https://sputnik-georgia.com/20220216/baideni-rusets-crdiloetis-nakadi2-is-gacerebit-emuqreba-264481764.html
„თუ შეიჭრებით“: ბაიდენი რუსეთს გაზსადენის გაჩერებით ემუქრება
„თუ შეიჭრებით“: ბაიდენი რუსეთს გაზსადენის გაჩერებით ემუქრება
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში აშშ და მისი პარტნიორები ანტირუსულ სანქციებს დააწესებენ საექსპორტო კონტროლისა და... 16.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-16T10:29+0400
2022-02-16T10:29+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
რუსეთი
უკრაინა
პოლიტიკა
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0e/249442341_0:528:2504:1936_1920x0_80_0_0_b8b77994de7936273db0d9b682374539.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში აშშ და მისი პარტნიორები ანტირუსულ სანქციებს დააწესებენ საექსპორტო კონტროლისა და ფინანსების სფეროში, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ესკალაციას რუსული გაზსადენის პროექტის, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ დაუყოვნებელი რესტრიქციები მოჰყვება.რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, „გერმანია რუსეთისგან ბუნებრივ გაზს ამ გზით ვერ მიიღებს“.დასავლეთი რუსეთს კარგა ხანია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საწინააღმდეგო სანქციებით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაიანში შეიჭრება. 2021 წლის ნოემბერში გერმანიამ შეაჩერა გაზსადენის ოპერატორ Nord Stream 2-ის სერტიფიკაციის პროცესი, ვინაიდან ის ევროპის ენერგეტიკულ კანონმდებლობას არ შეესაბამება. ამასთან, როგორც გერმანიის საგარეო უწყება აცხადებს, გაზსადენი „კვლავაც ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის გაზის დირექტივის მოთხოვნებს, ხოლო უსაფრთხოების საკითხები ისევ ღია რჩება“.პროექტს აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ აშშ, უკრაინა და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, ვინაიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ პოლიტიკური ზეწოლის იარაღად მიაჩნიათ კრემლის ხელში. რუსეთმა არაერთხელ მოუწოდა დასავლეთს, არ განიხილონ გაზსადენი პოლიტიკის კონტექსტში, ვინაიდან ის მხოლოდ კომერციული პროექტია, რომელიც რუსეთისთვისაც ხელსაყრელია და ევროკავშირისთვისაც.წყარო: თეთრი სახლი
https://sputnik-georgia.com/20220216/rusetis-elcis-komentari-ukrainasi-arsemdgar-sewraze-264481233.html
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0e/249442341_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_d4881d22c0ac0a3c5fa0a791dfffe5e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში აშშ და მისი პარტნიორები ანტირუსულ სანქციებს დააწესებენ საექსპორტო კონტროლისა და ფინანსების სფეროში, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ესკალაციას რუსული გაზსადენის პროექტის, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ დაუყოვნებელი რესტრიქციები მოჰყვება.
„თუ რუსეთი [უკრაინის საწინააღმდეგო] ნაბიჯებს გადადგამს, ჩვენ მთელ მსოფლიოს გავაერთიანებთ მისი აგრესიის წინააღმდეგ. <...> ჩვენ ძლიერ ზეწოლას მოვახდენთ მათ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ინსტიტუტებზე და მრეწველობის საკვანძო სფეროებზე. ჩვენ მზად ვართ ეს ზომები მაშინვე ავამუშავოთ“, — განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას.
რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, „გერმანია რუსეთისგან ბუნებრივ გაზს ამ გზით ვერ მიიღებს“.
დასავლეთი რუსეთს კარგა ხანია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საწინააღმდეგო სანქციებით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაიანში შეიჭრება. 2021 წლის ნოემბერში გერმანიამ შეაჩერა გაზსადენის ოპერატორ Nord Stream 2-ის სერტიფიკაციის პროცესი, ვინაიდან ის ევროპის ენერგეტიკულ კანონმდებლობას არ შეესაბამება. ამასთან, როგორც გერმანიის საგარეო უწყება აცხადებს, გაზსადენი „კვლავაც ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის გაზის დირექტივის მოთხოვნებს, ხოლო უსაფრთხოების საკითხები ისევ ღია რჩება“.
პროექტს აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ აშშ, უკრაინა და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, ვინაიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ პოლიტიკური ზეწოლის იარაღად მიაჩნიათ კრემლის ხელში. რუსეთმა არაერთხელ მოუწოდა დასავლეთს, არ განიხილონ გაზსადენი პოლიტიკის კონტექსტში, ვინაიდან ის მხოლოდ კომერციული პროექტია, რომელიც რუსეთისთვისაც ხელსაყრელია და ევროკავშირისთვისაც.