https://sputnik-georgia.com/20210728/rusuli-gankiTxvis-dRis-TviTmfrinavebi-252442437.html
რუსეთში „განკითხვის დღის“ თვითმფრინავებს აგებენ: მესამე თაობის თავისებურებები
რუსეთში „განკითხვის დღის“ თვითმფრინავებს აგებენ: მესამე თაობის თავისებურებები
Sputnik საქართველო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ახლო მომავალში მესამე თაობის მართვის პუნქტს მიიღებს, რომელიც Ил-96-400М-ის ბაზაზე აიგება. 28.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-28T12:26+0400
2021-07-28T12:26+0400
2021-08-28T13:18+0400
მიმოხილვები
ანალიტიკა
ავტორები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252422799_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_60af64b9acba27236baad4a9c0b9e766.jpg
„განკითხვის დღის“ ორი ახალი თვითმფრინავის შენება ვორონეჟის ავიაქარხანაში დაიწყო პროექტ Звено-С-ის ფარგლებში.მართვის საჰაერო პუნქტი საშუალებას მისცემს რუსეთის უმაღლეს მთავარსარდალსა და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, უხელმძღვანელოს ყველა სახის ჯარებსა და სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს გლობალური შეიარაღებული კონფლიქტის (ატომური ომის) პირობებში — იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოწინააღმდეგე ყველა სახმელეთო სასარდლო პუნქტს გაანადგურებს.მსგავსი ტექნოლოგიური დონის საავიაციო კომპლექსის ყოლის უფლება მსოფლიოს მხოლოდ ორ სახელმწიფოს შეუძლია მისცეს თავს — აშშ-სა და რუსეთს.ახალი რუსული საჰაერო სასარდლო პუნქტი ამერიკულისგან იმით განსხვავდება, რომ რამდენიმე „განკითხვის დღეზეა“ გათვლილი.რა მოხდება, თუ საჰაერო სასარდლო პუნქტს ჩამოაგდებენ?უახლესი რუსული საჰაერო სასარდლო პუნქტის აღმოჩენა და განადგურება რთულია. მაღალი ავტონომიურობა, რადიოელექტრონული ბრძოლის თანამედროვე საშუალებები, მოწინააღმდეგის თანამგზავრებისა და რადარებისთვის მცირედ შემჩნევადობის ტექნოლოგიები, რადიოაქტიური გამოსხივებისგან თავდაცვა, სისწრაფე, ფრენის სიშორე და პრაქტიკული ზღვარი საჰაერო სასარდლო პუნქტს უპირატესობას ანიჭებს ყველა სხვა სახმელეთო, მიწისქვეშა თუ წყალქვეშა საკომანდო პუნქტების მიმართ.თვითმფრინავს ჰაერში რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში შეუძლია ყოფნა საწვავით შევსების შემთხვევაში. მისი ჩამოგდება ყველაზე სახიფათოა: ასეთ ჰიპოთეტურ ვითარებაში გენშტაბის ოპერატიული ჯგუფი ვარდნის ორ-სამ წუთში მოასწრებს, მიწის პირისაგან აღგავოს ათობით მტრული სახელმწიფო.თანამედროვე ომი — ეს არც ჰოლივუდური ბოევიკია და არც დარტყმების სარკისებური გაცვლა; კონფლიქტის მხარეებს მოქნილად შეუძლიათ სცენარის შეცვლა ყველა ბრძოლაში. უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო მდგომარეობას, დაგეგმვისა და კავშირის სისტემის, ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენების ალგორითმებს, სახელმწიფოს მეთაურისა და უმაღლესი მთავარსარდლის პოლიტიკურ ნებას. მესამე თაობის საჰაერო-სასარდლო პუნქტის შექმნა სერიოზულ საგარეო სამხედრო საფრთხეებზე მეტყველებს.სასარდლო პუნქტი მესამე მსოფლიო ომითვისრუსული ჯარები მართვის სულ უფრო სრულყოფილი, ავტომატიზებული სისტემებით, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით აღიჭურვება. აქტიურად განახლდება სტრატეგიული ბირთვული ძალები. ვითარდება კოსმოსური დაზვერვისა და კავშირის საშუალებები. საჰაერო-სასარდლო პუნქტი დროის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს.„განკითხვის დღის“ თვითმფრინავის რადიოკომპლექსი იძლევა საშუალებას, რომ ჯარებს განკარგულებები და ბრძანებულებები 6000 კმ რადიუსში გადაეცეს — სტრატეგიული ავიაციის, ბირთვული იარაღის მზიდი სუბმარინების, მოძრავი და შახტური გამშვები მექანიზმების ეკიპაჟების ჩათვლით.მესამე თაობის საჰაერო-სასარდლო პუნქტები უნიკალური მახასიათებლებით, მაღალი ფუნქციონალით, სიცოცხლისუნარიანობით, ეკონომიური ენერგომოხმარებით გამოირჩევა. ბორტზე კომფორტული პირობებია შექმნილი უმაღლესი სარდლობის, გენშტაბის ოფიცერთა ოპერატიული ჯგუფის ოფიცრებისა და სპეციალური ტექნიკური ჯგუფის მრავალსაათიანი მუშაობისთვის. გლობალური კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთის სასარდლო პუნქტს ჰაერში ყოფნა (საწვავის შევსებით) რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში მოუწევს.ყველაფრის საფუძველი — ეს საიმედო მზიდია. თვითმფრინავი Ил-96-400 ( Ил-96-300-ის სატვირთო მოდიფიკაცია) ცნობილია თავისი უსაფრთხოებითა და სიმძლავრით. თანამედროვე მასალების წყალობით, მოხერხდა თვითმფრინავის მასის შემცირება და მისთვის სიმტკიცისა და ეკონომიურობის უზრუნველყოფა. Ил-96-300-ის სპეციალური მოდიფიკაციები რუსეთის პრეზიდენტის ბორტი №1-ად გამოიყენება, და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ფუნქციების შესრულებას არის მორგებული.ПС-90А1-ს ძრავით აღჭურვილი და მაღალი ტვირთამწეობის Ил-96-400 საიმედო ბაზაა საბორტე კომპლექსისთვის, რომელსაც საბრძოლო მართვის ყველა არსებულ და პერსპექტიულ ავტომატიზებულ სისტემებთან შეუძლია მუშაობა. სამოქალაქო ვერსიის Ил-96-400М 370 მგზავრის გადაყვანაზეა გათვლილი. რუსული ავიამრეწველობის ყველა მანქანას შორის Ил-96 ყველაზე შორს ფრენს, თუმცა სათადარიგო აეროდრომები და ინფრასტურქტურის შესაბამისი ობიექტების არსებობა რუსეთის შორეულ კუთხეებში მაინც აუცილებელია.სანამ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპეციალისტები ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის კომპიუტერულ მოდელებს ამუშავებენ, „განკითხვის დღის“ რამდენიმე თვითმფრინავი წყნარად ელოდება თავის დროს საბაზო აეროდრომზე. დღეს მოქმედი საჰაერო-სასარდლო პუნქტი თვითმფრინავ Ил-86-ის ბაზაზეა შექმნილი და Ил-80 ჰქვია. მეორე თაობის ასეთი თვითმფრინავი სულ ოთხია.ამერიკული ანალოგებიაშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს ოთხი თანამედრო სასარდლო პუნქტი აქვთ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის, რომლებიც Boeing 747-200-ის ბაზაზეა აგებული. ამ მანქანების გამოყენება მხოლოდ იმ პირობებში იგეგმება, თუ ბირთვული ომის შედეგად მართვის ყველა სახმელეთო სისტემა განადგურდება.სამოქალაქო ვერსიის Boeing 747-200-ის მაქსიმალური ასაფრენი მასა 374,8 ტონაა, სიჩქარე — 895 კმ/სთ, ფრენის სიმაღლე — 13 750 მ, ფრენის სიშორე — 10 670 კმ, ადგილების რაოდენობა — 490, ტვირთამწეობა — 113 ტონა. ამერიკული კომპლექსების ტექნოლოგიური შეფასება რამდენიმე მაგალითზე შეიძლება.აშშ-ის საჰაერო-სასარდლო პუნქტი, რომელიც Boeing C-32-ის ბაზაზეა აგებული, მრავალფეროვანი ამოცანების შესრულებაზეა გათვლილი ჯარების ოპერატიული განთავსების დროსა და ასევე ასრულებს საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს მობილური სარდლობის (FEMA ) პუნქტის როლს.S-32A აღჭურვილია უახლესი აპარატურით, სანავიგაციო სისტემით და კომუნიკაციის საშუალებებით. სამგზავრო კაბინა დაყოფილია რამდენიმე ნაკვეთურად. ესენია: უმაღლესი სამხედრო სარდლობის სამუშაო კაბინეტი, ოთახები თათბირების ჩასატარებლად, ოპერატიული ჯგუფის ოთახები, კომუნიკაციის კვანძი და დასასვენებელი ოთახი.პირველი თვითმფრინავი სიეტლის Boeing-ის ქარხანამ 1998 წლის 19 ივნისს გამოუშვა.თვითმფრინავი E-6B Mercury შექმნილია ტურბორეაქტიული ოთხძრავიანი Boeing 707-320-ის ბაზაზე. მისი ასაფრენი მასა 155 ტონაა, სიჩქარე — 972 კმ/სთ, ფრენის სიმაღლე — 12 000 მ. საწვავით შევსების გარეშე 12 400 კმ-ს გაფრენა შეუძლია, საწვავით შევსების შემთხვევაში ჰაერში 72 საათის განმავლობაში შეუძლია გაჩერება. ეკიპაჟი — 14 კაცი.აშშ-ში პირველი საჰაერო-სასარდლო პუნქტები 1965 წელს გაჩნდა. ეს სპეცსაშუალებებით აღჭურვილი КС-135А იყო, რომლებიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის თვითმფრინავების როლს ასრულებდა და ენდრიუსის ავიაბაზაზე (მერილენდის შტატი) იყო განლაგებული მანამ, სანამ ისინი სამმა Boeing E-4A-მა არ შეცვალა. ამასთან ასევე არსებობდა ცალკეული ვარიანტები ევროპული და წყნარი ოკეანის სამხედრო თეატრებისთვის.
https://sputnik-georgia.com/20210726/gankiTxvis-dRis-TviTmfrinavis-ageba-ruseTSi-252422023.html
https://sputnik-georgia.com/20210727/Talibebi-avRaneTs-uteven-252436125.html
https://sputnik-georgia.com/20210722/rusulihiperbgeriTi-raketa-cirkonis-gamocda-252391809.html
https://sputnik-georgia.com/20210720/mexuTe-Taobis-uaxlesi-rusuli-gamanadgurebeli-252367477.html
https://sputnik-georgia.com/20210716/Seejaxebian-Tu-ara-Turqebi-da-Talibeb-avRaneTSi-252338021.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252422799_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_51ef9a3ed5e55ead17e1162c65c9908e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
მიმოხილვები, ანალიტიკა, ავტორები, რუსეთი
მიმოხილვები, ანალიტიკა, ავტორები, რუსეთი
რუსეთში „განკითხვის დღის“ თვითმფრინავებს აგებენ: მესამე თაობის თავისებურებები
12:26 28.07.2021 (განახლებულია: 13:18 28.08.2021) რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ახლო მომავალში მესამე თაობის მართვის პუნქტს მიიღებს, რომელიც Ил-96-400М-ის ბაზაზე აიგება.
„განკითხვის დღის“ ორი ახალი თვითმფრინავის შენება ვორონეჟის ავიაქარხანაში დაიწყო პროექტ Звено-С-ის ფარგლებში.
მართვის საჰაერო პუნქტი საშუალებას მისცემს რუსეთის უმაღლეს მთავარსარდალსა და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, უხელმძღვანელოს ყველა სახის ჯარებსა და სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს გლობალური შეიარაღებული კონფლიქტის (ატომური ომის) პირობებში — იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოწინააღმდეგე ყველა სახმელეთო სასარდლო პუნქტს გაანადგურებს.
მსგავსი ტექნოლოგიური დონის საავიაციო კომპლექსის ყოლის უფლება მსოფლიოს მხოლოდ ორ სახელმწიფოს შეუძლია მისცეს თავს — აშშ-სა და რუსეთს.
ახალი რუსული საჰაერო სასარდლო პუნქტი ამერიკულისგან იმით განსხვავდება, რომ რამდენიმე „განკითხვის დღეზეა“ გათვლილი.
რა მოხდება, თუ საჰაერო სასარდლო პუნქტს ჩამოაგდებენ?
უახლესი რუსული საჰაერო სასარდლო პუნქტის აღმოჩენა და განადგურება რთულია. მაღალი ავტონომიურობა, რადიოელექტრონული ბრძოლის თანამედროვე საშუალებები, მოწინააღმდეგის თანამგზავრებისა და რადარებისთვის მცირედ შემჩნევადობის ტექნოლოგიები, რადიოაქტიური გამოსხივებისგან თავდაცვა, სისწრაფე, ფრენის სიშორე და პრაქტიკული ზღვარი საჰაერო სასარდლო პუნქტს უპირატესობას ანიჭებს ყველა სხვა სახმელეთო, მიწისქვეშა თუ წყალქვეშა საკომანდო პუნქტების მიმართ.
თვითმფრინავს ჰაერში რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში შეუძლია ყოფნა საწვავით შევსების შემთხვევაში. მისი ჩამოგდება ყველაზე სახიფათოა: ასეთ ჰიპოთეტურ ვითარებაში გენშტაბის ოპერატიული ჯგუფი ვარდნის ორ-სამ წუთში მოასწრებს, მიწის პირისაგან აღგავოს ათობით მტრული სახელმწიფო.
თანამედროვე ომი — ეს არც ჰოლივუდური ბოევიკია და არც დარტყმების სარკისებური გაცვლა; კონფლიქტის მხარეებს მოქნილად შეუძლიათ სცენარის შეცვლა ყველა ბრძოლაში. უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო მდგომარეობას, დაგეგმვისა და კავშირის სისტემის, ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენების ალგორითმებს, სახელმწიფოს მეთაურისა და უმაღლესი მთავარსარდლის პოლიტიკურ ნებას. მესამე თაობის საჰაერო-სასარდლო პუნქტის შექმნა სერიოზულ საგარეო სამხედრო საფრთხეებზე მეტყველებს.
სასარდლო პუნქტი მესამე მსოფლიო ომითვის
რუსული ჯარები მართვის სულ უფრო სრულყოფილი, ავტომატიზებული სისტემებით, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით აღიჭურვება. აქტიურად განახლდება სტრატეგიული ბირთვული ძალები. ვითარდება კოსმოსური დაზვერვისა და კავშირის საშუალებები. საჰაერო-სასარდლო პუნქტი დროის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს.
„განკითხვის დღის“ თვითმფრინავის რადიოკომპლექსი იძლევა საშუალებას, რომ ჯარებს განკარგულებები და ბრძანებულებები 6000 კმ რადიუსში გადაეცეს — სტრატეგიული ავიაციის, ბირთვული იარაღის მზიდი სუბმარინების, მოძრავი და შახტური გამშვები მექანიზმების ეკიპაჟების ჩათვლით.
მესამე თაობის საჰაერო-სასარდლო პუნქტები უნიკალური მახასიათებლებით, მაღალი ფუნქციონალით, სიცოცხლისუნარიანობით, ეკონომიური ენერგომოხმარებით გამოირჩევა. ბორტზე კომფორტული პირობებია შექმნილი უმაღლესი სარდლობის, გენშტაბის ოფიცერთა ოპერატიული ჯგუფის ოფიცრებისა და სპეციალური ტექნიკური ჯგუფის მრავალსაათიანი მუშაობისთვის. გლობალური კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთის სასარდლო პუნქტს ჰაერში ყოფნა (საწვავის შევსებით) რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში მოუწევს.
ყველაფრის საფუძველი — ეს საიმედო მზიდია. თვითმფრინავი Ил-96-400 ( Ил-96-300-ის სატვირთო მოდიფიკაცია) ცნობილია თავისი უსაფრთხოებითა და სიმძლავრით. თანამედროვე მასალების წყალობით, მოხერხდა თვითმფრინავის მასის შემცირება და მისთვის სიმტკიცისა და ეკონომიურობის უზრუნველყოფა. Ил-96-300-ის სპეციალური მოდიფიკაციები რუსეთის პრეზიდენტის ბორტი №1-ად გამოიყენება, და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ფუნქციების შესრულებას არის მორგებული.
ПС-90А1-ს ძრავით აღჭურვილი და მაღალი ტვირთამწეობის Ил-96-400 საიმედო ბაზაა საბორტე კომპლექსისთვის, რომელსაც საბრძოლო მართვის ყველა არსებულ და პერსპექტიულ ავტომატიზებულ სისტემებთან შეუძლია მუშაობა. სამოქალაქო ვერსიის Ил-96-400М 370 მგზავრის გადაყვანაზეა გათვლილი. რუსული ავიამრეწველობის ყველა მანქანას შორის Ил-96 ყველაზე შორს ფრენს, თუმცა სათადარიგო აეროდრომები და ინფრასტურქტურის შესაბამისი ობიექტების არსებობა რუსეთის შორეულ კუთხეებში მაინც აუცილებელია.
სანამ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპეციალისტები ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის კომპიუტერულ მოდელებს ამუშავებენ, „განკითხვის დღის“ რამდენიმე თვითმფრინავი წყნარად ელოდება თავის დროს საბაზო აეროდრომზე. დღეს მოქმედი საჰაერო-სასარდლო პუნქტი თვითმფრინავ Ил-86-ის ბაზაზეა შექმნილი და Ил-80 ჰქვია. მეორე თაობის ასეთი თვითმფრინავი სულ ოთხია.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს ოთხი თანამედრო სასარდლო პუნქტი აქვთ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის, რომლებიც Boeing 747-200-ის ბაზაზეა აგებული. ამ მანქანების გამოყენება მხოლოდ იმ პირობებში იგეგმება, თუ ბირთვული ომის შედეგად მართვის ყველა სახმელეთო სისტემა განადგურდება.
სამოქალაქო ვერსიის Boeing 747-200-ის მაქსიმალური ასაფრენი მასა 374,8 ტონაა, სიჩქარე — 895 კმ/სთ, ფრენის სიმაღლე — 13 750 მ, ფრენის სიშორე — 10 670 კმ, ადგილების რაოდენობა — 490, ტვირთამწეობა — 113 ტონა.
ამერიკული კომპლექსების ტექნოლოგიური შეფასება რამდენიმე მაგალითზე შეიძლება.
აშშ-ის საჰაერო-სასარდლო პუნქტი, რომელიც Boeing C-32-ის ბაზაზეა აგებული, მრავალფეროვანი ამოცანების შესრულებაზეა გათვლილი ჯარების ოპერატიული განთავსების დროსა და ასევე ასრულებს საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს მობილური სარდლობის (FEMA ) პუნქტის როლს.
S-32A აღჭურვილია უახლესი აპარატურით, სანავიგაციო სისტემით და კომუნიკაციის საშუალებებით. სამგზავრო კაბინა დაყოფილია რამდენიმე ნაკვეთურად. ესენია: უმაღლესი სამხედრო სარდლობის სამუშაო კაბინეტი, ოთახები თათბირების ჩასატარებლად, ოპერატიული ჯგუფის ოთახები, კომუნიკაციის კვანძი და დასასვენებელი ოთახი.
პირველი თვითმფრინავი სიეტლის Boeing-ის ქარხანამ 1998 წლის 19 ივნისს გამოუშვა.
თვითმფრინავი E-6B Mercury შექმნილია ტურბორეაქტიული ოთხძრავიანი Boeing 707-320-ის ბაზაზე. მისი ასაფრენი მასა 155 ტონაა, სიჩქარე — 972 კმ/სთ, ფრენის სიმაღლე — 12 000 მ. საწვავით შევსების გარეშე 12 400 კმ-ს გაფრენა შეუძლია, საწვავით შევსების შემთხვევაში ჰაერში 72 საათის განმავლობაში შეუძლია გაჩერება. ეკიპაჟი — 14 კაცი.
აშშ-ში პირველი საჰაერო-სასარდლო პუნქტები 1965 წელს გაჩნდა. ეს სპეცსაშუალებებით აღჭურვილი КС-135А იყო, რომლებიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის თვითმფრინავების როლს ასრულებდა და ენდრიუსის ავიაბაზაზე (მერილენდის შტატი) იყო განლაგებული მანამ, სანამ ისინი სამმა Boeing E-4A-მა არ შეცვალა. ამასთან ასევე არსებობდა ცალკეული ვარიანტები ევროპული და წყნარი ოკეანის სამხედრო თეატრებისთვის.