დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 მარტი

© Pixabay / FabiCiucioახალი მთვარე ქალაქის თავზე
ახალი მთვარე ქალაქის თავზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 3 მარტია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
კარგი იქნება, თუ სერიოზულ საკითხებზე იფიქრებთ. შეძლებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, თავდაჯერებულობა შეგემატებათ. ვინც ყურადღებას სამუშაოზე გაამახვილებს, შეძლებს პროფესიული პოზიციების გამტკიცებას, კარიერულ წინსვლას. საღამოს გართულდება ემოციებთან გამკლავება, ამიტომ ფრთხილად იყავით.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 მარტი>>
ვერძი: რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გახსოვდეთ, რომ დღეს ნამდვილად ღირს ინტუიციის მოსმენა. მისი მინიშნებები დაგეხმარებათ ბევრ რთულ საკითხთან გამკლავებაში. ხანდახან გაგიჭირდებათმ საგნებს რეალურად შეხედოთ, მაგრამ არ ფაებათ საკუთარი ილუზიების ქსელში. შეინარჩუნეთ ობიექტურობა.
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
მარტის ჰოროსკოპი: როგორი იქნება გაზაფხულის პირველი თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: გაჩნდება ახალი გეგმები. რაღაც სირთულეები მოსალოდნელია, მაგრამ ეს ჩანაფიქრზე უარს ვერ გათქმევინებთ. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები, ნაცნობობა, რაც ჩვეულ საგნებზე ახლებურად შეხედვაში დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული, რომ რაღაც ჩვევების შეცვლა მოინდომოთ.
ტყუპი: სერიოზული საქმეებისა და მნიშვნელოვანი შეხვედრების დღის პირველი ნახევარი გამოიყენეთ. მეორე ნახევარი საკმაოდ მშფოთვარედ ჩაივლის, მაგრამ – წარმატებულად. შესაფერისი დროა შემოქმედებისთვის და ნებისმიერი საქმისთვის, სადაც ფანტაზიაა საჭირო. სასიამოვნო იქნება რომანტიკული პაემანი.
კირჩხიბი: ერთ რამეზე ყურადღების შეჩერება გაგიჭირდებათ, რადგან ბევრი საფიქრალი გექნებათ. იმის გარკვევაში, თუ რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და რისი გადადება შეიძლება, ინტუიცია დაგეხმარებათ. იმის თქმა, რომ უსიამოვნო მომენტები არ გექნბეათ, არ შეიძლება, მაგრამ არც სერიოზული პრობლემები არ გელოდებათ.
გული, სიყვარულის ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2022
ზოდიაქო: ოთხი ნიშანი და ნამდვილი სიყვარულის პოვნის უდიდესი შანსი მარტში
ლომი: ყურადღება მიაქციეთ მცირე დეტალებს. დღეს შეძლებთ რთულ და ჩხალართულ ვითარებებში გარკვევას, რადგან დაინახავთ იმას, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით. კარგი დღეა შეხვედრისთვის იმ ადამიანთან, რომელზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ. არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთოების დაწყება.
ქალწული: წარმატებას რომ მიაღწიოთ, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. შეძლებთ როგორ მცირე, ისე სერიოზული პრობლემების თავიდან აცილებას. გარშემომყოფებთან საერთო ენას ადვილად გამონახავთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები ოჯახში, გაჩნდება სახლში დღესასწაულის მოწყობის საბაბი.
სასწორი: შესაფერისი დღეა სამუშაოს საკითხებზე დასალაპარაკებლად, შესახვედრად ადამიანებთან, რომლებთანაც თანამშრომლობას გეგმავთ. მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას. პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში ენდეთ ინტუიციას. შესაძლებელია თანხის მიღება, მაგრამ დახარჯვა არ იჩქაროთ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში
მორიელი: სჯობს, მნიშვნელოვანი საქმეები არ გადადოთ და მათ დღის პირველივე ნახევარში მიხედოთ. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები, საინტერესო ნაცნობობა. მალე დაამყარებთ კონტაქტს სრულიად უცნობ ადამიანებთან და დიდი ალბათობით, გაჩნდება ახლოს გაცნობისა და ურთიერთობების გაგრძელების სურვილი.
მშვილდოსანი: დღის დასაწყისში მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები, გაჩნდება კარგი იდეები. მოგვიანებით დადგება პერიოდი, როდესაც კარგი იქნება საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა, მცირე პრობლემების მოგვარება, რაც აქამდე ვერ მოახერხეთ. დროს წაიღებს სახლის საზრუნავიც, მაგრამ შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. წარმატებული იქნება საჯარო გამოსვლები. არ არის გამორიცხული წინადადებების შემოთავაზება, რომელთა მიღების შემთხვევაში შემოსავლები შეიძლება გაიზარდოს. ცოტა რთული იქნება ისეთ საქმეებზე კონცენტრირება, რომლებიც დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს.
ხელი ქალაქზე ოფისიდან - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვებისთვის, თუ დროს ფუჭად არ დაკარგავთ. მოსალოდნელია კარგი სიახლეები. დღე სამუშაოზე წარმატებებს გპირდებათ. შეძლებთ პროფესიული პოზიციების გამტკიცებას, იპოვით ახალ მოკავშირეებს. არაა გამორიცხული, რომ ახალი მეგობრები შეიძინოთ.
თევზები: რაღაც სირთულეები გაჩნდება, მაგრამ ისინი ხასიათს ვერ გაგიფუჭებთ. შესაძლებელია წარმატებების მიღწევა რთულ საქმეებში. სამუშაოსთან დაკავშირებით არ არის გამორიცხული საინტერესო წინადადების მიღება. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები ჭარბობს, გაგახარებთ საყვარელ ადამიანთან კონტაქტი.
ყველა ახალი ამბავი
0