საფრანგეთი ნაწყენია: გამოაკლდება თუ არა ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო მოკავშირე

© photo: Sputnikნატოს ჯარი
ნატოს ჯარი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა, 50 წლის წინანდელი სიტუაცია არ განმეორდება და საფრანგეთი ნატოდან არ გავა.
ქსენია მელნიკოვა
ვაშინგტონთან ურთიერთობების მშფოთვარე გარჩევის შემდეგ პარიზი ნატოდან გასვლაზე დაფიქრდა. სიტუაცია ოდნავ გამოასწორა ჯოზეფ ბაიდენის ზარმა. მაგრამ ემანუელ მაკრონს სურს ევროკავშირის ლიდერი გახდეს ანგელა მერკელის შემდეგ და ამიტომ აქტიურად უწყობს ხელს სტრატეგიული დამოუკიდებლობის თემას. ფრანგებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, საკუთარი ინტერესების პატივისცემას მიაღწიონ, მაგრამ ამაში ხელის შეშლა სხვა ევროპელ მოკავშირეებს შეუძლიათ.

გამოსვლის დრო

ეროვნული კრების დეპუტატი, მემარცხენე „ურჩი საფრანგეთის“ ხელმძღვანელი ჟან-ლუკ მელანშონი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთმა უნდა „შეწყვიტოს ილუზიებით თავის დამშვიდება“ და ნატოდან გამოვიდეს, იმავდროულად კი კოსმოსური უსაფრთხოების სფეროში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის „მოწინავე გამოცდილების“ ცენტრის შექმნაც უნდა შეაჩეროს, რომლის განთავსებასაც ვაშინგტონი ტულუზაში გეგმავდა. მას მხარს უჭერს „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი. ამერიკისადმი ანტიპათიამ პოლიტიკური მეტოქეები გააერთიანა.
თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
მოსაზრება: თალიბები საფრანგეთისა და გერმანიის არჩევნებში ჩაერივნენ
მათი მკვვეთრი გამონათქვამები სრულიად გასაგებია: საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური სკანდალია გაჩაღებული. მეხუთე რესპუბლიკა მაშინ განაწყენდა, როდესაც ავსტრალიამ ფრანგულ კომპანია Naval Group-თან მსხვილი კონტრაქტი ჩაშალა 12 წყალქვეშა ნავის მშენებლობაზე და ამერიკული ატომური სუბმარინები არჩია. უფრო მეტიც, ავსტრალიამ, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ახალი კავშირის − AUKUS-ის შექმნაც გამოაცხადეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, სადაც საფრანგეთი არათუ არ მიიწვიეს, არც კი გააფრთხილეს, რომ იქმნებოდა. არადა პარიზი თავს მნიშვნელოვან მოთამაშედ მიიჩნევდა წყნარი ოკეანის რეგიონში − ვაშინგტონის თანაბრად.
56 მლრდ ევროდ ღირებული კონტრაქტის ჩაშლა საფრანგეთისთვის მძიმე დარტყმა გამოდგა. ქვეყანაში დარწმუნებული არიან, რომ „ზურგში მახვილი და „ალიყური“ აშშ-სგან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პარიზისა და ანგლოსაქს მოკავშირეებს შორის არსებულ კავშირებს და ეს „მძიმე შედეგებსაც“ გამოიწვევს.
საფრანგეთმა ელჩები გაიწვია ავსტრალიიდან და აშშ-დან. თავდაცვის მინისტრმა ფლორანს პარლიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონს უკვე დიდი ხანია საიმედო პარტნიორად აღარ მიიჩნევენ. ხოლო ემანუელ მაკრონმა ამერიკელებთან ერთად ჩესაპიკის საზღვაო ბრძოლიდან 240-ე წლისთავის საზეიმო აღნიშვნა გააუქმა და უარი თქვა დემოკრატიის ფორუმში მონაწილეობაზე, რომელსაც შტატები დეკემბერში ჩაატარებენ. პრეზიდენტი არ მალავს: მომხდარი მან პირად წყენად აღიქვა, ამიტომ აპირებს იმსჯელოს, აქვს კი აზრი ნატოში შემდგომ დარჩენას.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
მსოფლიო დღეს
ევროკავშირი და ნატო ახალ ერთობლივ დეკლარაციას ამუშავებენ: მთავარი მიმართულებები
საფრანგეთის ისტორიას მსგავსი მაგალითი ახსოვს. 1966 წელს შარლ დე გოლმა, ითხოვდა რა ამერიკელებისგან მეტ პატივისცემას, ქვეყანა ალიანსის სამხედრო სტრუქტურებიდან გაიყვანა და მხოლოდ პოლიტიკურ სტრუქტურებში დატოვა. უკან ის მხოლოდ 2009 წელს დაბრუნდა ნიკოლა სარკოზის დროს. სხვათა შორის, მაშინ ამის წინააღმდეგ სოციალისტები გამოდიოდნენ: მათ ეროვნულ კრებაში წარმომადგენლები გაგზავნეს და ამით გააფრთხილეს, რომ ნატოს წევრობა შედეგად „შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულებას მოიტანდა“.

ერთიანი ფრონტი აშშ-ის წინააღმდეგ

სკანდალში ევროკავშირმა საფრანგეთის მხარე დაიჭირა. ბრიუსელში აშკარად მიანიშნეს, რომ პარიზთან კონტრაქტის დარღვევა გამოწვევაა მთელი ბლოკისთვის. ევროპელ მოკავშირეებთან შესარიგებლად ბაიდენის ძალისხმევები, რომლებთან ურთიერთობებიც გვარიანად გააფუჭა მისმა წინამორბედმა, გაცამტვერდა.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებული ისტორიის შემდეგ ევროპელებისთვის დონალდ ტრამპი უფრო მისაღები მოსაუბრე გამოდგა, ყოველ შემთხვევაში, ის თავის განზრახვებს არ მალავდა. და ახლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი არასაკმარისად საიმედო პარტნიორია, საჭიროა მასზე ნაკლებად დაყრდნობა და საკუთარი თავდაცვითი პოტენციალის განმტკიცება.
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
მსოფლიო დღეს
რუსეთი ნატოს ურთიერთობებში დაძაბულობის შემცირებას სთავაზობს
ბრიუსელში დიდი ხანია ოცნებობენ სუვერენული შეიარაღებული ძალების შექმნაზე, მაგრამ გეგმების იქით საქმე არ მიდის: პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და ბრიტანეთი, როგორც წესი, ამის წინააღმდეგ მიდიან. იდეას არც თავად აშშ არ უჭერს მხარს გასაგები მიზეზების გამო: ეს ევროპაზე ამერიკის გავლენას დაასუსტებდა.
მაგრამ ახლა, როგორც ბრიტანული The Telegraph-ი მიიჩნევს, შესაძლოა ყველაზე შესაფერისი დრო იყოს გარღვევისთვის, ხოლო მაკრონი − საუკეთესო კანდიდატი ლიდერის როლზე. ანგელა მერკელის კანცლერის პოსტიდან წასვლა საფრანგეთის ლიდერს აძლევს შანსს, ნომერი პირველი გახდეს გაერთიანებულ ევროპაში და ასევე საკუთარი იდეაც გაიტანოს სამხედრო ინტეგრაციის შესახებ.
1 იანვრიდან საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარის ადგილს დაიკავებს. მომავალ წელს თავდაცვის საკითხებზე სამიტი გაიმართება, სადაც სწრაფი რეაგირების ძალების საკითხი უნდა გადაწყდეს.

წინასაარჩევნო სამზადისი

იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2021
მსოფლიო დღეს
ნატოს გენმდივანმა ევროკავშირს საკუთარი შეიარაღებული ძალების შექმნა არ ურჩია
პარალელურად კი საფრანგეთში უკვე დაიწყო საპრეზიდენტო კამპანია. არჩევნები შვიდი თვის შემდეგ ჩატარდება. ჯერჯერობით სავარაუდო კანდიდატებად ემანუელ მაკრონს, მელანშონსა და ლე პენს მიიჩნევენ, ასევე ჟურნალისტსა და პოლიტოლოგ ერიკ ზემურსაც. ის უკვე მონაწილეობდა ტელედებატებში, მაგრამ ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, შეუერთდება თუ არა საარჩევნო რბოლას.
„მაკრონის ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს მისთვის პოპულარობა არ შეუმატებია. თუმცა, საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩენა, რომ ის მაინც ლიდერობს. ქვეყანაში ბევრი შიდა პრობლემა არსებობს: რეფორმების უმეტესობა ვერ შედგა. და პრეზიდენტი შეეცდება საგარეო კოზირები მაქსიმალურად გამოიყენოს“, − მიაჩნია პოლიტიკურ ექსპერტს სერგეი ფიოდოროვს.
მას ეთანხმება რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს გენერალური დირექტორი ანდრეი კორტუნოვიც: „საშინაო საქმეებში თითქმის არაფერი გამოდის. ჩნდება სურვილი, რომ ეს პრობლემები საგარეო პოლიტიკური წარმატებებით კომპენსირდეს. დიდი ზესახელმწიფოს სტატუსი ცარიელი სიტყვები არ არის ფრანგი ამომრჩევლისთვის“.
ნატოს შტაბ–ბინა - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
ნატომ სამხრეთ კავკასიაში ახალი სპეცწარმომადგენელი დანიშნა
ახლა მდგომარეობა პარიზისთვის ხელსაყრელია. „ბრიტანეთის გასვლის შემდეგ საფრანგეთი ევროკავშირში ერთადერთ ბირთვულ „დერჟავად“ რჩება და ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს ერთადერთ წევრად ევროკავშირის ქვეყნებიდან. ეს ფრანგულ ამბიციებს კვებავს. მაკრონი შემთხვევით არ ამბობდა, რომ გარკვეულ ვითრებაში ევროკავშირელი პარტნიორების დაცვა ფრანგული ბირთვული არსენალით შეუძლია“, − განმარტა ექსპერტმა.
თუმცა ამასთან კორტუნოვი დარწმუნებულია, რომ, მიუხედავად ურთიერთობებში გამწვავებისა, 50 წლის წინანდელი სიტუაცია არ განმეორდება და საფრანგეთი ნატოდან არ გავა. პარიზში უკვე ჩაფრინდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ხოლო აშშ-ში საფრანგეთის ელჩი ფილიპ ეტიენი დაბრუნდა. რესპუბლიკაში ახლა მიყენებული ზარალის კომპენსაციას ელოდებიან − მათ შორის, მორალურს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0