ისპანახი და მისი სასარგებლო თვისებები

გამოწერა
ახლა, როდესაც ასე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, რომ მიიღოს საკმარისი რაოდენობის ვიტამინები, სასარგებლო ნივთიერებები, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ ისპანახზე შეაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

საოცარი შემადგენლობის წყალობით ისპანახი ძალზე სასარგებლო პროდუქტია. ის არის დიეტური, პროფილაქტიკური და მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალება.

ეს არის მცენარე, რომელიც მოგამარაგებთ ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების მთელი ნაკრებით, რაც ესოდენ აუცილებელია გაზაფხულზე და თან კორონავირუსის გავრცელების ფონზე. ისპანახი გააძლიერებს თქვენს ორგანიზმს, გააახალგაზრდავებს და მეტ ენერგიას შესძენს მას.

ექინაცეა - Sputnik საქართველო
მაღალი არტერიული წნევის რეგულირება სამკურნალო მცენარეებით

ისპანახი (ლათ. Spinacia) ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სასარგებლო მწვანილეული ბოსტნეულია.

ევროპულ ენებში ისპანახის სახელი სპარსული დასახელებიდან მოდის, სადაც მოხდა ამ მცენარის გაკულტურება, ითარგმნება როგორც „მწვანე ხელი“. დიდი აბრეშუმის გზის გავლით ისპანახი ირანიდან ჩინეთში მოხვდა, სადაც VII საუკუნეში „სპარსული ბოსტნეული“ უწოდეს.

პირველი ცნობები ისპანახის მოყვანის შესახებ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში XI საუკუნის 3 არაბულ თხზულებაში გვხვდება. იასპანახი არაბული სამყაროს ერთობ პოპულარული კულტურა იყო, რომელსაც სპეციალურ ტრაქტატებს უძღვნიდნენ.

XV საუკუნის იტალიაში ისპანახი გაზაფხულის მწვანილეულად განიხილებოდა და დიდი მარხვის დროს შეუცვლელი საკვები იყო. საფრანგეთის სამეფო კარზე ისპანახის „მოდა“ ეკატერინა მედიჩიმ დაამკვიდრა.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ალოე>>

ისპანახის შემადგენლობა:

წყალი, ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, ბოჭკოვანა, სახამებელი, შაქარი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია, სპილენძი, მარგანეცი, სელენი… ვიტამინები: A, B1, B2, B4, B5, B6, B7 B9, C, E, К, PP.

კრიალოსანა - Sputnik საქართველო
კრიალოსანა და მისი სამკურნალო თვისებები

ისპანახი მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, ასევე უჯრედისით. კვლევები მოწმობს, რომ კვების რაციონში დიდი რაოდენობით ისპანახის ჩართვა აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, ზრდის სისხლძარღვთა დაზიანებისადმი ტვინის წინააღმდეგობის უნარს. ისპანახი „მუხტავს" მეხსიერებას და თავიდან გვაცილებს დაბერებით გამოწვეულ ჩავარდნას ნერვული სისტემის მუშაობაში. ისპანახი შეიცავს ლუთეინს, რომელიც ტვინის უჯრედებს დაშლისგან იცავს. 

ისპანახი ორგანიზმს საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, გამოჰყავს შლაკები და ტოქსინები. სხვა ბოსტნეულიდან მხოლოდ სტაფილო შეიცავს მეტ კაროტინს, ვიდრე ისპანახშია, ხოლო რკინის მაღალი შემცველობის წყალობით ისპანახი ჰემოგლობინს გააქტიურებასა და უჯრედების ჟანგბადით მომარაგებაში ეხმარება; ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმის მიერ ენერგიის გამომუშავებას უწყობს ხელს.

ასეთი საოცარი შემადგენლობის წყალობით ისპანახი ძალზე სასარგებლოა არა მხოლოდ როგორც დიეტური პროდუქტი, არამედ როგორც პროფილაქტიკური და მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალება. ისპანახი კარგია კბილებისა და ღრძილებისთვის, ხელს უშლის ანემიისა და სიმსივნეების განვითარებას, აძლიერებს სისხლძარღვოვან სისტემას, ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას და აწესრიგებს ნაწლავების მუშაობას. სიმსივნეებზე ისპანახის მოქმედება იმდენად ეფექტურია, რომ ექიმები მას სხივური დაავადების დროს დამატებითი დიეტის სახით ნიშნავენ.

ისპანახი ძალზე სასარგებლოა ორსულებისა და პატარა ბავშვებისთვის, რადგან მასში თითქმის ყველა აუცილებელი ვიტამინი და მრავალი მინერალური ნივთიერებაა; ამ ბოსტნეულს შენაშნავად ითვისებს ორგანიზმი, რადგან მასში არის ნივთიერებები, რომლებიც ასტიმულირებს სანერწყვე ჯირკვლისა და პანკრეასის მოქმედებას. გამოფიტვის, ნერვულის სისტემის დაავადებების, ანემიის, ჰიპერტონიის, შაქრიანი დიაბეტის, გასტრიტისა და ენტეროკოლიტის დროს კვებაში აქტიურად რთავენ ისპანახს, როგორც მსუბუქი შარდმდენი, საფაღარათო, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი მოქმედების მქონე დიეტურ პროდუქტს. 

კალენდულა - Sputnik საქართველო
კალენდულა, იგივე გულყვითელა და მისი სამკურნალო თვისებები

ისპანახი იცავს დაზიანებისგან ლორწოვან გარსს, აწესრიგებს ნახშირწყლების ცვლას, მონაწილეობს ორგანიზმისთვის აუცილებელი ჰორმონების გამომუშავებაში და ადამიანს ზედმეტი წონის დაკლებაში ეხმარება. ადამიანებს, რომლებიც ხშირად იმყოფებიან სტრესულ ვითარებაში, ისპანახი სიმშვიდესა და შრომისუნარიანობის აღდგენაში ეხმარება.

ისპანახი შეიცავს იოდს, ამიტომ ის დადებითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე. მას ორგანიზმი ადვილად ამუშავებს და სწრაფად ითვისებს.

ისპანახში ბევრი უჯრედისი და ქლოროფილია, ამიტომ ის ნაწლავების მუშაობას ასტიმულირებს და ძალზე ეფექტური საშუალებაა შეკრულობის დროს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ისპანახი ძალიან კარგად მოქმედებს თვალებზე. მასში შემავალი ნივთიერება ლუთეინი გროვდება თვალის ქსოვილებში, აუმჯობესებს მხედველობას და ხსნის კომპიუტერთან მუშაობით გამოწვეულ დაღლილობას. თუ ადამიანი კვირაში რეგულარულად თუნდაც 350 გრამ ისპანახს იღებს, მხედველობის ასაკობრივი გაუარესება გაცილებით გვიან იჩენს თავს. თუ მხედველობის გაუარესება უკვე დაწყებულია, მაშინ მის აღსადგენად ადამიანმა დღე-ღამეში 250 გრამი ისპანახი მაინც უნდა მიიღოს.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. მრავალძარღვა>> 

ისპანახს იყენებენ როგორც ცოცხლად, ისე მოხარშული სახით, ღვეზელების გულსართად, სალათებში და ა.შ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ისპანახი ორგანიზმს ხორცის, თევზის და სხვა ცილოვანი საკვების გადამუშავებაში ეხმარება.

ნიორი - Sputnik საქართველო
ნიორი და მისი სასარგებლო თვისებები

რა თქმა უნდა, ცოცხალი ისპანახი ბევრად სასარგებლოა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ისპანახი ერთ-ერთი იმ გამონაკლისთაგანია, როდესაც ბოსტნეული მოხარშვის შემდეგ თავის სასარგებლო თვისებებს კარგად ინარჩუნებს.

ისპანახის ახალი წვენი, თუ მას უზმოზე მივიღებთ, წმენდს ორგანიზმს, ხსნის დაღლილობას და ენერგიის მარაგებს ავსებს, წვენი ასტიმულირებს ბევრი ორგანოსა და სისტემის მუშაობას: კარგად მოქმედებს ღვიძლზე, თირკმელებსა და ნაწლავებზე, შველის ასთმისა და მშრალი ხველის დროს.

ღრძილების ანთების დროს მას ივლებენ პირში, ნუშისებრი ჯირკვლების ანთებისას – ყელში. ისპანახის წვენი ორგანიზმზე დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს. 

გოგრის თესლი - მრავალი დაავადების მკურნალი>>

თუ ადამიანი არ მოძრაობს, მისთვის საკმარისია კვირაში 1–2 ჭიქა ისპანახის წვენი, ხოლო ვინც ფიზიკურად უფრო დატვირთულია, ის უფრო მეტი რაოდენობით უნდა მიიღოს. ბავშვებისა და მოზარდების სიმაღლეში ზრდისა და განვითარებისთვის ძალიან სასარგებლოა ისპანახის წვენი ნუშის ზეთთან ერთად (1:1 თანაფარდობით).

ფუტკარი ყვავილზე - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. თაფლი

ისპანახის ახალი გასრესილი ფოთოლი ამცირებს ანთებით პროცესსა და შეშუპებას, ეფექტურია სხვადასხვა მწერის, განსაკუთრებით ფუტკრისა და კრაზანის ნაკბენზე დადებისას.

კანის დამწვრობის ან ეგზემის დროს გამოიყენება პასტა, რომელსაც ისპანახის ფოთლებისა და ზეითუნის ზეთის მოხარშვისგან ამზადებენ, ოღონდ ყოველი წასმის წინ ის ახალი დამზადებული უნდა იყოს. ასეთივე პასტით შესაძლებელია ჭორფლის მოჭორება და სახის კანის ფერის გაუმჯობესება.

განსაკუთრებით აფასებენ ისპანახს საფრანგეთში, სადაც მას არა მხოლოდ ადგილობრივ სამზარეულოში უკავია დიდი ადგილი, არამედ კოსმეტიკაშიც – ფრანგი ქალები მას დიდ როლს ანიჭებენ სახის გაწმენდის პროცედურებში. ისინი ახლადგამოწურული წვენით იწმენდენ სახის კანს, რაც მათ ახალგაზრდობისა და ლამაზი კანის შეარჩუნებაში ეხმარება. 

ჭინჭარი – გემრიელი და უაღრესად სასარგებლო მცენარე>>

ისპანახი ასევე ძალზე პოპულარულია აშშ-ში, სადაც ცდილობენ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე მისცენ ისპანახი, რადგან ის ძვლების სწორ განვითარებას უწყობს ხელს და აფერხებს რაქიტის განვითარებას.

ისპანახში ძალზე ცოტა კალორიაა, მაგრამ მდიდარია საკვები ნივთიერებებით, ამიტომ ის იდეალური გასახდომი პროდუქტია, თან ისე, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიადგება.

ჯანჯაფილის ყვავილი - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ჯანჯაფილი

ცოტაოდენი რჩევა კერძების მომზადებისას: ისპანახის გემო ფაქტობრივად ნეიტრალურია და მისი დამატება ბევრ კერძში შეიძლება, რითიც საჭმელი გამდიდრდება სხვადასხვა ვიტამინითა და სასარგებლო ნვთიერებით და, ამავდროულად, მათ ლამაზი მომწვანო შეფერილობაც მიეცემა, მაგალითად, ისპანახი შეგვიძლია დავამატოთ ცომში, კარტოფილის პიურეში, დესერტებში. ასევე თუ ისპანახს კოტლეტებს დავუმატებთ, უფრო წვნიანი გახდება, ხოლო ორგანიზმი ხორცს უფრო ადვილად აითვისებს. 

ისპანახის უკუჩვენებები:

ისპანახი, რადგან ბევრ მჟაუნმჟავას შეიცავს, საზიანოა მათთვის, ვისაც აქვს თირკმელებთან და შარდმდენ გზებთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე ვისაც აწუხებს პოდაგრა, რევმატიზმი, თორმეტგოჯა ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღვლმდენ გზებთან დაკავშირებული პრობლემები.

გასათვალისწინებელია, რომ ისპანახის ახალგაზრდა ფოთოლში მჟაუნმჟავა ძალზე ცოტაა, ის მხოლოდ მომწიფებულ ფოთოლში გროვდება, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისპანახის ქორფა ფოთლები.

ყველა ახალი ამბავი
0