მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნატოს გენმდივანმა ევროკავშირს საკუთარი შეიარაღებული ძალების შექმნა არ ურჩია

© REUTERS / Francois Lenoirიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2021
გამოწერა
თავდაცვის სისტემის კონცეფცია და ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე 2 სექტემბერს განიხილებოდა.
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. ევროკავშირის მიერ შექმნილი შეირაღებული ძალები ვერ ჩაანაცვლებს ნატოს, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მან გააფრთხილა, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის არსებული კავშირების შესუსტების მცდელობები გამოიწვევს ნატოს შესუსტებას და ევროპის გახლეჩას.
ასე გამოეხმაურა ნატოს გენმდივანი ევროკავშირის გეგმებს, რომელიც სწრაფი რეაგირების საკუთარი ძალების შექმნას უკავშირდება.
„მივესალმები ევროპის ძალისხმევას თავდაცვის სფეროში, მაგრამ ეს ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს ნატოს. გარდა ამისა, საჭიროა გარანტია იმისა, რომ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ერთმანეთს გვერდში დაუდგება. ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის კავშირის შესუსტების ნებისმერი მცდელობა არამარტო ნატოს შეასუსტებს, არამედ ევროპასაც გახლეჩს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა The Telegraph-თან ინტერვიუში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის თავდაცვითი ხარჯების 80% მოდის ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებზე.
ქაბულის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2021
მსოფლიო დღეს
ბრიტანელ სპეცრაზმელებს ქაბულამდე მისასვლელად ფარანჯის გადაცმა მოუწიათ
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატოს ქვეყნების საერთო პოტენციალი შესუსტდება „პარალელური სტრუქტურების შექმნის, სარდლობის სისტემის დუბლირების ნებისმიერი მცდელობის შედეგად“. ის მიიჩნევს, რომ „პარალელიზმი და ძალისხმევის დუბლირება“ მიზანშეუწონელია.
„ნატოსთან რაიმე კონკრეტული წინადადებები არ განხილულა, ჩვენთვის უცნობია დეტალები“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
თავდაცვის სისტემის კონცეფცია და ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე 2 სექტემბერს განიხილებოდა. ახალ კონცეფციასთან დაკავშირებული პირველი ნაბიჯების გადადგმა ოქტომბერ-ნოემბერში იგეგმება, იუწყებოდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი. კონცეფციის დამტკიცება 2022 წლის გაზაფხულზე იგეგმება. მოსალოდნელია, რომ სწრაფი რეაგირების ძალების დაჯგუფება 5000 კაციანი იქნება.
სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის განხილვა მიმდინარეობს ავღანეთში ხელისუფლების შეცვლის ფონზე, ქვეყნიდან ნატოს ჯარების გაყვანის შემდეგ. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი ავღანეთში 20 წლიანი უცხოური სამხედრო მისიის პერიოდში განიხილავს „წარუმატებლობებსა და შეცდომებს“, ასევე იმ წარმატებებს, რომლებიც ამ პერიოდშია მიღწეული. თალიბების მიერ ძალაუფლების ხელის ჩაგდებისთვის მან პასუხისმგებლობა მთლიანად ავღანეთის მთავრობას დააკისრა.
ყველა ახალი ამბავი
0