მარტის ჰოროსკოპი: როგორი იქნება გაზაფხულის პირველი თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის

CC BY 2.0 / Jay Huang / Spring at Lake Louiseგაზაფხული
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
გამოწერა
როგორ ჩაივლის მარტის თვე ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში.
დადგა გაზაფხულის პირველი თვე. როგორი იქნება ის ზოდიაქოს ნიშნებისთვის და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მივაღწიოთ წარმატებებს, გავუმკლავდეთ პრობლემებს. ამაზე ასტროლოგები გვესაუბრებიან.
ვერძი: სჯობს, ყველაფერი დეტალურად დაგეგმოთ; მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილს მიჰყვეთ, არ გარისკოთ. იღბალი ზურგს არ გაქცევთ. ასე გექნებათ მეტი შესაძლებლობა და ნაკლებ ნერვებს დახარჯავთ. არაა გამორიცხული, რომ მტრები შეიძინოთ, განსაკუთრებით წარმატების შემთხვევაში სიყვარულსა და ფინანსურ სფეროებში. ამიტომ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ.
გული, სიყვარულის ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2022
ზოდიაქო: ოთხი ნიშანი და ნამდვილი სიყვარულის პოვნის უდიდესი შანსი მარტში
კურო: ნუ ეცებით, რომ მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ ადამიანს კარგიცა და ცუდიც უკან ბუმერანგივით უბრუნდება. მნიშვნელოვანია, რომ არ „ჩაიციკლოთ“ უსიამოვნებებზე, არამედ ნათელ ფერებში იფიქროთ. გარშემომყოფებთან ურთიერთობები უფრო პოზიტიური და მშვიდი გახდება. ვარსკვლავები გირჩევენ, დაეხმაროთ ადამიანებს. სიკეთე უკან დაგიბრუნდებათ.
ტყუპი: მარტში იღბალთან და განწყობასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება რამდენიმე დღის გამოკლებით. კერძოდ, უარყოფითი მოვლენებია მოსალოდნელი 10–13 მარტის პერიოდში (მერკურის გადასვლა თევზებში). პრობლემებია მოსალოდნელი განწყობისა და ურთიერთობების საკითხებში. განსაკუთრებით დაზარალდება ურთიერთობები შორ მანძილზე. ან უნდა მოითმინოთ, ან დაასრულოთ კავშირი.
კირჩხიბი: ამ თვეში თქვენი ძლიერი თვისებები მომძლავდება. შეძლებთ ცხოვრების ისე შეცვლას, როგორც თქვენ გინდათ. ძალზე სასარგებლო აღმოჩნდება ურთიერთობები საინტერესო, ჭკვიან და მნიშვნელოვან ადამიანებთან. ეცადეთ, საქმეებს მარტივად შეხედოთ. ხანდახან დინებას უნდა მიჰყვეთ, ბედნიერება მხოლოდ ფული და აღიარება ხომ არაა. ახლა მთავარია აკეთოთ ის, რაც გინდათ და არა ის, რაც აუცილებელია.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
ლომი: იწყება პერიოდი, როდესაც საჭიროა სხვისი სიბრძნის გათვალისწინება, რამის სწავლა სხვებისგან. შესაძლოა, სამსახურსა და ბიზნესში აღმავლობის პერიოდი დაიწყოს. რთული სვლებისა და კომბინაციების გამოყენებით შეძლებთ შემოსავლების გაზრდას, წარმატებების მიღწევას. საყიდლები გაამართლებს მხოლოდ 9 მარტის ჩათვლით და 20 მარტის შემდეგ. შუა პერიოდში მოერიდეთ რამე მნიშვნელოვანის ყიდვას.
ქალწული: არაა გამორიცხული მცირე ქაოსი ცხოვრებაში. სტაბილიზაციის მისაღწევად კარგი იქნება, თუ გონებას მოუსმენთ და არა ინტუიციას. მარტში თქვენი მეექვსე გრნობა შესუსტებული იქნება, მაგრამ ეს ხელს არ შეგიშლით ფინანსური წარმატების მიღწევაში. ასევე ბევრად მიმზიდველი გახდებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისტვის. გახსოვდეთ, რომ პესიმიზმზე აყოლა იღბალსა და ქარიზმას მოგაკლებთ.
სასწორი: მარტი თქვენთვის ხელსაყრელი თვეა, რომელიც მოგიტანთ არაერთ წარმატებას, ახალ შესაძლებლობებსა და პოზიტივს. მაგრამ ამას თავისი საფასური ექნება. არაა გამორიცხული, რომ გამოჩნდნენ ადამიანები ან მოხდეს მოვლენები, რომლებიც გაგაღიზიანებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დაეხმაროთ ადამიანებს, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ. ძალზე ხელსაყრელი თვეა ბრძენი და მშვიდი სასწორებისთვის.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
მორიელი: წარმატებული და პროდუქტიული თვე გელოდებათ, მაგრამ ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ თქვენ მიმართ ინტერესს ბევრი უსიამოვნო ადამიანი გამოიჩენს. ახლობლებმაც შეიძლება გაგიფუჭონ ხასიათი. არ ღირს წყენის გულში ჩადება. აპატიეთ მათ. ყველას აქვს თავისი უარყოფითი თვისება. თუ კარგად დააკვირდებით ადამიანებს და შეისწავლით მათ, თითოეულში აღმოაჩენთ არაერთ დადებით თვისებას.
მშვილდოსანი: ყველაზე რთული თქვენთვის მარტის დასაწყისი იქნება. შესაძლოა, ხშირად გამოხვიდეთ წყობილებიდან. ფინანსურ სფეროში არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ ვა–ბანკზე. რისკი და ავანტიურა კარგ არაფერს მოგიტანთ, ხოლო მშვიდი და ზომიერი მუშაობა საჭირო შედეგს გამოიღებს. თქვენთვის საუკეთესო და იდეალური რეკომენდაციებია აუჩქარებლობა და დროული დასვენება.
თხის რქა: ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. დიდი ალბათობით, ეს თვე დინამიკური იქნება და ისეთი არა, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. უკვე მარტის დასაწყისში შეიძლება აღმოცენდეს გარკვეული ნერვოზულობა. არ შეუშინდეთ ახალ საქმეებსა და მოვლენებს. ისინი არა პრობლემებს, არამედ ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თქვენი ნიშნისთვის, სიხარულის მთავარი წყარო ურთიერთობები იქნება.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
მერწყული: თქვენთვის იწყება დრო, როდესაც უარყოფითი ენერგიის დადებითში ტრანსფორმაცია შეიძლება. ნებისმიერი ცხოვრებისეული ცვლილება საბოლოოდ იღბლიანი აღმოჩნდება, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ საქმე სულ სხვაგვარადაა. უნდა იმოქმედოთ სწრაფადმ, აქტიურად. სიყვარულსა და ფინანსებში ერთნაირი წესები მოქმედებს. თუ ვინმე მოგეწონათ, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ, აღიარეთ გრძნობები, არ შეგეშინდეთ გრძნობების გამოხატვის.
თევზები: შემოქმედებითი ხალხი ხართ, მაგრამ ღამის მანათობლები მარტში ცოტა დაკარგავენ ძალას, ამიტომ საბრძოლო განწყობა დაიკლებს. სასიყვარულო სფეროში თვის დასაწყისში გარკვეული პრობლემებია მოსალოდნელია. უარყოფითი ემოციები ყველაზე ნაკლებად მარტოხელებს შეაწუხებს. მათ მთელი ყურადღება სამუშაოზე უნდა გადაიტანონ. მარტი იმ თევზების თვეა, რომლებმაც პრიორიტეტების სწორად განაწილება იციან.
ყველა ახალი ამბავი
0