https://sputnik-georgia.com/20220209/dasavleti-fiqrobs-rogor-dasajos-ruseti-264394006.html
დასავლეთი ფიქრობს, როგორ დასაჯოს რუსეთი
დასავლეთი ფიქრობს, როგორ დასაჯოს რუსეთი
Sputnik საქართველო
ელენა კარაევა 09.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-09T16:33+0400
2022-02-09T16:33+0400
2022-02-13T16:43+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
მიმოხილვები
პოლიტიკა
რუსეთი
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/14/251774110_0:128:2775:1688_1920x0_80_0_0_8cb9a2d0882502cbfc058ae05aff7086.jpg
ელენა კარაევაბოლო ორი დღის განმავლობაში ვაშინგტონში ორი დიდი ბ-ს - ბორელისა და ბლინკენის, ან, თუ გნებავთ, ბლინკენისა და ბორელის - დუეტი მსჯელობდა, როგორ დასჯიდა და რა სისაძაგლეებს გაუკეთებდა მოსკოვს ორი მთავარი - ამერიკელი და ევროპელი - დიპლომატი.ან, როგორც ამ წრეებშია მიღებული, „გეოპოლიტიკურად შეაკავებდა რუსეთს“.ტრანსატლანტიკური დისკუსიები მიმდინარეობდა აშშ-ევროკავშირის ენერგეტიკული საბჭოს ფარგლებში, სადაც ორ პატივსაცემ ჯენტლმენს, უფრო სწორად, ერთ ჯენტლმენსა და ერთ კაბალიეროს, თანათავმჯდომარეების თანამდებობები უკავია.სადაც არის კოლეგიალობა, იქ არის მეგობრობაც: დასკვნით პრესკონფერენციაზე ევროკავშირის წარმომადგენელი საერთაშორისო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში გამუდმებით მიანიშნებდა, როგორი კარგი მეგობრები არიან ის და ბლინკენი და ამ უკანასკნელს „ძვირფას ტონის“ უწოდებდა.მით უფრო, რომ მოადგილე ფონ დერ ლაიენი ვაშინგტონში იმისთვის ჩავიდა, რათა ამერიკელებისგან მოესმინა, როგორ აპირებენ ისინი გაერთიანებული ევროპის მხარდაჭერას, თუ იგი, კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის კრიზისის გამწვავების შემთხვევაში, რუსული ენერგომატარებლების გარეშე დარჩება.ხალხის დასანახად ბლინკენთან დასამეგობრებლად ვაშინგტონში გამგზავრებამდე ბორელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მორიგი წერილი, რომელშიც გაიმეორა, რომ „რუსეთი აპირებს გაზის მეშვეობით ყველას შანტაჟის გაგრძელებას“.ვიდრე ბორელი საკუთარ გონებაში ქიმერებს ესაუბრება, თვალი შევავლოთ, რა ხდება დღეს გაერთიანებულ ევროპაში, რომელსაც ის საერთაშორისო არენაზე წარმოადგენს.მაგალითად, ზუსტად იმ მდიდარ გაერთიანებულ ევროპაში თითქმის 35 მილიონი ადამიანი - სწორედ იმ მომენტში, როდესაც ბორელი აქვეყნებდა წერილს „რუსულ ვერაგობაზე“ - იდგა არჩევანის წინაშე: პროდუქტები შეეძინა თუ დენისა და გათბობის საფასური გადაეხადა.35 მილიონი ადამიანი არის ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს მოსახლეობა. რომ წარმოვიდგინოთ, ყველა პორტუგალიელი, ლიტველი, ირლანდიელი - მხცოვანიცა და მცირეწლოვანიც - რომ იდგეს დილემის წინაშე: დაიძინონ თბილად, მაგრამ მშივრებმა, თუ დაიძინონ მაძღრებმა, მაგრამ ბინაში, რომელიც არ თბება.ევროკავშირის წევრი პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო ჯერჯერობით ცდილობს, მცირედით მაინც შეუმსუბუქოს მოსახლეობის გაჭირვებულ ფენებს ელექტროენერგიისა და გათბობის გადასახადების ტვირთი.არა ჰუმანური მოსაზრებით, არამედ თვითგადარჩენის მიზნით: მეორე ახალ „ჟაკერიას“, როგორც მეორენაირად უწოდებენ „ყვითელი ჟილეტების“ გამოსვლას, ევროკავშირის ახლახან მოსულიერებული ეკონომიკა უბრალოდ ვერ გაუძლებს.ევროპელი ღარიბების ფინანსური მდგომარეობას ეს კაპიკები რადიკალურად ვერ ცვლის, მაგრამ სულ არაფერს მოკრძალებული თანხა სჯობს.მაშ ასე, ევროკავშირის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა საზედამხედველო ორგანომ, თანამეგობრობამ, რომელიც ასე ამაყობს თავისი სოლიდარობით, გადაწყვიტა, რომ „ევროკავშირის მცხოვრებთა დახმარების კატეგორიული წინააღმდეგია, თუ ეს შემწეობა ვრცელდება „არაგანახლებადი ნახშირბადის ენერგომატარებლების“ გამოყენებისთვის დაგროვილ გადასახადებზე.ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ფინანსთა პალატამ გამოაცხადა, რომელიც კურირებს ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ე.წ. სუვერენულ საბიუჯეტო ხარჯებს.ღარიბები ევროპაში სოფლებში ცხოვრობენ, თბებიან დიზელის საწვავით და, როგორც წესი, მანქანებსაც დიზელის საწვავით ამუშავებენ.იმიტომ, რომ ასე უფრო იაფია.საბოლოო ჯამში, სწორედ მათ, ვინც ადრე დგება, გვიან იძინებს და თავი ძლივს გააქვს, უგზავნის მინიშნებებს მდიდარი და მაძღარი ევრობიუროკრატია და პრაქტიკულად კიდევ უფრო მეტი სიღარიბით ემუქრება.მაგრამ თუ ეს მაგალითი არასაკმარისად ნათელი და ხატოვანია, არის მეორეც: თუ გაზსადენის მუშაობისა და ევროკავშირის რუსული გაზით მომარაგების პირობებში ინფლაცია ყველა რეკორდს ასცდა, სასურსათო კალათის ღირებულება კი ნაკლებად უზრუნველყოფილი მოქალაქეებისთვის კარგი ცომივით ფუვდება, ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდება, როდესაც საწვავი კიდევ უფრო გაძვირდება.მაგრამ შეაჩერებს კი მსგავსი მოსაზრებები ბორელისა და ბლინკენის დუეტს?რასაკვირველია, არა.მათ არიებში, უკაცრავად, გამოსვლებში, მოიძებნა ადგილი „აშკარა და საშიში რუსული საფრთხისთვისაც“ და იმაზე მსჯელობისთვისაც, თუ როგორ შეუდგებიან საქმეს მას შემდეგ, რაც ამ გამოგონილ „საფრთხესთან“ ბრძოლისთვის ჯენტლმენისა და კაბალიეროს შესაფერის დაფინანსებას მიიღებენ.ბორელი ვაშინგტონში იმისთვისაც ჩავიდა, რომ გასცნობოდა ამერიკელი კოლეგის წინადადებებს, თუ როგორ აპირებს აშშ ევროკავშირის მხარდაჭერას ენერგომატარებლების მიწოდების თვალსაზრისით.დღეს უკვე ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია, რომ მთელი ისტერიკა „უკრაინის მიმართ რუსეთის გარდაუვალ აგრესიაზე“ იყო მხოლოდ და მხოლოდ კონკურენტის გაძევების მცდელობა ტევადი და ნოყიერი საერთო ევროპული ბაზრიდან.ვინაიდან რუსეთის დისკრედიტაცია ბიზნესის, ეკონომიკური ურთიერთობების, რუსეთის მიერ საკონტრაქტო ვალდებულებების დაცვის მიმართულებით იყო გადაუჭრელი ამოცანა, ამიტომ ფლანგებიდან შემოუარეს და მოიგონეს „უკრაინაზე თავდასხმის“ მითი.ეს, როგორც კორლეონე ამბობდა, „მხოლოდ ბიზნესია, არაფერი პირადი“.კონკურენტის გამოძევების პრაქტიკულად იგივე სქემა გამოიყენეს ბელორუსის მიმართაც, როდესაც ერთი წლის წინ კალიუმის ექსპორტზე შეზღუდვები დააწესეს.და არა აქვს მნიშვნელობა, რომ დაზარალდნენ ევროპელი ფერმერები. სამაგიეროდ, იხეირეს ამერიკელებმა.ახლა უკვე გერმანული საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი, თავად ჯო ბაიდენის მიერ ვაშინგტონიდან გამოგზავნილი სიგნალის დაჭერის შემდეგ, საუბრობს შესაძლო „სრულ უარზე რუსულ გაზზე“.თუმცა ჯერ ყველა ეს მუქარა, გამოსვლა, „რუსეთთან ერთიანი ძალით დაპირისპირების“ შესახებ ხმამაღალი სიტყვები პიარსა და მედიის ხმაურს არ სცდება, ჯერ ეს მხოლოდ სიტყვებია.მაგრამ ვექტორი გასაგებია.რუსეთი შეძლებს, პასუხი გასცეს ამ დარტყმას, რომელსაც „მთელი ცივილიზებული სამყარო“ გეგმავს მის წინააღმდეგ. არსებობს მოტივაციაც, ძალაც და რწმენაც.ამ ვითარებაში, რასაკვირველია, იჩაგრებიან რიგითი ევროპელები, რომლებიც პოლიტიკური ავანტიურისტების მძევლებად ქცეულან.რაც შეეხება შესრულების დონეს ამ შაპიტოში, რომელსაც შეცდომით ყველა ჯერ კიდევ „რუსეთის გეოპოლიტიკურ შეკავებას“ უწოდებს, მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება: „მოსაწყენია, გოგოებო!“რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
https://sputnik-georgia.com/20220207/gamartldeba-tu-ara-makronis-moskovuri-imedebi-264347025.html
https://sputnik-georgia.com/20220201/ramdenad-sors-wava-dasavleti-rusettan-brzolasi-264052669.html
https://sputnik-georgia.com/20220110/nato-rusuli-geopolitikuri-eqspansiis-winaarmdeg-ertiandeba-263494766.html
https://sputnik-georgia.com/20211224/rogor-apirebs-evrokavsiri-rusetis-daslas-263134665.html
https://sputnik-georgia.com/20211028/evropasi-qoreis-epidemiaa-damnasavea-ruseti-261564649.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/14/251774110_175:0:2598:1817_1920x0_80_0_0_1b46411d7696cd0b82d1ac24bcd333f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, პოლიტიკა, რუსეთი, აშშ
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, პოლიტიკა, რუსეთი, აშშ
ბოლო ორი დღის განმავლობაში ვაშინგტონში ორი დიდი ბ-ს - ბორელისა და ბლინკენის, ან, თუ გნებავთ, ბლინკენისა და ბორელის - დუეტი მსჯელობდა, როგორ დასჯიდა და რა სისაძაგლეებს გაუკეთებდა მოსკოვს ორი მთავარი - ამერიკელი და ევროპელი - დიპლომატი.
ან, როგორც ამ წრეებშია მიღებული, „გეოპოლიტიკურად შეაკავებდა რუსეთს“.
ტრანსატლანტიკური დისკუსიები მიმდინარეობდა აშშ-ევროკავშირის ენერგეტიკული საბჭოს ფარგლებში, სადაც ორ პატივსაცემ ჯენტლმენს, უფრო სწორად, ერთ ჯენტლმენსა და ერთ კაბალიეროს, თანათავმჯდომარეების თანამდებობები უკავია.
სადაც არის კოლეგიალობა, იქ არის მეგობრობაც: დასკვნით პრესკონფერენციაზე ევროკავშირის წარმომადგენელი საერთაშორისო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში გამუდმებით მიანიშნებდა, როგორი კარგი მეგობრები არიან ის და ბლინკენი და ამ უკანასკნელს „ძვირფას ტონის“ უწოდებდა.
მით უფრო, რომ მოადგილე ფონ დერ ლაიენი ვაშინგტონში იმისთვის ჩავიდა, რათა ამერიკელებისგან მოესმინა, როგორ აპირებენ ისინი გაერთიანებული ევროპის მხარდაჭერას, თუ იგი, კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის კრიზისის გამწვავების შემთხვევაში, რუსული ენერგომატარებლების გარეშე დარჩება.
ხალხის დასანახად ბლინკენთან დასამეგობრებლად ვაშინგტონში გამგზავრებამდე ბორელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მორიგი წერილი, რომელშიც გაიმეორა, რომ „რუსეთი აპირებს გაზის მეშვეობით ყველას შანტაჟის გაგრძელებას“.
ვიდრე ბორელი საკუთარ გონებაში ქიმერებს ესაუბრება, თვალი შევავლოთ, რა ხდება დღეს გაერთიანებულ ევროპაში, რომელსაც ის საერთაშორისო არენაზე წარმოადგენს.
მაგალითად, ზუსტად იმ მდიდარ გაერთიანებულ ევროპაში თითქმის 35 მილიონი ადამიანი - სწორედ იმ მომენტში, როდესაც ბორელი აქვეყნებდა წერილს „რუსულ ვერაგობაზე“ - იდგა არჩევანის წინაშე: პროდუქტები შეეძინა თუ დენისა და გათბობის საფასური გადაეხადა.
35 მილიონი ადამიანი არის ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს მოსახლეობა. რომ წარმოვიდგინოთ, ყველა პორტუგალიელი, ლიტველი, ირლანდიელი - მხცოვანიცა და მცირეწლოვანიც - რომ იდგეს დილემის წინაშე: დაიძინონ თბილად, მაგრამ მშივრებმა, თუ დაიძინონ მაძღრებმა, მაგრამ ბინაში, რომელიც არ თბება.
ევროკავშირის წევრი პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო ჯერჯერობით ცდილობს, მცირედით მაინც შეუმსუბუქოს მოსახლეობის გაჭირვებულ ფენებს ელექტროენერგიისა და გათბობის გადასახადების ტვირთი.
არა ჰუმანური მოსაზრებით, არამედ თვითგადარჩენის მიზნით: მეორე ახალ „ჟაკერიას“, როგორც მეორენაირად უწოდებენ „ყვითელი ჟილეტების“ გამოსვლას, ევროკავშირის ახლახან მოსულიერებული ეკონომიკა უბრალოდ ვერ გაუძლებს.
ევროპელი ღარიბების ფინანსური მდგომარეობას ეს კაპიკები რადიკალურად ვერ ცვლის, მაგრამ სულ არაფერს მოკრძალებული თანხა სჯობს.
მაშ ასე, ევროკავშირის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა საზედამხედველო ორგანომ, თანამეგობრობამ, რომელიც ასე ამაყობს თავისი სოლიდარობით, გადაწყვიტა, რომ „ევროკავშირის მცხოვრებთა დახმარების კატეგორიული წინააღმდეგია, თუ ეს შემწეობა ვრცელდება „არაგანახლებადი ნახშირბადის ენერგომატარებლების“ გამოყენებისთვის დაგროვილ გადასახადებზე.
ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ფინანსთა პალატამ გამოაცხადა, რომელიც კურირებს ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ე.წ. სუვერენულ საბიუჯეტო ხარჯებს.
ღარიბები ევროპაში სოფლებში ცხოვრობენ, თბებიან დიზელის საწვავით და, როგორც წესი, მანქანებსაც დიზელის საწვავით ამუშავებენ.
იმიტომ, რომ ასე უფრო იაფია.
საბოლოო ჯამში, სწორედ მათ, ვინც ადრე დგება, გვიან იძინებს და თავი ძლივს გააქვს, უგზავნის მინიშნებებს მდიდარი და მაძღარი ევრობიუროკრატია და პრაქტიკულად კიდევ უფრო მეტი სიღარიბით ემუქრება.
მაგრამ თუ ეს მაგალითი არასაკმარისად ნათელი და ხატოვანია, არის მეორეც: თუ გაზსადენის მუშაობისა და ევროკავშირის რუსული გაზით მომარაგების პირობებში ინფლაცია ყველა რეკორდს ასცდა, სასურსათო კალათის ღირებულება კი ნაკლებად უზრუნველყოფილი მოქალაქეებისთვის კარგი ცომივით ფუვდება, ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდება, როდესაც საწვავი კიდევ უფრო გაძვირდება.
მაგრამ შეაჩერებს კი მსგავსი მოსაზრებები ბორელისა და ბლინკენის დუეტს?
მათ არიებში, უკაცრავად, გამოსვლებში, მოიძებნა ადგილი „აშკარა და საშიში რუსული საფრთხისთვისაც“ და იმაზე მსჯელობისთვისაც, თუ როგორ შეუდგებიან საქმეს მას შემდეგ, რაც ამ გამოგონილ „საფრთხესთან“ ბრძოლისთვის ჯენტლმენისა და კაბალიეროს შესაფერის დაფინანსებას მიიღებენ.
ბორელი ვაშინგტონში იმისთვისაც ჩავიდა, რომ გასცნობოდა ამერიკელი კოლეგის წინადადებებს, თუ როგორ აპირებს აშშ ევროკავშირის მხარდაჭერას ენერგომატარებლების მიწოდების თვალსაზრისით.
დღეს უკვე ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია, რომ მთელი ისტერიკა „უკრაინის მიმართ რუსეთის გარდაუვალ აგრესიაზე“ იყო მხოლოდ და მხოლოდ კონკურენტის გაძევების მცდელობა ტევადი და ნოყიერი საერთო ევროპული ბაზრიდან.
ვინაიდან რუსეთის დისკრედიტაცია ბიზნესის, ეკონომიკური ურთიერთობების, რუსეთის მიერ საკონტრაქტო ვალდებულებების დაცვის მიმართულებით იყო გადაუჭრელი ამოცანა, ამიტომ ფლანგებიდან შემოუარეს და მოიგონეს „უკრაინაზე თავდასხმის“ მითი.
ეს, როგორც კორლეონე ამბობდა, „მხოლოდ ბიზნესია, არაფერი პირადი“.
კონკურენტის გამოძევების პრაქტიკულად იგივე სქემა გამოიყენეს ბელორუსის მიმართაც, როდესაც ერთი წლის წინ კალიუმის ექსპორტზე შეზღუდვები დააწესეს.
და არა აქვს მნიშვნელობა, რომ დაზარალდნენ ევროპელი ფერმერები. სამაგიეროდ, იხეირეს ამერიკელებმა.
ახლა უკვე გერმანული საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი, თავად ჯო ბაიდენის მიერ ვაშინგტონიდან გამოგზავნილი სიგნალის დაჭერის შემდეგ, საუბრობს შესაძლო „სრულ უარზე რუსულ გაზზე“.
თუმცა ჯერ ყველა ეს მუქარა, გამოსვლა, „რუსეთთან ერთიანი ძალით დაპირისპირების“ შესახებ ხმამაღალი სიტყვები პიარსა და მედიის ხმაურს არ სცდება, ჯერ ეს მხოლოდ სიტყვებია.
მაგრამ ვექტორი გასაგებია.
რუსეთი შეძლებს, პასუხი გასცეს ამ დარტყმას, რომელსაც „მთელი ცივილიზებული სამყარო“ გეგმავს მის წინააღმდეგ. არსებობს მოტივაციაც, ძალაც და რწმენაც.
ამ ვითარებაში, რასაკვირველია, იჩაგრებიან რიგითი ევროპელები, რომლებიც პოლიტიკური ავანტიურისტების მძევლებად ქცეულან.
რაც შეეხება შესრულების დონეს ამ შაპიტოში, რომელსაც შეცდომით ყველა ჯერ კიდევ „რუსეთის გეოპოლიტიკურ შეკავებას“ უწოდებს, მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება: „მოსაწყენია, გოგოებო!“
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე