ალოე და მისი სასარგებლო თვისებები

CC BY-SA 2.0 / Flickr / titanium22 / Aloe Veraალოე ვერა
ალოე ვერა - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
ალოეს ფოთოლი შეგვიძლია გამოვიყენოთ კბილის ტკივილის დროს. შეიძლება ითქვას, რომ ალოეს თაფლთან ერთად ნაოჭებთან ბრძოლაში ბადალი არ ჰყავს. ცნობილია ალოეს წვენის გამოყენების პრაქტიკა ჰერპესის დროს.
ალოე, საბრი (Aloe) — ქსანტორეასებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი. აერთიანებს 250-მდე სახეობას. გავრცელებულია აფრიკაში, არაბეთში, შუა აზიაში და მადაგასკარზე, ის მოშენებულია მრავალ ქვეყანაში. ხარობს საქართველოშიც. მრავალ ქვეყანში ალოეს ოთახისა და დეკორატიული მცენარის სახით აშენებენ. მკურნალობისთვის გამოიყენება ოთახის ალოეც.
ვარდკაჭაჭა - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
ვარდკაჭაჭა – ჯანმრთელობისთვის უძვირფასესი მცენარე
ალოეს ფოთოლი შეიცავს ეთერზეთებს, ფერმენტებს, ანტრაგლიკოზიდებს, ვიტამინებს, ამინომჟავებს, მინერალურ ნივთიერებებს, პოლისაქარიდებს, ფიტონციდებს, ასევე სალიციუმის მჟავას.
სამკურნალოდ და სამედიცინო პრეპარატების დასამზადებლად გამოიყენება ალოეს ახალი ფოთოლი, მისი წვენი, ექსტრაქტი და საბური (შედედებული, გამომშრალი წვენი).
ალოეს წვენის მიღება სახლის პირობებშიც შეგვიძლია, მხოლოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამკურნალოდ გამოდგება არანაკლებ სამი წლის ალოეს ფოთლები, ეს ფოთლები უნდა მოვატეხოთ მცენარის შუა და ქვედა მხარეს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ვარგისია ახლად გამოწურული წვენი. მისი გაჩერების შემთხვევაში ის სამკურნალო თვისებებს კარგავს.
ალოე ხასიათდება ბაქტერიოციდული თვისებებით. ის აქტიურად გამოიყენება ისეთი ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორებიცაა სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, დიფტერიისა და დიზენტერიის ჩხირები. ის ეფექტურია დასხივების, ანთებითი დაავადებების, ღია ჭრილობების დროს, აჩქარებს რეგენერაციის პროცესს. ალოე მოქმედებს, როგორც იმუნომოდულატორი და ადამიანის ორგანიზმის საერთო გამოჯანმრთელებას ეხმარება. ის კარგი საშუალებაა შეკრულობის დროს; მცირე დოზით აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. ალოე გამოიყენება ასევე გინეკოლოგიაში.
CC BY 2.0 / Flickr/ Pavel / Aloeალოე
ალოე - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
ალოე
ალოეს წვენში არის ანტიბიოტიკი ბარბალიონი, რომელიც ეფექტურია ტუბერკულოზისა და კანის დაავადებების დროს. მას ასევე იყენებენ ქრონიკული გასტრიტის, პანკრეატიტის, კოლიტის, კონიუნქტივიტის სამკურნალოდ, პროგრესირებადი ახლომხედველობის დროს.
როგორ ვუმკურნალოთ მაღალ არტერიულ წნევას ხალხური მეთოდებით>>
ალოე გამოიყენება სურდოს (წვეთების სახით, 2–3 წვეთი თითოეულ ნესტოში. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს რვა დღე), ყელის ტკივილის დროს (შევურიოთ ალოეს წვენი და წყალი თანაბარი რაოდენობით და გამოვივლოთ ყელში, ამის შემდეგ რეკომენდებულია 1 ჩაის კოვზი ახლადგამოწურული ალოეს წვენის მიღება თბილ რძესთან ერთად).
ისპანახი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2020
ისპანახი და მისი სასარგებლო თვისებები
ალოეს ფოთოლი შეგვიძლია გამოვიყენოთ კბილის ტკივილის დროს – ალოეს ფოთლის ნატეხი კბილის ღრუში მოვათავსოთ. ის ტკივილს მალე გაუმკლავდება.
ცნობილია ალოეს წვენის გამოყენების პრაქტიკა ჰერპესის დროს. გამონაყარი რომ მალე აილაგმოს, დღეში ხუთჯერ შესაბამის ადგილზე ალოეს წვენი უნდა წაისვათ. მეტი ეფექტურობისთვის რეკომენდებულია ახალი გამოწურული წვენის წასმა.
მაყვალი და მისი სასარგებლო თვისებები>>
სამკურნალო ეფექტი აქვს ალოეს წვენისგან დამზადებულ მალამოს, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ურევენ თანაბარი რაოდენობის ალოეს წვენსა და თაფლს, ერთი ჭიქის ოდენობის ნაზავს უმატებენ ერთ სადილის კოვზ სუფთა სპირტს. ეს ყველაფერი კარგად უნდა ავურიოთ. მალამო სასურველია მაცივარში შევინახოთ. მალამო გამოიყენება ჭრილობის გახსნის, წყლულების, ფისტულების დროს.
კურკუმას ფესვები - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2019
კურკუმა და მისი სასარგებლო თვისებები
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალოეს თაფლთან შერევით ძლიერდება მისი მოქმედება. ეს ნაზავი გამოიყენება გამელოტების, თმის ცვენისა და ქერტლის დროს. ალოესა და თაფლისგან შესაძლებელია თმის ნიღბის გაკეთება.
ალოე ვერა (ალოეს ერთ-ერთი სახეობა) დიდი წარმატებით გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ალოეს შემცველობის ნიღბებისა და კრემების რეგულარული გამოყენება სახის კანზე საოცარ ეფექტს ახდენს. ის შესანიშნავად ეხმარება ორგანიზმს გამონაყარის, ანთებითი პროცესების, ეგზემისა და ფსორიაზის დროს.
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ჭინჭარი>>
შემოგთავაზებთ ნიღბის დამზადების წესს მშრალი კანისთვის: ალოეს წვენი, თაფლი, გლიცერინი და შვრიის ფქვილი შევურიოთ სუფთა წყალში, ავთქვიფოთ (ბლენდერით). გავაჩეროთ 15 წუთი. წავისვათ სქლად მშრალ, სუფთა სახეზე. გავიჩეროთ დაახლოებით ნახევარი საათი. ნიღბის გაკეთება დღეგამოშვებით შეიძლება.
წიწმატის სახეობა Garden cress  - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2020
უკაპრიზო და ძალზე სასარგებლო – წიწმატი
აქვე აღვნიშნავთ, რომ ალოეს თაფლთან ერთად ნაოჭებთან ბრძოლაში, შეიძლება ითქვას, ბადალი არ ჰყავს. აურიეთ ერთი სადილის კოვზი ალოეს წვენი 2 სუფრის კოვზ თაფლში. წაისვით სქელ ფენად სუფთა და მშრალ სახეზე და გაიჩერეთ 40 წუთი. ნიღაბი ასწორებს ნაოჭებს და კანს ღრმად ატენიანებს.
ალოეს გამოყენება არ შეიძლება:
ალოე ვერასგან დამზადებული პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, ცისტიტისას, ჰემოროის დროს, ორსულობის საწყის სტადიაზე, მენსტრუალური ციკლის დროს. ასევე უძილობის თავიდან ასაცილებლად ალოეს წვენი დაძინებამდე 2–4 საათით ადრე უნდა მივიღოთ. პრეპარატების დიდი ხნის განმავლობაში მიღებისას ის ორგანიზმიდან კალიუმს გამოდევნის.
ყველა ახალი ამბავი
0