https://sputnik-georgia.com/20210903/natom-samxret-kavkasiashi-axali-specwarmomadgeneli-danishna-259286119.html
ნატომ სამხრეთ კავკასიაში ახალი სპეცწარმომადგენელი დანიშნა
ნატომ სამხრეთ კავკასიაში ახალი სპეცწარმომადგენელი დანიშნა
Sputnik საქართველო
ხავიერ კოლომინამ აღნიშნულ თანამდებობაზე ჯეიმს აპატურაი შეცვალა, რომელსაც პოსტი 2010 წლიდან ეკავა. 03.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-03T12:56+0400
2021-09-03T12:56+0400
2021-09-03T16:41+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო–ნატოს ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24050/77/240507763_627:591:2922:1882_1920x0_80_0_0_efe39df842f0401c33fc3a2ee89e4708.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა დაინიშნა, ნათქვამია ნატოში ესპანეთის წარმომადგენლობის Twitter-ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.ესპანელი დიპლომატი ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის პოსტსაც დაიკავებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. აღნიშნულ თანამდებობაზე კოლომინამ ჯეიმს აპატურაი შეცვალა, რომელსაც პოსტი 2010 წლიდან ეკავა. აპატურაიმ ნატოს გენმდივნის მოადგილის თანამდებობა შეინარჩუნა.ამ თანამდებობაზე იგი ნატოს კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების განვითარების, მონაცემთა ბაზის ანალიზისა და გლობალურ უსაფრთხოებაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის საკითხებით დაკავდება.საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო გახდა მონაწილე პროგრამისა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“.2004 წლიდან საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობამ უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა, 2011 წელს კი ქვეყანამ მიიღო „ნატოს ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი. 2014 წლის უელსის სამიტზე დამტკიცდა ღონისძიებათა პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვას შეუწყობს ხელს.
https://sputnik-georgia.com/20210625/garibashvili-qveyana-gaagrzelebs-evrokavshirisa-da-natosken-kurss-252125392.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24050/77/240507763_958:567:2932:2048_1920x0_80_0_0_c585409fa3f051d26b8ec77b567d3e73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო–ნატოს ურთიერთობები
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო–ნატოს ურთიერთობები
ნატომ სამხრეთ კავკასიაში ახალი სპეცწარმომადგენელი დანიშნა
12:56 03.09.2021 (განახლებულია: 16:41 03.09.2021) ხავიერ კოლომინამ აღნიშნულ თანამდებობაზე ჯეიმს აპატურაი შეცვალა, რომელსაც პოსტი 2010 წლიდან ეკავა.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა დაინიშნა, ნათქვამია ნატოში ესპანეთის წარმომადგენლობის
Twitter-ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ესპანელი დიპლომატი ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის პოსტსაც დაიკავებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
აღნიშნულ თანამდებობაზე კოლომინამ ჯეიმს აპატურაი შეცვალა, რომელსაც პოსტი 2010 წლიდან ეკავა. აპატურაიმ ნატოს გენმდივნის მოადგილის თანამდებობა შეინარჩუნა.
ამ თანამდებობაზე იგი ნატოს კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების განვითარების, მონაცემთა ბაზის ანალიზისა და გლობალურ უსაფრთხოებაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის საკითხებით დაკავდება.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო გახდა მონაწილე პროგრამისა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“.
2004 წლიდან საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობამ უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა, 2011 წელს კი ქვეყანამ მიიღო „ნატოს ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი. 2014 წლის უელსის სამიტზე დამტკიცდა ღონისძიებათა პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვას შეუწყობს ხელს.