ვარდკაჭაჭა – ჯანმრთელობისთვის უძვირფასესი მცენარე

CC BY-SA 2.0 / Susanne Nilsson / HFFვარდკაჭაჭა
ვარდკაჭაჭა - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
ვარდკაჭაჭა ყავის სუროგატია, მაგრამ, მისგან განსხვავებით, ნერვულ სისტემას ამშვიდებს. ის ძალიან კარგად მოქმედებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებზე, კარგი საშუალებაა ჭარბი წონის დასაკლებად, კანისთვის, თმისთვის, ღვიძლისთვის და სხვ.
ვარდკაჭაჭა (Cichorium) — რთულყვავილოვანთა ოჯახის ბალახოვან მცენარეთა გვარი, მრავალწლოვანი მცენარეა. აერთიანებს 8-10 სახეობას. საქართველოში ველურად გვხვდება ვარდკაჭაჭას მხოლოდ ერთი სახეობა — Cichorium intybus. იზრდება მთის შუა სარტყლამდე ტყისპირებსა და ნათესებში. აქვს ცისფერი ან თეთრი ყვავილები. აქვს გრძელი ფესვი, რომელიც კულტურულ ფორმებში ძირხვენად არის სახეცვლილი. ფესვებს იყენებენ ყავის სუროგატად („ციკორი"), აგრეთვე სპირტისა და შაქრის (ფრუქტოზის) მისაღებად.
ვარდკაჭაჭას შემადგენლობა:
  • Е, Р, А, B და С ჯგუფის ვიტამინები
  • ეთერზეთები
  • ორგანული მჟავები
  • მთრიმლავი ნივთიერებები
  • პექტინი
  • ფისი
  • მიკროელემენტები (ნატრიუმი, რკინა, ფოსფორი, სპილენძი, კალიუმი)
  • კუმარინები
  • მწარე გლიკოზიდი
  • ფენოლები
ვარდკაჭაჭა, როგორც ყავის შემცვლელი
ვარდკაჭაჭას ფესვის ნაყენი გემოთი ყავას წააგავს. გემოს გარდა, ის აფხიზლებს და განწყობას აუმჯობესებს, თან ორგანიზმისთვის უვნებელია.
გარდენიას შემოდგომა - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
როგორ ვუმკურნალოთ მაღალ არტერიულ წნევას ხალხური მეთოდებით
ვარდკაჭაჭა სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის
B ჯგუფის ვიტამინები (В1, В2, В3) ვარდკაჭაჭას შემადგენლობაში დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. აუმჯობესებს განწყობას, ადამიანს ენერგიულს ხდის, მაგრამ, ყავისგან განსხვავებით, ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებს.
ვარდკაჭაჭა, როგორც წონაში დაკლების საშუალება
ვარდკაჭაჭა შეიცავს ინულინს, რაც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. თუ ვერ ეუბნებით საკუთარ თავს უარს ტკბილეულზე, მიიღეთ ვარდკაჭაჭას ნაყენი. ინულინი ანეიტრალებს ამ პროდუქტების მავნებლობას.
მსხალი – უგემრიელესი და უაღრესად სასარგებლო, მრავალი დაავადების მკურნალი>>
ტიამინი (B1) ცხიმებს, ცილებსა და ნახშირწყლებს ენერგიად გარდაქმნის, რიბოფლავინი (B2) წვავს ცხიმებს და ხელს უწყობს ჭარბი წონის მოშორებას. ვარდკაჭაჭა ასევე შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტრიტერპენებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის პროცესების კატალიზატორია და წონაში დაკლებას ეხმარება.
ვარდკაჭაჭა აგრეთვე შეიცავს პექტინს, რომელიც შიმშილის გრძნობასა და მადას ამცირებს. თუ გახდომა გსურთ, მიიღეთ ვარდკაჭაჭას ნაყენი საუზმისა და სადილის შემდეგ.
ასკილის ყვავილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
ასკილი და მისი სამკურნალო თვისებები
ვარდკაჭაჭა შაქრიანი დიაბეტის დროს
როგორც აღვნიშნეთ, ინულინი სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, რაც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულების მდგომარეობს ამსუბუქებს. მისი გამოყენება დიაბეტის დროს შესაძლებელია, როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალებისა.
ვარდკაჭაჭა კანისთვის
ვარდკაჭაჭას შემადგენლობაშია კანისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მინერალური ნივთიერებები, როგორიცაა კალციუმი, კალიუმი და მაგნიუმი, ასევე ვიტამინები А, Е, В 1, В2, В3, С, РР. ეს ვიტამინები და ნივთიერებები აჩქარებს კოლაგენის ბოჭკოების აღდგენას და კანზე მატონიზირებელი მოქმედება აქვს.
უაღრესად სასარგებლო კენკრა, რომელიც კოსმონავტებისა და მფრინავების მენიუში შედის>>
ამას გარდა, მცენარეს აქვს ბაქტერიციდული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ეფექტურია ეგზემის, დერმატიტის, ფსორიაზისა და კანის სხვა დაავადებების დროს.
ვარდკაჭაჭა თმისთვის
ვარდკაჭაჭა სასარგებლოა თმისთვისაც — როგორც მისი ნაყენის დალევა, ისე მისი ფესვის ნაყენის გადავლება თმის დაბანის შემდეგ. ის აუმჯობესებს თმის სტრუქტურას და ხელს უწყობს თმის ზრდას.
დეკა - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
დეკა: ხელს უწყობს წონაში კლებას, აძლიერებს იმუნიტეტს
ვარდკაჭაჭა ნაწლავების მიკროფლორისთვის
და კვლავ ინულინის სარგებლის შესახებ — ის განსაკუთრებით სასარგებლოა ნაწლავების მიკროფლორისთვის. ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ბიფიობაქტერიები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ცხოვრობენ და უჯრედისით იკვებებიან, ძალიან კარგად რეაგირებენ ინულინზე, რომელიც უჯრედისის განსაკუთრებული სახეობაა. ამგვარად, ვარდკაჭაჭა გვიცავს დისბაქტერიოზისგან და მისგან გამოწვეული პრობლემებისგან.
ვარდკაჭაჭა იმუნიტეტისთვის
ვარდკაჭაჭაში შემავალი ვიტამინები და ასევე ინულინი იმუნიტეტს ამაღლებს, წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან და, შესაბამისად, აუმჯობესებს ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ათვისებას. ასევე მცენარე შეიცავს ციკორის მჯავას, რომელიც უშუალოდ ამაღლებს იმუნიტეტს.
სამკურნალო მცენარეები. კვრინჩხი (ღოღნაშო)>>
ვარდკაჭაჭა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის
ვარდკაჭაჭა მდიდარია კალიუმით, რაც გულის მუშაობისთვის აუცილებელია, ხოლო მაგნიუმი ეხმარება ტაქიკარდიასთან და გულის სხვა დაავადებებთან ბრძოლაში. მცენარე ასევე ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას, გულის კუმშვის რიტმის ნორმალიზებას. ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს. ეს ყველაფერი ძალზე სასარგებლოა ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ჰიპერტონია, ტაქიკარდია, გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი და სხვ.
მაყვალი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
მაყვალი და მისი სასარგებლო თვისებები
ვარდკაჭაჭა ანემიის დროს
ვარდკაჭაჭა დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, რომელსაც ორგანიზმი შესანიშნავად ითვისებს. ამიტომ ვარდკაჭაჭა უნდა მიიღოთ ანემიის მკურნალობისა და მისი პროფილაქტიკის მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ თუ მცენარის ნაყენში რძეს დაამატებთ, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს რკინის ათვისებას.
ვარდკაჭაჭა ღვიძლისა და თირკმელების გასაწმენდად
ვარდკაჭაჭა ღვიძლსა და თირკმელებს წმენდს შლაკებისგან, ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას.
ვარდკაჭაჭა ორგანიზმის პარაზიტებისგან გაწმენდისთვის
ვარდკაჭაჭა, გარდა იმისა, რომ წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან, წმენდს ღვიძლსა და თირკმელებს, ასევე ხელს უწყობს ორგანიზმის პარაზიტებისგან გაწმენდას.
ტყემალი – ბუნების საგანძური ადამიანის ჯანმრთელობისთვის>>
ვარდკაჭაჭა ასევე ამსუბუქებს ქალის მდგომარეობას მენსტრუალური ტკივილებისას, ამცირებს სოკოვანი ინფექციების გაჩენის ალბათობას, აბრკოლებს ნაოჭების წარმოქმნას და სხვ.
ნესვი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
ნესვი – კალორიულობა, შემადგენლობა, სასარგებლო და საზიანო თვისებები
გაითვალისწინეთ:
ვარდკაჭაჭას გამოყენება არ არის რეკომენდებული რძესთან ერთად — ეს ორი პროდუქტი ცუდად უთავსდება ერთმანეთს. ასევე არ იქნება კარგი მისი გამოყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს; დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ავნოს ღვიძლს; გარდა ამისა, ზოგიერთ ადამიანს ვარდკაჭაჭა მადას უღვიძებს, ასევე იშვიათად, მაგრამ მაინც, მღელვარებას, მოუსვენრობასა და უძილობას იწვევს.
ეს ყველაფერი — ვარდკაჭაჭას სასარგებლო თვისებებიცა და შესაძლო გართულებებიც, მით უმეტეს შეეხება ორსულებს — მათ მეტი დაკვირვება მართებთ ორგანიზმის რეაქციაზე, როდესაც ვარდკაჭაჭას იღებენ.
ყველა ახალი ამბავი
0