წკიპურტი ნატოს ცხვირში: კუნძულ ზმეინის საიდუმლო

© AFP 2024 / JOHN MACDOUGALL
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
გამოწერა
უკრაინის ჯარი ამერიკელი და ბრიტანელი მრჩეველების ხელმძღვანელობით რამდენიმე დღეა კუნძულ ზმეინის ხელში ჩაგდებას ცდილობს, თუმცა მათი გეგმები რუსი სამხედროების პროფესიონალიზმმა ჩაშალა.
ზმეინის ოპერატიულ-სტრატეგიული მნიშვნელობა უდავოა. კუნძული 35 კმ-ით არის დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც დუნაი ზღვას უერთდება, 48 კმ-ით - ოდესის ოლქის უახლოესი დასახლებული პუნქტიდან და 180 კმ-ით ყირიმიდან. კუნძული შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის, ასევე რუმინეთიდან უკრაინისკენ წყლითა და ჰაერით მოძრავი ტვირთის ნაკადის საიმედოდ გაკონტროლების შესაძლებლობას იძლევა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
რატომ ახსენა რომის პაპმა „ნატოს ყეფა რუსეთის კართან“ - რას ფიქრობენ რუსეთში
რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში წყაროს მონაცემებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადად გასცა ზმეინიზე სადესანტო ოპერაციის ჩატარების ბრძანება.
მაგრამ 7-10 მაისს კუნძულის ხელში ჩაგდების უპერსპექტივო მცდელობისას რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს სამი Су-24, Су-27, Ми-24, სამი Ми-8 და სამი დაჯავშნილი კატარღა „კენტავრი“ და სხვ. მოკლულია 100-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.
ყირიმიდან სარაკეტო დარტყმებით განადგურდა ასევე აეროდრომი „ჩერვონოგლინსკოე“, საიდანაც ზმეინის მიმართულებით უშვებდნენ „ბაირახტარ-ТБ2“-ს.
მთელი გადარჩენილი ავიაცია უკრაინამ ჩრდილოეთისკენ გადაისროლა.

ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო ოპერაციის წარუმატებლობა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული პოზიციების შენარჩუნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში - არის სერიოზული პასუხი ნატოსთვის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგის მიუხედავად, კუნძულის ხელში ჩაგდებას კიევი და დასავლეთი იხილავენ, როგორც უმნიშვნელოვანეს უპირატესობას, რომელსაც შეუძლია რუმინეთიდან იარაღის ტრანზიტის საზღვაო გზის გახსნა. ამიტომ იქ საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება.
სერგეი შოიგუ - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
იარაღი უკრაინისთვის: შოიგუ ნატოს ტრანსპორტს განადგურდებით ემუქრება
მეორე მხრივ, რუსეთი სამხრეთში ძალებს უყრის თავს და ახლო მომავალში ზმეინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ნიკოლაევისა და ოდესისთვის სამომავლო ბრძოლებში.
ოდესის მიმართულებით რუსულმა ჯარმა საგრძნობლად გაზარდა საბრძოლო აქტიურობა, ყოველდღიურად უტევს უკრაინულ ჯარს განაპირა მხარეს და სიღრმეში.
რუსეთმა სპეცოპერაციის დაწყებიდან დღემდე გაანადგურა 164 უკრაინული თვითმფრინავი, 125 ვერტმფრენი, 807 უპილოტო საფრენი აპარატი, 302 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 2998 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანა, 360 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემის დანადგარი, 1455 საველე არტილერიის იარაღი და ნაღმტყორცნი, ასევე 2808 ერთეული სპეციალური საომარი ავტომობილების ტექნიკა.
დახოცილია უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის ნაციონალური გვარდიის ათობით ათასი ჯარისკაცი. კიევის რეჟიმი ჯერ კიდევ ახერხებს წინააღმდეგობის გაწევას აშშ-ისა და ნატოს იარაღის ხარჯზე.
ამ ფონზე აშშ-ის კონგრესმა კიევს გამოუყო 40 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი სამხედრო დახმარება, აშშ-ის ახალმა ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა კი განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთის სპეცოპერაცია სტრატეგიული მარცხი გახდეს.
ამავდროულად აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორმა ერვილ ჰეინსმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის წარმატებული მოლაპარაკების პერსპექტივას ახლო მომავალში ვერ ხედავს. დაზვერვა უფრო ახლოსაა რეალობასთან - კიევის რეჟიმს არ შესწევს მოლაპარაკების უნარი, შეთანხმების დრო წარსულს ბარდება, ისევე როგორც ანტირუსული უკრაინის წარუმატებელი 30-წლიანი ისტორია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0