ლენდ-ლიზი: 40 მილიარდი დოლარი უკრაინისა და აშშ-ის გასანადგურებლად

© AP Photo / Ukrainian Defense Ministry Press Serviceუკრაინის არმია
უკრაინის არმია - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 11 მაისს დაამტკიცა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების დამატებითი პაკეტი, რაც 7 მილიარდი დოლარით აღემატება იმას, რასაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ითხოვდა.
ამერიკული ლენდ-ლიზი ფინანსურ საყრდენს მიიღებს, ხოლო ერთადერთი საღად მოაზროვნე სენატორის რენდ პოლის მხრიდან კანონპროექტის არგუმენტირებული დაბლოკვა ახლო მომავალში ვერ შეცვლის ვაშინგტონის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვერტმფრენების ახალი პარტია გადასცა – 11 „ავღანური“ Ми-17. თუმცა უკრაინამ მხოლოდ კუნძულ ზმეინისთვის ბრძოლაში 7-10 მაისს მედესანტეებთან ერთად 10 მფრინავი მანქანა, ასევე სამი ჯავშანკატარღა, ოთხი დამრტყმელი თვითმფრინავი და 30 უპილოტო აპარატი, მათ შორის, 10 „ბაირაქტარიТБ2“ დაკარგა.
ბრიტანელი სამხედრო ატაშეები აქტიურად ეძებენ მთელ მსოფლიოში ძველ საბჭოთა საბრძოლო ტექნიკას, რათა გამოისყიდონ ის და კიევის ჯარს გაუგზავნონ. ბრიტანელი ოფიცრები მონაწილეობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მართვაში. უკრაინაში თურქული სამხედრო პროდუქციის მიწოდება 2022 წლის პირველ კვარტალში 30-ჯერ გაიზარდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევს დაჰპირდა „თანამედროვე ტანკებსა და ჰაუბიცებს“. თუმცა უკრაინისთვის გადაცემული იარაღი მისი შეიარაღებული ძალების ხარისხს არ განსაზღვრავს.
უკრაინის ჯარმა მაისში იზიუმთან და ხარკოვთან დაკარგა პოლონეთის მიერ მიწოდებული 18 ტანკი Т-72. 24 თებერვლის შემდეგ განადგურდა 290 დამრტყმელი თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების უზარმაზარი ზარალის იგნორირებით კოლექტიური დასავლეთი აშშ-ის ხელმძღვანელობით მანიაკალურადაა შეპყრობილი რუსეთის დამარცხებით სპეცოპერაციაში. ამას არავინ მალავს, ევროკავშირისა და გაეროს ჩინოვნიკებმაც კი შეცვალეს დიპლომატია საომარი რიტორიკით და ცილისწამებით რუსეთის მისამართით.

საერთაშორისო მიმოხილვა

შეერთებულმა შტატებმა შექმნა უკრაინისთვის, როგორც რუსეთის საზღვარზე ნატოს აგრესიული მარიონეტის, არსებობის შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე ცუდი ვარიანტი.
პენტაგონმა თებერვლიდან კიევს „სტინგერებისა“ და „ჯაველინების“ 10 ათასამდე კომპლექსი გაუგზავნა. შედეგად კი აშშ-ს თითქმის აღარ დარჩა ხსენებული კომპლექსები სერიოზული სამხედრო კონფლიქტის შემთხვევისთვის. აშშ-ში „სტინგერების“ მარაგის აღდგენა ორ წელიწადშია შესაძლებელი, „ჯაველინების“ არსენალის კი - ხუთ წელიწადში. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა ელენ ლორდმა განაცხადა.
ამერიკელმა სენატორმა რენდ პოლმა ამ დღეებში დაბლოკა კანონპროექტი უკრაინისთვის უპრეცედენტო სამხედრო დახმარების შესახებ, ვინაიდან ფიქრობს, რომ აშშ ვერ შეასრულებს მსოფლიო ჟანდარმის როლს თავისი ბიუჯეტის საზიანოდ.
გარდა ამისა, ბოლო რვა წელიწადში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე გამოუყო 20 მილიარდი დოლარი, სამხედრო დახმარების საერთო თანხა კი - 60 მილიარდი დოლარი რატომღაც იწვევს პენტაგონისა და ნატოს ავღანეთიდან გამოქცევის ასოციაციას.
რენდ პოლის მხრიდან კანონპროექტის დაბლოკვის შემდეგ კიევისთვის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფა გადაიდო.
გერმანიისა და საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა შიშით უყურებს ანტირუსული სანქციების დაწესების შედეგად გაზის გაზრდილ ფასს.
გაირკვა, რომ საფრანგეთის შეიარაღებული ძალები არ არის მზად მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის – არ ჰყოფნით თვითმფრინავები, გემები, ტანკები, საბრძოლო მასალა. რუსეთთან პირდაპირი შეტაკების შემთხვევაში ფრანგები საბრძოლო მასალის გარეშე „სამ ან ოთხ დღეში“ დარჩებიან.
ბრიუსელიც აღნიშნავს, რომ ევროკავშირი არ არის მზად თავისი ქალაქების დასაცავად. ევროპის ქვეყნებში არ არის განვითარებული ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების საჰაერო თავდაცვა, არ არსებობს საიმედო ლოგისტიკა და დაშიფრული თანამგზავრული კავშირი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიმდინარე პროცესებს „საერთაშორისო მიმოხილვა“ უწოდა. და ხაზი გაუსვა: მიუხედავად საჯარო განცხადებებისა, უკრაინა რუსეთთან საუბრისას აცხადებს, რომ მზადაა ნეიტრალურ სტატუსზე იფიქროს.
მისცემს თუ არა ამის ნებას აშშ? კითხვა რიტორიკულია. ამიტომ რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, მიზანი არ იცვლება.
ევროპული დიპლომატიის თავკაცის ჟოზეპ ბორელის ამასწინანდელი ხმამაღალი განცხადება - „ეს ომი ბრძოლის ველზე გამარჯვებით უნდა დასრულდეს“ - ნატოსა და უკრაინის ოპერატიულ-ტექნოლოგიურ რეალობას არ განეკუთვნება. რუსეთის პრინციპული პოზიციის გათვალისწინება მოუწევთ, ვინაიდან მსოფლიოს წამყვანი ბირთვული სახელმწიფო ვერ შეეგუება მარცხს დასავლეთთან ირიბ თუ პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში.
უკრაინაში ნაცისტური რეჟიმის, დასავლური „ფასეულობების“ სისტემის და ამერიკული ცენტრისტული მსოფლიო წესრიგის განადგურების კანონზომიერი პროცესი მიმდინარეობს. ეს ისტორიული ტილო გაცილებით ოპტიმისტურია, ვიდრე შესაძლო ბირთვული კრატერები (ესკალაციის შემთხვევაში) ვაშინგტონის, ბერლინის, ბრიუსელისა და ლონდონის ადგილზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0