https://sputnik-georgia.com/20220215/amerikeli-vefxvebis-gundi-sapasuxo-scenarebze-musaobs-264443221.html
ესკალაციის შემთხვევაში: ამერიკელი „ვეფხვების გუნდი“ საპასუხო სცენარებზე მუშაობს
ესკალაციის შემთხვევაში: ამერიკელი „ვეფხვების გუნდი“ საპასუხო სცენარებზე მუშაობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. თეთრმა სახლმა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ჩამოაყალიბა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებულ სიტუაციებზე... 15.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-15T09:54+0400
2022-02-15T09:54+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
რუსეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/18/263849855_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_cfe74d3deeab5bb8789c5b5cc90081e0.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. თეთრმა სახლმა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ჩამოაყალიბა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებულ სიტუაციებზე მუშაობს, იუწყება გაზეთი Washington Post.გამოცემის ცნობით, „ვეფხვების გუნდი“, რომელსაც თეთრი სახლი ხელმძღვანელობს, ვითარების ესკალაციის სხვადასხვა სცენარზე პასუხების ვარიანტებს ამუშავებს.„ვეფხვების გუნდი“ — ექსპერტთა შერეული ჯგუფია, რომელიც 2021 წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა, მას შემდეგ, „რაც ეროვნული უშიშროების საბჭომ უკრაინასთან საზღვარზე რუსული ძალების მასობრივი გაძლიერება შენიშნა“.სწორედ მაშინ შესთავაზა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორ ალექს ბლიკს გუნდის შექმნა. ამ უკანასკნელმა კი საქმეში პენტაგონი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ენერგეტიკისა და ფინანსთა სამინისტროები, ასევე საერთაშორისო განვითარების სააგენტო ჩართო.გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს, გუნდის მუშაობაში მონაწილეობენ დაზვერვის სასახურების წარმომადგენლებიც.აღინიშნება, რომ სწორედ გუნდის ძალისხმევების შედეგად გაჩნდა „მამხილებელი განცხადებები“ რუსეთის მიერ ესკალაციის მომზადების შესახებ.ბოლო თვეებში რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს უკრაინაში შეჭრის მომზადებაში ადანაშაულებენ, ამის ფონზე აღმოსავლეთ ევროპაში ყოფნას აძლიერებენ და სანქციების გამკაცრებით იმუქრებიან.რუსეთი უარყოფს ყველა პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ აგრესიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზანი რუსეთის საზღვრებთან უცხოური დაჯგუფების შექმნაა. გარდა ამისა, კრემლმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტეს, რომ უკრაინაში ესკალაციის მთავარი მიზეზი შეერთებული შტატებისა და ნატოს ქმედებებია, რომლებიც იქ სამხედრო ინსტრუქტორებს, იარაღსა და ტექნიკას გზავნიან, ზრდიან წვრთნების რაოდენობას, რითაც კიევს სამხედრო ავანტიურისკენ უბიძგებენ.წყარო: Washington Post
https://sputnik-georgia.com/20220214/g7-rusetis-winaarmdeg-koleqtiur-sanqciebs-amzadebs-264426237.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/18/263849855_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_d763e199abd77408afbf86eceabc5b1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. თეთრმა სახლმა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ჩამოაყალიბა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებულ სიტუაციებზე მუშაობს, იუწყება გაზეთი Washington Post.
გამოცემის ცნობით, „ვეფხვების გუნდი“, რომელსაც თეთრი სახლი ხელმძღვანელობს, ვითარების ესკალაციის სხვადასხვა სცენარზე პასუხების ვარიანტებს ამუშავებს.
„გუნდმა შეადგინა მოქმედების გეგმა, რომელშიც სწრაფი პოტენციური პასუხებია ასახული“, — წერს გაზეთი.
„ვეფხვების გუნდი“ — ექსპერტთა შერეული ჯგუფია, რომელიც 2021 წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა, მას შემდეგ, „რაც ეროვნული უშიშროების საბჭომ უკრაინასთან საზღვარზე რუსული ძალების მასობრივი გაძლიერება შენიშნა“.
სწორედ მაშინ შესთავაზა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორ ალექს ბლიკს გუნდის შექმნა. ამ უკანასკნელმა კი საქმეში პენტაგონი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ენერგეტიკისა და ფინანსთა სამინისტროები, ასევე საერთაშორისო განვითარების სააგენტო ჩართო.
გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს, გუნდის მუშაობაში მონაწილეობენ დაზვერვის სასახურების წარმომადგენლებიც.
აღინიშნება, რომ სწორედ გუნდის ძალისხმევების შედეგად გაჩნდა „მამხილებელი განცხადებები“ რუსეთის მიერ ესკალაციის მომზადების შესახებ.
ბოლო თვეებში რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს უკრაინაში შეჭრის მომზადებაში ადანაშაულებენ, ამის ფონზე აღმოსავლეთ ევროპაში ყოფნას აძლიერებენ და სანქციების გამკაცრებით იმუქრებიან.
რუსეთი უარყოფს ყველა პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ აგრესიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზანი რუსეთის საზღვრებთან უცხოური დაჯგუფების შექმნაა. გარდა ამისა, კრემლმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტეს, რომ უკრაინაში ესკალაციის მთავარი მიზეზი შეერთებული შტატებისა და ნატოს ქმედებებია, რომლებიც იქ სამხედრო ინსტრუქტორებს, იარაღსა და ტექნიკას გზავნიან, ზრდიან წვრთნების რაოდენობას, რითაც კიევს სამხედრო ავანტიურისკენ უბიძგებენ.