კამილა ვალიევას დოპინგ-სკანდალი: ბოლო ცნობები პეკინის ოლიმპიადიდან

© AP Photo / Natacha Pisarenkoკამილა ვალიევა
კამილა ვალიევა - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2022
გამოწერა
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ცნობილი რუსი მოციგურავე, ეთერ თუთბერიძის მოწაფე კამილა ვალიევა არ ჩამოუშორებიათ პეკინის ოლიმპიური თამაშები მონაწილეობისგან, განაცხადეს რუსეთის მოციგურავეთა ფედერაციაში.
კამილა გუნდურ ტურნირში მონაწილეობდა რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც ოქროს მედლები მოიპოვა პეკინის ოლიმპიადაზე. გუნდურ შეჯიბრში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია ჯერ 7 თებერვლიდან 8 თებერვლისთვის, შემდეგ კი გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში (IOC) განაცხადეს, შეიქმნა სიტუაცია, რომელიც იურიდიულ კონსულტაციებს მოითხოვს მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირთან (ISU).
მოგვიანებით, Insidethegames-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაჯილდოების ცერემონია ვალიევას დოპინგ-ტესტის გამო გადაიდო. 10 თებერვალს კამილა ვალიევა პეკინის სპორტის სასახლეში ვარჯიშზე წავიდა.
© REUTERS / EVGENIA NOVOZHENINAკამილა ვალიევა პეკინის ოლიმპიადაზე
Камила Валиева. Зимние Олимпийские игры в Пекине - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2022
კამილა ვალიევა პეკინის ოლიმპიადაზე
„კამილას თამაშებში მონაწილეობა არ შეჩერებია. ველოდებით IOC-ის ოფიციალურ განცხადებებს. რაც შეეხება გუნდურ ტურნირზე მედლების გადაცემას, თარიღი IOC-მა უნდა გადაწყვიტოს“, — განაცხადა ოლგა ერმოლინამ, ოლიმპიური კომიტეტის პრესატაშემ.
რაც შეეხება ოლიმპიური თამაშების ინდივიდუალურ ტურნირს, ის 15 თებერვალს დაიწყება.

ვალიევა დუმს?

თავად მოციგურავე სკანდალზე კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს. ხუთშაბათს ვარჯიშის შემდეგ კამილა ვალიევამ შერეულ ზონაში გაიარა. ჟურნალისტების კითხვა, უკავშირდება თუ არა საგუნდო ტურნირის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიის გადადება მის დოპინგ-ტესტს, მან პასუხგაუცემელი დატოვა.
პრესის კითხვებს არც ალექსანდრა ტრუსოვამ არ უპასუხა, რომელიც ასევე მონაწილეობდა ვარჯიშში. თავის მხრივ, კამილას მწვრთნელმა ეთერი თუთბერიძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე მისი მოსწავლის დოპინგ-ტესტის შესახებ, განაცხადა, რომ ის „არ ჭორაობს“.

IOC-ის პოზიცია

ჭორები და სპეკულაციები - ასე შეაფასა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარკ ადამსმა რუსი მოციგურავე კამილა ვალიევას გარშემო მიმინარე ამბები.
© AFP 2024 / WANG ZHAOკამილა ვალიევა ოლიმპიადაზე
Камила Валиева. Зимние Олимпийские игры в Пекине - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2022
კამილა ვალიევა ოლიმპიადაზე
„თქვენ გესმით, რომ ჭორებზე კომენტარს არ გავაკეთებ. დიახ, გუშინ შეიქმნა სიტუაცია, მაგრამ იურიდიულ დეტალებზე კომენტარს არ გავაკეთებ. შესაძლო დადებითი დოპინგ-ტესტი ჭორია. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სოპინგ-სიჯებზე უფლებამოსილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოსა და ტესტირების საერაშორისო სააგენტოს გადასცა. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მათ“, — განუცხადა ადამსმა ჟურნალისტებს, რასაც РИА Новости ციტირებს.
დაჯილდოების ცერემონიის გაუქმებას სპეკულაცია უწოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმაც. მან საზოგადოებას მოუწოდა, მოთმინებით დაელოდნენ კონკრეტულ შედეგებს.
„იმედს გაგიცრუებთ. არ ვიტყვი, ვინ ხელმძღვანელობს ამ საქმეს. ეს მხოლოდ იურიდიული საკითხებია, მიმდინარეობს მუშაობა. რაც შეეხება ცერემონიას და მის გაუქმებას, ეს სპეკულაციაა. საჭიროა მოთმინება, რომ ყველაფერი კონკრეტულ შედეგებამდე მივიდეს. ამ სიტუაციაში ჩართული ყველა სპორტსმენის გაგებისა და მოთმინების იმედი გვაქვს“, — დასძინა ადამსმა.

მოსაზრებები

პროვოკაცია მოციგურავის ემოციური დესტაბილიზაციის მიზნით — ასე შეაფასა რუსეთის დამსახურებულმა მწვრთნელმა ტატიანა ტარასოვამ კამილა ვალიევასთან დაკავშირებული სკანდალი.
„მე არ მჯერა ამის, არ მჯერა — და მორჩა! მათ უნდათ, რაღაც უპოვონ კამილას, რათა ის შეჯიბრიდან მოიხსნას — იმისთვის, რომ მერე ჩვენს გოგონებთან გაიმარჯვონ. იმიტომ რომ კამილას დამარცხება შეუძლებელია. ესაა და ეს. კამილამ უკვე დაიწყო კანკალი, ნერვიულობა და დაცემა“, — განაცხადა ტარასოვამ Life-თან საუბარში.
კამილა ვალიევას სკანდალს ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილიც გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან ინტერვიუში მორისმა აღიარა, რომ ინფორმაცია ვალიევას შესაძლო დადებითი დოპინგ-ტესტის შესახებ მისთვის შოკისმომგვრელი იყო.
„რა თქმა უნდა, ვნერვიულობ კამილაზე. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. როცა მსგავსი რამ ხდება, ეს შოკისმომგვრელია, უბრალოდ შოკირებული ვარ ამ ინფორმაციით. აბსოლუტური დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მას არ შეეძლო მიეღო ეს პრეპარატი. არ ვიცი, რა იყო იქ“, — განაცხადა ყვითელაშვილმა.
ქართველი სპორტსმენი ასევე მონაწილეობდა პეკინის ოლიმპიადაზე, სადაც მან მე-10 ადგილი დაიკავა.
ყველა ახალი ამბავი
0