მეორე ფრონტი მოლდოვაში: ვინ სარგებლობს დივერსიების სერიით დნესტრისპირეთში

© PRESS CENTER of the Headquarters of the Ministry of Internal Affairs of the Transnistrian Moldavian Republic / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2022
გამოწერა
დნესტრისპირეთში გაყინული კონფლიქტი აფერხებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას. უკრაინაში ბრძოლები შეერთებულ შტატებს მოსახერხებელ საფუძვლად წარმოუდგენია იმისთვის, რომ მოლდოვა სამოქალაქო ომის ზონად და ალიანსის „სამშვიდობო ოპერაციად“ გადააქციოს.
კიევის რეჟიმი მზადაა ვაშინგტონის პირველი ბრძანებისთანავე ჯარები გაგზავნოს ტირასპოლში. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი პრიზი — ეს ევროპაში ყველაზე დიდი არსენალია სოფელ კოლბასნას სამხრეთ გარეუბანში, უკრაინის საზღვრიდან ორ კილომეტრში. ამას მხოლოდ 3.000 რუსი სამშვიდობო, 7.000 PMR-ის სამხედრო მოსამსახურე და დნესტრის მარცხენა სანაპიროზე 400.000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე უშლის ხელს. მოსკოვი ყურადღებით აკვირდება „პარტნიორების“ ხელებს უკრაინასა და მოლდოვაში, რათა სწრაფად უპასუხოს „მეორე ფრონტის“ გაჩენას.
26 აპრილს ტირასპოლში აფეთქებების სერიის, დნესტრისპირეთის დედაქალაქის მახლობლად აეროდრომზე თავდასხმისა და სოფელ კოლბასნასთან დღევანდელი შეტაკების შემდეგ ტერორისტული საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა 15 დღის განმავლობაში. რეგიონში საგუშაგოები და ბლოკ-პოსტები გაჩნდა. ძალოვანი სტრუქტურები გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ. გადაწყდა გამარჯვების დღეს სამხედრო აღლუმის გაუქმება. დნესტრისპირეთის საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო წლის ბოლომდე დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
გარე ძალების ორდღიან ტერორისტულ მოქმედებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შენობა, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული ობიექტები და აეროდრომი, აფეთქდა რადიოცენტრ „მაიაკის“ გადამცემი ანტენები (უკრაინის საზღვრიდან 12 კმ). მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სასწრაფოდ მოიწვია უშიშროების საბჭოს სხდომა.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ყურადღებით აკვირდება დნესტრისპირეთში არსებულ ვითარებას.
დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების მოქმედებები, სროლები ყუმბარმტყორცნიდან და დრონების დარტყმები ნატოს სტანდარტის საბრძოლო მასალებით დნესტრისპირეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც კიევს 25 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და პენტაგონის შეფი ლოიდ ოსტინი ეწვივნენ. შესაძლოა ეს დამთხვევა არ იყოს.
ვაშინგტონი დიდი ხანია ითხოვს მოლდოვაში „რუსული აგრესიის“ შეწყვეტას. ამერიკელებს სურთ შექმნან ახალი ცხელი წერტილი რუსი სამშვიდობოების მონაწილეობით, გაასუფთავონ დნესტრისპირეთი, გააერთიანონ მოლდოვა რუმინეთსა და ნატოში და ამავდროულად დაეხმარონ კიევის რეჟიმს საბჭოთა წარმოების საბრძოლო მასალითა და სამხედრო აღჭურვილობით, რომლებიც კოლბასნას არსენალში ინახება.

ძალები და საშუალებები

ღია აგრესიის შემთხვევისთვის დნესტრისპირეთში განლაგებულია 3.000 რუსი სამხედრო მოსამსახურე, შეიარაღებული ძალები — დაახლოებით 7.500 „ხიშტი“ და მნიშვნელოვანი სამობილიზაციო რეზერვი 100 ათასამდე წვევამდელით.
მძიმე იარაღისა და საბრძოლო მასალის რაოდენობა შესაძლებელს ხდის, რომ ალყაში მოქცეულმა რეგიონმა ათწლეულების განმავლობაში ჩაატაროს საბრძოლო მოქმედებები. მწყობრშია 100-ზე მეტი ტანკი, 200 ჯავშანტრანსპორტიორი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ათასობით ავტომობილი, „გრადის“ დანადგარები, ვერტმფრენების რაზმი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჯარების ამ მძლავრი დაჯგუფების განადგურება შეძლოს.
სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის არსენალი (საჰაერო ბომბები, რაკეტები, საარტილერიო ჭურვები, ნაღმები) შეფასებულია 3,5 მილიარდ დოლარად. ასეთი საწყობის აფეთქება უდრის 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკის ბირთვულ დარტყმას და შეუძლია მიწის პირიდან აღგავოს მრავალი დასახლება მოლდოვაში, რუმინეთსა და უკრაინაში. შემთხვევითი არ არის, რომ სოფელ კოლბასნასთან არსენალს რუსული ჯარების კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი ჯგუფი იცავს.
და, მაინც, ამერიკელები რუსეთის სამხედრო პოტენციალის მაქსიმალურად შესუსტებას აპირებენ. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ოსტინმა გუშინ კიდევ ერთხელ განაცხადა გერმანიაში, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე. ლოგიკა მარტივია: რაც მეტი ფრონტი იქნება, მით მეტი ძალის დახარჯვა მოუწევს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. დნესტრისპირეთის ოპერაციების თეატრი პერსპექტიულად გამოიყურება. მონიტორინგისთვის ამერიკელებმა რუმინეთში ორი ელექტრონული სადაზვერვო თვითმფრინავი - RQ-4B Global Hawk და RC-135W Rivet Joint გადაიყვანეს.
26 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან საომარი მოქმედებებისთვის „სეპარატისტულ დნესტრისპირეთში“. ხარკოვის ოლქში ძირითადი არსენალის დაკარგვის შემდეგ უკრაინის გენერალური შტაბისთვის მნიშვნელოვანია „საბჭოთა“ საბრძოლო მასალის მუდმივი წყაროს პოვნა „სამხრეთ ფრონტის“ მხარდასაჭერად (ანუ კოლბასნასი).
უკრაინის სამხედრო უწყების უფროსის მრჩეველი იური ბუტუსოვი თვლის, რომ კიევს აქვს დნესტრისპირეთის "დემილიტარიზაციის" უფლება, რადგან რუსული ოპერატიული ჯარები უკრაინას ემუქრება, ხოლო უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მყოფი ორი უკრაინული ბრიგადა "აღმოსავლეთის ფრონტზე" უფრო საჭიროა. მანამდე ალექსეი არესტოვიჩმა თქვა: „თუ მოლდოვა უკრაინას მიმართავს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დნესტრისპირეთზე კონტროლის აღება. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამისთვის საკმარისი ძალა გააჩნია“.
რუმინეთი შიშობს, რომ რუსეთის ჯარების სავარაუდო გასვლა დნესტრისპირეთის საზღვრებზე ოდესის რეგიონის გავლით ბუქარესტისა და დნესტრისპირეთის და მთლიანად მოლდოვის ამოვარდნას გამოიწვევს გავლენის სფეროდან. ამგვარად დასავლელი და აღმოსავლელი „პარტნიორები“ მოლდოვას ყოველმხრივ უბიძგებენ ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტისკენ არაპროგნოზირებადი შედეგებით. ამ შემაშფოთებელ ფონზე მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საპოლიციო ანგარიშსწორებას ჰპირდება ყველას, ვინც ქუჩაში წმინდა გიორგის ლენტით გამოვა, და არა მხოლოდ 9 მაისს. თითქოს ესკალაციაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია.
მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინასა და მოლდოვაში „პარტნიორების“ ხელებს, რათა „მეორე ფრონტის“ გაჩენას სწრაფად უპასუხოს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0