https://sputnik-georgia.com/20220601/nato-da-baltiis-qveynebi-267042290.html
მოსაზრება: უკრაინის შემდეგ ნატო ცეცხლს ბალტიის ქვეყნებს შეუკეთებს
მოსაზრება: უკრაინის შემდეგ ნატო ცეცხლს ბალტიის ქვეყნებს შეუკეთებს
Sputnik საქართველო
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებს უარყოფენ და მანიაკალურად ისწრაფვიან უკრაინული სცენარით დემილიტარიზაციისკენ... 01.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-01T11:50+0400
2022-06-01T11:50+0400
2022-06-01T17:49+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/04/264980765_0:0:3305:1859_1920x0_80_0_0_79ae5cd3a18e113969ed27304b077179.jpg
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებს უარყოფენ და მანიაკალურად ისწრაფვიან უკრაინული სცენარით დემილიტარიზაციისკენ. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა „უკრაინული გაკვეთილიდან“ სწორი დასკვნები ვერ გამოიტანა და განაგრძობს უგუნურ ესკალაციას ბალტიის რეგიონში. რუსეთის საზღვრებთან ნატოს სამხედრო აქტიურობის ზრდამ გარკვეულ ეტაპზე რუსეთის ძალისმიერი პასუხი შეიძლება გამოიწვიოს.ბალტიისპირეთში 30 მაისიდან 12 ივნისამდე გრძელდება ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაერთიანებული ჯარის მანევრები - Ramstein Legacy 2022 - პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მონაწილეობით. მთავარი ამოცანებია - ალიანსის სარაკეტო სროლების დამუშავება ყველა ხსენებული ქვეყნის საჰაერო სივრცეში და შეთანხმებული მოქმედება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ფარგლებში. მონაწილეობენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ნორვეგიის, ბელგიის, ჩეხეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, იტალიის, ესპანეთისა და თურქეთის ჯარები.პარალელურად შვედეთის ტერიტორიაზე 5-17 ივნისს გაიმართება ნატოს მსხვილი სამხედრო წვრთნები - Baltic Operations 22 - ალიანსის 14 წევრი ქვეყნის, ასევე ფინეთისა და შვედეთის ჯარების მონაწილეობით. საკვანძო ამოცანებია - სადესანტო ოპერაციები, საარტილერიო სროლა, ნავსაწინააღმდეგო ბრძოლა წყალქვეშა დრონების გამოყენებით. გამოცხადებული მიზანია - რუსეთთან შესაძლო ომისთვის მომზადება. ჯერჯერობით ნეიტრალური შვედეთის მზადყოფნა უკვე შეაფასა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლანს ლანდრუმმა.რეგიონში ამას წინათ დასრულდა ალიანსის უმსხვილესი მანევრები Defender Europe, საგაზაფხულო ეტაპი Namejs 2022 მანევრებისა, ბალტიის ზღვის აკვატორიაში სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნები. მანამდე ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Center for Naval Analyses შეიმუშავა და გამოაქვეყნა კალინინგრადის ოლქზე „პრევენციული დარტყმის“ სცენარი თავდაცვის ოთხი მნიშვნელოვანი ელემენტის - „ისკანდერების“, ბალტიის ფლოტის სარაკეტო ხომალდების, С-400 საზენიტო-სარაკეტო სისტემებისა და საჯარისო კორპუსის გასანადგურებლად.ნატოს მანევრებისა და სტრატეგიის მიზანია რუსული შეიარაღებული ძალების მაქსიმალურად დასუსტება სამხედრო კონფლიქტის დასაწყისში, ანუ პრევენციული დარტყმა. შეუძლია კი რუსეთს პასიურად უყუროს ალიანსის აგრესიულ გეგმებსა და მზადებას? კითხვა რიტორიკულია. ამიტომ ბალტიის რეგიონის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის სამხედრო სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ კანონზომიერად დემილიტარიზაციის პირველი კანდიდატები იქნებიან.„ფინური ხანჯალი“ ევროპის ზურგშიუკრაინულმა გამოცდილებამ ევროპელ ლიდერებს ვერაფერი ასწავლა. მათ არ სურთ დაინახონ კონფლიქტის მიზეზი – ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით. ჟოზეპ ბორელი შეშფოთებულია იმით, რომ ევროკავშირი „ისეთ ომში, როგორიც უკრაინაშია“, ორ კვირაზე მეტხანს ვერ გაძლებს. რადგან უკრაინის კონფლიქტმა დაამტკიცა: რბილი ძალა არასაკმარისია, აუცილებელია სამხედრო ძალა.ბორელი ევროკავშირის გაერთიანებული არმიის შექმნის წინადადებით გამოვიდა. იდეა ახალი არაა, ვერ პასუხობს თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების მოთხოვნებს და უპერსპექტივოა. უნდა აღინიშნოს, რომ ნატოს ძალები და განვითარებული ნაციონალური ჯარები ათწლეულებია არ ეხმარებიან საბერძნეთსა და თურქეთს ეგეოსის ზღვაში სადავო კუნძულების გაყოფასა თუ დემილიტარიზაციაში. რას შეცვლის ევროკავშირის ახალი ჯარი?გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დღეს განაცხადა, რომ „ევროპაში ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდ ტრადიციულ ჯარს შექმნის“. ალიანსის ევროპულ ქვეყნებს დღეს ორმილიონიანი ჯარი ჰყავთ. გერმანიის ჯარში 184.000 ადამიანია, ბრიტანულში – 194.000, იტალიურში – 170.000. მაგრამ არ არსებობს პირდაპირი კავშირი ჯარის სიდიდესა და ეფექტურობას შორის.აშშ-ის ჯარის დაჯგუფებამ ევროპაში 100.000-ს მიაღწია. ამერიკელები ძველ სამყაროში ფლობენ დაახლოებით სამ ასეულ სამხედრო ბაზასა და ობიექტს: 123 - გერმანიაში, 49 - იტალიაში, 22 - დიდ ბრიტანეთში, 14 - თურქეთში, 6 - რუმინეთში, 4-4 - პოლონეთსა და უნგრეთში, 2 - სლოვაკეთში, თითო - ესტონეთში, საქართველოსა და ლატვიაში. სია არასრულია. დასკვნა: ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საკმარისი „ხიშტია“, თუმცა არასაკმარისია ტვინი.ალიანსის გაფართოება მას არ აძლიერებს, სამაგიეროდ აჩენს კონფლიქტის ახალი ზონების შექმნის გარანტიას. ნეიტრალური ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას რეალობიდან ამოვარდნის ნიშნები აქვს.ორი ჩრდილოევროპული ქვეყნის მთავრობები მანიაკალურად ისწრაფვიან სამხედრო ალიანსში, რათა არარსებული პრობლემები გადაჭრან. შედეგად კი მიიღებენ ნამდვილს.ევროპაში ალიანსის ახალმა ამერიკელმა მთავარსარდალმა კრისტოფერ კავოლიმ წევრობის კანდიდატებს - ფინეთსა და შვედეთს „დიდი პლუსი და პატარა მუხრუჭი“ უწოდა. მას ალბათ მიეცემა შესაძლებლობა, ეს აზრი განავრცოს. საინტერესოა, რომ კავოლი საუბრობს რუსულად, მონაწილეობდა პენტაგონის ოპერაციებში სპარსეთის ყურეში, ბოსნიასა და ავღანეთში.სკოუკროფტის სახელობის სტრატეგიისა და უსაფრთხოების ცენტრმა Bloomberg-ის პუბლიკაციაში მიუთითა, რომ რუსეთ-ფინეთის 1.300 კმ-იანი საზღვარი ნატოსთვის „ნამდვილი კოშმარია“. ადეკვატური ამერიკელი ანალიტიკოსები მხოლოდ ორ პლუსს ხედავენ – „სოლიდარობის დემონსტრაციას“ და „გაფართოებას მოსკოვის პოზიციის მიუხედავად“.თუმცა პერსპექტივაში ალიანსის საზღვრების პროვოკაციული და რუსეთისთვის სახიფათო კონფიგურაცია შეიძლება იქცეს „ფინურ ხანჯლად“ ევროპის ზურგში – გამოიწვიოს სამხედრო კონფლიქტი. პენტაგონი უკვე არჩევს ფინეთში, რუსეთის საზღვრების მახლობლად ახალ ადგილებს ბაზებისთვის.რუსეთი უკვე რეაგირებს – დასავლეთის სამხედრო ოლქში ოპერატიულად იქმნება 12 ახალი სამხედრო ნაწილი. აშშ-თან სამხედრო კონფლიქტის ჰიპოთეზურ სიტუაციაში რუსეთი იძულებული იქნება გაანეიტრალოს მტრული ბლოკის ყველა სამხედრო ბაზა და ობიექტი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე.ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ევროპული უსაფრთხოების პრობლემების დიპლომატიური გზით მოგვარების შესაძლებლობის გამორიცხვით აიძულებს რუსეთს, იმოქმედოს სხვა კანონიერი საშუალებებით.რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
https://sputnik-georgia.com/20220531/severodonecki-267005164.html
https://sputnik-georgia.com/20220524/poloneti-intergraciistvis-emzadeba-266862752.html
https://sputnik-georgia.com/20220513/40-miliardi-dolari-ukrainistvis-266635457.html
https://sputnik-georgia.com/20220512/kunzul-zmeinis-saidumlo-266592744.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/04/264980765_250:0:2981:2048_1920x0_80_0_0_934f295c0402cdb72182ade893953662.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებს უარყოფენ და მანიაკალურად ისწრაფვიან უკრაინული სცენარით დემილიტარიზაციისკენ. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა „უკრაინული გაკვეთილიდან“ სწორი დასკვნები ვერ გამოიტანა და განაგრძობს უგუნურ ესკალაციას ბალტიის რეგიონში. რუსეთის საზღვრებთან ნატოს სამხედრო აქტიურობის ზრდამ გარკვეულ ეტაპზე რუსეთის ძალისმიერი პასუხი შეიძლება გამოიწვიოს.
ბალტიისპირეთში 30 მაისიდან 12 ივნისამდე გრძელდება ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაერთიანებული ჯარის მანევრები - Ramstein Legacy 2022 - პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მონაწილეობით. მთავარი ამოცანებია - ალიანსის სარაკეტო სროლების დამუშავება ყველა ხსენებული ქვეყნის საჰაერო სივრცეში და შეთანხმებული მოქმედება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ფარგლებში. მონაწილეობენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ნორვეგიის, ბელგიის, ჩეხეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, იტალიის, ესპანეთისა და თურქეთის ჯარები.
პარალელურად შვედეთის ტერიტორიაზე 5-17 ივნისს გაიმართება ნატოს მსხვილი სამხედრო წვრთნები - Baltic Operations 22 - ალიანსის 14 წევრი ქვეყნის, ასევე ფინეთისა და შვედეთის ჯარების მონაწილეობით. საკვანძო ამოცანებია - სადესანტო ოპერაციები, საარტილერიო სროლა, ნავსაწინააღმდეგო ბრძოლა წყალქვეშა დრონების გამოყენებით. გამოცხადებული მიზანია - რუსეთთან შესაძლო ომისთვის მომზადება. ჯერჯერობით ნეიტრალური შვედეთის მზადყოფნა უკვე შეაფასა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლანს ლანდრუმმა.
რეგიონში ამას წინათ დასრულდა ალიანსის უმსხვილესი მანევრები Defender Europe, საგაზაფხულო ეტაპი Namejs 2022 მანევრებისა, ბალტიის ზღვის აკვატორიაში სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნები. მანამდე ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Center for Naval Analyses შეიმუშავა და გამოაქვეყნა კალინინგრადის ოლქზე „პრევენციული დარტყმის“ სცენარი თავდაცვის ოთხი მნიშვნელოვანი ელემენტის - „ისკანდერების“, ბალტიის ფლოტის სარაკეტო ხომალდების, С-400 საზენიტო-სარაკეტო სისტემებისა და საჯარისო კორპუსის გასანადგურებლად.
ნატოს მანევრებისა და სტრატეგიის მიზანია რუსული შეიარაღებული ძალების მაქსიმალურად დასუსტება სამხედრო კონფლიქტის დასაწყისში, ანუ პრევენციული დარტყმა. შეუძლია კი რუსეთს პასიურად უყუროს ალიანსის აგრესიულ გეგმებსა და მზადებას? კითხვა რიტორიკულია. ამიტომ ბალტიის რეგიონის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის სამხედრო სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ კანონზომიერად დემილიტარიზაციის პირველი კანდიდატები იქნებიან.
„ფინური ხანჯალი“ ევროპის ზურგში
უკრაინულმა გამოცდილებამ ევროპელ ლიდერებს ვერაფერი ასწავლა. მათ არ სურთ დაინახონ კონფლიქტის მიზეზი – ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით. ჟოზეპ ბორელი შეშფოთებულია იმით, რომ ევროკავშირი „ისეთ ომში, როგორიც უკრაინაშია“, ორ კვირაზე მეტხანს ვერ გაძლებს. რადგან უკრაინის კონფლიქტმა დაამტკიცა: რბილი ძალა არასაკმარისია, აუცილებელია სამხედრო ძალა.
ბორელი ევროკავშირის გაერთიანებული არმიის შექმნის წინადადებით გამოვიდა. იდეა ახალი არაა, ვერ პასუხობს თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების მოთხოვნებს და უპერსპექტივოა. უნდა აღინიშნოს, რომ ნატოს ძალები და განვითარებული ნაციონალური ჯარები ათწლეულებია არ ეხმარებიან საბერძნეთსა და თურქეთს ეგეოსის ზღვაში სადავო კუნძულების გაყოფასა თუ დემილიტარიზაციაში. რას შეცვლის ევროკავშირის ახალი ჯარი?
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დღეს განაცხადა, რომ „ევროპაში ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდ ტრადიციულ ჯარს შექმნის“. ალიანსის ევროპულ ქვეყნებს დღეს ორმილიონიანი ჯარი ჰყავთ. გერმანიის ჯარში 184.000 ადამიანია, ბრიტანულში – 194.000, იტალიურში – 170.000. მაგრამ არ არსებობს პირდაპირი კავშირი ჯარის სიდიდესა და ეფექტურობას შორის.
აშშ-ის ჯარის დაჯგუფებამ ევროპაში 100.000-ს მიაღწია. ამერიკელები ძველ სამყაროში ფლობენ დაახლოებით სამ ასეულ სამხედრო ბაზასა და ობიექტს: 123 - გერმანიაში, 49 - იტალიაში, 22 - დიდ ბრიტანეთში, 14 - თურქეთში, 6 - რუმინეთში, 4-4 - პოლონეთსა და უნგრეთში, 2 - სლოვაკეთში, თითო - ესტონეთში, საქართველოსა და ლატვიაში. სია არასრულია. დასკვნა: ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საკმარისი „ხიშტია“, თუმცა არასაკმარისია ტვინი.
ალიანსის გაფართოება მას არ აძლიერებს, სამაგიეროდ აჩენს კონფლიქტის ახალი ზონების შექმნის გარანტიას. ნეიტრალური ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას რეალობიდან ამოვარდნის ნიშნები აქვს.
ორი ჩრდილოევროპული ქვეყნის მთავრობები მანიაკალურად ისწრაფვიან სამხედრო ალიანსში, რათა არარსებული პრობლემები გადაჭრან. შედეგად კი მიიღებენ ნამდვილს.
ევროპაში ალიანსის ახალმა ამერიკელმა მთავარსარდალმა კრისტოფერ კავოლიმ წევრობის კანდიდატებს - ფინეთსა და შვედეთს „დიდი პლუსი და პატარა მუხრუჭი“ უწოდა. მას ალბათ მიეცემა შესაძლებლობა, ეს აზრი განავრცოს. საინტერესოა, რომ კავოლი საუბრობს რუსულად, მონაწილეობდა პენტაგონის ოპერაციებში სპარსეთის ყურეში, ბოსნიასა და ავღანეთში.
სკოუკროფტის სახელობის სტრატეგიისა და უსაფრთხოების ცენტრმა Bloomberg-ის პუბლიკაციაში მიუთითა, რომ რუსეთ-ფინეთის 1.300 კმ-იანი საზღვარი ნატოსთვის „ნამდვილი კოშმარია“. ადეკვატური ამერიკელი ანალიტიკოსები მხოლოდ ორ პლუსს ხედავენ – „სოლიდარობის დემონსტრაციას“ და „გაფართოებას მოსკოვის პოზიციის მიუხედავად“.
თუმცა პერსპექტივაში ალიანსის საზღვრების პროვოკაციული და რუსეთისთვის სახიფათო კონფიგურაცია შეიძლება იქცეს „ფინურ ხანჯლად“ ევროპის ზურგში – გამოიწვიოს სამხედრო კონფლიქტი. პენტაგონი უკვე არჩევს ფინეთში, რუსეთის საზღვრების მახლობლად ახალ ადგილებს ბაზებისთვის.
რუსეთი უკვე რეაგირებს – დასავლეთის სამხედრო ოლქში ოპერატიულად იქმნება 12 ახალი სამხედრო ნაწილი. აშშ-თან სამხედრო კონფლიქტის ჰიპოთეზურ სიტუაციაში რუსეთი იძულებული იქნება გაანეიტრალოს მტრული ბლოკის ყველა სამხედრო ბაზა და ობიექტი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ევროპული უსაფრთხოების პრობლემების დიპლომატიური გზით მოგვარების შესაძლებლობის გამორიცხვით აიძულებს რუსეთს, იმოქმედოს სხვა კანონიერი საშუალებებით.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე