https://sputnik-georgia.com/20220301/mravalzarrva-plantago-264877046.html
მრავალძარღვას სასარგებლო თვისებები
მრავალძარღვას სასარგებლო თვისებები
Sputnik საქართველო
მრავალძარღვა შესანიშნავი საშუალებაა რესპირატორული, ფილტვების, კუჭისა და სხვა დაავადებების დროს, შველის გაღიზიანებულობისა და უძილობის დროს. მას იყენებენ, როგორც სამკურნალო ბალახს ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.
2022-03-01T14:40+0400
2022-03-01T14:40+0400
2022-03-01T20:44+0400
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23334/23/233342322_0:264:2816:1848_1920x0_80_0_0_ed293b480509b8104afab5b253646c2e.jpg
მრავალძარღვა (Plantago) ერთი ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ცნობილია მისი 250-მდე სახეობა. აქედან საქართველოში გვხვდება 11 სახეობა. იზრდება ზომიერ სარტყელში, მშრალ და ბალახოვან ფერდობებზე, გზის პირებზე, მდელოებსა და ღორღიანებზე. სამკურნალოდ ძირითადად დიდი მრავალძარღვას ფოთლები გამოიყენება.მრავალძარღვას შემადგენლობაში შედის უამრავი მთრიმლავი ნივთიერება — ფიტონციდი, ორგანული მჟავა, პოლისაქარიდი, ფლავონოიდი, კაროტინოიდი, К და С ვიტამინები და ბევრი სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება.მრავალძარღვას სამკურნალო თვისებების შესახებ უძველესი დროიდან არის ცნობილი. მაგალითად, ავიცენა მიუთითებდა, რომ მრავალძარღვას საფენები კარგად მოქმედებს სპილოს დაავადების დროს, ხელს უშლის მის განვითარებას და აცხრობს შეშუპებას; მის წვენს თუ ყურში ჩავიწვეთებთ, ის გააყუჩებს ტკივილს; ხოლო კბილის ტკივილის დროს კარგია მისი ღეროს ღეჭვა, ან ნახარშის გამოვლება პირის ღრუში.ისპანახი და მისი სასარგებლო თვისებები>>მრავალძარღვა შესანიშნავი საშუალებაა სხვადასხვა დაავადების დროს. ის აქრობს ანთებით პროცესს, არის კარგი ანტისეპტიკური საშუალება, ახორცებს ჭრილობებს, კარგად მოქმედებს კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე, ხსნის ტკივილს, კარგი ამოსახველებელი და სისხლის გაწმენდის საშუალებაა. მრავალძარღვას ფოთლების ნაყენით შესაძლებელია არა მხოლოდ ჩვეულებრივი ხველების ან რესპირატორული დაავადების მოშორება, არამედ ისეთი სერიოზული დაავადებისგან განკურნება, როგორიცაა ფილტვების ტუბერკულიოზი, პლევრიტი, ზედა სასუნთქი გზების კატარი, ბრონქული ასთმა და ყივანახველა.სპეციალური ფიტოქიმიური კვლევებით დადგინდა, რომ ბალახის ფოთლებში შედის კომპონენტები, რომლებიც მოქმედებს ქოლესტერინის ცვლაზე და წყლულის საწინააღმდეგო საშუალებას წარმოადგენს. მცენარის ფოთლისგან სპირტიანი და წყლიანი ექსტრაქტი წყლულების განსაკუთრებით მძიმე ფორმების დროს შეუცვლელია.მრავალძარღვა კურნავს კუჭის ისეთ დაავადებებს, როგორიცაა გასტრიტები, ენტერიტები, ენტეროკოლიტები, კუჭისა და ნაწლავების წყლული. საკმაოდ წარმატებით იყენებენ შარდის ბუშტის დაავადებების, ჰემოროის, მალარიის, კანის სხვადასხვა დაავადებების დროს.მრავალძარღვას წვენი ხელს უწყობს ჭრილობიდან ჩირქის გამოდენასა და შეხორცებას. ეფექტურად კურნავს ძირმაგარას.ალოე და მისი სასარგებლო თვისებები>>უნიკალური ბალახი ახდენს სედატიურ მოქმედებას, შველის ნევროზების მსუბუქი ფორმების, გაღიზიანებულობისა და უძილობის დროს. აქვს ჰიპოტენზიური თვისება — აწესრიგებს მომატებულ არტერიულ წნევას, ხსნის შესიებებს, მკურნალობს გულისა და სისხლძარღვების დაავადებებს.კვლევებმა აჩვენა, რომ მცენარე სასარგებლოა უშვილობის დროს – თუ ამის მიზეზი საკვერცხეების ფუნქციის მოშლაა. ასევე მრავალძარღვა ეფექტურია საშვილოსნოდან სისხლდენის დროს. გარეგანი გამოყენებისთვის მცენარის დაქუცმაცებულ ფოთოლს იდებენ სხეულის დაზიანებულ ადგილზე. მისი ნაყენი ხსნის ტკივილს დამწვრობის დროს.ამ საოცარი მცენარის ფოთლები დიდი რაოდენობით С ვიტამინს შეიცავს, რაც იმუნურ სისტემას ეფექტურად აძლიერებს. ასევე მასში შემავალი А ვიტამინი თვალებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება, იცავს მას ყვითელი ლაქის დეგენერაციისგან, რომელმაც, შესაძლოა, სიბრმავე გამოიწვიოს.არატრადიციული თერაპიის მიმდევრები ირწმუნებიან, რომ ამ სამკურნალო მცენარის მეშვეობით შესაძლებელია ტაქიკარდიის მოხსნა. მისი გამოყენება ხელს უწყობს მამაკაცური პოტენციის ნორმალიზებას, ხსნის თავის, ყურისა და კბილის ტკივილს. დადასტურებულია მრავალძარღვას ეფექტურობა ნეფრიტის, ენურეზის, დიარეის დროს.სახალხო მკურნალები მრავალძარღვას უძველესი დროიდან იყენებდნენ ავთვისებიანი სიმსივნეების დროს (კომპრესების სახით) და ნაყენს ფილტვისა და კუჭის კიბოს დროს (შინაგანი მიღებისთვის). ეს საშუალება ასე მზადდება: ფოთლებს რეცხავენ, წვრილად აქუცმაცებენ და იმავე რაოდენობის შაქრის ფხვნილს ურევენ. ეს ნარევი 2 კვირა უნდა გააჩეროთ თბილ ადგილზე. ნაყენს იღებენ დღეში 3-4-ჯერ ერთი სუფრის კოვზით, ჭამამდე 20 წუთით ადრე.ასევე მცენარის ფესვებისგან დამზადებულ ექსტრაქტს იყენებენ ციებ-ცხელების, ტუბერკულოზური ხველების სამკურნალოდ, მწერების ნაკბენებზე, გველის ნაკბენზე, როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას.მრავალძარღვა არ არის რეკომენდებული, თუ მომატებულია მჟავიანობა და კუჭის ზედმეტი წვენის გამომუშავება ხდება, ასევე კუჭისა და ნაწლავების ტრაქტის ზოგიერთი სახეობის დროს.ამ მცენარის მიღებას არ ურჩევენ დიდი ხნით, რადგან ის სისხლის შედედების უნარით გამოირჩევა და დიდი ხნით მისი მოხმარების შემდეგ თრომბების გაჩენის საშიშროება მატულობს.ასევე მრავალძარღვა არ არის რეკომენდებული, თუ ამ მცენარის მიმართ ალერგიული რეაქცია გაქვთ. ამიტომ ალერგიისა და ასთმის მქონე ადამიანები ამ მცენარის მიღების დროს ფრთხილად უნდა იყვნენ.მრავალძარღვას ნაყენის მომზადების რამდენიმე წესი:ზედა სასუნთქი გზების კატარისთვის: 1 სუფრის კოვზ მცენარეს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 10 წუთი. შემდეგ გადმოდგით. 24 საათის შემდეგ ნაყენი გაფილტრეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.გასტრიტების, კოლიტებისა და კუჭის წყლულის დროს: 3 ჩაის კოვზ მშრალ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 6-8 საათი. 1/3 ჭიქა მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.კამა და მისი სასარგებლო თვისებები>>გაციების დროს ხველებისას: გაჭყლიტეთ მრავალძარღვას ახალი ფოთლები, დაამატეთ 200-250 გრამი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე. ცოტა შეაგრილეთ და დაუმატეთ 3-4 სუფრის კოვზი თაფლი (გაითვალისწინეთ, რომ თაფლი მდუღარე წყალში გახსნისას თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს). ძლიერი ხველებისას მიიღეთ 1 ჩაის კოვზი საათში ერთხელ.ხველებისთვის: 4 სუფრის კოვზ გამომშრალ ფოთოლს დაასხით 500 გრამი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1,5-2 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თბილი სახით დღის განმავლობაში 4-ჯერ, ერთი სუფრის კოვზი ჭამამდე. მკურნალობის კურსი 7 დღეა.
https://sputnik-georgia.com/20200326/arteriuli-wnevis-mkurnaloba-mcenareebiT-248074921.html
https://sputnik-georgia.com/20220117/prasi-allium-porrum-263646705.html
https://sputnik-georgia.com/20200713/wiwmati-Lepidium-sativum-248957468.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23334/23/233342322_0:0:2816:2112_1920x0_80_0_0_d50fdee034ff6b2580cc53bba679f434.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მრავალძარღვა თვისებები საშუალება
მრავალძარღვა თვისებები საშუალება
მრავალძარღვას სასარგებლო თვისებები
14:40 01.03.2022 (განახლებულია: 20:44 01.03.2022) მრავალძარღვა შესანიშნავი საშუალებაა რესპირატორული, ფილტვების, კუჭისა და სხვა დაავადებების დროს, ახდენს სედატიურ მოქმედებას, შველის ნევროზების მსუბუქი ფორმების, გაღიზიანებულობისა და უძილობის დროს. მას იყენებენ როგორც სამკურნალო ბალახს ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.
მრავალძარღვა (Plantago) ერთი ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ცნობილია მისი 250-მდე სახეობა. აქედან საქართველოში გვხვდება 11 სახეობა. იზრდება ზომიერ სარტყელში, მშრალ და ბალახოვან ფერდობებზე, გზის პირებზე, მდელოებსა და ღორღიანებზე. სამკურნალოდ ძირითადად დიდი მრავალძარღვას ფოთლები გამოიყენება.
მრავალძარღვას შემადგენლობაში შედის უამრავი მთრიმლავი ნივთიერება — ფიტონციდი, ორგანული მჟავა, პოლისაქარიდი, ფლავონოიდი, კაროტინოიდი, К და С ვიტამინები და ბევრი სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება.
მრავალძარღვას სამკურნალო თვისებების შესახებ უძველესი დროიდან არის ცნობილი. მაგალითად, ავიცენა მიუთითებდა, რომ მრავალძარღვას საფენები კარგად მოქმედებს სპილოს დაავადების დროს, ხელს უშლის მის განვითარებას და აცხრობს შეშუპებას; მის წვენს თუ ყურში ჩავიწვეთებთ, ის გააყუჩებს ტკივილს; ხოლო კბილის ტკივილის დროს კარგია მისი ღეროს ღეჭვა, ან ნახარშის გამოვლება პირის ღრუში.
მრავალძარღვა შესანიშნავი საშუალებაა სხვადასხვა დაავადების დროს. ის აქრობს ანთებით პროცესს, არის კარგი ანტისეპტიკური საშუალება, ახორცებს ჭრილობებს, კარგად მოქმედებს კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე, ხსნის ტკივილს, კარგი ამოსახველებელი და სისხლის გაწმენდის საშუალებაა.
მრავალძარღვას ფოთლების ნაყენით შესაძლებელია არა მხოლოდ ჩვეულებრივი ხველების ან რესპირატორული დაავადების მოშორება, არამედ ისეთი სერიოზული დაავადებისგან განკურნება, როგორიცაა ფილტვების ტუბერკულიოზი, პლევრიტი, ზედა სასუნთქი გზების კატარი, ბრონქული ასთმა და ყივანახველა.
სპეციალური ფიტოქიმიური კვლევებით დადგინდა, რომ ბალახის ფოთლებში შედის კომპონენტები, რომლებიც მოქმედებს ქოლესტერინის ცვლაზე და წყლულის საწინააღმდეგო საშუალებას წარმოადგენს. მცენარის ფოთლისგან სპირტიანი და წყლიანი ექსტრაქტი წყლულების განსაკუთრებით მძიმე ფორმების დროს შეუცვლელია.
მრავალძარღვა კურნავს კუჭის ისეთ დაავადებებს, როგორიცაა გასტრიტები, ენტერიტები, ენტეროკოლიტები, კუჭისა და ნაწლავების წყლული. საკმაოდ წარმატებით იყენებენ შარდის ბუშტის დაავადებების, ჰემოროის, მალარიის, კანის სხვადასხვა დაავადებების დროს.
მრავალძარღვას წვენი ხელს უწყობს ჭრილობიდან ჩირქის გამოდენასა და შეხორცებას. ეფექტურად კურნავს ძირმაგარას.
უნიკალური ბალახი ახდენს სედატიურ მოქმედებას, შველის ნევროზების მსუბუქი ფორმების, გაღიზიანებულობისა და უძილობის დროს. აქვს ჰიპოტენზიური თვისება — აწესრიგებს მომატებულ არტერიულ წნევას, ხსნის შესიებებს, მკურნალობს გულისა და სისხლძარღვების დაავადებებს.
კვლევებმა აჩვენა, რომ მცენარე სასარგებლოა უშვილობის დროს – თუ ამის მიზეზი საკვერცხეების ფუნქციის მოშლაა. ასევე მრავალძარღვა ეფექტურია საშვილოსნოდან სისხლდენის დროს. გარეგანი გამოყენებისთვის მცენარის დაქუცმაცებულ ფოთოლს იდებენ სხეულის დაზიანებულ ადგილზე. მისი ნაყენი ხსნის ტკივილს დამწვრობის დროს.
ამ საოცარი მცენარის ფოთლები დიდი რაოდენობით С ვიტამინს შეიცავს, რაც იმუნურ სისტემას ეფექტურად აძლიერებს. ასევე მასში შემავალი А ვიტამინი თვალებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება, იცავს მას ყვითელი ლაქის დეგენერაციისგან, რომელმაც, შესაძლოა, სიბრმავე გამოიწვიოს.
არატრადიციული თერაპიის მიმდევრები ირწმუნებიან, რომ ამ სამკურნალო მცენარის მეშვეობით შესაძლებელია ტაქიკარდიის მოხსნა. მისი გამოყენება ხელს უწყობს მამაკაცური პოტენციის ნორმალიზებას, ხსნის თავის, ყურისა და კბილის ტკივილს. დადასტურებულია მრავალძარღვას ეფექტურობა ნეფრიტის, ენურეზის, დიარეის დროს.
სახალხო მკურნალები მრავალძარღვას უძველესი დროიდან იყენებდნენ ავთვისებიანი სიმსივნეების დროს (კომპრესების სახით) და ნაყენს ფილტვისა და კუჭის კიბოს დროს (შინაგანი მიღებისთვის). ეს საშუალება ასე მზადდება: ფოთლებს რეცხავენ, წვრილად აქუცმაცებენ და იმავე რაოდენობის შაქრის ფხვნილს ურევენ. ეს ნარევი 2 კვირა უნდა გააჩეროთ თბილ ადგილზე. ნაყენს იღებენ დღეში 3-4-ჯერ ერთი სუფრის კოვზით, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
ასევე მცენარის ფესვებისგან დამზადებულ ექსტრაქტს იყენებენ ციებ-ცხელების, ტუბერკულოზური ხველების სამკურნალოდ, მწერების ნაკბენებზე, გველის ნაკბენზე, როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას.
მრავალძარღვა არ არის რეკომენდებული, თუ მომატებულია მჟავიანობა და კუჭის ზედმეტი წვენის გამომუშავება ხდება, ასევე კუჭისა და ნაწლავების ტრაქტის ზოგიერთი სახეობის დროს.
ამ მცენარის მიღებას არ ურჩევენ დიდი ხნით, რადგან ის სისხლის შედედების უნარით გამოირჩევა და დიდი ხნით მისი მოხმარების შემდეგ თრომბების გაჩენის საშიშროება მატულობს.
ასევე მრავალძარღვა არ არის რეკომენდებული, თუ ამ მცენარის მიმართ ალერგიული რეაქცია გაქვთ. ამიტომ ალერგიისა და ასთმის მქონე ადამიანები ამ მცენარის მიღების დროს ფრთხილად უნდა იყვნენ.
მრავალძარღვას ნაყენის მომზადების რამდენიმე წესი:
ზედა სასუნთქი გზების კატარისთვის: 1 სუფრის კოვზ მცენარეს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 10 წუთი. შემდეგ გადმოდგით. 24 საათის შემდეგ ნაყენი გაფილტრეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
გასტრიტების, კოლიტებისა და კუჭის წყლულის დროს: 3 ჩაის კოვზ მშრალ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 6-8 საათი. 1/3 ჭიქა მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
გაციების დროს ხველებისას: გაჭყლიტეთ მრავალძარღვას ახალი ფოთლები, დაამატეთ 200-250 გრამი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე. ცოტა შეაგრილეთ და დაუმატეთ 3-4 სუფრის კოვზი თაფლი (გაითვალისწინეთ, რომ თაფლი მდუღარე წყალში გახსნისას თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს). ძლიერი ხველებისას მიიღეთ 1 ჩაის კოვზი საათში ერთხელ.
ხველებისთვის: 4 სუფრის კოვზ გამომშრალ ფოთოლს დაასხით 500 გრამი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1,5-2 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თბილი სახით დღის განმავლობაში 4-ჯერ, ერთი სუფრის კოვზი ჭამამდე. მკურნალობის კურსი 7 დღეა.