https://sputnik-georgia.com/20220519/rusetis-seteva-donbasze-266753872.html
რუსეთის შეტევა დონბასზე: ახალი საზღვრები და პერსპექტივები
რუსეთის შეტევა დონბასზე: ახალი საზღვრები და პერსპექტივები
Sputnik საქართველო
რუსეთის ჯარი ტაქტიკურად და ტექნოლოგიურად დომინირებს ბრძოლის ველზე და ყველა დასახული მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს. უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურება... 19.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-19T10:03+0400
2022-05-19T10:03+0400
2022-05-19T17:41+0400
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266712942_0:0:1816:1023_1920x0_80_0_0_2236dd85d0d4bee27f4ed5606b0fbb53.jpg
რუსეთის ჯარი ტაქტიკურად და ტექნოლოგიურად დომინირებს ბრძოლის ველზე და ყველა დასახული მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს. უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურება გარდაუვალია.დაახლოებით 16 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი აღმოჩნდა „ქვაბში“ ჩრდილოეთ დონეცკთან და ლისიჩანსკთან. უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებების ლიკვიდაციას დონბასში მეთოდურად ეწევიან მოტომსროლელები, ტანკისტები, არტილერისტები, სპეცრაზმის დანაყოფები, ავიაცია, სამხედრო-კოსმოსური ძალები და ფლოტი.იზრდება სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების ინტენსივობა. გუშინ განადგურდა დისლოკაციის ადგილები და არსენალი ლვოვის ოლქში – პოლონეთის საზღვრიდან 20 კმ-ის დაშორებით; დღეს – ქარხანა ბახმუტში, სადაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იარაღის საწყობი მოაწყვეს.დასავლეთის სამხედრო დახმარება კიევისთვის ამინდს არ ქმნის – ნატოს იარაღი ინტენსიურად ნადგურდება უკრაინის ტერიტორიაზე. მაღალი სიზუსტის „კალიბრები“ და „ონიქსები“ ნიკოლაევსკისა და ოდესის ოლქებში დაფრინავენ – ეს ზაფხულში რუსეთის სპეცოპერაციის პრიორიტეტების პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.მასირებული საჰაერო დარტყმები ხორციელდება მოწინააღმდეგის პოზიციებზე ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთში, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები კონტრშეტევაზე გადასვლას ცდილობენ. უკრაინული ჯარის ყველა მცდელობა, შეეტია იზიუმის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებით, მარცხით დასრულდა.უკრაინის ჯარის საბრძოლო სულისკვეთება დღითი დღე ეცემა და „აზოვის“ ბატალიონის 256 „კიბორგის“ გუშინდელი „გმირული“ დანებება უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის ბევრი ჯარისკაცისთვის მაგალითი გახდება. ტყვედ იმყოფება დაახლოებით 5 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.რუსეთის ჯარს ამას წინათ ჩაბარდა ამერიკელი სამხედრო მრჩეველი, სპეციალური ოპერაციების ძალების ყოფილი მეთაური, ადმირალი ერიკ ოლსენი. შვიდი ამერიკელი სპეცრაზმელი რუბეჟნოიში 15 მაისს იქნა განადგურებული. სამი ბრიტანელი სამხედრო მრჩეველის ბედი დონბასში უცნობია.ამ ფონზე ბუნდესვერის გენერალმა ერიხ ვადმა აღნიშნა: რუსები საბრძოლო მოქმედებების მსვლელობას განსაზღვრავენ და 100-ათასკაციანი ძალით წინ მიიწევენ „დონბასში დაახლოებით 500 კმ-იანი სიგრძის ფრონტზე“. ანუ იმარჯვებენ არა რიცხოვნობით, არამედ რუსული იარაღის ტექნოლოგიური უპირატესობით და ჭკუით.დასავლეთი ვერ დაეხმარებაუკრაინამ ორ თვეში მნიშვნელოვნად ამოწურა აშშ-ისა და ნატოს არსენალი – მრავალწლიანი მარაგი დაიწვა და ჰორიზონტზე ახალიც არაფერი ჩანს.„ჯაველინებისა“ და „სტინგერების“ მარაგის აღსადგენად ამერიკელებს ორიდან ხუთ წლამდე დასჭირდებათ. ამასთან, ამერიკული იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი კიევის გავლით აფრიკის ქვეყნებში აღმოჩნდა – უბრალოდ ბიზნესია.თუმცა მსოფლიოში უკონტროლოდ მიმოფანტული კომპლექსები Stinger, ტანკსაწინააღმდეგო Javelin და შვედურ-ბრიტანული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები NLAW შეიძლება ტერორისტების ხელში მოხვდეს და ცოტა ხანში ნატოს ქვეყნების ტერიტორიებზე აფეთქდეს.მეორე მხრივ, უკრაინა ანადგურებს დასავლური შეიარაღების რეპუტაციას. მიუხედავად სარდლობის აკრძალვისა, უკრაინელი სამხედროები აქტიურად აკრიტიკებენ მოძველებულ, არასაიმედო და ნაკლებად ეფექტურ დასავლურ შეიარაღებას – ამერიკულ ჯავშანტრანსპორტიორს М113-ს, ბრიტანულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საბრძოლო ტექნიკას, პოლონურ და ჩეხურ ტანკებს, ნაღმმტყორცნებს, „ჯაველინებსაც“ კი.მთელ მსოფლიოში ამას წინათ შეგროვებული და კიევისთვის გადაცემული ვარშავის ხელშეკრულების დროინდელი თვითმფრინავები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსები ეპიზოდურად მოქმედებენ.მაგრამ რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულად აკონტროლებენ უკრაინის საჰაერო სივრცეს. სპეცოპერაციისას დადასტურდა რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ეფექტურობა. დაიმსხვრა თურქული „ბაირაქტარ-ТБ2“-ის რეპუტაცია. ჩამოგდებულია ათობით ამ ტიპის უპილოტო აპარატი.სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ განადგურებულია უკრაინის 168 თვითმფრინავი, 125 ვერტმფრენი, 912 უპილოტო საფრენი აპარატი, 309 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 3134 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანა, 385 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის დანადგარი, 1542 საველე არტილერიის იარაღი.ვაშინგტონის ანტირუსული საინფორმაციო ომი, აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენლების უპასუხისმგებლო განცხადებები, ბრიტანული დაზვერვის მოგონილი ამბავი რუსეთის სპეცოპერაციის „გრაფიკიდან ჩამორჩენის შესახებ“, კიევის კონტრშეტევაზე გადასვლის ოცნება – ეს ყველაფერი ვერ დამალავს აშკარა ფაქტს: „ბაიდენის ანტიპუტინური ჯვაროსნული ლაშქრობა“ უკრაინაში მარცხდება.სხვაგვარად ვერც მოხდებოდა. დასავლეთის მიზნის მიღწევა – „რუსეთმა არ გაიმარჯვოს უკრაინასთან კონფლიქტში“ – შეუძლებელია. შეერთებულმა შტატებმა უკვე განიცადა მორიგი სტრატეგიული მარცხი და ევროპელი მოკავშირეები ხვდებიან, რომ ეს ამერიკული ჰეგემონობის დასასრულია, ახალ მსოფლიო წესრიგს კი რუსეთი ქმნის.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
https://sputnik-georgia.com/20220513/40-miliardi-dolari-ukrainistvis-266635457.html
https://sputnik-georgia.com/20220512/kunzul-zmeinis-saidumlo-266592744.html
https://sputnik-georgia.com/20220428/meore-fronti-moldovasi-266286154.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266712942_0:0:1404:1053_1920x0_80_0_0_506219719fb69a3cc0148ab924bd7441.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
მოსაზრება
რუსეთის ჯარი ტაქტიკურად და ტექნოლოგიურად დომინირებს ბრძოლის ველზე და ყველა დასახული მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს. უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურება გარდაუვალია.
დაახლოებით 16 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი აღმოჩნდა „ქვაბში“ ჩრდილოეთ დონეცკთან და ლისიჩანსკთან. უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებების ლიკვიდაციას დონბასში მეთოდურად ეწევიან მოტომსროლელები, ტანკისტები, არტილერისტები, სპეცრაზმის დანაყოფები, ავიაცია, სამხედრო-კოსმოსური ძალები და ფლოტი.
იზრდება სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების ინტენსივობა. გუშინ განადგურდა დისლოკაციის ადგილები და არსენალი ლვოვის ოლქში – პოლონეთის საზღვრიდან 20 კმ-ის დაშორებით; დღეს – ქარხანა ბახმუტში, სადაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იარაღის საწყობი მოაწყვეს.
დასავლეთის სამხედრო დახმარება კიევისთვის ამინდს არ ქმნის – ნატოს იარაღი ინტენსიურად ნადგურდება უკრაინის ტერიტორიაზე. მაღალი სიზუსტის „კალიბრები“ და „ონიქსები“ ნიკოლაევსკისა და ოდესის ოლქებში დაფრინავენ – ეს ზაფხულში რუსეთის სპეცოპერაციის პრიორიტეტების პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.
მასირებული საჰაერო დარტყმები ხორციელდება მოწინააღმდეგის პოზიციებზე ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთში, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები კონტრშეტევაზე გადასვლას ცდილობენ. უკრაინული ჯარის ყველა მცდელობა, შეეტია იზიუმის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებით, მარცხით დასრულდა.
უკრაინის ჯარის საბრძოლო სულისკვეთება დღითი დღე ეცემა და „აზოვის“ ბატალიონის 256 „კიბორგის“ გუშინდელი „გმირული“ დანებება უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის ბევრი ჯარისკაცისთვის მაგალითი გახდება. ტყვედ იმყოფება დაახლოებით 5 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.
რუსეთის ჯარს ამას წინათ ჩაბარდა ამერიკელი სამხედრო მრჩეველი, სპეციალური ოპერაციების ძალების ყოფილი მეთაური, ადმირალი ერიკ ოლსენი. შვიდი ამერიკელი სპეცრაზმელი რუბეჟნოიში 15 მაისს იქნა განადგურებული. სამი ბრიტანელი სამხედრო მრჩეველის ბედი დონბასში უცნობია.
ამ ფონზე ბუნდესვერის გენერალმა ერიხ ვადმა აღნიშნა: რუსები საბრძოლო მოქმედებების მსვლელობას განსაზღვრავენ და 100-ათასკაციანი ძალით წინ მიიწევენ „დონბასში დაახლოებით 500 კმ-იანი სიგრძის ფრონტზე“. ანუ იმარჯვებენ არა რიცხოვნობით, არამედ რუსული იარაღის ტექნოლოგიური უპირატესობით და ჭკუით.
უკრაინამ ორ თვეში მნიშვნელოვნად ამოწურა აშშ-ისა და ნატოს არსენალი – მრავალწლიანი მარაგი დაიწვა და ჰორიზონტზე ახალიც არაფერი ჩანს.
„ჯაველინებისა“ და „სტინგერების“ მარაგის აღსადგენად ამერიკელებს ორიდან ხუთ წლამდე დასჭირდებათ. ამასთან, ამერიკული იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი კიევის გავლით აფრიკის ქვეყნებში აღმოჩნდა – უბრალოდ ბიზნესია.
თუმცა მსოფლიოში უკონტროლოდ მიმოფანტული კომპლექსები Stinger, ტანკსაწინააღმდეგო Javelin და შვედურ-ბრიტანული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები NLAW შეიძლება ტერორისტების ხელში მოხვდეს და ცოტა ხანში ნატოს ქვეყნების ტერიტორიებზე აფეთქდეს.
მეორე მხრივ, უკრაინა ანადგურებს დასავლური შეიარაღების რეპუტაციას. მიუხედავად სარდლობის აკრძალვისა, უკრაინელი სამხედროები აქტიურად აკრიტიკებენ მოძველებულ, არასაიმედო და ნაკლებად ეფექტურ დასავლურ შეიარაღებას – ამერიკულ ჯავშანტრანსპორტიორს М113-ს, ბრიტანულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საბრძოლო ტექნიკას, პოლონურ და ჩეხურ ტანკებს, ნაღმმტყორცნებს, „ჯაველინებსაც“ კი.
მთელ მსოფლიოში ამას წინათ შეგროვებული და კიევისთვის გადაცემული ვარშავის ხელშეკრულების დროინდელი თვითმფრინავები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსები ეპიზოდურად მოქმედებენ.
მაგრამ რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულად აკონტროლებენ უკრაინის საჰაერო სივრცეს. სპეცოპერაციისას დადასტურდა რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ეფექტურობა. დაიმსხვრა თურქული „ბაირაქტარ-ТБ2“-ის რეპუტაცია. ჩამოგდებულია ათობით ამ ტიპის უპილოტო აპარატი.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ განადგურებულია უკრაინის 168 თვითმფრინავი, 125 ვერტმფრენი, 912 უპილოტო საფრენი აპარატი, 309 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 3134 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანა, 385 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის დანადგარი, 1542 საველე არტილერიის იარაღი.
ვაშინგტონის ანტირუსული საინფორმაციო ომი, აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენლების უპასუხისმგებლო განცხადებები, ბრიტანული დაზვერვის მოგონილი ამბავი რუსეთის სპეცოპერაციის „გრაფიკიდან ჩამორჩენის შესახებ“, კიევის კონტრშეტევაზე გადასვლის ოცნება – ეს ყველაფერი ვერ დამალავს აშკარა ფაქტს: „ბაიდენის ანტიპუტინური ჯვაროსნული ლაშქრობა“ უკრაინაში მარცხდება.
სხვაგვარად ვერც მოხდებოდა. დასავლეთის მიზნის მიღწევა – „რუსეთმა არ გაიმარჯვოს უკრაინასთან კონფლიქტში“ – შეუძლებელია. შეერთებულმა შტატებმა უკვე განიცადა მორიგი სტრატეგიული მარცხი და ევროპელი მოკავშირეები ხვდებიან, რომ ეს ამერიკული ჰეგემონობის დასასრულია, ახალ მსოფლიო წესრიგს კი რუსეთი ქმნის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე