სევეროდონეცკის „ქვაბი“ ევროპის „ერთობას“ ხლეჩს

© photo: Sputnik / Aleksey Mayshev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
პროქსი-ომი რუსეთთან უკრაინელი ნაცისტების ხელით და მოსკოვის დემონიზაცია მასმედიაში კოლექტიურ დასავლეთს იმ რეალობის შეცვლის შესაძლებლობას არ აძლევს, რომელშიც რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაცია მეთოდურად აღწევს დასახულ მიზნებს – დონბასის გათავისუფლებას, უკრაინის დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას. სევეროდონეცკის „ქვაბი“ ამის ნათელი დასტურია.
უკრაინის შეიარაღებული ძალები უკან იხევენ. უკრაინის გენერალურმა შტაბმაც დაადასტურა, რომ სევეროდონეცკში აქტიურად მოქმედებენ რუსული დანაყოფები. მშვიდობიანმა მოსახლეობამ ქალაქი იმაზე ადრე დატოვა, ვიდრე მათ „ცოცხალ ფარად“ გამოყენებას მოასწრებდნენ.
რუსული დანაყოფები გავიდნენ ლისიჩანსკ-ბახმუტის ტრასაზე და უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები სევეროდონეცკის ბაზებისა და რეზერვებისგან მოკვეთეს. უკრაინის ხელისუფლებამ ბლოკადა მხოლოდ 12 დღის შემდეგ დაადასტურა.
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ზაფხულის დასაწყისში ახალ „ქვაბებად“ შეიძლება იქცეს ბახმუტი და სლავიანსკი-კრამატორსკის აგლომერაცია, რომლებიც ლისიჩანსკიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით მდებარეობენ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
ჩრდილოდონეცკური გარღვევა: „ფოლკსშტურმი“ დასავლეთისკენ მიიწევს
სპეცოპერაციის მეორე ეტაპზე რუსული სარდლობა აქტიურად იყენებს „ცეცხლის ტალღას“, რომელიც წარმოიქმნება თვითმავალი და საბუქსირე არტილერიით ავიაციისა და უპილოტო აპარატების მხარდაჭერით. უკრაინის ჯარი დონბასში დემორალიზებულია.
პარალელურად კიევში მწვავდება პოლიტიკური და სამხედრო ცენტრების დაპირისპირება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე გავლენის კუთხით. პოლიტიკოსები ითხოვენ სევეროდონეცკის, როგორც „წინააღმდეგობის სიმბოლოს“ შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად. სამხედროები სთავაზობენ უკან დახევას და უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებას. რეალობა აცდენილია კიეველი და ვაშინგტონელი პროპაგანდისტების სიუჟეტებს.

ფასეულობების გადაფასება

კოლექტიური დასავლეთი სერიოზულადაა შეშფოთებული რუსული ჯარის წარმატებით. იზრდება განხეთქილება აშშ-ის ევროპელ მოკავშირეთა შორის უკრაინაში პროქსი-ომის გაგრძელებასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ამერიკელები არ აპირებენ დონბასიდან უკრაინელების გაქცევის დაფინანსებას.
დასავლეთი არ არის დაინტერესებული იმით, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი იქცეს „ჰეგემონის“ სამხედრო-პოლიტიკური უძლურების ახალ კაშკაშა მტკიცებულებლად – გაქცეული ლიდერების აშრაფ განის, ხუან გუაიდოსა და სვეტლანა ტიხანოვსკაიას კვალდაკვალ. ამიტომ სევეროდონეცკი ამერიკელების მიერ სავსებით კონკრეტული მიზნით (რუსეთის დასასუსტებლად) შექმნილი კიევის რეჟიმის სიცოცხლის უუნარობის საკონტროლო წერტილია.
უკრაინის საელჩო პოლონეთში - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
პოლონეთი „ინტეგრაციისთვის“ ემზადება: უკრაინა განწირულია
კოლექტიური დასავლეთი აცნობიერებს, რომ აშშ-ის და ევროკავშირის ანტირუსული სანქციები, ნატოს იარაღის პარტიები და უკრაინის თვითმკვლელი კონტრშეტევები რუსულ სამხედრო ოპერაციას ვერ შეაჩერებს.
უკრაინული ესკალაციის ლოგიკა აჩვენებს, რომ პირველი შეიძლება „ჰეგემონი“ დაზარალდეს, თან - ყველაზე მეტად. შემდეგ მოვა ზამთარი, ევროკავშირს მოუწევს ოპერატიულად „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ჩართვა და მოსკოვისთვის თხოვნით მიმართვა, ფასდაკლებით მიჰყიდონ ციმბირის გაზი. ამერიკელი დევნილები მექსიკისა და ვენესუელისკენ გაემართებიან.
კანონზომიერად იშრიტება ანტირუსული რიტორიკა და პროპაგანდა დასავლურ მასმედიაში. მაგალითად, აშშ-ის Fox News-დან უცებ გაქრა რუბრიკა „რუსეთ-უკრაინის ომი“. The Hill წერს: „რუსეთის დამცირება - უგუნურობაა“. The Washington Post იუწყება, რომ უკრაინიდან გაქცეული დაქირავებული მეომრები არავის ურჩევენ ძლიერი რუსული არმიის წინააღმდეგ ბრძოლას.
არცერთ ქვეყანას ტექნოლოგიურად არ შეუძლია ხანმოკლე დროში მიაწოდოს კიევს თანამედროვე მოდიფიკაციის თუნდაც 400 თვითმფრინავი და 300 ტანკი, რათა შეაჩერონ რუსული ჯარის შეტევა. უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად განადგურებულია. დიზელის საწვავი და ბენზინი უკრაინის გადარჩენილი საბრძოლო ტექნიკისთვის პოლონეთიდან და რუმინეთიდან ავტომობილებით მოაქვთ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
რუსეთის შეტევა დონბასზე: ახალი საზღვრები და პერსპექტივები
სამხედრო სპეცოპერაციის დაწყებიდან რუსულმა ჯარმა გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების: 183 თვითმფრინავი, 128 ვერტმფრენი, 1064 უპილოტო საფრენი აპარატი, 325 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 3323 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანა, 451 ზალპური ცეცხლის სისტემის სარაკეტო დანადგარი, 1731 საველე არტილერიის იარაღი და ნაღმმტყორცნი, 3294 ერთეული სპეციალური ავტოტექნიკა.
და მაინც - ეს არ არის ომი. რუსეთი სპეცოპერაციაში იყენებს შეიარაღებული ძალების მხოლოდ ნაწილს. უფრო მძლავრი ძალები და საშუალებების გამოყენება შეიძლება მხოლოდ ნატოს ქვეყნებთან სამხედრო კონფლიქტში. დონბასში მოქმედებენ კონტრაქტორები და მოხალისეები. რუსეთს საკმარისი საარტილერიო ჭურვები, რაკეტები, საბრძოლო ტექნიკა და საავიაციო ბომბები აქვს დასახული მიზნების ეფექტურად მისაღწევად ოპერაციის ხანგრძლივობისგან დამოუკიდებლად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0