https://sputnik-georgia.com/20211217/amerikis-rusetisgan-hiperbgeriti-camorcena3mrd-dolarad-sefasda-262940552.html
მიმოხილვა: აშშ-ის რუსეთისგან ჰიპერბგერითი ჩამორჩენა 3 მლრდ დოლარად შეფასდა
მიმოხილვა: აშშ-ის რუსეთისგან ჰიპერბგერითი ჩამორჩენა 3 მლრდ დოლარად შეფასდა
Sputnik საქართველო
შეერთებული შტატები მსოფლიო ლიდერობას კარგავს, ეს ყველაზე მკაფიოდ მაღალტექნოლოგიური იარაღის შემუშავებაში გამოიხატება. ჰიპერბგერითი პროგრამების წარუმატებლობა... 17.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-17T14:22+0400
2021-12-17T14:22+0400
2021-12-17T19:47+0400
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/11/250373480_0:0:1255:707_1920x0_80_0_0_345ea79122226e38ea2e76285e8718c1.jpg
შეერთებული შტატები მსოფლიო ლიდერობას კარგავს, ეს ყველაზე მკაფიოდ მაღალტექნოლოგიური იარაღის შემუშავებაში გამოიხატება. ჰიპერბგერითი პროგრამების წარუმატებლობა აწუხებს პენტაგონს — Big Stick diplomacy და „დიდი ჯოხის“ სტრატეგია წარსულს ბარდება. ვაშინგტონს მოუწევს დაეწიოს მოსკოვსა და პეკინს.აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტმა 778 მილიარდ დოლარს მიაღწია. პენტაგონმა აშშ-ის საზღვაო ძალებისთვის ჰიპერბგერითი რაკეტის შექმნაზე კონტრაქტი 3 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. ამერიკელები „ჰიპერბგერას“ რვა სხვადასხვა პროგრამით „უტევენ“, და 2022 ფისკალურ წელს კიდევ 3,8 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებენ. ხარჯები თანაფარდობაშია ევროპის თავდაცვის ინიციატივასთან (4 მილიარდი დოლარი).პენტაგონის გათვლებით, საზღვაო ჰიპერბგერითი რაკეტის შემუშავება, რომლის ფრენის სიშორე 2.700 კმ-ზე მეტი იქნება, ხუთ წელიწადში, 2024 წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს — „არჩეული და კრიტიკული სამიზნეების“ განადგურების, „დედამიწის ნებისმიერ წერტილზე ერთ საათში“ იერიშის მიტანის უნარის დემონსტრირებით. რეალობა კი ისაა, რომ ამერიკელებს ჯერ არ დაუძლევიათ საწყისი აჩქარების პრობლემა, ხოლო ჰიპერბგერით სიჩქარეებზე კონტროლირებადი ფრენა გაცილებით დიდი ტექნოლოგიური პრობლემაა.საჰაერო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტა AGM-183A-ს (ARRW) შექმნის დასრულება შეერთებულ შტატებში 2022 წლის შემოდგომისთვის იგეგმებოდა, მაგრამ საცდელი პროტოტიპები არანაირი ფულით არ ჩქარდება. AGM-183A-ს საფრენი ტესტირება 2021 წლის ივლისსა და აპრილში ჩავარდა.პენტაგონის სახმელეთო ჯარები შორი მანძილის, 3.000 კმ-მდე დისტანციის მობილური ჰიპერბგერითი სისტემა LRHW-ის (Long Range Hypersonic Weapon) მიღებას 2023 წლისთვის აპირებენ, მანამდე კი მრავალსაფეხურიანი ამაჩქარებლების გამოცდები არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება.აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პერსპექტიული კვლევითი პროგრამების ოფისმა სექტემბერში გაავრცელა უკიდურესად მწირი ინფორმაცია HAWC-ის პროტოტიპის წარმატებული გამოცდის შესახებ — უცნობია, სად და როდის გადალახა აპარატმა ჰიპერბგერითი ზღვარი და 5 მახის სიჩქარეს მიაღწია. ექსპერტებმა ეს შედეგი სკეპტიკურად შეაფასეს.პლაზმის ტემპერატურაამერიკული ჰიპერბგერითი პროექტების განხორციელებას თან ახლავს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური და საინჟინრო პრობლემები, მათ შორის, მასალებისა და სითბოს კუთხით. ჰიპერბგერითი სიჩქარის მიღწევის შემდეგ ატმოსფეროში მანევრირებადი ფრენა იწყება — მაღალი ტემპერატურის პლაზმის ღრუბელში, რომელსაც შეუძლია დაწვას კორპუსი, რომ აღარაფერი ვთქვათ ანტენებსა და სენსორებზე. ამასთან ბორტის ელექტრონიკამ სტაბილურად უნდა უზრუნველყოს კურსის გაანგარიშება და მანევრირება. აქ დიდი სივრცეა მასალათმცოდნეობის, ძრავმშენებლობის, ელექტრონიკისა და აეროდინამიკის განვითარებისთვის.მაგალითად, ალასკაზე ამერიკული ჰიპერბგერითი X-43A-ს გამოცდის დროს დაახლოებით 6.500 კმ/სთ სიჩქარით ფრენის შვიდი წამის შემდეგ აპარატი ატმოსფეროში დაიწვა. რუსული „ცირკონი“ კი არ იწვის.პენტაგონისთვის სიტუაციის დრამატიზმი ისაა, რომ გაცილებით დაბალი საბიუჯეტო დანახარჯებით შექმნილი რუსული ჰიპერბგერითი რაკეტები წარმატებით დაფრინავენ 2016 წლიდან, „ცირკონი“ სერიულად იწარმოება. რუსული ჰიპერბგერითი „ავანგარდი“ 28 მახამდე ჩქარდება, „კინჟალი“ და „ცირკონი“ — 10 მახამდე (ისევე, როგორც ჩინური საშუალო რადიუსის რაკეტა DF-17). რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები ჰიპერბგერითი იარაღის პერსპექტიულ ნიმუშებს 2022 წელს შეიყვანენ შეიარაღებაში. რუსეთი ზრდის შეერთებული შტატებისგან ტექნოლოგიურ სხვაობას.ამ ფონზე შესამჩნევია ამერიკული ჰიპერბგერითი პროგრამის უცნაური თვისება — დაგეგმილი ილუზიონიზმი.ქალაქ კორტლენდში (ალაბამა) Lockheed Martin-ის ქარხანა გაჩნდა, რომელიც საჰაერო ბაზირების ჰიპერბგერით რაკეტებს აწყობს. ამ რაკეტებს დღემდე არცერთი გამოცდა არ გაუვლიათ. საწარმო 2022 წლის ბოლომდე გეგმავს 12 ჰიპერბგერითი AGM-183A ARRW-ის წარმოებას აშშ-ის საჰაერო ძალებისთვის. Lockheed Martin-ის ჰიპერბგერითი ნაწარმის კომპიუტერული რეკლამა ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე ლითონში ჩამოსხმული.ამასობაში კი რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალები უკვე ამუშავებენ პოტენციური მტრის ჰიპერბგერითი რაკეტების თავდასხმებისგან თავდაცვას — ამ ტიპის პირველი წვრთნები ოქტომბრის ბოლოს ჩატარდა რამდენიმე რეგიონში. ასტრახანის რეგიონში, აშულუკის პოლიგონზე ზემაღალსიჩქარიანი სამიზნეების სიმულაციებზე სროლები მოეწყო. ამისთვის რუსეთს აქვს საზენიტო-სარაკეტო სისტემები S-300, S-350, S-400 და S-500.ლიდერების რბოლაშეერთებულმა შტატებმა და ნატომ რუსული ჰიპერბგერითი „ავანგარდის“, „ცირკონისა“ და „კინჟალის“ (რომლებიც უსარგებლოდ აქცევს ყველა არსებულ და პერსპექტიულ საჰაერო თავდაცვის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას, ავიამზიდების დამრტყმელ ჯგუფებს) გამოჩენის შემდეგ შოკიდან გამოსვლა ძლივს მოასწრეს, რომ ჰორიზონტზე ჩინური ჰიპერბგერითი იარაღი გამოჩნდა.პეკინს არცერთი რეკლამა არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ამერიკული მედიის ცნობით, მან „ფიზიკის შეზღუდვები გადალახა“. ბირთვული ქობინების ტარების უნარის მქონე თვითმფრინავმა „ჩანჩჟენმა“ ატმოსფეროში ბოლო გამოცდის დროს სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე ჰიპერბგერითი რაკეტა გაუშვა, რომელმაც დედამიწას შემოუარა და ოდნავ ასცდა სამიზნეს. შესანიშნავი შედეგია საცდელი ფრენისთვის, რომლის დიაპაზონიც დაახლოებით 40 ათასი კილომეტრია (პლანეტის გარშემოწერილობა ეკვატორზე).ამერიკულ დაზვერვაში კომენტარი გააკეთეს: „წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ გააკეთეს ეს“. აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ჩინეთის რაკეტებს ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გარღვევა შეუძლია. პენტაგონში არ იციან, როგორ შეიძლება ასეთი ტექნოლოგიებისგან თავდაცვა და უკიდურესად შეშფოთებული არიან პეკინის ახალი სამხედრო შესაძლებლობებით. თავის მხრივ, ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა შეერთებულ შტატებში ლიუ პენიუიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პეკინის სამხედრო პოლიტიკა „თავდაცვითი ხასიათისაა“.მანამდე შეიარაღებაში ფანტასტიკური ბლოკი „ავანგარდი“ მიიღეს, რომელმაც რუსეთი მსოფლიო ჰიპერბგერით რბოლაში პირველ ადგილზე გაიყვანა. ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა საბრძოლო გამოყენების ტაქტიკა აღწერა: ურალში 2018 წლის 26 დეკემბერს გაშვებულმა რაკეტმზიდმა კოსმოსში გაუსვლელად, სტრატოსფეროში საიერიშო კურსზე გაიყვანა ქობინი, რომელმაც ზიგზაგურ ტრაექტორიაზე დაახლოებით 7.000 კმ იმოძრავა ციმბირის თავზე და ზუსტად მოხვდა სამიზნეს კამჩატკაზე.აქვე მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ რუსეთი და ჩინეთი საერთოდ არ არიან დაინტერესებული პლანეტელ მეზობლებთან კონფრონტაციით და იძულებით შექმნეს ჰიპერბგერითი რაკეტები, რათა საკუთარი ტერიტორიები და მოკავშირეები კოლექტიური დასავლეთის სულ უფრო დახვეწილი და დაუფიქრებელი აგრესიისგან დაეცვათ. მოსკოვი და პეკინი ბოროტად არ იყენებენ მაღალტექნოლოგიურ სამხედრო ძალას და არავის ემუქრებიან.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20211209/rogor-xvdebian-cy-30-da-murmanski-partnorebs-rusetis-sazrvrebze-262719923.html
https://sputnik-georgia.com/20211126/rusuli-iarari-2021-wlis-winaswari-sedegebi-262390789.html
https://sputnik-georgia.com/20211118/-dubai-airshow-2021---su-75--262179658.html
https://sputnik-georgia.com/20211006/rusuli-hiperbgeriti-raketa-cirkoni-260290650.html
https://sputnik-georgia.com/20210728/rusuli-gankiTxvis-dRis-TviTmfrinavebi-252442437.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/11/250373480_150:0:1110:720_1920x0_80_0_0_87833a73f3a41b6493b2c6aa2ac1165e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, აშშ
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, აშშ
შეერთებული შტატები მსოფლიო ლიდერობას კარგავს, ეს ყველაზე მკაფიოდ მაღალტექნოლოგიური იარაღის შემუშავებაში გამოიხატება. ჰიპერბგერითი პროგრამების წარუმატებლობა აწუხებს პენტაგონს — Big Stick diplomacy და „დიდი ჯოხის“ სტრატეგია წარსულს ბარდება. ვაშინგტონს მოუწევს დაეწიოს მოსკოვსა და პეკინს.
აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტმა 778 მილიარდ დოლარს მიაღწია. პენტაგონმა აშშ-ის საზღვაო ძალებისთვის ჰიპერბგერითი რაკეტის შექმნაზე კონტრაქტი 3 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. ამერიკელები „ჰიპერბგერას“ რვა სხვადასხვა პროგრამით „უტევენ“, და 2022 ფისკალურ წელს კიდევ 3,8 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებენ. ხარჯები თანაფარდობაშია ევროპის თავდაცვის ინიციატივასთან (4 მილიარდი დოლარი).
პენტაგონის გათვლებით, საზღვაო ჰიპერბგერითი რაკეტის შემუშავება, რომლის ფრენის სიშორე 2.700 კმ-ზე მეტი იქნება, ხუთ წელიწადში, 2024 წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს — „არჩეული და კრიტიკული სამიზნეების“ განადგურების, „დედამიწის ნებისმიერ წერტილზე ერთ საათში“ იერიშის მიტანის უნარის დემონსტრირებით. რეალობა კი ისაა, რომ ამერიკელებს ჯერ არ დაუძლევიათ საწყისი აჩქარების პრობლემა, ხოლო ჰიპერბგერით სიჩქარეებზე კონტროლირებადი ფრენა გაცილებით დიდი ტექნოლოგიური პრობლემაა.
საჰაერო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტა AGM-183A-ს (ARRW) შექმნის დასრულება შეერთებულ შტატებში 2022 წლის შემოდგომისთვის იგეგმებოდა, მაგრამ საცდელი პროტოტიპები არანაირი ფულით არ ჩქარდება. AGM-183A-ს საფრენი ტესტირება 2021 წლის ივლისსა და აპრილში ჩავარდა.
პენტაგონის სახმელეთო ჯარები შორი მანძილის, 3.000 კმ-მდე დისტანციის მობილური ჰიპერბგერითი სისტემა LRHW-ის (Long Range Hypersonic Weapon) მიღებას 2023 წლისთვის აპირებენ, მანამდე კი მრავალსაფეხურიანი ამაჩქარებლების გამოცდები არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პერსპექტიული კვლევითი პროგრამების ოფისმა სექტემბერში გაავრცელა უკიდურესად მწირი ინფორმაცია HAWC-ის პროტოტიპის წარმატებული გამოცდის შესახებ — უცნობია, სად და როდის გადალახა აპარატმა ჰიპერბგერითი ზღვარი და 5 მახის სიჩქარეს მიაღწია. ექსპერტებმა ეს შედეგი სკეპტიკურად შეაფასეს.
ამერიკული ჰიპერბგერითი პროექტების განხორციელებას თან ახლავს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური და საინჟინრო პრობლემები, მათ შორის, მასალებისა და სითბოს კუთხით. ჰიპერბგერითი სიჩქარის მიღწევის შემდეგ ატმოსფეროში მანევრირებადი ფრენა იწყება — მაღალი ტემპერატურის პლაზმის ღრუბელში, რომელსაც შეუძლია დაწვას კორპუსი, რომ აღარაფერი ვთქვათ ანტენებსა და სენსორებზე. ამასთან ბორტის ელექტრონიკამ სტაბილურად უნდა უზრუნველყოს კურსის გაანგარიშება და მანევრირება. აქ დიდი სივრცეა მასალათმცოდნეობის, ძრავმშენებლობის, ელექტრონიკისა და აეროდინამიკის განვითარებისთვის.
მაგალითად, ალასკაზე ამერიკული ჰიპერბგერითი X-43A-ს გამოცდის დროს დაახლოებით 6.500 კმ/სთ სიჩქარით ფრენის შვიდი წამის შემდეგ აპარატი ატმოსფეროში დაიწვა. რუსული „ცირკონი“ კი არ იწვის.
პენტაგონისთვის სიტუაციის დრამატიზმი ისაა, რომ გაცილებით დაბალი საბიუჯეტო დანახარჯებით შექმნილი რუსული ჰიპერბგერითი რაკეტები წარმატებით დაფრინავენ 2016 წლიდან, „ცირკონი“ სერიულად იწარმოება. რუსული ჰიპერბგერითი „ავანგარდი“ 28 მახამდე ჩქარდება, „კინჟალი“ და „ცირკონი“ — 10 მახამდე (ისევე, როგორც ჩინური საშუალო რადიუსის რაკეტა DF-17).
რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები ჰიპერბგერითი იარაღის პერსპექტიულ ნიმუშებს 2022 წელს შეიყვანენ შეიარაღებაში. რუსეთი ზრდის შეერთებული შტატებისგან ტექნოლოგიურ სხვაობას.
ამ ფონზე შესამჩნევია ამერიკული ჰიპერბგერითი პროგრამის უცნაური თვისება — დაგეგმილი ილუზიონიზმი.
ქალაქ კორტლენდში (ალაბამა) Lockheed Martin-ის ქარხანა გაჩნდა, რომელიც საჰაერო ბაზირების ჰიპერბგერით რაკეტებს აწყობს. ამ რაკეტებს დღემდე არცერთი გამოცდა არ გაუვლიათ. საწარმო 2022 წლის ბოლომდე გეგმავს 12 ჰიპერბგერითი AGM-183A ARRW-ის წარმოებას აშშ-ის საჰაერო ძალებისთვის. Lockheed Martin-ის ჰიპერბგერითი ნაწარმის კომპიუტერული რეკლამა ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე ლითონში ჩამოსხმული.
ამასობაში კი რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალები უკვე ამუშავებენ პოტენციური მტრის ჰიპერბგერითი რაკეტების თავდასხმებისგან თავდაცვას — ამ ტიპის პირველი წვრთნები ოქტომბრის ბოლოს ჩატარდა რამდენიმე რეგიონში. ასტრახანის რეგიონში, აშულუკის პოლიგონზე ზემაღალსიჩქარიანი სამიზნეების სიმულაციებზე სროლები მოეწყო. ამისთვის რუსეთს აქვს საზენიტო-სარაკეტო სისტემები S-300, S-350, S-400 და S-500.
შეერთებულმა შტატებმა და ნატომ რუსული ჰიპერბგერითი „ავანგარდის“, „ცირკონისა“ და „კინჟალის“ (რომლებიც უსარგებლოდ აქცევს ყველა არსებულ და პერსპექტიულ საჰაერო თავდაცვის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას, ავიამზიდების დამრტყმელ ჯგუფებს) გამოჩენის შემდეგ შოკიდან გამოსვლა ძლივს მოასწრეს, რომ ჰორიზონტზე ჩინური ჰიპერბგერითი იარაღი გამოჩნდა.
პეკინს არცერთი რეკლამა არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ამერიკული მედიის ცნობით, მან „ფიზიკის შეზღუდვები გადალახა“. ბირთვული ქობინების ტარების უნარის მქონე თვითმფრინავმა „ჩანჩჟენმა“ ატმოსფეროში ბოლო გამოცდის დროს სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე ჰიპერბგერითი რაკეტა გაუშვა, რომელმაც დედამიწას შემოუარა და ოდნავ ასცდა სამიზნეს. შესანიშნავი შედეგია საცდელი ფრენისთვის, რომლის დიაპაზონიც დაახლოებით 40 ათასი კილომეტრია (პლანეტის გარშემოწერილობა ეკვატორზე).
ამერიკულ დაზვერვაში კომენტარი გააკეთეს: „წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ გააკეთეს ეს“. აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ჩინეთის რაკეტებს ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გარღვევა შეუძლია. პენტაგონში არ იციან, როგორ შეიძლება ასეთი ტექნოლოგიებისგან თავდაცვა და უკიდურესად შეშფოთებული არიან პეკინის ახალი სამხედრო შესაძლებლობებით. თავის მხრივ, ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა შეერთებულ შტატებში ლიუ პენიუიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პეკინის სამხედრო პოლიტიკა „თავდაცვითი ხასიათისაა“.
მანამდე შეიარაღებაში ფანტასტიკური ბლოკი „ავანგარდი“ მიიღეს, რომელმაც რუსეთი მსოფლიო ჰიპერბგერით რბოლაში პირველ ადგილზე გაიყვანა. ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა საბრძოლო გამოყენების ტაქტიკა აღწერა: ურალში 2018 წლის 26 დეკემბერს გაშვებულმა რაკეტმზიდმა კოსმოსში გაუსვლელად, სტრატოსფეროში საიერიშო კურსზე გაიყვანა ქობინი, რომელმაც ზიგზაგურ ტრაექტორიაზე დაახლოებით 7.000 კმ იმოძრავა ციმბირის თავზე და ზუსტად მოხვდა სამიზნეს კამჩატკაზე.
აქვე მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ რუსეთი და ჩინეთი საერთოდ არ არიან დაინტერესებული პლანეტელ მეზობლებთან კონფრონტაციით და იძულებით შექმნეს ჰიპერბგერითი რაკეტები, რათა საკუთარი ტერიტორიები და მოკავშირეები კოლექტიური დასავლეთის სულ უფრო დახვეწილი და დაუფიქრებელი აგრესიისგან დაეცვათ. მოსკოვი და პეკინი ბოროტად არ იყენებენ მაღალტექნოლოგიურ სამხედრო ძალას და არავის ემუქრებიან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს