https://sputnik-georgia.com/20211223/ruuli-iarari-mzime-altiusi-263096293.html
რუსული იარაღი: მძიმე „ალტიუსი“ მსუბუქად ფრინდება
რუსული იარაღი: მძიმე „ალტიუსი“ მსუბუქად ფრინდება
Sputnik საქართველო
მზვერავ-მოიერიშე უპილოტო „ალტიუსის“ გამოცდების დასრულება იმას ნიშნავს, რომ რუსეთი, შესანიშნავი ტექნოლოგიური პოტენციალით, თავდაჯერებულად შევიდა იმ მცირე... 23.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-23T13:41+0400
2021-12-23T13:41+0400
2021-12-23T20:32+0400
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263079965_0:111:834:580_1920x0_80_0_0_2db2c79eafb53190d45fefc31f8ae683.jpg
მზვერავ-მოიერიშე უპილოტო „ალტიუსის“ გამოცდების დასრულება იმას ნიშნავს, რომ რუსეთი, შესანიშნავი ტექნოლოგიური პოტენციალით, თავდაჯერებულად შევიდა იმ მცირე ქვეყანათა წრეში, რომლებიც შორი მოქმედების მძიმე დრონებს აწარმოებენ. ამასთან ეს პერსპექტივაში ცასა და ბაზარზე დრონულ დომინირებასაც მოასწავებს.რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 21 დეკემბერს განაცხადა: „დასრულდა ხანგრძლივი ფრენის უპილოტო „ალტიუსის“ გამოცდა. ეს არის ღირსშესანიშნავი მოვლენა რუსეთისათვის და მსოფლიოსთვის“. მანამდე „მძიმე მოიერიშე დრონების კლუბში“ მხოლოდ შეერთებული შტატები (MQ-9 Reaper), ისრაელი (IAI Eitan) და თურქეთი (Bayraktar Akinci) შედიოდნენ.მომავლის „მრავალდომენურ“ ოპერაციებში ასეთი მანქანები ინტეგრირებული იქნება პილოტირებად ავიაციასთან, სახმელეთო და კოსმოსურ საშუალებებთან, და შეძლებენ საბრძოლო მოქმედებების მსვლელობის შეცვლას.მოიერიშე „ალტიუსს“ მთელი რიგი გამორჩეული მახასიათებლები აქვს. მთავარი − ხელოვნური ინტელექტია, რომელიც გადაწყვეტილების ავტონომიურად მიღების, მარშრუტების აგების, სამიზნეების იდენტიფიცირებისა და მათზე დარტყმის საშუალებას იძლევა. მას ანალოგი არ აქვს მსოფლიოში.„ალტიუსის“ საბრძოლო რადიუსი 5.000 კმ-მდეა, მას შეუძლია 1.000 კგ-მდე სასარგებლო ტვირთი გადაიტანოს მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში. „ალტიუსს“ აქვს სპეციალურად მისთვის შექმნილი სარაკეტო-საბომბე შეიარაღების ხაზი, საკრეისერო სიჩქარე − საათში 250 კმ, ინერციული სანავიგაციო სისტემა СП-2, რომელიც რადიოლოკაციურ შემჩნევადობას ამცირებს.თუ ხანგრძლივი ფრენის (48 სთ-მდე) დროს ოპერატიული ვითარება და პრიორიტეტული სამიზნეები შეიცვლება, დრონის მართვა თანამგზავრული კავშირით იქნება შესაძლებელი ბაზიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით.ფრენის საშუალო სიმაღლის (14.000 მ) მძიმე დრონის დანიშნულებაა ტანკების, საარტილერიო დანადგარების, მსუბუქად დაჯავშნული ტექნიკის, დაცული ობიექტებისა და ცოცხალი ძალის განადგურება. გამომდინარე საბრძოლო გამოყენების რადიუსიდან, „ალტიუსი“ შეიძლება საშუალო სიშორის რაკეტის ანალოგად ჩაითვალოს.სავარაუდო მეტოქეები და კონკურენტებიგასულ ზაფხულს რუსულმა დრონმა პოლიგონებზე წარმატებით დაამუშავა ავიდარტყმები მართვადი სარაკეტო შეიარაღებითა და კორექტირებადი ავიაბომბებით.„ალტიუსების“ პირველი პარტია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2021 წლის დასაწყისში დაუკვეთა, რაც მანქანის მაღალ სანდოობასა და ეფექტურობაზე მეტყველებს.მსოფლიოში მხოლოდ სამი ისეთი დრონი არსებობს, რომლებიც რუსულ „ალტიუსს“ შეიძლება შევადაროთ: ამერიკული MQ-9 Reaper (სასარგებლო ტვირთი 1.700 კგ), თურქული Bayraktar Akinci (1.350 კგ), ისრაელის IAI Eitan (1.000 კგ). ფრთების განშლა სამივეს 20 მეტრზე მეტი აქვს, სიჩქარე − 240-დან 400 კმ/სთ-მდე, უწყვეტი ფრენის დრო (საწვავის დამატების გარეშე) – 24-30 საათი. მანქანებს აქვთ ფრენის ავტომატური რეჟიმი, თუმცა თურქული დრონი დიდწილად ოპერატორზეა დამოკიდებული.საინტერესოა Akinci-ს უნარი, შეუტიოს სახმელეთო სამიზნეებს ფრთოსანი რაკეტა SOM-A-თი, რომლის ფრენის სიშორეც 250 კმ-მდეა.ასეთი ნაკეთობები, მცირედ მანევრირებადი და რადარებზე კარგად შესამჩნევები, შეიძლება მხოლოდ „აჯანყებულებთან“ ან ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლისთვის იყოს სასარგებლო ერაყსა თუ ირანში, რომლებსაც საზენიტო კომპლექსები არ გააჩნიათ. ევროპულ საბრძოლო მოქმედებების თეატრში ეს დრონები არაეფექტური იქნება.რუსული „ალტიუსი“ უცხოურ ანალოგებს უპირველესად ავტონომიურობით, საბრძოლო ინტეგრაციის პოტენციალით, შეიარაღების განვითარებული კომპლექსით, დაბალი რადიოლოკაციური შემჩნევადობით აღემატება. სპეციალისტების პროგნოზით, ეს აპარატი თავისი არსენალის საუკეთესო მსოფლიო ნიმუშებს დაჩრდილავს ცაშიც და საერთაშორისო ბაზარზეც.რუსეთი თავდაჯერებით იმარჯვებს თავდაცვის სფეროში მაღალტექნოლოგიურ რბოლაში: უპილოტო საფრენ აპარატებს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში აწარმოებენ, თუმცა პრიორიტეტად რჩება ბრძოლისუნარიანობა და არა უცხოელი პარტნიორებისთვის მიყიდვების ზრდა. აქედანაა მინიმალური რეკლამაც. დომინირებს რუსეთის შეიარაღებული ძალების უახლესი დრონებით უზრუნველყოფის გეგმები.„ინოხოდეცი“ და „ფორპოსტი“„ალტიუსის“ წარმატებასთან ერთად, სერგეი შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ჯარებში უპილოტო „ინოხოდეცისა“ და „ფორპოსტების“ მიწოდებები იწყება.ეს ინფორმაცია რუსული სამხედრო დანიშნულების უპილოტო ავიაციის ჰარმონიულ განვითარებაზე მეტყველებს.„ინოხოდეცი“ კარგად ცნობილ მზვერავ-გამანადგურებელ „ორიონის“ მოდიფიკაციაა. ხოლო „ფორპოსტი“ ორწლიანი საცდელი ექსპლუატაციით შემოწმებული ეფექტური მზვერავია.საშუალო სიმაღლის „ორიონი“ (იგივე „ინოხოდეცი“) − ხანგრძლივი ფრენის აპარატია (24 სთ). მისი საბრძოლო დატვირთვა 200 კგ-ია (მართვადი რაკეტები, კორექტირებადი ავიაბომბები). აქვს უნიკალური ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები. სადაზვერვო მოდიფიკაციას აქვს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი „ელექტრონული თვალები“.მოიერიშე „ორიონის“ დანიშნულება სტაციონარული და მოძრავი სახმელეთო სამიზნეების, ჯავშანტექნიკის, ტრანსპორტისა და ცოცხალი ძალის განადგურებაა. აფრენის მაქსიმალური მასა − 1.150 კგ, კრეისერული სიჩქარე − 200 კმ/სთ, ფრენის „ჭერი“ − 7.000 მეტრი. ამ კლასში მისი კონკურენტია თურქული Bayraktar TB2, რომლის ტვირთამწეობა 150 კგ, ხოლო სიჩქარე საათში 130 კმ-ია.„ფორპოსტი“ ადგილის დაზვერვისა და მონიტორინგის, ფოტოგრაფირების, კარტოგრაფირების, აეროგადაღების ამოცანებს ასრულებს. დრონს შეუძლია აღმოაჩინოს მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული დაცვის წერტილი, შექმნას რადიოშეფერხებები და ჩაიჭიროს რადიოსიგნალები.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „ფორპოსტმა“ კარგად წარმოაჩინა თავი ჯარებში. საბრძოლო ნათლობა სირიაში მიიღო, სადაც ტერორისტების პოზიციებზე ფარულ დაკვირვებასა და დარტყმების კონტროლს ახორციელებდა. დრონი ასევე სპეციალიზდება შავი ზღვის სანაპიროს პატრულირებაზე, შეუძლია 24 საათის განმავლობაში აწარმოოს დაზვერვა ოპტიკური, რადიოტექნიკური, რადიოლოკაციური საშუალებებით, და სამიზნეები გადასცეს საბრძოლო ხომალდებს, სანაპირო სარაკეტო კომპლექსებს.დასავლეთის სანქციების პოლიტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ის, რომ „ფორპოსტი“ მთლიანად რუსული დეტალებითაა აწყობილი. 500 კგ წონის აპარატს აქვს 6-კილომეტრიანი „ჭერი“, 200 კმ-იანი საბრძოლო რადიუსი და 18-საათიანი ფრენის ხანგრძლივობა.რუსული უპილოტო ავიაციის განვითარება გრძელდება − ინტელექტუალური საბრძოლო მოქმედებებისთვის აქტიურად ემზადება უახლესი მძიმე მზვერავ-მოიერიშე დრონი С-70 „მონადირე“. ვითარდება 7-ტონიანი მოიერიშე დრონი „გრომიც“.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20211217/amerikis-rusetisgan-hiperbgeriti-camorcena3mrd-dolarad-sefasda-262940552.html
https://sputnik-georgia.com/20211126/rusuli-iarari-2021-wlis-winaswari-sedegebi-262390789.html
https://sputnik-georgia.com/20211118/-dubai-airshow-2021---su-75--262179658.html
https://sputnik-georgia.com/20211006/rusuli-hiperbgeriti-raketa-cirkoni-260290650.html
https://sputnik-georgia.com/20210728/rusuli-gankiTxvis-dRis-TviTmfrinavebi-252442437.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263079965_174:120:787:580_1920x0_80_0_0_6f93cf02cf4a8942be17dcb8aa53f563.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები
მზვერავ-მოიერიშე უპილოტო „ალტიუსის“ გამოცდების დასრულება იმას ნიშნავს, რომ რუსეთი, შესანიშნავი ტექნოლოგიური პოტენციალით, თავდაჯერებულად შევიდა იმ მცირე ქვეყანათა წრეში, რომლებიც შორი მოქმედების მძიმე დრონებს აწარმოებენ. ამასთან ეს პერსპექტივაში ცასა და ბაზარზე დრონულ დომინირებასაც მოასწავებს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 21 დეკემბერს განაცხადა: „დასრულდა ხანგრძლივი ფრენის უპილოტო „ალტიუსის“ გამოცდა. ეს არის ღირსშესანიშნავი მოვლენა რუსეთისათვის და მსოფლიოსთვის“. მანამდე „მძიმე მოიერიშე დრონების კლუბში“ მხოლოდ შეერთებული შტატები (MQ-9 Reaper), ისრაელი (IAI Eitan) და თურქეთი (Bayraktar Akinci) შედიოდნენ.მომავლის „მრავალდომენურ“ ოპერაციებში ასეთი მანქანები ინტეგრირებული იქნება პილოტირებად ავიაციასთან, სახმელეთო და კოსმოსურ საშუალებებთან, და შეძლებენ საბრძოლო მოქმედებების მსვლელობის შეცვლას.
მოიერიშე „ალტიუსს“ მთელი რიგი გამორჩეული მახასიათებლები აქვს. მთავარი − ხელოვნური ინტელექტია, რომელიც გადაწყვეტილების ავტონომიურად მიღების, მარშრუტების აგების, სამიზნეების იდენტიფიცირებისა და მათზე დარტყმის საშუალებას იძლევა. მას ანალოგი არ აქვს მსოფლიოში.
„ალტიუსის“ საბრძოლო რადიუსი 5.000 კმ-მდეა, მას შეუძლია 1.000 კგ-მდე სასარგებლო ტვირთი გადაიტანოს მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში. „ალტიუსს“ აქვს სპეციალურად მისთვის შექმნილი სარაკეტო-საბომბე შეიარაღების ხაზი, საკრეისერო სიჩქარე − საათში 250 კმ, ინერციული სანავიგაციო სისტემა СП-2, რომელიც რადიოლოკაციურ შემჩნევადობას ამცირებს.
თუ ხანგრძლივი ფრენის (48 სთ-მდე) დროს ოპერატიული ვითარება და პრიორიტეტული სამიზნეები შეიცვლება, დრონის მართვა თანამგზავრული კავშირით იქნება შესაძლებელი ბაზიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით.
ფრენის საშუალო სიმაღლის (14.000 მ) მძიმე დრონის დანიშნულებაა ტანკების, საარტილერიო დანადგარების, მსუბუქად დაჯავშნული ტექნიკის, დაცული ობიექტებისა და ცოცხალი ძალის განადგურება. გამომდინარე საბრძოლო გამოყენების რადიუსიდან, „ალტიუსი“ შეიძლება საშუალო სიშორის რაკეტის ანალოგად ჩაითვალოს.
სავარაუდო მეტოქეები და კონკურენტები
გასულ ზაფხულს რუსულმა დრონმა პოლიგონებზე წარმატებით დაამუშავა ავიდარტყმები მართვადი სარაკეტო შეიარაღებითა და კორექტირებადი ავიაბომბებით.
„ალტიუსების“ პირველი პარტია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2021 წლის დასაწყისში დაუკვეთა, რაც მანქანის მაღალ სანდოობასა და ეფექტურობაზე მეტყველებს.
მსოფლიოში მხოლოდ სამი ისეთი დრონი არსებობს, რომლებიც რუსულ „ალტიუსს“ შეიძლება შევადაროთ: ამერიკული MQ-9 Reaper (სასარგებლო ტვირთი 1.700 კგ), თურქული Bayraktar Akinci (1.350 კგ), ისრაელის IAI Eitan (1.000 კგ). ფრთების განშლა სამივეს 20 მეტრზე მეტი აქვს, სიჩქარე − 240-დან 400 კმ/სთ-მდე, უწყვეტი ფრენის დრო (საწვავის დამატების გარეშე) – 24-30 საათი. მანქანებს აქვთ ფრენის ავტომატური რეჟიმი, თუმცა თურქული დრონი დიდწილად ოპერატორზეა დამოკიდებული.
საინტერესოა Akinci-ს უნარი, შეუტიოს სახმელეთო სამიზნეებს ფრთოსანი რაკეტა SOM-A-თი, რომლის ფრენის სიშორეც 250 კმ-მდეა.
ასეთი ნაკეთობები, მცირედ მანევრირებადი და რადარებზე კარგად შესამჩნევები, შეიძლება მხოლოდ „აჯანყებულებთან“ ან ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლისთვის იყოს სასარგებლო ერაყსა თუ ირანში, რომლებსაც საზენიტო კომპლექსები არ გააჩნიათ. ევროპულ საბრძოლო მოქმედებების თეატრში ეს დრონები არაეფექტური იქნება.
რუსული „ალტიუსი“ უცხოურ ანალოგებს უპირველესად ავტონომიურობით, საბრძოლო ინტეგრაციის პოტენციალით, შეიარაღების განვითარებული კომპლექსით, დაბალი რადიოლოკაციური შემჩნევადობით აღემატება. სპეციალისტების პროგნოზით, ეს აპარატი თავისი არსენალის საუკეთესო მსოფლიო ნიმუშებს დაჩრდილავს ცაშიც და საერთაშორისო ბაზარზეც.
რუსეთი თავდაჯერებით იმარჯვებს თავდაცვის სფეროში მაღალტექნოლოგიურ რბოლაში: უპილოტო საფრენ აპარატებს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში აწარმოებენ, თუმცა პრიორიტეტად რჩება ბრძოლისუნარიანობა და არა უცხოელი პარტნიორებისთვის მიყიდვების ზრდა. აქედანაა მინიმალური რეკლამაც. დომინირებს რუსეთის შეიარაღებული ძალების უახლესი დრონებით უზრუნველყოფის გეგმები.
„ინოხოდეცი“ და „ფორპოსტი“
„ალტიუსის“ წარმატებასთან ერთად, სერგეი შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ჯარებში უპილოტო „ინოხოდეცისა“ და „ფორპოსტების“ მიწოდებები იწყება.
ეს ინფორმაცია რუსული სამხედრო დანიშნულების უპილოტო ავიაციის ჰარმონიულ განვითარებაზე მეტყველებს.
„ინოხოდეცი“ კარგად ცნობილ მზვერავ-გამანადგურებელ „ორიონის“ მოდიფიკაციაა. ხოლო „ფორპოსტი“ ორწლიანი საცდელი ექსპლუატაციით შემოწმებული ეფექტური მზვერავია.
საშუალო სიმაღლის „ორიონი“ (იგივე „ინოხოდეცი“) − ხანგრძლივი ფრენის აპარატია (24 სთ). მისი საბრძოლო დატვირთვა 200 კგ-ია (მართვადი რაკეტები, კორექტირებადი ავიაბომბები). აქვს უნიკალური ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები. სადაზვერვო მოდიფიკაციას აქვს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი „ელექტრონული თვალები“.
მოიერიშე „ორიონის“ დანიშნულება სტაციონარული და მოძრავი სახმელეთო სამიზნეების, ჯავშანტექნიკის, ტრანსპორტისა და ცოცხალი ძალის განადგურებაა. აფრენის მაქსიმალური მასა − 1.150 კგ, კრეისერული სიჩქარე − 200 კმ/სთ, ფრენის „ჭერი“ − 7.000 მეტრი. ამ კლასში მისი კონკურენტია თურქული Bayraktar TB2, რომლის ტვირთამწეობა 150 კგ, ხოლო სიჩქარე საათში 130 კმ-ია.
„ფორპოსტი“ ადგილის დაზვერვისა და მონიტორინგის, ფოტოგრაფირების, კარტოგრაფირების, აეროგადაღების ამოცანებს ასრულებს. დრონს შეუძლია აღმოაჩინოს მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული დაცვის წერტილი, შექმნას რადიოშეფერხებები და ჩაიჭიროს რადიოსიგნალები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „ფორპოსტმა“ კარგად წარმოაჩინა თავი ჯარებში. საბრძოლო ნათლობა სირიაში მიიღო, სადაც ტერორისტების პოზიციებზე ფარულ დაკვირვებასა და დარტყმების კონტროლს ახორციელებდა. დრონი ასევე სპეციალიზდება შავი ზღვის სანაპიროს პატრულირებაზე, შეუძლია 24 საათის განმავლობაში აწარმოოს დაზვერვა ოპტიკური, რადიოტექნიკური, რადიოლოკაციური საშუალებებით, და სამიზნეები გადასცეს საბრძოლო ხომალდებს, სანაპირო სარაკეტო კომპლექსებს.
დასავლეთის სანქციების პოლიტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ის, რომ „ფორპოსტი“ მთლიანად რუსული დეტალებითაა აწყობილი. 500 კგ წონის აპარატს აქვს 6-კილომეტრიანი „ჭერი“, 200 კმ-იანი საბრძოლო რადიუსი და 18-საათიანი ფრენის ხანგრძლივობა.
რუსული უპილოტო ავიაციის განვითარება გრძელდება − ინტელექტუალური საბრძოლო მოქმედებებისთვის აქტიურად ემზადება უახლესი მძიმე მზვერავ-მოიერიშე დრონი С-70 „მონადირე“. ვითარდება 7-ტონიანი მოიერიშე დრონი „გრომიც“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს