კამილას შეჩერება რუსეთის შეჩერებას ნიშნავს

© AFP 2024 / WANG ZHAOკამილა ვალიევა
კამილა ვალიევა - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
გამოწერა
ელენა კარაევა
15 წლის კამილა ვალიევა — ყინულის ნორჩი დედოფალი — დღეს ოლიმპიურ ასპარეზობას იწყებს ქალთა შორის ინდივიდუალურ პირველობაში.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომელმაც ძლივს დამალა უკმაყოფილება სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსი სპორტსმენი ამ შეჯიბრებაში რომელიმე ღირსების მედალს აიღებს, დაჯილდოების ცერემონია არ შედგება.
თავი დავანებოთ იმაზე მსჯელობას, თუ რამდენად ეთიკურია ყინულზე გამოსვლამდე ერთი დღით ადრე ნორჩი გოგონას მძევლად აყვანა და მთელი მსოფლიოს გასაგონად ძახილი, რომ თუ ის გაიმარჯვებს, ან საუკეთესოთა სამეულში აღმოჩნდება, პასუხისმგებელი იქნება ამ დისციპლინაში ოლიმპიური პრიზების გაუცემლობაზე, რითაც პრაქტიკულად წინასწარ განუცხადეს სპორტსმენს, რომ ნახევარი ძალით იასპარეზოს.
კამილა ვალიევა - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
CAS-ის გადაწყვეტილება: ვალიევა ოლიმპიადაში მონაწილეობას განაგრძობს
დაახლოებით ასე ჟღერს: „რუსო პარტიზანო, დანებდი!“ და მიუხედავდ იმისა, რომ ფიზიკური სასჯელი არ იქნება, ვალიევას საჯარო ეგზეკუცია, რასაკვირველია, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერაა ამ თამაშების პროგრამაში ჩაფიქრებული და ჩვენ თვალწინ ხორციელდება.
ეს პრაქტიკულად თავიდანვე ცხადი იყო. ჩვენთვის საიდუმლო — რუსეთთან დასავლეთის ჰიბრიდული ომის ამ ნაწილში — არ არსებობს.
დიახ, ომები, ომები ლოზუნგებით „სუფთა სპორტი“, „ომი დოპინგის გამოყენებითა“ და სხვა საძახისებით, რომლებიც ამერიკული, ბრიტანული და საერთო ევროპული მედიასივრციდან ისმის.
მაგრამ ამ „თეთრი ხმაურით“ აღარ მოვტყუვდებით. ამ ხმამაღალი საბაბით, როგორც სპორტული ექიმები იტყოდნენ, ყველა აკრძალული ნივთიერების, უფრო ზუსტად, ხერხის გამოყენებით, ცდილობენ რუსეთისა და რუსი სპორტსმენების გამოძევებას ოლიმპიური მოძრაობიდან.
რასაკვირველია, ყველაფერი დღეს არ დაწყებულა და ალბათ არც ხვალ დასრულდება. ყველას მოგვიწევს მოთმინება გამოვიჩინოთ და ცივი გონებით შევხედოთ მოვლენებს, რათა ამ ბრძოლას გავუძლოთ და ღირსება შევინარჩუნოთ.
კამილა ვალიევა - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2022
კამილა ვალიევა: გამარჯვებისათვის ბრძოლა სკანდალის ფონზე - ფოტოები პეკინის ოლიმპიადიდან
უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენდამი მათი სიძულვილი, მათ შორის, ყინულზეც, თხილამურებზეც, არის მიმდინარე დროების ნიშანი, ხოლო ირაციონალურის ახსნა რაციონალური არგუმენტებით არა თუ შეუძლებელია, არამედ ამაზე არც დროის დაკარგვა ღირს და არც ძალის.
თუმცა ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რატომ ვძულვართ იქ, სადაც ჩვენი მიღწევები აბსოლუტურად უდავოა.
სწორედ რუსებმა, და სხვამ არავინ, გაიყვანეს ფიგურული სრიალი ოლიმპიადაზე სპორტული სანახაობის ლიდერებს შორის.
მეტიც, სპორტული ცეკვები ყინულზე ოლიმპიური დისციპლინა 46 წლის წინ იმიტომ გახდა, რომ ბრწყინვალე რუსი მოციგურავეების ლუდმილა პახომოვასა და ალექსანდრ გორშკოვის მიერ შესრულებული ნომრები მაშინდელ მოხელეებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან სხვა გზას არ უტოვებდა, გარდა იმისა, რომ ფიგურული სრიალის ეს სახეობა 1976 წელს ინსბრუკის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეეყვანათ.
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2022
ვალიევას დოპინგ-ინციდენტი: პესკოვმა კომენტარი გააკეთა
საბჭოთა წყვილმა მაშინ ყინულზე ისეთი ოსტატობა გამოავლინა, რომელსაც დღემდე ვერავინ მიუახლოვდა, და დაამტკიცა, რომ ამ დისციპლინაში ჩემპიონები კიდევ დიდხანს იქნებოდნენ ფიგურული სრიალის საბჭოთა სკოლის წარმომადგენლები.
როგორც არსებით სახელს, „ბალეტს“ არ სჭირდება განსაზღვრება „რუსულის“ დამატება იმისათვის, რომ ყველამ გაიგოს – ოსტატობის, შრომისმოყვარეობისა და ნიჭის რა დონეზეა საუბარი. სწორედ ასევე ათწლეულების განმავლობაში ფიგურული სრიალი აღიქმებოდა, როგორც სპორტი, სადაც რუსეთს ვერავინ დაეწეოდა.
თუმცა მსურველები იყვნენ, ძალიან ცდილობდნენ, მაგრამ რუსი სპორტსმენები კიდევ უფრო ძლიერები იყვნენ.
ისინი მეტს შრომობდნენ, შეეძლოთ თავგანწირვა, რადგან ზოგიერთი მათგანისთვის ვარჯიში შეიძლება საავადმყოფოთი ან სულაც ყინულზე სიკვდილით დასრულებულიყო.
რუსი სპორტსმენები სხვებზე ძლიერები არიან იქ, სადაც საჭიროა აბსოლუტური დისციპლინა და ასეთივე თავგანწირვა, რადგან მწვრთნელებიც და თავად სპორტსმენებიც დარწმუნებული არიან: ფიზიკური მონაცემები კარგია, მაგრამ გენიალურობა ფიგურულ სრიალში რაოდენობით მიიღწევა.
კამილა ვალიევა - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2022
სასჯელი უპირატესობისთვის: აშშ-ს კამილა ვალიევას დასჯა სურს
ის, ვინც ყინულზე დღეში 10 საათს ატარებს, უკეთეს შედეგს აღწევს, ვიდრე ის, ვინც მოედანზე მცირე დროის განმავლობაში უბრალოდ ხელ-ფეხის გასაშლელად გადის.
ამიტომ სასაცილოა დასავლურ პრესაში ატეხილი ალიაქოთი იმაზე, რომ „სისტემა, რომლითაც რუსები ვარჯიშობენ, ძალიან სასტიკია და არ ითვალისწინებს პიროვნების თავისებურებებს“.
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად იმავეს და იმავე სიტყვებით წერდნენ პრესაში რუსულ ბალეტზეც.
თითქოსდა, გრიგოროვიჩი, „დიქტატორული მიდრეკილებებით, ანგარიშს არ უწევდა რეპეტიციაზე მოცეკვავეების მზადყოფნას და განწყობას“.
და, ზოგადად, რომ ბალეტი და ფიგურული სრიალი - არის იდეალური ილუსტრაცია ანდაზისა: „რაც რუსისთვის კარგია, გერმანელისთვის - სიკვდილის ტოლფასია!“
რუსეთი ლიდერი არის არა იქ, სადაც ინტრიგები იხლართება, ჩემპიონები კი სპორტის ლობისტების მხრიდან იშტამპებიან.
კამილა ვალიევა - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2022
ვალიევას დოპინგ-სკანდალი: მოციგურავის დეკემბრის ტესტი დადებითი იყო
რუსეთი ლიდერია იქ, სადაც პატივს სცემენ მძიმე შრომას, სადაც წარმოუდგენლად დიდი ოფლი, სისხლი და ცრემლი იღვრება.
დანარჩენებს ვუტოვებთ დათმობის უფლებას, უფლებას, არ განიცადონ „მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა“, რომელიც უკავშირდება როგორც ხასიათს, ისე წამლების მიღებას, რომელთა კომპონენტები ხშირად აკრძალულია, რადგან ვულგარულ დოპინგს განეკუთვნება.
საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავდით, რომელიმე ჩვენგანს ვარჯიშზე სისუსტე რომ გამოეჩინა, რომ აღარაფერი ვთქვათ ხმამაღალ განცხადებებზე „დაბნეულობისა და სულიერ წონასწორობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ“.
არა იმიტომ, რომ ეჭვები არ გვაწუხებს, არამედ იმიტომ, რომ აღზრდა გვაქვს ასეთი: თავის შეცოდება, მით უმეტეს პუბლიკის წინაშე, ნამდვილ ოლიმპიელებს არ ეკადრებათ. არა იმიტომ, რომ ოლიმპიელები ზეადამიანები არიან, არამედ იმიტომ, რომ საუკეთესონი არიან.
ჩვენი ხალხის საუკეთესო წარმომადგენლები.
კამილა ვალიევა - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2022
კამილა ვალიევას დოპინგ-სკანდალი: ბოლო ცნობები პეკინის ოლიმპიადიდან
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის WADA-ს ჩინოვნიკებმა და მათმა სულისჩამდგმელებმა, გარდა იმისა, რომ დროშისა და ჰიმნის გარეშე დაგვტოვეს, გადაწყვიტეს ხასიათიც წაერთმიათ.
ეჭვგარეშეა, კამილა ვალიევაზე, მის მწვრთნელებზე, მოკლედ, ჩვენზე - როგორც ქვეყანაზე და ერზე - ზეწოლის კამპანიის ავტორები თავიანთი საზომით ზომავდნენ.
მათ, რასაკვირველია, მიმდინარე მოვლენები მთლიანად ამოაგდებდა კალაპოტიდან, მაგრამ ამ პერსონაჟებმა ვერ გათვალეს.
ჩვენ - როგორც ქვეყანა - ყინულის ნორჩ დედოფალს ზურგს ვუმაგრებთ, სპორტსმენმა კი იცის, რომ ყინულზე მასთან ერთად მთელი ერი დგას.
მთელი რუსეთი. გადაუჭარბებლად და გამონაკლისის გარეშე.
კამილა ვალიევა, რომელიც თითქოს ოქროს ციგურებით დაიბადა, იმდენად ორგანულია ეს მისთვის, ყინულის მოედანზე გადის, რათა პატიოსნად იასპარეზოს.
ამ დიდებულმა მოციგურავემ აჩვენა ძალა და თავდაჭერა, როდესაც ჯოჯოხეთურ ზეწოლას და არანაკლებ სასტიკ ცილისწამებას გაუძლო.
მიუხედავად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან კამილას მისამართით გამოთქმული ყველა მუქარისა, ყველაფერი კარგად იქნება.
მთავარ გამარჯვებას მან უკვე მიაღწია.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
ყველა ახალი ამბავი
0