გამანადგურებელმა F-35-მა ავიამზიდი Carl Vinson-ი მწყობრიდან გამოიყვანა

© REUTERS / Axel SchmidtF-35
F-35 - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2022
გამოწერა
F-35-ის თაობის ქვებგერითი „სწრაფი ჩაყვინთვის“ გამანადგურებელი 21-ე საუკუნის ყველაზე წარუმატებელ ამერიკულ პროექტად რჩება (თუ აშშ-ის ჰიპერბგერით რაკეტებს არ ჩავთვლით, რომლებიც საერთოდ არ დაფრინავენ). ის შესაძლოა დაიშალოს ზებგერითი სიჩქარით მოძრაობისას, საჰაერო ქვემეხიდან თავად მოირტყას ჭურვი და ბაზირების ავიამზიდიც კი გამოიყვანოს მწყობრიდან.
ამერიკული გამანადგურებელი F-35 Lightning II სამხრეთ ჩინეთის ზღვაში იანვრის ბოლოს ჩამოვარდა ავიამზიდ Carl Vinson-ზე დაშვებისას. პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, 80 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების თვითმფრინავი კი ფსკერზე ჩაიძირა (ძებნა წარუმატებელი აღმოჩნდა). ამასთან გემის ეკიპაჟის შვიდი წევრი დაშავდა და ისინი ფილიპინების საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“ალტიუს უ“ - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
რუსული იარაღი: მძიმე „ალტიუსი“ მსუბუქად ფრინდება
ინციდენტი ამით არ ამოწურულა. F-35C-ის შეჯახების შემდეგ ავიამზიდ Carl Vinson-ს სანავიგაციო და საკომუნიკაციო სისტემები დაუზიანდა, გემი ვერ ასრულებს დანიშნულ ამოცანებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ანუ მწყობრიდან გამოვიდა, დიდ უმწეო სამიზნედ იქცა (კორპუსის სიგრძე — 331 მეტრი, ასაფრენი გემბანის სიგანე — 77 მეტრი) ეკიპაჟთან (6.000-ზე მეტი მეზღვაური), ავიაციასთან (დაახლოებით 90 თვითმფრინავი და ვერტმფრენი) და არსენალთან ერთად (3.000 ტონაზე მეტი საბრძოლო მასალა, მათ შორის 100 ბირთვული მუხტი).
ეს ახალი გამანადგურებელი დარტყმაა აშშ-ის საზღვაო ძალების პრესტიჟსა და ტაქტიკაზე — ყველაზე საიმედო ამერიკული ტექნოლოგიის ლეგენდაზე.
ავიამზიდების მოიერიშე ჯგუფმა, სათავეში USS Carl Vinson-ით, 2021 წლის მეორე ნახევარში, ისტორიაში პირველად მოახდინა სწავლებებში F-35C-ის, რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავების — EA-18G Growlers-ებისა და შორი რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის მოდერნიზებული თვითმფრინავების — E-2D Advanced Hawkeyes-ების ინტეგრირება.
აშშ-ის საზღვაო ძალების სარდლობა იმედოვნებდა, რომ „უხილავების" გამოყენება აღნიშნულ თვითმფრინავებთან ერთად დამრტყმელი ჯგუფის მომაკვდინებლობასა და სიცოცხლისუნარიანობას გაზრდიდა, მისცემდა საშუალებას, გაენადგურებინა მოწინააღმდეგის დაზვერვა, კომუნიკაციები და გამანადგურებლები მანამ, სანამ მას აღმოჩენის საშუალებები შენიშნავენ. სამშვიდობო დროის რეალობამ სასტიკი კორექტივები შეიტანა ამ გეგმებში.
სარაკეტო კომპლექსი „ავანგარდი“ - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
მიმოხილვა: აშშ-ის რუსეთისგან ჰიპერბგერითი ჩამორჩენა 3 მლრდ დოლარად შეფასდა
ატომური ავიამზიდი, თავისი ორდერის გემებთან ერთად, კვლავაც რჩება „ბანანის“ რესპუბლიკებთან ბრძოლის საიმედო საშუალებად, და ძალიან დაუცველია თანამედროვე საზღვაო ოპერაციებში. „უხილვები“ ცუდად დაფრინავენ და ძალიან ხშირად ცვივდებიან.
სამხრეთ კორეის საჰაერო ძალების გამანადგურებელი F-35A მიმდინარე წლის 4 იანვარს ავარიულად დაჯდა მუცელზე, რადგან შასებმა უღალატა. 17 ნოემბერს კი ხმელთაშუა ზღვაში ჩამოვარდა F-35B, რომელიც ბრიტანეთის საზღვაო ძალების ავიამზიდ HMS Queen Elizabeth-ის შემადგენლობაში შედიოდა.
დეკემბერში იაპონიის თავდაცვის ძალების F-35A ჩამოვარდა ჰოკაიდოში ასაფრენ ბილიკზე, მანამდე კი იაპონური F-35A გაქრა რადარებიდან აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში.
„უხილავებთან“ დაკავშირებული რეგულარული ინციდენტები პენტაგონის უკმაყოფილებას ზრდის — თვითმფრინავი არ არის დამტკიცებული მასობრივი წარმოებისთვის და ამცირებს F-35-ზე პოტენციური მყიდველების მოთხოვნას მსოფლიო ბაზარზე. მაგალითად, საბერძნეთს აღარ აკმაყოფილებს „უხილავების“ ფასი, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა F-35-ების შეძენა გაყინა და დეკემბერში 80 ფრანგული Rafale-ს შეძენის შესახებ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ჟანგიანი ილუზიები

შეერთებული შტატები შიშობს, რომ F-35-ის საიდუმლო ტექნოლოგიები, მათ შორის სტელს-საფარი, ჩინეთის ხელში აღმოჩნდება, რომელსაც შეუძლია ზღვის ფსკერიდან ამოიღოს იგი და თავის პროექტებში გამოიყენოს. ვფიქრობ, ამერიკელებს იმის არ ეშინიათ, რისიც უნდა ეშინოდეთ. შემდეგ ჯერზე, Lightning-მა შესაძლოა გემბანზე თერმობირთვული ბომბი B61-12 ჩამოაგდოს.
მეხუთე თაობის ამერიკული გამანადგურებლის, F-35 Lightning-II-ის მაკეტი სინგაპურის „აეროშოუ 2008-ზე“ - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2022
რატომ მოხვდა გამანადგურებელი F-35 ხუთ ყველაზე უარეს ამერიკულ თვითმფრინავს შორის
კიდევ უფრო უარესი, თუ ჩინური ფრთოსანი რაკეტა Dongfeng 21D (დაახლოებით 1.000 კმ დიაპაზონით), რომელსაც დასავლური მედია უკვე უწოდებს „ავიამზიდების მკვლელს“, USS Carl Vinson-ს შეეჯახება. რუსულ ჰიპერბგერით „ცირკონს“ ასევე შეუძლია ზღვის ფსკერზე გაგზავნოს 1,4 მილიარდ დოლარად ღირებული გემი.
ჩაძირული F-35-ის სტელს-საფარი ყველა თავის მახასიათებელს დაკარგავს ზღვის წყალთან კონტაქტისგან. მანამდე „კარლ ვინსონის“ გემბანზე განთავსებული „უხილავები“ ზღვის ნოტიო ჰაერის გავლენითაც კი რამდენიმე თვეში დაიფარა ჟანგით, რამაც ამერიკელი მფრინავების დიდი შეშფოთება გამოიწვია. პლანერებზე ჟანგი უხილავობის დაკარგვაზე მიანიშნებს. კოროზია ასევე მოქმედებს თვითმფრინავის სტრუქტურის შიდა კომპონენტებზე.
გამოცემა Military Watch აღნიშნავს: „გამანადგურებლების F-35C მოდიფიკაცია მწყობრში 2019 წელს შევიდა მრავალწლიანი დახვეწის შემდეგ. თუმცა ჯერ კიდევ აქვს 800-ზე მეტი ტექნიკური პრობლემა და შეზღუდული შესაძლებლობები. თვითმფრინავები სიცოცხლისუუნაროა საშუალო და მაღალი ინტენსივობის ბრძოლებში“. ასეთია სინამდვილეში „მომაკვდინებლობა და სიცოცხლისუნარიანობა“.
ამასობაში ნატომ წვრთნები Cold Response 2022 დააანონსა, რომლებიც ნორვეგიასა და ნორვეგიის ზღვის აკვატორიაში ჩატარდება. მასში ამერიკული USS Harry S. Truman-ი, ბრიტანული HMS Prince of Wales-ი და ესკორტის გემები მიიღებენ მონაწილეობას — დიდი რაოდენობით საგემბანო და სტრატეგიული ავიაციის (B-1B Lancer) გამოყენებით.
ამერიკული  F–35  - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
მიმოხილვა: F-35-მა საკუთარი თავი გაინადგურა
ალიანსის ანალოგიური მანევრები Trident Juncture 2018 ნორვეგიის ზღვაში დიდი კონფუზით დასრულდა — სარდლობამ ვერცერთი თვითმფრინავი ვერ ასწია ცაში შტორმისა და გემბანის მოყინვის გამო. მკაცრმა არქტიკამ ამერიკელ საზღვაო ქვეითებს დესანტირების საშუალება არ მისცა. ავიამზიდების დამრტყმელმა ჯგუფმა „ჰარი ტრუმენის“ ხელმძღვანელობით სწავლების რაიონი ვადაზე ადრე დატოვა.
ჩემი ვარაუდით, მარტში F-35C-ის „მფრინავი კომპიუტერები“ Cold Response 2022-ის მანევრებზე უბრალოდ გაიყინება გემბანზე და ეს კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ამერიკის საგარეო პოლიტიკის უგუნურობასა და შეერთებული შტატების ჩამორჩენას მაღალტექნოლოგიური შეიარაღების სფეროში.
მიუხედავად „უხილავების“ ძვირადღირებული მოდერნიზაციისა, დასავლეთში გავრცელებული ხმები F-35 Lightning II-ის მომავალი დომინირების შესახებ მსოფლიოს მოიერიშე ავიაციის სამყაროში ძალზე გაზვიადებულია. Lightning-ებმა მსოფლიო პოპულარობა მხოლოდ კოსმოსური ფასისა და დაბალი ტექნიკური მზადყოფნის თანაფარდობით მოიპოვა. შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკელმა ექსპერტებმა F-35 „ყველაზე ცუდი თვითმფრინავების ხუთეულში“ შეიყვანეს, ხოლო დეკემბერში კონგრესმა სამომავლოდ კანონმდებლობით შეზღუდა აშშ-ის საჰაერო ძალებში F-35-ების პარკის ზომა.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
ყველა ახალი ამბავი
0