ვალიევას დოპინგ-ინციდენტი: პესკოვმა კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2022
გამოწერა
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. რუსული მხარე აპირებს დაელოდოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ინფორმაციას რუსი მოციგურავე კამილა ვალიევას თითქოს დადებით დოპინგ-ტესტთან დაკავშირებით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„როგორც თქვენ თქვით, სკანდალი გუშინ ოლიმპიადაზე კი არა, ოლიმპიადის გარშემო აგორდა. ეს იმან გააკეთა, ვისაც შესაბამისი ინფორმაცია არ ჰქონდა. და, როგორც ყოველთვის, არ იცოდნენ რა არსი, ყველამ მარცხნივ თუ მარჯვნივ ყვირილი დაიწყო. ჩვენ არ შევუერთდებით მყვირალების ამ მწყობრ ხაზს“, — განაცხადა პესკოვმა.

პრეს-მდივანი დარწმუნებულია, რომ მსგავს შემთხვევებში ერთადერთი ოფიციალური პირველწყარო მხოლოდ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი შეიძლება იყოს.
მანამდე, 9 თებერვალს ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემა Inside the Games-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაჯილდოების ცერემონია, რომელშიც რუსეთის ნაკრებიც მონაწილეობდა, ვალიევას დოპინგ-სინჯის გამო შეყოვნდა. 10 თებერვალს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ ადამსმა განაცხადა, რომ ვალიევას დოპინგ-სინჯზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს და ინფორმაციას ჭორები უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0