https://sputnik-georgia.com/20220214/cas-valieva-olimpiadasi0-monawileobas-ganagrzobs-264408988.html
CAS-ის გადაწყვეტილება: ვალიევა ოლიმპიადაში მონაწილეობას განაგრძობს
CAS-ის გადაწყვეტილება: ვალიევა ოლიმპიადაში მონაწილეობას განაგრძობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. რუს მოციგურავე კამილა ვალიევას პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებში გამონაწილეობის უფლება აქვს. ასეთი... 14.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-14T11:01+0400
2022-02-14T11:01+0400
2023-07-20T15:54+0400
რუსეთი
პეკინის ოლიმპიური თამაშები
დოპინგ სკანდალი ოლიმპიადაზე
სპორტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264335483_0:0:2577:1449_1920x0_80_0_0_6f796b079a50f6cb27812f9dedfda773.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. რუს მოციგურავე კამილა ვალიევას პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებში გამონაწილეობის უფლება აქვს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS).9 თებერვალს ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემა Inside the Games-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი მოციგურავეების დაჯილდოების ცერემონია იმის გამო გადაიდო, რომ რუსეთის ნაკრების ერთ-ერთ წევრს დადებითი დოპინგ-ტესტი გამოუვლინდა.დოპინგ-ტესტირების საერთაშორისო სააგენტომ (ITA) 11 თებერვალს განაცხადა, რომ კამილა ვალიევასთვის გასული წლის 25 დეკემბერს აღებულმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა „ტრიმეტაზიდინზე“, მაგრამ სტოკჰოლმის ანტიდოპინგურმა ლაბორატორიამ მათ მონაცემები მხოლოდ 8 თებერვალს გადასცა — რუსი მოციგურავეების ტრიუმფის მეორე დღეს.9 თებერვალს რუსეთის ანტიდოპინგურმა სააგენტომ ვალიევა დროებით ჩამოაშორა ვარჯიშებსა და გამოსვლებს, თუმცა შეზღუდვა მეორე დღესვე მოხსნა — სპორტსმენის მხრიდან აპელაციის შემდეგ.საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) და მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა (ASU) ამ გადაწყვეტილების სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრება სცადეს, რაზეც მათ უარი ეთქვათ.
https://sputnik-georgia.com/20220211/peskovma-valievas-incidentze-komentari-gaaketa-264364012.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264335483_72:0:2361:1717_1920x0_80_0_0_2b6dad3f3d4905892c0db93781a0f21e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პეკინის ოლიმპიური თამაშები, დოპინგ სკანდალი ოლიმპიადაზე, სპორტი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, პეკინის ოლიმპიური თამაშები, დოპინგ სკანდალი ოლიმპიადაზე, სპორტი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. რუს მოციგურავე კამილა ვალიევას პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებში გამონაწილეობის უფლება აქვს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS).
„CAS-ის სპეციალურმა კომისიამ საარბიტრაჟო პროცესში გამოიტანა გადაწყვეტილება რუსი მოციგურავე კამილა ვალიევას მიმართ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, WADA-სა და ISU-ს განცხადებები უარყოფილია“, — ნათქვამია სასამართლოს რელიზში.
9 თებერვალს ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემა Inside the Games-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი მოციგურავეების დაჯილდოების ცერემონია იმის გამო გადაიდო, რომ რუსეთის ნაკრების ერთ-ერთ წევრს დადებითი დოპინგ-ტესტი გამოუვლინდა.
დოპინგ-ტესტირების საერთაშორისო სააგენტომ (ITA) 11 თებერვალს განაცხადა, რომ კამილა ვალიევასთვის გასული წლის 25 დეკემბერს აღებულმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა „ტრიმეტაზიდინზე“, მაგრამ სტოკჰოლმის ანტიდოპინგურმა ლაბორატორიამ მათ მონაცემები მხოლოდ 8 თებერვალს გადასცა — რუსი მოციგურავეების ტრიუმფის მეორე დღეს.
9 თებერვალს რუსეთის ანტიდოპინგურმა სააგენტომ ვალიევა დროებით ჩამოაშორა ვარჯიშებსა და გამოსვლებს, თუმცა შეზღუდვა მეორე დღესვე მოხსნა — სპორტსმენის მხრიდან აპელაციის შემდეგ.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) და მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა (ASU) ამ გადაწყვეტილების სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრება სცადეს, რაზეც მათ უარი ეთქვათ.