოსკოვისა და პეკინის გაცნობიერებული სტრატეგიული არჩევანია და სწორედ დასავლურ პროექტთან დაპირისპირების აუცილებლობითაა გამოწვეული), მაგრამ ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობის სრულად გაწყვეტის არდაშვება სავსებით რეალურია. და რაც ატლანტისტი რეალისტებისთვის მნიშვნელოვანია, ეს თავად დასავლეთის ინტერესებსაც ესადაგება: ახალ, პოსტდასავლურ სამყაროში, ის იქნება არა ჰეგემონი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე ძლიერი მოთამაშე. თანაც ისეთი, რომ შეძლებს გარკვეული დროის განმავლობაში მსოფლიო სისტემის ფუნქციონირების გაძღოლას ძველი ანგლოსაქსური წესებით. სწორედ ეს არის კისინჯერის მარტივი გეგმის არსი. ამასთან, მას იმედი აქვს, რომ ჩინეთი და აშშ ჯერ კიდევ შეძლებენ თავი შეიკავონ და არ გადაეშვან ღია კონფრონტაციაში.
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გლობალიზაცია უქმდება. დასავლეთი ძლევამოსილების საყრდენს კარგავს
ამ გეგმის პრობლემაა (მისი რეალისტურობის შეფასების გარეშე): ალიანსელი რადიკალებისთვის, მათთვის, ვინც დარწმუნებულია, რომ ეყოფათ ძალა როგორც რუსეთის, ისე ჩინეთის შესაკავებლად და გლობალიზაციის გასამარჯვებლად ბრძოლისთვისაც, კისინჯერის პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელი და მარცხისთვის განწირულია. არა მხოლოდ კიევში აფასებენ ყოფილი სახელმწიფო მდივნის გამონათქვამებს, როგორც „დავოსის პანიკიორის“ განსჯას. ზუსტად ასევე ფიქრობს ალიანსელი ზენაციონალური ელიტების სოლიდური ნაწილი.
და ეს არის მორიგი მტკიცებულება იმ ძალიან ღრმა მსოფლმხედველობრივი კრიზისისა, რომელშიც ის იმყოფება, და სურვილის არქონა, რომ აღიარონ რეალობა, მხოლოდ ამის შედეგია. აქედან - არარეალისტური მიზნები და ქმედებები, რომლებიც აუარესებს საკუთარ მდგომარეობას. მოსკოვის მარცხზე ფსონის დადება - დასავლეთის უმძიმესი შეცდომაა.
ამასთან, კისინჯერის გეგმას ვერ უწოდებ წარმატებულს ანგლოსაქსებისთვის, რადგან ის, სოროსის მსგავსად, სათანადოდ არ აფასებს რუსეთს და არ ესმის მისი მიზნები.
ნეიტრალური უკრაინა უკვე ვეღარ იქნება კომპრომისის საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის, ამაზე უნდა ემსჯელათ არა 2022 წლის 24 თებერვლამდე, არამედ 2014 წლის თებერვლამდე, იანუკოვიჩის ჩამოგდებამდე და ევრომაიდნის გამარჯვებამდე. კისინჯერის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ იგი ამ წინადადებით ჯერ კიდევ ათი-თხუთმეტი წლის წინ გამოდიოდა, მაგრამ მაშინ დასავლეთში ბევრი უკრაინას უკვე პოტენციურად თავისიანად მიიჩნევდა.
ახლა ნეიტრალიტეტზე საუბარი შეუძლებელია, უბრალოდ იმიტომ, რომ რუსეთი იბრუნებს თავის ისტორიულ ერთობას და უკრაინული (ანუ მცირე რუსეთისა და ახალი რუსეთის) პრობლემა ჩვენი ხალხის საშინაო საქმე ხდება.
დასავლეთს შეუძლია მთელი ძალით შეგვიშალოს ხელი, გააჭიანუროს ეს პროცესი, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მას მოუწევს რეალობასთან შეგუება და გარდაუვალის აღიარება: ევროპის და რუსული სამყაროს საზღვრების გადახედვის მორიგი მცდელობა ჩაიშალა - ზუსტად ისევე, როგორც ყველა წინა მცდელობა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0