კამილა სულ 15 წლისაა. მიუხედავად ამისა, მას უკვე უამრავი სპორტული ჯილდო აქვს მიღებული: ევროპის (2022) და რუსეთის (2022) ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი იუნიორებს შორის (2020), Skate Canada 2021 გრან-პრის და Rostelecom Cup 2021-ის გამარჯვებული, ასევე Finlandia Trophy 2021-ის ტურნირის გამარჯვებული.
ცნობილი რუსი ფიგურისტი, ეთერ თუთბერიძის მოსწავლე კამილა ვალიევა ზამთრის ოლიმპიადაზე სკანდალში გაეხვა
კამილა სულ 15 წლისაა. მიუხედავად ამისა, მას უკვე უამრავი სპორტული ჯილდო აქვს მიღებული: ევროპის (2022) და რუსეთის (2022) ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი იუნიორებს შორის (2020), Skate Canada 2021 გრან-პრის და Rostelecom Cup 2021-ის გამარჯვებული, ასევე Finlandia Trophy 2021-ის ტურნირის გამარჯვებული.
შემდეგ გამოცემამ Insidethegames გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვალიევას დაჯილდოების ცერემონია დოპინგ-ტესტის გამო გადაიდო. საქმე ისაა, რომ 2021 წლის 25 დეკემბერს აღებული ტესტის თანახმად, ვალიევას მიღებული ქონდა აკრძალული ნივთიერება 0 ტრიმეტაზიდინი
შედეგი 8 თებერვალს WADA-ს მიერ აკრედიტირებულმა ანტიდიპოინგურმა ლაპორატორიამ გამოაქვეყნა და სპორტსმენს დროებით შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება შეუჩერდა
მოგვიანებით ფიგურისტმა პროტესტი გამოთქვა და 9 თებერვალს აკრძალვა გაუქმდა. ვალიევა ოლიმპიურ თამაშებზე დაუშვეს, თუმცა ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება გააპროტესტა, საქმეს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს
უნდა დაველოდოთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას ვალიევას საქმესთან დაკავშირებით - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა
სკანდალური სიტუაცია ვალიევას ემოციურ მდგომარეობაზე ძალიან მოქმედებს. ის ნევიულობს და შეცდომებს უშვებს. ეს ფიგურისტის ემოციური დესტაბილიზაციის მიზნით შექმნილი პროვოკაციაა - განაცხადა რუსეთის დამსახურებულმა მწვრთნელმა ტატიანა ტარასოვამ