ყველაფერი გეგმით წავა: პუტინმა და შოლცმა ომზე იკამათეს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიოლაფ შოლცი და ვლადიმირ პუტინი ბრიფინგზე
ოლაფ შოლცი და ვლადიმირ პუტინი ბრიფინგზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გამოწერა
ტატიანა მიშინა
უკრაინის ირგვლივ საერთაშორისო პანიკის აფეთქებაა. რუსეთის „შეჭრა“ 16 თებერვალს დანიშნეს. კიევს ტოვებენ დიპლომატები, მილიარდერები და დეპუტატები. პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ითხოვს დაბრუნებას – „სხვაგვარად სახელმწიფომ დასკვნები უნდა გამოიტანოს“. კრემლში მსგავს ცნობებს იუმორით აღიქვამენ, მაგრამ „შეუძლებელია გაგებით მოეკიდო ასეთ მანიაკალურ საინფორმაციო სიგიჟეს“. ამ ფონზე მოსკოვში ჩავიდა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. ვლადიმირ პუტინთან ერთად გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ ენაზე საუბრობდნენ.

„მაინც რამდენი თავდასხმა იყო?“

„ძალიან სახიფათოა. პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ძალების გაძლიერებაზე ისაუბრა“ – The Guardian-ის სათაური. „უკანასკნელი გაფრთხილება პუტინს! ან მშვიდობა, ან დიდ ფასს გადაიხდი!“ – Daily Express-ის მოწინავე. „ომის შეჩერების ბოლო შანსი“ – Mirror-ის გაფრთხილება. ბრიტანეთის მთავარმა ყვითელმა გაზეთმა „შეჭრის“ კონკრეტული დრო დანიშნა – ღამის 1 საათი (მოსკოვის დროით დილის 4 საათი).
ვლადიმირ ჩიჟოვი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
„ოთხშაბათობით ომები იშვიათად იწყება“: რუსეთის ელჩის კომენტარი არშემდგარ შეჭრაზე
რაც უფრო ახლოვდებოდა დასავლური პრესის მიერ დანიშნული თარიღი, მით უფრო იძაბებოდა სიტუაცია. გასულ შაბათს უკრაინის თავზე ჩარტერების გრძელი ჯაჭვი გადაიჭიმა. ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნიდან გაქცეულ ვერხოვნა რადას დეპუტატებსაც კი მიმართა თხოვნით, დაბრუნებულიყვნენ 24 საათის განმავლობაში. ოლიგარქებთან საქმე უფრო რთულადაა. „სახელმწიფოს ბიზნესზე გავლენა არ აქვს, მაგრამ, ვფიქრობ, მათ საკუთარ თავს განაჩენი უკვე გამოუტანეს, საწარმოებს უნდა დაუბრუნდნენ. ისინი ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, „აიტიშნიკები“ ხომ არა“, – მიუთითა პრეზიდენტმა.
როგორც ჩანს, მისი ხმა გაიგონეს. მილიარდერი რინატ ახმეტოვი 16 თებერვალს მარიუპოლში იქნება, განაცხადა მისმა პრეს-მდივანმა. დეპუტატმა ვადიმ ნოვინსკიმ კი, მაგალითად, ასე იმართლა თავი: „არ დავმალულვარ. პარასკევს გამოაცხადეს, რომ რუსეთი 15-ში შემოიჭრებოდა, შემდეგ – 16-ში. ახლა რა ვუყოთ? მაინც რამდენი იყო ასეთი თავდასხმა?“
მოსკოვში ორშაბათს ვლადიმირ პუტინმა რიგ-რიგობით უმასპინძლა საკუთარ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს. სერგეი ლავროვმა მოახსენა აშშ-სა და ნატოსთან უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე მოლაპარაკებების მსვლელობაზე, სერგეი შოიგუმ – სამხედრო წვრთნებზე. დასავლეთისგან მიღებული პასუხები რუსეთს არ აკმაყოფილებს, თუმცა ისინი შეიცავენ საყურადღებო წინადადებებს. ბარენცის, შავ და ბალტიის ზღვებში, ასევე დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ სამხედრო ოლქებში მიმდინარე წვრთნები კი მალე დასრულდება.
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
მსოფლიო დღეს
კანადა უკრაინას მილიონობით დოლარის ლეტალურ იარაღს მიაწვდის
„ჯარები უბრუნდებიან მუდმივი დისლოკაციის ადგილებს. და გარწმუნებთ, რომ დასავლეთი, თუ ჯერ არ უთქვამს, აუცილებლად იტყვის: „აი, ხედავთ, ისე შევუტიეთ, ბაიდენმა ფეხები დაუბაკუნა, შეეშინდათ და ჩვენი მოთხოვნები შეასრულეს!“ ეს ჰაერით ვაჭრობაა“, – ირონიულად თქვა მოგვიანებით ლავროვმა.
„შეჭრა“ დასავლურ მედიაში არ დავიწყებიათ, თუმცა თარიღები შეასწორეს. CNN დაგვიანებას ამინდით ხსნის: „რუსულ შეჭრას“ შეიძლება დარბილებულმა ნიადაგმა შეუშალოს ხელი. მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს არტილერიას, ავიაციას და რაკეტებს, ამტკიცებდნენ ჟურნალისტები სატელევიზიო სიუჟეტში.
ამ ფონზე უცხოური საელჩოები განაგრძობენ დიპლომატების გამგზავრების შესახებ ცნობების გავრცელებას. აშშ-ის მისიის ძირითადი პერსონალი კიევიდან ლვოვში გადავიდა. კიდევ ერთი ავიაკომპანია Norwegian აჩერებს ფრენებს უკრაინის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო. კიევში კი ქმნიან კომისიებს მოსახლეობის ევაკუაციის საკითხების მოსაგვარებლად.

უკრაინა პარტნიორებს წაეკამათა

აშშ-ის და უკრაინის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
მოსაზრება: აშშ უკრაინას ომში ექაჩება
ორშაბათს, საღამოს ფრაქცია „ხალხის მსახურთა“ სხდომას ზელენსკი დაესწრო. გამოცემა „სტრანას“ ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინა პანიკის დათესვის გამო პარტნიორებს წაეკამათა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიეს. „იგი ცდილობდა ჩვენთვის აეხსნა, რომ ჩვენით მანიპულირებენ, მაგრამ ჩვენ ვეწინააღმდეგებით. ასევე მოგვიწოდა, საკუთარი მაგალითით გვეჩვენებინა, რომ არ გავიქცევით“, – აღნიშნა ერთ-ერთმა დეპუტატმა.
დამამშვიდებელი განცხადებების კიდევ ერთი პორცია თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვისგან წამოვიდა. მისი თქმით, ჯერ არ არსებობს ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის შემოღების საფუძველი.
დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა ვადიმ პრისტაიკომ კი ნატოში გაწევრიანებაზე შესაძლო უარზე ისაუბრა, რის გამოც დიდხანს იხდიდა ბოდიშს. თუმცა, ზელენსკის აღიარებით, სწორედ ასეთი სიტყვების მოსმენა სურთ დასავლეთში. „ვფიქრობ, დღეს ბევრი ლიდერი მიანიშნებს უკრაინას, რომ შესაძლებელია არ წამოიჭრას ალიანსში გაწევრიანების საკითხი. მეჩვენება, რომ ამას აღარავინ მალავს“, – აღნიშნა მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას.
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
მსოფლიო დღეს
„თუ შეიჭრებით“: ბაიდენი რუსეთს გაზსადენის გაჩერებით ემუქრება
„ეს საკითხი დღის წესრიგში არც დგას. ამიტომ უჩვეულოა იმის დანახვა, რომ რუსეთის მთავრობა თემას დიდი პოლიტიკური პრობლემატიკის ნაწილად აღიქვამს“, – თქვა შოლცმა. სამშაბათს მან ვლადიმირ პუტინისგან მიიღო განმარტება მოსკოვის პრესკონფერენციაზე.
„ამბობენ, ეს ხვალ არ იქნება. მაშ როდის? ზეგ? ჩვენთვის რას ცვლის ეს ისტორიულ პერსპექტივაში? არც არაფერს. გვესმის, რომ უკრაინა არ არის მზად ნატოში გასაწევრიანებლად. გვეცნობა ეს თეზისი. და მაშინ მიგვიღებენ, როცა მას ამისთვის მოამზადებენ? ჩვენთვის ეს შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს. ამიტომ გვინდა საკითხის ახლა გადაწყვეტა. ახლავე, უახლოეს მომავალში, მოლაპარაკების პროცესის მსვლელობისას, მშვიდობიანი გზით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ხისტი სიტყვები გაცვალეს

კანცლერი, რომელიც ბოლო დღეებში ვაშინგტონსაც სტუმრობდა და კიევსაც, პუტინს სამ საათზე მეტხანს ესაუბრა. ორივემ დადებითად შეაფასა მოლაპარაკებები და ხაზი გაუსვა საქმიან ატმოსფეროსა და თემების ფართო წრეს.
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
მსოფლიო დღეს
ესკალაციის შემთხვევაში: ამერიკელი „ვეფხვების გუნდი“ საპასუხო სცენარებზე მუშაობს
შოლცმა გაიმეორა, რომ დასავლეთში მეტად შეშფოთებული არიან რუსული ჯარების სიმრავლით უკრაინის საზღვრებთან, მაგრამ დიპლომატიის შესაძლებლობებს ამოწურულად არ მიიჩნევენ: „ახლა საუბარი უნდა ეხებოდეს იმას, რომ გადაჭრით და გაბედულად ვიმუშაოთ ამ კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე“. მან „კარგის ნიშანი“ უწოდა დანაყოფების ნაწილის დაბრუნებას მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე.
ევროპაში ომი წარმოუდგენელია, დარწმუნებულია კანცლერი. მაგრამ პუტინი შეეკამათა და ნატოს მხრიდან იუგოსლავიის დაბომბვა შეახსენა. შოლცმა ეს თავდასხმა ახსნა გენოციდის საფრთხით და აღნიშნა, რომ ალიანსს ამისთვის ხელი უნდა შეეშალა. რუსეთის პრეზიდენტმა მიუთითა, რომ დონბასში მიმდინარე მოვლენებს მოსკოვიც გენოციდად აფასებს. სიტყვა „გენოციდი“ ძალიან მკაცრია, შენიშნა კანცლერმა და დასძინა: „ეს არასწორია“.
დონბასის თემა ჰაერში ტრიალებდა. დილით სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა დაადგინეს, დაუყოვნებლივ მიემართათ პრეზიდენტისთვის თვითაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ცნობის საკითხზე. მოვლენების ასე განვითარება, შოლცის აზრით, „პოლიტიკური კატასტროფა“ იქნებოდა, ვინაიდან შეწყვეტდა მინსკის პროცესს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
მსოფლიო დღეს
G7 რუსეთის წინააღმდეგ კოლექტიურ სანქციებს ამზადებს
მაგრამ რუსეთში უმრავლესობა მხარს უჭერს დონბასის მოსახლეობას და დეპუტატები ამას გრძნობენ, აღნიშნა პუტინმა. პარიზმა და ბერლინმა კი კიევი უნდა დაარწმუნონ, რომ უკრაინამ შეასრულოს შვიდი წლის წინ ნაკისრი ვალდებულებები.
დაინტერესდნენ მოსკოვის შემდგომი ნაბიჯებით შექმნილ ვითარებაში. „გეგმის თანახმად. როგორი იქნება გეგმა? – ადგილზე რეალური ვითარებიდან გამომდინარე. ვინ შეძლებს პასუხის გაცემას იმაზე, როგორი ვითარება იქნება? – ჯერ ვერავინ, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა.

წევრობის ნაცვლად ახალი ვალები

„ნატოში უკრაინის გაწევრიანება თავიდანვე ძნელად წარმოსადგენი იყო. ალიანსისთვის ეს რუსეთზე ზემოქმედების ინსტრუმენტი, მოსკოვის საქმიანობის შეზღუდვის მცდელობაა. იმავეს თქმა შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანებაზეც, – ფიქრობს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნატალია ერიომინა. – თანამშრომლობა შეიძლება, მაგრამ გაწევრიანება – არა. ან რაში სჭირდებათ უკრაინა ამ სტრუქტურებში? კიევი ისედაც ყველაფერს აკეთებს, რაც აუცილებელია. აი, მოლოდინისა და იმედის მართვა კი შეიძლება“.
რადა - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
მსოფლიო დღეს
„ტანკები ჭაობებში ჩაეფლო“: რადაში რუსეთის თავდასხმის არ სჯერათ
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევროპის ინსტიტუტის გერმანული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ალექსანდრ კამკინი შოლცის ვიზიტს უფრო პროდუქტიულს უწოდებს, ვიდრე ემანუელ მაკრონის ამასწინანდელ სტუმრობას რუსეთში. „რუსეთს გერმანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობა აკავშირებს, ამასთან, მოსკოვსა და ბერლინს მოლაპარაკების პროცესზე მეტი თანხვედრის წერტილი აქვთ. მაკრონი ზრუნავდა, პირველ რიგში, საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიაზე. შოლცს ეს არ სჭირდება“, – აღნიშნა ექსპერტმა.
თუმცა გერმანიის კანცლერის ხანმოკლე ტურნეს მთავარი შედეგი – კიევისთვის ფინანსური დახმარების დაპირებაა, იარაღის მიწოდებას ბერლინი კვლავაც არ აპირებს. ვაშინგტონმა მილიარდი დოლარის საკრედიტო გარანტიები შესთავაზა, კანადამ – დამატებითი სესხი 390 მლნ დოლარი. იმის გათვალისწინებით, რა სისწრაფით ტოვებენ უკრაინას ინვესტორები სიტუაციის დაძაბვის გამო, ფული იქ იარაღზე მეტად დასჭირდებათ.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
ყველა ახალი ამბავი
0