https://sputnik-georgia.com/20220215/radasi-ar-sjerat-rom-ruseti-ukraunas-uaxloes-dreebsi-daesmeba-tavs-264448806.html
„ტანკები ჭაობებში ჩაეფლო“: რადაში რუსეთის თავდასხმის არ სჯერათ
„ტანკები ჭაობებში ჩაეფლო“: რადაში რუსეთის თავდასხმის არ სჯერათ
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. უახლოეს დღეებში რუსეთის უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 99.9%-ით გამოირიცხება, განაცხადა უმაღლესი რადის პროსაპრეზიდენტო... 15.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-15T11:50+0400
2022-02-15T11:50+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
უკრაინა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23173/73/231737306_0:153:3000:1841_1920x0_80_0_0_24e913c657a3de2a2a453754372047d0.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. უახლოეს დღეებში რუსეთის უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 99.9%-ით გამოირიცხება, განაცხადა უმაღლესი რადის პროსაპრეზიდენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ.დეპუტატის თქმით, რუსეთის ათობით ტანკი სწავლებების დროს ჭაობებში ჩაეფლო და ახლა მათ ძალიან დიდი პრობლემები აქვთ, როგორ ამოიყვანონ ტექნიკა ჭაობებიდან.აღსანიშნავია, რომ მანამდე იგივე მოსაზრება გამოთქვა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმაც. რუსეთის უკრაინაში უახლოეს დღეებში შეჭრას არც ის არ ელოდება.უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო უკვე დაახლოებით 40-მა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა. კანადამ და შეერთებულმა შტატებმა კი თავიანთი საელჩოები კიევიდან ლვოვში გადაიტანეს. თეთრ სახლს მიაჩნია, რომ რუსეთი უკრაინას 16 თებერვალს დაესხმება თავს. კიევი, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ მოსკოვისგან მის ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში შეჭრის ნიშნებს ვერ ხედავს.რუსეთი უარყოფს დასავლეთის ყველა პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ აგრესიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზანი რუსეთის საზღვრებთან უცხოური დაჯგუფების შექმნაა. გარდა ამისა, კრემლმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტეს, რომ უკრაინაში ესკალაციის მთავარი მიზეზი შეერთებული შტატებისა და ნატოს ქმედებებია, რომლებიც იქ სამხედრო ინსტრუქტორებს, იარაღსა და ტექნიკას გზავნიან, ზრდიან წვრთნების რაოდენობას, რითაც კიევს სამხედრო ავანტიურისკენ უბიძგებენ.წყარო: ZN.ua
https://sputnik-georgia.com/20220215/kanada-ukrainas-letalur-iarars-miawvdis-264447615.html
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23173/73/231737306_172:0:2829:1993_1920x0_80_0_0_ffe29fc733be98316bc774008cd927ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. უახლოეს დღეებში რუსეთის უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 99.9%-ით გამოირიცხება, განაცხადა უმაღლესი რადის პროსაპრეზიდენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ.
„სამხედრო თვალსაზრისით, როგორც სამხედროებმა აგვიხსნეს, სრულმასშტაბიანი თავდასხმა შეუძლებელია. კოორდინირებული მოქმედებებით ჩვენი დაზვერვა ვერ ხედავს, რომ რუსები უშუალოდ ემზადებიან. [16 თებერვალს] 99,9%-ით არაფერი მოხდება“, — ციტირებს არახამიას გამოცემა ZN.ua.
დეპუტატის თქმით, რუსეთის ათობით ტანკი სწავლებების დროს ჭაობებში ჩაეფლო და ახლა მათ ძალიან დიდი პრობლემები აქვთ, როგორ ამოიყვანონ ტექნიკა ჭაობებიდან.
აღსანიშნავია, რომ მანამდე იგივე მოსაზრება გამოთქვა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმაც. რუსეთის უკრაინაში უახლოეს დღეებში შეჭრას არც ის არ ელოდება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო უკვე დაახლოებით 40-მა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა. კანადამ და შეერთებულმა შტატებმა კი თავიანთი საელჩოები კიევიდან ლვოვში გადაიტანეს. თეთრ სახლს მიაჩნია, რომ რუსეთი უკრაინას 16 თებერვალს დაესხმება თავს. კიევი, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ მოსკოვისგან მის ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში შეჭრის ნიშნებს ვერ ხედავს.
რუსეთი უარყოფს დასავლეთის ყველა პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ აგრესიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზანი რუსეთის საზღვრებთან უცხოური დაჯგუფების შექმნაა. გარდა ამისა, კრემლმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტეს, რომ უკრაინაში ესკალაციის მთავარი მიზეზი შეერთებული შტატებისა და ნატოს ქმედებებია, რომლებიც იქ სამხედრო ინსტრუქტორებს, იარაღსა და ტექნიკას გზავნიან, ზრდიან წვრთნების რაოდენობას, რითაც კიევს სამხედრო ავანტიურისკენ უბიძგებენ.