მიმოხილვა: რუსული იარაღი – 2021 წლის წინასწარი შედეგები

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიტანკი „არმატა“
ტანკი „არმატა“ - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
რუსული არმიის თანამედროვე შეიარაღება მრავალი თვალსაზრისით აღემატება უცხოურ ანალოგებს.
ეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სუვერენიტეტის, ევრაზიის მშვიდობისა და სტაბილურობის საიმედო გარანტიაა. სსრკ-ის დაშლიდან 30 წლის შემდეგაც კი მაღალტექნოლოგიური, ბირთვულ-სარაკეტო რუსეთი პოტენციურ აგრესორზე უფრო ძლიერია.
24 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ სამ წელიწადში, სახელმწიფო შეიარაღების პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის ჯარებმა 20 ათასზე მეტი ძირითადი იარაღი, დაახლოებით 2 მილიონი ერთეული ტექნიკა მიიღეს. დაიწყო საბრძოლო რობოტების სერიული წარმოება. უახლოეს მომავალში, ნატოს სამხედრო მომზადების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების პრიორიტეტებად კვლავ დარჩება ბირთვული ძალების მაღალი საბრძოლო მზადყოფნა და არაბირთვული შემაკავებელი პოტენციალის შექმნა − ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში.
 გამანადგურებელი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
მიმოხილვა: Dubai Airshow 2021 და რუსული Су-75-ის თავისებურებები
მაღალტექნოლოგიური იარაღის სფეროში რუსეთის ლიდერობას მისი მოკავშირეებიც აღიარებენ და მოწინააღმდეგეებიც. რუსეთი უახლოესი კონკურენტებისგან სხვაობას ზრდის და ამით ამცირებს მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების ალბათობას „პარტნიორების“ მიერ.
რუსეთის შეიარაღების ახალი სახელმწიფო პროგრამა 2033 წლამდე ორიენტირებულია მაღალი ტექნოლოგიების − ჰიპერბგერითი რაკეტების, მაღალი სიმძლავრის ლაზერებისა და რობოტული სისტემების შემდგომ განვითარებაზე. მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტში 10 წლის განმავლობაში 22 ტრილიონი რუბლის ინვესტიცია იგეგმება − რუსეთი ისწრფვის, შექმნას ავტონომიური, დამოუკიდებლად მოაზროვნე საბრძოლო სისტემები, „სირიუსის“ ან „პოსეიდონის“ ტიპისა.
ხარჯები ანაზღაურდება. 2021 წელს რუსეთის ფედერაციამ 10 მილიარდი დოლარის კონტრაქტები გააფორმა იარაღზე და უახლოეს წლებში საერთაშორისო ბაზარზე 50-მდე ახალი ტიპის იარაღის გატანას აპირებს − ძირითადად თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისა. განვიხილოთ მაღალტექნოლოგიური უპირატესობის რამდენიმე მაგალითი.
რაკეტა „ცირკონის“ გაშვება - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
წყალქვეშა და უჩინარი: რა შეუძლია რუსულ ჰიპერბგერით რაკეტა „ცირკონს“

მკაცრი კოსმოსური „ტუნდრა“

25 ნოემბერს რაკეტმზიდმა „სოიუზ 2.1B“ პლესეცკის კოსმოდრომიდან წარმატებით გაიყვანა ორბიტაზე ერთიანი სისტემის სამხედრო თანამგზავრი „ტუნდრა“. ეს „სოიუზების“ მეხუთე სამხედრო სტარტია 2021 წელს.
უახლეს „ტუნდრას“ შეუძლია თვალყური ადევნოს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გაშვებას ხმელეთიდან და წყლიდან, განსაზღვროს ბალისტიკური რაკეტის ტრაექტორიის პარამეტრები, განადგურების სავარაუდო არეები. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულ ორბიტალურ ჯგუფში 2022 წლისთვის 10 „ტუნდრა“ შევა. მართვა ადრეული გაფრთხილების სისტემის ცენტრალური სამეთაურო პუნქტიდან „სერპუხოვო-15“-დან ხორციელდება.
პარალელურად იქმნება მობილური ულტრაშორი მანძილის სახმელეთო რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა C-550, რომელიც ორბიტალური კოსმოსური სამიზნეების განადგურებისთვისაა განკუთვნილი – ამერიკული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო X-37-ის ჩათვლით, რომლებსაც ბირთვული იარაღის ზიდვა შეუძლიათ.
სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-160 აღლუმზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
ახალი რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა Х-95: რა არის ცნობილი
15 ნოემბერს ჩატარებული გამოცდის დროს რუსულმა რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებებმა „იუველირულად“ გაანადგურეს ძველი საბჭოთა თანამგზავრი „კოსმოსი-1408“ დედამიწიდან დაახლოებით 500 კმ სიმაღლეზე, რამაც პენტაგონსა და ნატოში შოკი, ისტერიკა და დემაგოგიური ბრალდებების ქარიშხალი გამოიწვია. „პარტნიორებმა“ მოულოდნელად გააცნობიერეს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მონიშნულ „წითელ ხაზს“ მიღმა შეიძლებოდა ერთდროულად დაეკარგათ GPS-ნავიგაციის 32 თანამგზავრი. და მაშინ აშშ-ისა და ნატოს თვითმფრინავები და გემები მომენტალურად „დაბრმავდებიან“ და ჯარებს თავიდან მოუწევთ ქაღალდის ტოპოგრაფიული რუკების ათვისება.

„ცირკონის“უხილავი ფრენა

2021 წელს მაღალი სიზუსტის ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონის“ ყველა საცდელი გაშვება (სიჩქარე 10 ათას კმ/სთ-ზე მეტი, დიაპაზონი 1000 კმ-ზე მეტი) წყალზედა ხომალდიდან და სუბმარინიდან წარმატებული იყო − საზღვაო და სანაპირო სამიზნეები ოთხ წუთში დაზიანდა. ყველა არსებული და პერსპექტიული საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის უხილავი და მიუწვდომელი „ცირკონი“ რუსეთის საზღვაო ძალების შეიარაღებაში 2022 წელს შევა. გარდა ამისა, მუშავდება მსგავსი სახმელეთო სარაკეტო სისტემაც.
Ил-96-400Т და Ил-114 - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
რუსეთში „განკითხვის დღის“ თვითმფრინავებს აგებენ: მესამე თაობის  თავისებურებები
გასაოცარი თვისებები (კინეტიკური ენერგია) საშუალებას აძლევს „ცირკონს“, კონკურენცია გაუწიოს ბირთვულ იარაღს − ჰიპერბგერითი რაკეტის ერთი დარტყმა კონვენციური ქობინით ავიამზიდის ან დიდი სახმელეთო ობიექტის გასანადგურებლად არის საკმარისი. მისი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. მიუხედავად მრავალმილიარდიანი დანახარჯებისა, ჰიპერბგერითი იარაღის შექმნაში შეერთებული შტატები რუსეთს რამდენიმე წლით ჩამორჩება − მათი პროტოტიპები ვერ დაფრინავენ.

„ტერმინატორი“ და „არმატა“

ნოემბერში ცენტრალური სამხედრო ოლქის 90-ე გვარდიის სატანკო სამმართველოში პირველი ცხრა „ტერმინატორი“ განთავსდა, რაც ცუდი ამბავია პენტაგონისა და ნატოსთვის.
ტანკ T-72-ის ბაზაზე შექმნილი მრავალფუნქციური „ტერმინატორი“ არის მანევრირებადი, მძლავრი იარაღითა და ცეცხლის მართვის თანამედროვე სისტემით აღჭურვილი მანქანა. შეუძლია 6 კმ-მდე მანძილზე გაანადგუროს ტანკები და ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანები, აწარმოოს ბრძოლა მტრის ვერტმფრენებთან და დაბალ სიმაღლეზე მფრენ თვითმფრინავებთან (დრონებთან). „ტერმინატორი“ აღჭურვილია ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემით „ატაკა T“, რომელიც ოთხი რაკეტის, ორი 30 მმ 2A42 ავტომატური ქვემეხის, ორი AG-17D ყუმბარმტყორცნისა და ერთი კოაქსიალური 7,62 მმ ტყვიამფრქვევისგან შედგება. ეკიპაჟი − ხუთი ადამიანი.
„ცირკონის“ გამოცდა - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
მიმოხილვა: საზღვაო „ცირკონი“ სახმელეთო სამიზნეების მიმართულებით
იმავდროულად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ტანკ „არმატას“ სახელმწიფო გამოცდები ფინიშის ხაზს უახლოვდება − სირიაში რეალური სამხედრო ოპერაციების ჩათვლით. უახლესი მანქანა შეიარაღებაში 2022 წელს შევა. მანამდე ჯარებმა T-14-ების საპილოტო პარტია − 20 ტანკი მიიღეს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „არმატა“ 30%-ით უფრო ეფექტური და გამძლე მანქანაა, ვიდრე პოტენციური მოწინააღმდეგის ტანკები. 125 მმ-იანი ქვემეხის ცეცხლსასროლი ძალა ყველა არსებულ სატანკო იარაღს (120 მმ „ლეოპარდ-2A6“-ის ჩათვლით) აღემატება და წუთში 12 გასროლას (მოძრაობაში) უზრუნველყოფს. ოპტიკა სამიზნეების დღისით 5.000 მ-მდე, ხოლო ღამით 3.500 მ-მდე მანძილზე ამოცნობის საშუალებას იძლევა. 48-ტონიან მანქანას საათში 90 კმ სიჩქარის განვითარება შეუძლია. აღჭურვილია 1500 ცხენის ძალიანი დიზელის ძრავით, რომლის ექსპლუატაციის ვადა 2.000 საათზე მეტია.
Су-30СМ - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
მიმოხილვა: რა არის ცნობილი მეხუთე თაობის უახლეს მსუბუქ გამანადგურებელზე
ეკიპაჟი (სამი ადამიანი) იმყოფება კორპუსში მდებარე ჯავშან-კაფსულაში. ეს კონსტრუქციული გადაწყვეტა საშუალებას აძლევს ტანკისტებს, გადარჩნენ ყველა თანამედროვე და პერსპექტიული ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების (რაკეტების) კოშკურაში პირდაპირი დარტყმისა და საბრძოლო კომპლექტის აალების შემდეგაც კი. სამომავლოდ „არმატა“ დისტანციურ მართვაზე გადავა და რობოტული საბრძოლო კომპლექსი გახდება. რუსული არმიის ჯამური მოთხოვნა ტანკზე 2.300 ერთეულია. მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები „არმატას“ XXI საუკუნის შუა წლებამდე მისცემს სამხედრო უპირატესობას.

„ორიონისა“ და „ალტიუსის“ უპილოტო გარღვევა

რუსული ჯარების შეიარაღებაში 2.000-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატია, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიდევ 18 მოიერიშე დრონს მიიღებს.
Су-57 - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
მიმოხილვა: რუსული Су-57 იარაღის ბაზარზე - იმპორტიორების რიგი
„ორიონი“ რუსეთის ელიტური MALE კლასის პირველი სადაზვერვო და მოიერიშე დრონია. ასაფრენი წონა − 1 ტონა, საბრძოლო დატვირთვა − 200 კგ, სიჩქარე − 200 კმ/სთ-მდე, უწყვეტი ფრენის დრო − 24 საათზე მეტი. მოწყობილობას შეუძლია გამოიყენოს სატელიტური საკომუნიკაციო სისტემა (კონტროლი მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან), გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი − კორექტირებადი ბომბები, ლაზერით მართვადი რაკეტები, მიიტანოს შეტევა დღისითაც და ღამითაც ნებისმიერ ამინდში (საჰარაშიც და არქტიკაშიც). „ორიონმა“ წარმატებით გაიარა საბრძოლო ნათლობა სირიაში. მისი შეძენა 15 სახელმწიფოს სურს. იგი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო თვითმფრინავად მიიჩნევა თავის კლასში.
შევნიშნავთ, რომ „ორიონი“ შემთხვევითი წარმატება არ არის. გამოფენაზე Dubai Airshow 2021 რუსეთმა არაერთი ფართომასშტაბიანი და მაღალეფექტური უპილოტო საფრენი აპარატი „სირიუსი, „ჰელიოსი“ და „გრომი“ წარმოადგინა. რუსეთი საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებს დაიკავოს იარაღის მსოფლიო ბაზრის დაახლოებით 10% თავისი სადაზვერვო და თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატებით.
„ისკანდერის“ რაკეტის მომზადება გასაშვებად - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
„აკრძალვის ზონა“: რუსული „ისკანდერები“ ახალი რაკეტებით აღიჭურვა
„ორიონის“ ბაზაზე შექმნილ უფრო დიდ და მძლავრ „სირიუსს“ (აფრენის წონა 5 ტონამდე) ჰაერში 40 საათამდე გაჩერება და 10 ათასი კმ მანძილის დაფარვა შეუძლია დაშვების გარეშე. „სირიუსი“ სატელიტური მართვის ოპციას მიიღებს და პილოტირებულ თვითმფრინავებთან ურთიერთობას შეძლებს.
რუსულმა მძიმე სადაზვერვო და მოიერიშე უპილოტო საფრენმა აპარატმა „ალტუს-RU“, ამერიკულ MQ-9 Reaper-ს აჯობა საბრძოლო დატვირთვით, რადარებისთვის შეუმჩნევადობით, ფრენის დროით (76 საათამდე) და სხვა პარამეტრებით. მაგალითად, „ალტიუსს“ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, მიზანში სროლის თაობაზეც კი. რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები 2022 წელს 18 უახლეს „ალტიუსს“ მიიღებს, მოგვიანებით კი კიდევ 50-ით შეივსება.
რა თქმა უნდა, ეს მოკლე მიმოხილვა არ ასახავს 2021 წელს რუსული არმიის გადაიარაღების სისრულეს. დამაინტრიგებელი სიახლეების მნიშვნელოვანი ნაწილი „კადრს მიღმა“ რჩება. მათზე შემდეგ ჯერზე ვისაუბრებთ.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორი პოზიციას
ყველა ახალი ამბავი
0