https://sputnik-georgia.com/20220524/poloneti-intergraciistvis-emzadeba-266862752.html
პოლონეთი „ინტეგრაციისთვის“ ემზადება: უკრაინა განწირულია
პოლონეთი „ინტეგრაციისთვის“ ემზადება: უკრაინა განწირულია
Sputnik საქართველო
კიევის რეჟიმი უკრაინელ ხალხს მიაქანებს შუა საუკუნეების პოლონელი „ხოლოპი-მონების“ მდგომარეობისკენ. ამის შეჩერება კი მხოლოდ რუსეთს შეუძლია. 24.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-24T17:05+0400
2022-05-24T17:05+0400
2022-05-24T22:06+0400
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/18/266844414_0:113:1200:788_1920x0_80_0_0_57e35d38e3a7d38da4e348f2d6fa02fb.jpg
კიევის რეჟიმი უკრაინელ ხალხს მიაქანებს შუა საუკუნეების პოლონელი „ხოლოპი-მონების“ მდგომარეობისკენ. ამის შეჩერება კი მხოლოდ რუსეთს შეუძლია.22 მაისს კიევში პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას მოულოდნელი ვიზიტისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც, ორი მეზობელი სახელმწიფო განვითარების საერთო გზით სიარულს აპირებს, ნათელი გახდა: კოლექტიური დასავლეთი ამზადებს უკრაინის კონტროლირებადი ნაწილის სასწრაფო ტრანსფორმაციას პოლონეთის პროტექტორატში.კიევიდან წყაროები იტყობინებიან, რომ ზელენსკიმ დუდას სთხოვა პოლონეთის ჯარის დასავლეთ უკრაინაში გამოგზავნა, რათა გაათავისუფლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება ბელარუსის საზღვართან. სევეროდონეცკში უკრაინული ჯარის მდგომარეობა კრიტიკულია.უკრაინაში პოლონელი მოქალაქეების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონპროექტი უკრაინის ტერიტორიაზე „უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების“ სახით ნატოს ჯარების შეყვანის შესაძლებლობას შექმნის. პოლონელები უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეების თანაბარ უფლებებს მიიღებენ. შეძლებენ სახელისუფლო ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, სტრატეგიული თანამდებობების დაკავებას. პოლონეთის პოლიცია უკრაინის ტერიტორიაზე მართლწესრიგის დაცვის უფლებას მოიპოვებს ძალოვანი სტრუქტურების შერწყმის გზით.რასაკვირველია, სქემა პირიქით არ იმუშავებს (უკრაინული პოლიცია პოლონეთში).მოსკოვის დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებისადმი უკიდურესად უარყოფითია.პოლონეთში გამოდიან კალინინგრადის „დემილიტარიზაციის“ მოწოდებით. გარემოებათა გათვალისწინებით, პოლონურ-უკრაინული პროექტი ახალ ესკალაციას გამოიწვევს აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ზედმეტი ჰუმანურობის გარეშე დომინირება ტაქტიკურად და სტრატეგიულად.ატლანტიკური ტურბულენტობაუკრაინაში პოლონური ჯარის ჰიპოთეზური შეყვანა მკვეთრად ზრდის ბელარუსის ტერიტორიაზე „მეორე ფრონტის“ გახსნის ალბათობას. იქ უკვე შეაღწიეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა-მზვერავმა ჯგუფებმა.დაძაბულობა იზრდება პოლონეთთან, ლიეტუვასა და ლატვიასთან ბელარუსის საზღვრებთან, სადაც ნატოს ჯარების რაოდენობა 37,5 ათას ადამიანს შეადგენს. ვაშინგტონის გეგმა, გაათავისუფლოს ბოსფორი და დარდანელი, დააბრუნოს აშშ-ის საზღვაო ძალები შავ ზღვაში და ძალით გახსნას ოდესის ნავსადგური, აძლიერებს „ატლანტიკურ ციკლონს“ ევროპაში.The Wall Street Journal-ის მონაცემებით, პენტაგონსა და სახელმწიფო დეპარტამენტში იხილავენ უკრაინაში აშშ-ის ჯარის ქვედანაყოფების გაგზავნის შესაძლებლობას ამერიკელი დიპლომატებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალისტების მოსამზადებლად.აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან უკრაინას გამოუყვეს 40 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება, ევროპამ, თავის მხრივ – 2 მილიარდი ევრო.ისტორიის გაკვეთილიახლო აღმოსავლეთში ნატოს მრავალწლიანი წარუმატებლობების ფონზე რუსეთის საზღვრების მახლობლად იარაღის ჟღარუნი – სახიფათო უგუნურობაა. პოლონეთსაც არ აქვს განსაკუთრებული უფლება, დაარღვიოს სსრკ-ის ომის შემდგომი (1945 წლის) საზღვრები, რომლის სამართალმემკვიდრე რუსეთი გახდა. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი უკრაინის პოსტსაბჭოური საზღვრები დსთ-ის დოკუმენტებში ბოლომდე არ არის განსაზღვრული და დიდწილად მოსკოვის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები 1991 წლის 25 დეკემბრიდან გაეროში არ გაფორმებულა. მეტიც, რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში 2022 წლის 24 თებერვალს უარი უთხრა უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის უფლებაზე.კიევის რეჟიმი ცდილობს ყველას დაანახოს, რომ ცდილობს აგრესორი ქვეყნის დემონური გავლენისგან თავის დაღწევას და ევროკავშირისა და ნატოსკენ ისწრაფვის. თუმცა უკრაინამ ჯერ კიდევ ორი ათწლეულის წინ, 2002 წლის 23 მაისს განაცხადა ოფიციალურად, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას აპირებდა, რითაც სრულებით უგულებელყოფდა მეზობელი რუსეთის უსაფრთხოებას.უკრაინა, რომელიც რუსეთში წარმოიქმნა, როგორც რუსეთთან ისტორიულად გადაჯაჭვული საკავშირო რესპუბლიკა, 1990-იანების დასაწყისში შეგნებულად და ანგარებით მიუერთდა საბჭოთა კავშირის ერთმანეთთან დაპირისპირებულ სახელმწიფოებად გარდაქმნის დესტრუქციულ პროცესს.დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების ათასობით გვამი ბრძოლის ველზე – უკრაინელობის, დასავლეთთან ინტეგრაციისა და ნატოს მხარდაჭერის თვალსაჩინო შედეგია.რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს გადაარჩინოს ევროპა დამონებისგან – აშშ-ის ტოტალიტარული რეჟიმის მხრიდან.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
https://sputnik-georgia.com/20220521/su-57-is-mizani-266801958.html
https://sputnik-georgia.com/20220519/rusuli-terminatorebi-266777448.html
https://sputnik-georgia.com/20220519/rusetis-seteva-donbasze-266753872.html
https://sputnik-georgia.com/20220513/40-miliardi-dolari-ukrainistvis-266635457.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/18/266844414_0:0:1200:900_1920x0_80_0_0_fecfc65c50dbd34d0d7b2ef14be37871.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
მოსაზრება
კიევის რეჟიმი უკრაინელ ხალხს მიაქანებს შუა საუკუნეების პოლონელი „ხოლოპი-მონების“ მდგომარეობისკენ. ამის შეჩერება კი მხოლოდ რუსეთს შეუძლია.
22 მაისს კიევში პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას მოულოდნელი ვიზიტისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც, ორი მეზობელი სახელმწიფო განვითარების საერთო გზით სიარულს აპირებს, ნათელი გახდა: კოლექტიური დასავლეთი ამზადებს უკრაინის კონტროლირებადი ნაწილის სასწრაფო ტრანსფორმაციას პოლონეთის პროტექტორატში.
კიევიდან წყაროები იტყობინებიან, რომ ზელენსკიმ დუდას სთხოვა პოლონეთის ჯარის დასავლეთ უკრაინაში გამოგზავნა, რათა გაათავისუფლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება ბელარუსის საზღვართან. სევეროდონეცკში უკრაინული ჯარის მდგომარეობა კრიტიკულია.
უკრაინაში პოლონელი მოქალაქეების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონპროექტი უკრაინის ტერიტორიაზე „უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების“ სახით ნატოს ჯარების შეყვანის შესაძლებლობას შექმნის. პოლონელები უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეების თანაბარ უფლებებს მიიღებენ. შეძლებენ სახელისუფლო ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, სტრატეგიული თანამდებობების დაკავებას. პოლონეთის პოლიცია უკრაინის ტერიტორიაზე მართლწესრიგის დაცვის უფლებას მოიპოვებს ძალოვანი სტრუქტურების შერწყმის გზით.
რასაკვირველია, სქემა პირიქით არ იმუშავებს (უკრაინული პოლიცია პოლონეთში).
მოსკოვის დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებისადმი უკიდურესად უარყოფითია.
პოლონეთში გამოდიან კალინინგრადის „დემილიტარიზაციის“ მოწოდებით. გარემოებათა გათვალისწინებით, პოლონურ-უკრაინული პროექტი ახალ ესკალაციას გამოიწვევს აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ზედმეტი ჰუმანურობის გარეშე დომინირება ტაქტიკურად და სტრატეგიულად.
უკრაინაში პოლონური ჯარის ჰიპოთეზური შეყვანა მკვეთრად ზრდის ბელარუსის ტერიტორიაზე „მეორე ფრონტის“ გახსნის ალბათობას. იქ უკვე შეაღწიეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა-მზვერავმა ჯგუფებმა.
დაძაბულობა იზრდება პოლონეთთან, ლიეტუვასა და ლატვიასთან ბელარუსის საზღვრებთან, სადაც ნატოს ჯარების რაოდენობა 37,5 ათას ადამიანს შეადგენს. ვაშინგტონის გეგმა, გაათავისუფლოს ბოსფორი და დარდანელი, დააბრუნოს აშშ-ის საზღვაო ძალები შავ ზღვაში და ძალით გახსნას ოდესის ნავსადგური, აძლიერებს „ატლანტიკურ ციკლონს“ ევროპაში.
The Wall Street Journal-ის მონაცემებით, პენტაგონსა და სახელმწიფო დეპარტამენტში იხილავენ უკრაინაში აშშ-ის ჯარის ქვედანაყოფების გაგზავნის შესაძლებლობას ამერიკელი დიპლომატებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალისტების მოსამზადებლად.
აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან უკრაინას გამოუყვეს 40 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება, ევროპამ, თავის მხრივ – 2 მილიარდი ევრო.
ახლო აღმოსავლეთში ნატოს მრავალწლიანი წარუმატებლობების ფონზე რუსეთის საზღვრების მახლობლად იარაღის ჟღარუნი – სახიფათო უგუნურობაა. პოლონეთსაც არ აქვს განსაკუთრებული უფლება, დაარღვიოს სსრკ-ის ომის შემდგომი (1945 წლის) საზღვრები, რომლის სამართალმემკვიდრე რუსეთი გახდა. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი უკრაინის პოსტსაბჭოური საზღვრები დსთ-ის დოკუმენტებში ბოლომდე არ არის განსაზღვრული და დიდწილად მოსკოვის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები 1991 წლის 25 დეკემბრიდან გაეროში არ გაფორმებულა. მეტიც, რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში 2022 წლის 24 თებერვალს უარი უთხრა უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის უფლებაზე.
კიევის რეჟიმი ცდილობს ყველას დაანახოს, რომ ცდილობს აგრესორი ქვეყნის დემონური გავლენისგან თავის დაღწევას და ევროკავშირისა და ნატოსკენ ისწრაფვის. თუმცა უკრაინამ ჯერ კიდევ ორი ათწლეულის წინ, 2002 წლის 23 მაისს განაცხადა ოფიციალურად, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას აპირებდა, რითაც სრულებით უგულებელყოფდა მეზობელი რუსეთის უსაფრთხოებას.
უკრაინა, რომელიც რუსეთში წარმოიქმნა, როგორც რუსეთთან ისტორიულად გადაჯაჭვული საკავშირო რესპუბლიკა, 1990-იანების დასაწყისში შეგნებულად და ანგარებით მიუერთდა საბჭოთა კავშირის ერთმანეთთან დაპირისპირებულ სახელმწიფოებად გარდაქმნის დესტრუქციულ პროცესს.
დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების ათასობით გვამი ბრძოლის ველზე – უკრაინელობის, დასავლეთთან ინტეგრაციისა და ნატოს მხარდაჭერის თვალსაჩინო შედეგია.
რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს გადაარჩინოს ევროპა დამონებისგან – აშშ-ის ტოტალიტარული რეჟიმის მხრიდან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე