https://sputnik-georgia.com/20210726/gankiTxvis-dRis-TviTmfrinavis-ageba-ruseTSi-252422023.html
ბირთვული ომის შემთხვევაში: რუსეთში „განკითხვის დღის“ თვითმფრინავის აგება დაიწყეს
ბირთვული ომის შემთხვევაში: რუსეთში „განკითხვის დღის“ თვითმფრინავის აგება დაიწყეს
Sputnik საქართველო
„განკითხვის დღის“ თვითმფრინავი, რომლის დანიშნულებაც ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის ევაკუაციაა, Ил-96-400М-ის ბაზაზე აიგება 26.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-26T12:48+0400
2021-07-26T12:48+0400
2021-08-28T13:18+0400
რუსეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1a/249808817_0:224:3072:1962_1920x0_80_0_0_145e46ef1c10050c201045d095c18071.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. რუსეთის ქალაქ ვორონეჟში დაიწყო თვითმფრინავის აგება, რომლის დანიშნულებაც ჯარების მართვაა ბირთვული ომის შემთხვევაში, იუწყება РИА Новости თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.მისი თქმით, პერსპექტივაში გამორიცხული არ არის საჰაერო სარდლობის მესამე პუნქტის დაკვეთაც.ამასთან წყარომ დააზუსტა, რომ პროექტის სახელწოდებაა „რგოლი-3С“.„განკითხვის დღის“ თვითმფრინავების დანიშნულება — ეს ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის ევაკუაცია და მისი ბორტიდან ჯარების სარდლობაა იმ შემთხვევაში, თუ სახმელეთო და თანამგზავრული ინფრასტრუქტურა განადგურებული იქნება.თვითმფრინავის რადიოკომპლექსი ექვსი ათასი კილომეტრის რადიუსში გახდის შესაძლებელს ბრძანებების გადაცემას სახმელეთო და წყალქვეშა გამშვები დანადგარებისთვის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1a/249808817_0:118:3072:2048_1920x0_80_0_0_35a38af6f9cbf0c6fa4ee49dc7380321.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები
ბირთვული ომის შემთხვევაში: რუსეთში „განკითხვის დღის“ თვითმფრინავის აგება დაიწყეს
12:48 26.07.2021 (განახლებულია: 13:18 28.08.2021) „განკითხვის დღის“ თვითმფრინავი, რომლის დანიშნულებაც ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის ევაკუაციაა, Ил-96-400М-ის ბაზაზე აიგება
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. რუსეთის ქალაქ ვორონეჟში დაიწყო თვითმფრინავის აგება, რომლის დანიშნულებაც ჯარების მართვაა ბირთვული ომის შემთხვევაში, იუწყება
РИА Новости თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
„რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები ორ საჰაერო საკომანდო პუნქტს მიიღებენ, რომლებიც Ил-96-400М-ის ბაზაზე იქნება აგებული. ერთი უკვე წარმოებაშია“, — განაცხადა წყარომ.
მისი თქმით, პერსპექტივაში გამორიცხული არ არის საჰაერო სარდლობის მესამე პუნქტის დაკვეთაც.
ამასთან წყარომ დააზუსტა, რომ პროექტის სახელწოდებაა „რგოლი-3С“.
„განკითხვის დღის“ თვითმფრინავების დანიშნულება — ეს ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის ევაკუაცია და მისი ბორტიდან ჯარების სარდლობაა იმ შემთხვევაში, თუ სახმელეთო და თანამგზავრული ინფრასტრუქტურა განადგურებული იქნება.
თვითმფრინავის რადიოკომპლექსი ექვსი ათასი კილომეტრის რადიუსში გახდის შესაძლებელს ბრძანებების გადაცემას სახმელეთო და წყალქვეშა გამშვები დანადგარებისთვის.