დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 მარტი

© Pixabay / raushenbergerაყვავებული რტო
აყვავებული რტო - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 2 მარტია, ოთხშაბათი. ახალმთვარეობა თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
ორიგინალური იდეების დღეა. ბევრს გამოადგება იმპროვიზირების უნარი. რთული არ იქნება ჩვევებზე უარის თქმა და ახლებურად მოქმედების დაწყება. გარშემომყოფებთან საერთო ენის პოვნა ადვილი აღმოჩნდება. დღის მეორე ნახევარი შესაფერისი დროა საკუთარ გრძნობებში გასარკვევად.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 მარტი>>
ვერძი: დიდი ალბათობით, გეგმის მიხედვით მოქმედებას ვერ შეძლებთ. მოვლენები მოსალოდნელზე სწრაფად განვითარდება. მოუსმინეთ ინტუიციას – ის გიკარნახებთ, როგორ ჯობია მოქმედება. სამუშაოსთან დაკავშირებით შეიძლება იდეები გაგიჩნდეთ, რომლებიც კარიერულ წინსვლაში ან შემოსავლების გაზრდაში დაგეხმარებათ.
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
მარტის ჰოროსკოპი: როგორი იქნება გაზაფხულის პირველი თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: დღის დასაწყისში ერთდროულად რამდენიმე საქმეზე მოგიწევთ ფიქრი. შესაძლებელია დაყოვნებები საქმეებში, სირთულეები, თუმცა გაიხსნება ახალი შესაძლებლობებიც. დღის მეორე ნახევარში გელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზები. არაა გამორიცხული ნაცნობობა, რომელიც რომანტიკულ ურთიერთობებს დაუდებს სათავეს.
ტყუპი: როგორც არ უნდა აეწყოს დღე, ეცადეტ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გაწონასწორებული გადაწყვეტილებები მიიღოთ – ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აჩქარების, ასევე ემოციებზე აყოლის გამო შეიძლება შეცდომები დაუშვათ. დღის მეორე ნახევარში შეძლებთ გონების მოკრებას და რამდენიმე სერიოზული საკითხის გადაწყვეტას.
კირჩხიბი: დღის დასაწყისი შესანიშნავი დროა ახალი საქმის დასაწყებად. თუნდაც ის რთულად მოგეჩვენოთ, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ყველაფერს გაუმკლავდებით და საჭიო შედეგს მიიღებთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება რთული საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა, საქმეების მოწესრიგება, მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა.
გოგონა თოვლში - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
ქალები და მათი პატარ-პატარა სიგიჟეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: თუ დღეს რამე მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ დაგეგმილი, გაითვალისწინეთ, რომ მას უფრო მარტივად გაუმკლავდებით დამოუკიდებლად, ვიდრე ვინმესთან ერთად. შესაძლებელია უთანხმოებები საქმიან პარტნიორებთან, თუმცა გაუგებრობებს მალე მოეღება ბოლო და საღამოს ურთიერთობებში ჰარმონია აღდგება. ეცადეთ, არ გადაიღალოთ.
ქალწული: მნიშვნელოვანი და რთული საუბრები გელოდებათ. ხანდახან მოგიწევთ იმის განხილვა, რასაც სიამოვნებით დაივიწყებდით. მაგრამ ეს გარკვეულ შედეგს მოიტანს, დაგეხმარებათ სამომავლო გეგმების განსაზღვრაში. ახლობლებთან ურთიერთობები ჰარმონიულად აეწყობა. მოსალოდნელია რომანტიკული სიურპრიზები.
სასწორი: გაგახარებთ კარგი სიახლეები, მოულოდნელი სასიამოვნო მოვლენები. შესაძლოა, ამან თქვენი ცხოვრება დაუყოვნებლივ არ შეცვალოს, მაგრამ მიგანიშნებთ, საით უნდა წახვიდეთ, ასევე მოგანიჭებთ ენერგიას მიზნების მისაღწევად. ნათელი გახდება, როგორ უნდა გადაჭრათ საკითხი, რომელზეც დიდხანს ფიქრობდით ბოლო დროს.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ
მორიელი: მიხვდებით, როგორ უნდა გადაჭრათ პრობლემები, რომლებმაც ჩიხში მოგამწყვდიეს. მალე მიიღებთ პირველ შედეგებს. დღე წარმატებებს გპირდებათ სამუშაოსა და სწავლაში, ასევე პროგრესს საქმიან მოლაპარაკებებში. შესანიშნავად გაუმკლავდებით შემოქმედებითი კუთხით გადასაჭრელ ამოცანებს.
მშვილდოსანი: თამამად შეეჭიდეთ ახალ საქმეებს. დღეს ამისთვის შესაფერისი დღეა. ენდეთ ინტუიციას. მისი მინიშნებების წყალობით იმაზე მეტს მიაღწევთ, ვიდრე ელოდებოდით. კარგი დღეა საკუთარი იდეების სხვებისთვის გასაზიარებლად, მათზე მსჯელობისთვის. მიიღებთ მხარდაჭერას, რომლის იმედიც ნაკლებად გქონდათ.
თხის რქა: დღის დასაწყისი, დიდი ალბათობით, არ ჩაივლის რაღაც გაუგებრობების, უთანხმოებების გარეშე. შესაძლებელია უსიამოვნო შემთხვევები, მაგრამ ძალიან არ განერვიულდეთ, ვითარება მალე შეიცვლება უკეთესობისკენ. მოულოდნელი სიახლე განწყობას აგიმაღლებთ. მოგვიანებით კარგი დრო დადგება ურთიერთობებისთვის.
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
მერწყული: მოსალოდნელზე მეტი საქმე გექნებათ, მაგრამ ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. გექნებათ შესაძლებლობა, შეუდგეთ იმ საქმეს, რომელიც თქვენთვის ძალიან საინტერესოა. გელოდებათ სასიამოვნო ნაცნობობა, შეხვედრები. ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში ფრთხილად იყავით, ნუ დახარჯავთ ბევრ ფულს.
თევზები: ბევრი საქმე გექნებათ და თავიდან გაგიჭირდებათ გარკვევა, რომლით უნდა დაიწყოთ. კარგად დაფიქრდით და გადაანაწილეთ პრიორიტეტები. ასე ქაოსს აიცილებთ თავიდან. გექნებათ შანსი, რომ წარმატებას მიაღწიოთ თქვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საკითხში. საღამო კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0