https://sputnik-georgia.com/20220218/ratom-waartves-amerikelebma-fuli-avranelebs-264562116.html
მძარცველების საქციელი: რატომ წაართვა შეერთებულმა შტატებმა ფული ავღანელებს
მძარცველების საქციელი: რატომ წაართვა შეერთებულმა შტატებმა ფული ავღანელებს
Sputnik საქართველო
ქსენია მელნიკოვა 18.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-18T14:46+0400
2022-02-18T14:46+0400
2022-02-18T21:00+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
მიმოხილვები
ავღანეთი
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0c/260481178_0:313:2590:1771_1920x0_80_0_0_0ec3767954cee706ae9781ff184a18e8.jpg
ქსენია მელნიკოვაჯოზეფ ბაიდენმა 11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთა ოჯახებისთვის ავღანეთის ცენტრალური ბანკის ფულის გადაცემა გადაწყვიტა, რომელიც აშშ-ში ინახებოდა. ეს მიუხედავად იმისა, რომ ბოევიკთაგან არცერთი არ ყოფილა ავღანელი. ქაბულში აღშფოთდნენ, ქუჩებში საპროტესტო აქციაზე ასობით ადამიანი გავიდა. РИА Новости შეეცადა გაერკვია, რატომ წავიდა თეთრი სახლი ამ ნაბიჯზე.ერთი ნახევარი თქვენ, მეორე — ჩვენაშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ავღანეთის სავალუტო რეზერვების 7 მილიარდი დოლარის ბლოკირების შესახებ ბრძანებულებას, რომელიც ამერიკულ ბანკებში ინახებოდა. აქედან 3,5 მილიარდს 11 სექტემბერს დაღუპულების ოჯახებსა და ნათესავებს გაუგზავნიან, მეორე 3,5-ს კი — ავღანეთის ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს.ეს აქტივები ჯერჯერობით ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკშია გადარიცხული სპეციალურ ანგარიშზე. ნებართვა შტატის სასამართლომ უნდა გასცეს.ქაბულს 9 მილიარდ დოლარზე მეტი ოქროსა და ვალუტის რეზერვები აქვს. აშშ-ში 7 ინახება, დანარჩენი — გერმანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და შვეიცარიაში. ვაშინგტონში არაერთხელ აღნიშნეს: ავღანეთის ხელისუფლებამ ეს სახსრები ბოლო 20 წლის განმავლობაში დიდწილად ამერიკული დახმარების წყალობით მოაგროვა.ბაიდენის ბრძანებულება გაერომ დაგმო. გაეროს გენერალური მდივნის პრეს-მდივანმა სტეფან დიუჟარიკმა აქტივების განბლოკვისკენ მოუწოდა. ამას მანამდეც მოითხოვდნენ, მაგრამ ამაოდ.კიდევ უფრო მკვეთრი რეაქცია ჰქონდათ პეკინში. „ეს მძარცველების საქციელია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს: მსოფლიო წესრიგი, რომელსაც აშშ უჭერს მხარს, არ იცავს სუსტების უფლებებსა და სამართლიანობას. ის მხოლოდ ვაშინგტონის ჰეგემონიას იცავს“, — განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.არც მოსკოვში გაჩუმებულან. „რატომ უნდა აგოს ავღანელმა ხალხმა პასუხი იმ ტერაქტების ორგანიზებაზე, რომელშიც არანაირი მონაწილეობა არ მიუღია?! — აღშფოთდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. — უკიდურესად მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაში, რომელიც, მათ შორის, აშშ-ის და მისი ნატოელი მოკავშირეების წარუმატებელი სამხედრო კამპანიის შედეგადაც ჩამოყალიბდა, ვაშინგტონი ფაქტობრივად აღრმავებს ჰუმანიტარულ კრიზისს ავღანეთში“.ქაბულსა და ჯალალაბადში საპროტესტო აქციები გაიმართა პლაკატებით: „შეწყვიტეთ ავღანელ ხალხთან მტრობა!“ „შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა პასუხი უნდა აგონ ათასობით ავღანელის მკვლელობაზე და ავღანეთის განადგურებაზე!“სანქციები დახმარების ნაცვლად„ავღანური ფულის ქურდობა — ეს ქვეყნისა და საზოგადოების ადამიანური და მორალური გახრწნის მტკიცებულებაა“, — დაწერა Twitter-ზე თალიბების პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელმა კატარში მუჰამედ ნაიმმა.აშშ არ ასრულებს შეთანხმებებს. საგარეო საქმეთა მინისტრ ამირ ხან მუთაქის თქმით, ვაშინგტონს ჯერაც არ ამოუღია შავი სიებიდან ახალი ავღანური მთავრობის წევრები, ხოლო ქვეყნის აღდგენაში დახმარების ნაცვლად სანქციები დააწესა.თალიბებს პირველად დაუჭირა მხარი ავღანეთის ყოფილმა ხელისუფლებამაც. ყოფილმა პრეზიდენტმა ჯამიდ ქარზაიმ ვაშინგტონს „მომავალი თაობების გულისთვის“ სთხოვა იმ სახსრების დაუყოვნებლივ დაბრუნება, რომელიც „ავღანელ ხალხს ეკუთვნის და არა მთავრობას“.ხოლო საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მოჰამად ჰანიფ ათმარმა არაეთიკური და უკანონო უწოდა „იმ რეზერვების გამოყენებას, რომლებიც ავღანეთს სასიცოცხლოდ ესაჭიროება, იმის გათვალისწინებით, რომ ავღანელები, თავადაც ტერორიზმის მსხვერპლნი, გულწრფელად თანაუგრძნობენ 11 სექტემბერს დაღუპულებს“.ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციამ ავღანეთის სახელმწიფო რეზერვები გასული წლის 15 აგვისტოს გაყინა. ამერიკელებმა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ აშრაფ ღანის რეჟიმის დაცემის თავიდან აცილება ვერ შეძლეს, ქაბულზე ზეწოლის ძლიერი ბერკეტი შეინარჩუნეს. თალიბანმა მოუწოდა კონგრესს, დაუბრუნოს მათ ფინანსური რესურსების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა. მაგრამ თეთრმა სახლმა ნათლად მიანიშნა, რომ მათ ამის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.რუსეთმა და ჩინეთმა საკითხის დეპოლიტიზების აუცილებლობაზე მიუთითეს და აღნიშნეს, რომ „ავღანური ფული დასავლური ბანკების ანგარიშებზე დაუყოვნებლივ უნდა განიბლოკოს“. ვლადიმირ პუტინის თქმით, მაშინ უკვე გაჩნდება ბავშვების დახმარების, სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობა. „ეს არ იქნება გამოყენებული იარაღისთვის. თალიბებს არც სჭირდებათ იარაღი ავღანეთში. იქ უკვე დარჩა მილიარდობით დოლარის იარაღი“, — აღნიშნა რუსეთის ლიდერმა, როგორც ჩანს, ჰქონდა რა მხედველობაში ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების ქვეყნიდან სწრაფი გასვლის შედეგები.ვაშინგტონმა და ბრიუსელმა პოლიტიკური პირობები წამოაყენეს: ამნისტია ავღანელებისთვის, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან მუშაობდნენ, ინკლუზიური მთავრობა, სასკოლო განათლება გოგონებისთვის.ისტორიული თვალსაზრისით უნიკალური სიტუაცია შეიქმნა, აღნიშნავს ომარ ნესარი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი, თანამედროვე ავღანეთის კვლევის ცენტრის დირექტორი.„ერთი მხრივ, „თალიბანი“ ჯერ არ არის აღიარებული. აშშ-ს მიაჩნია, რომ ეს კოლექტიური პროცესი უნდა იყოს. იგივე თვალსაზრისს იცავს რუსეთიც. მეორე მხრივ, „თალიბანთან“ ყველა კონტაქტშია. თუმცა სხვადასხვა დონეზე. ავღანეთში ზოგი სახელმწიფოს ელჩები მუშაობენ, თალიბებსაც აქვთ დიპლომატიური წარმომადგენლობები. ასე რომ, აღიარება გარკვეულწილად ხდება, მაგრამ ოფიციალურად ამაზე არ საუბრობენ“, — განმარტავს პოლიტოლოგი.მისი ვარაუდით, ავღანეთის ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეეცდება განბლოკოს სავალუტო რეზერვები. ერთი დელეგაცია კატარში გაიგზავნა, რათა ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდეს, მეორე კი ბრიტანეთში. მაგრამ პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ შემხვედრი ნაბიჯები არ გადაიდგმება.„აშშ-ში ეს გადაწყვეტილება უფრო შიდაპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს: ბაიდენის რეიტინგი ეცემა, ავღანეთიდან გაქცევის გამო კრიტიკა ისმის. ეს არის საზოგდოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობა. ვაშინგტონი გზავნის სიგნალს: ჩვენ არ ვართ მზად თალიბების ასაღიარებლად. მაგრამ ქაბულისთვის ამას განსაკუთრებული შედეგები არ ექნება“, — დარწმუნებულია ომარ ნესარი.მის აზრით, ეს არც ჰუმანიტარულ ვითარებაზე მოახდენს გავლენას. როგორი მძიმეც იყო, ისეთივე დარჩება.რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
https://sputnik-georgia.com/20211006/gamoakldeba-tu-ara-natos-safrangeti-260286544.html
https://sputnik-georgia.com/20220126/vin-aiyvana-ukraina-mzevlad-263905661.html
https://sputnik-georgia.com/20210901/saidan-aqvt-talibebs-miliardobit-dilari-259225975.html
https://sputnik-georgia.com/20210629/Turquli-ambiciebi-emuqreba-Tu-ara-stambulis-arxi-ruseTis-flotis-252164485.html
ავღანეთი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0c/260481178_550:301:2590:1831_1920x0_80_0_0_9f6fcb55c7af5657083a38b50bfae669.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, ავღანეთი, აშშ , პოლიტიკა
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, ავღანეთი, აშშ , პოლიტიკა
ჯოზეფ ბაიდენმა 11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთა ოჯახებისთვის ავღანეთის ცენტრალური ბანკის ფულის გადაცემა გადაწყვიტა, რომელიც აშშ-ში ინახებოდა. ეს მიუხედავად იმისა, რომ ბოევიკთაგან არცერთი არ ყოფილა ავღანელი. ქაბულში აღშფოთდნენ, ქუჩებში საპროტესტო აქციაზე ასობით ადამიანი გავიდა.
РИА Новости შეეცადა გაერკვია, რატომ წავიდა თეთრი სახლი ამ ნაბიჯზე.
ერთი ნახევარი თქვენ, მეორე — ჩვენ
აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ავღანეთის სავალუტო რეზერვების 7 მილიარდი დოლარის ბლოკირების შესახებ ბრძანებულებას, რომელიც ამერიკულ ბანკებში ინახებოდა. აქედან 3,5 მილიარდს 11 სექტემბერს დაღუპულების ოჯახებსა და ნათესავებს გაუგზავნიან, მეორე 3,5-ს კი — ავღანეთის ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს.
ეს აქტივები ჯერჯერობით ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკშია გადარიცხული სპეციალურ ანგარიშზე. ნებართვა შტატის სასამართლომ უნდა გასცეს.
ქაბულს 9 მილიარდ დოლარზე მეტი ოქროსა და ვალუტის რეზერვები აქვს. აშშ-ში 7 ინახება, დანარჩენი — გერმანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და შვეიცარიაში. ვაშინგტონში არაერთხელ აღნიშნეს: ავღანეთის ხელისუფლებამ ეს სახსრები ბოლო 20 წლის განმავლობაში დიდწილად ამერიკული დახმარების წყალობით მოაგროვა.
ბაიდენის ბრძანებულება გაერომ დაგმო. გაეროს გენერალური მდივნის პრეს-მდივანმა სტეფან დიუჟარიკმა აქტივების განბლოკვისკენ მოუწოდა. ამას მანამდეც მოითხოვდნენ, მაგრამ ამაოდ.
კიდევ უფრო მკვეთრი რეაქცია ჰქონდათ პეკინში. „ეს მძარცველების საქციელია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს: მსოფლიო წესრიგი, რომელსაც აშშ უჭერს მხარს, არ იცავს სუსტების უფლებებსა და სამართლიანობას. ის მხოლოდ ვაშინგტონის ჰეგემონიას იცავს“, — განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
არც მოსკოვში გაჩუმებულან. „რატომ უნდა აგოს ავღანელმა ხალხმა პასუხი იმ ტერაქტების ორგანიზებაზე, რომელშიც არანაირი მონაწილეობა არ მიუღია?! — აღშფოთდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. — უკიდურესად მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაში, რომელიც, მათ შორის, აშშ-ის და მისი ნატოელი მოკავშირეების წარუმატებელი სამხედრო კამპანიის შედეგადაც ჩამოყალიბდა, ვაშინგტონი ფაქტობრივად აღრმავებს ჰუმანიტარულ კრიზისს ავღანეთში“.
ქაბულსა და ჯალალაბადში საპროტესტო აქციები გაიმართა პლაკატებით: „შეწყვიტეთ ავღანელ ხალხთან მტრობა!“ „შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა პასუხი უნდა აგონ ათასობით ავღანელის მკვლელობაზე და ავღანეთის განადგურებაზე!“
სანქციები დახმარების ნაცვლად
„ავღანური ფულის ქურდობა — ეს ქვეყნისა და საზოგადოების ადამიანური და მორალური გახრწნის მტკიცებულებაა“, — დაწერა Twitter-ზე თალიბების პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელმა კატარში მუჰამედ ნაიმმა.
აშშ არ ასრულებს შეთანხმებებს. საგარეო საქმეთა მინისტრ ამირ ხან მუთაქის თქმით, ვაშინგტონს ჯერაც არ ამოუღია შავი სიებიდან ახალი ავღანური მთავრობის წევრები, ხოლო ქვეყნის აღდგენაში დახმარების ნაცვლად სანქციები დააწესა.
თალიბებს პირველად დაუჭირა მხარი ავღანეთის ყოფილმა ხელისუფლებამაც. ყოფილმა პრეზიდენტმა ჯამიდ ქარზაიმ ვაშინგტონს „მომავალი თაობების გულისთვის“ სთხოვა იმ სახსრების დაუყოვნებლივ დაბრუნება, რომელიც „ავღანელ ხალხს ეკუთვნის და არა მთავრობას“.
ხოლო საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მოჰამად ჰანიფ ათმარმა არაეთიკური და უკანონო უწოდა „იმ რეზერვების გამოყენებას, რომლებიც ავღანეთს სასიცოცხლოდ ესაჭიროება, იმის გათვალისწინებით, რომ ავღანელები, თავადაც ტერორიზმის მსხვერპლნი, გულწრფელად თანაუგრძნობენ 11 სექტემბერს დაღუპულებს“.
ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციამ ავღანეთის სახელმწიფო რეზერვები გასული წლის 15 აგვისტოს გაყინა. ამერიკელებმა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ აშრაფ ღანის რეჟიმის დაცემის თავიდან აცილება ვერ შეძლეს, ქაბულზე ზეწოლის ძლიერი ბერკეტი შეინარჩუნეს. თალიბანმა მოუწოდა კონგრესს, დაუბრუნოს მათ ფინანსური რესურსების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა. მაგრამ თეთრმა სახლმა ნათლად მიანიშნა, რომ მათ ამის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
რუსეთმა და ჩინეთმა საკითხის დეპოლიტიზების აუცილებლობაზე მიუთითეს და აღნიშნეს, რომ „ავღანური ფული დასავლური ბანკების ანგარიშებზე დაუყოვნებლივ უნდა განიბლოკოს“. ვლადიმირ პუტინის თქმით, მაშინ უკვე გაჩნდება ბავშვების დახმარების, სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობა. „ეს არ იქნება გამოყენებული იარაღისთვის. თალიბებს არც სჭირდებათ იარაღი ავღანეთში. იქ უკვე დარჩა მილიარდობით დოლარის იარაღი“, — აღნიშნა რუსეთის ლიდერმა, როგორც ჩანს, ჰქონდა რა მხედველობაში ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების ქვეყნიდან სწრაფი გასვლის შედეგები.
ვაშინგტონმა და ბრიუსელმა პოლიტიკური პირობები წამოაყენეს: ამნისტია ავღანელებისთვის, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან მუშაობდნენ, ინკლუზიური მთავრობა, სასკოლო განათლება გოგონებისთვის.
ისტორიული თვალსაზრისით უნიკალური სიტუაცია შეიქმნა, აღნიშნავს ომარ ნესარი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი, თანამედროვე ავღანეთის კვლევის ცენტრის დირექტორი.
„ერთი მხრივ, „თალიბანი“ ჯერ არ არის აღიარებული. აშშ-ს მიაჩნია, რომ ეს კოლექტიური პროცესი უნდა იყოს. იგივე თვალსაზრისს იცავს რუსეთიც. მეორე მხრივ, „თალიბანთან“ ყველა კონტაქტშია. თუმცა სხვადასხვა დონეზე. ავღანეთში ზოგი სახელმწიფოს ელჩები მუშაობენ, თალიბებსაც აქვთ დიპლომატიური წარმომადგენლობები. ასე რომ, აღიარება გარკვეულწილად ხდება, მაგრამ ოფიციალურად ამაზე არ საუბრობენ“, — განმარტავს პოლიტოლოგი.
მისი ვარაუდით, ავღანეთის ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეეცდება განბლოკოს სავალუტო რეზერვები. ერთი დელეგაცია კატარში გაიგზავნა, რათა ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდეს, მეორე კი ბრიტანეთში. მაგრამ პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ შემხვედრი ნაბიჯები არ გადაიდგმება.
„აშშ-ში ეს გადაწყვეტილება უფრო შიდაპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს: ბაიდენის რეიტინგი ეცემა, ავღანეთიდან გაქცევის გამო კრიტიკა ისმის. ეს არის საზოგდოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობა. ვაშინგტონი გზავნის სიგნალს: ჩვენ არ ვართ მზად თალიბების ასაღიარებლად. მაგრამ ქაბულისთვის ამას განსაკუთრებული შედეგები არ ექნება“, — დარწმუნებულია ომარ ნესარი.
მის აზრით, ეს არც ჰუმანიტარულ ვითარებაზე მოახდენს გავლენას. როგორი მძიმეც იყო, ისეთივე დარჩება.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე