დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 თებერვალი

© Pixabay / gabicuzბეღურა ხის ტოტზე
ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 2 თებერვალია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
სასიამოვნო მოვლენებისა და კარგი სიახლეების დღეა. იმის თქმა, რომ საერთოდ უზრუნველად ჩაივლის დღეა, არ შეიძლება, თუმცა საქმეებთან გამკლავება ბევრად მარტივი იქნება. საქმიანი მოლაპარაკებები არა მარტო ეფექტური, არამედ სასიამოვნოც იქნება, თუ მათ არაფორმალურ გარემოში ჩაატარებთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 1 თებერვალი>>
ვერძი: შესანიშნავი დღეა საქმიანი მოლაპარაკებების, სამუშაო საკითხების განხილვისთვის. თქვენს აზრს მოისმენენ ისინიც კი, ვინც მხოლოდ საკუთარი მოსაზრებებით არის დაინტერესებული. დრო დასვენებისთვისაც დაგრჩებათ. კარგი იქნება, თუ რამე უჩვეულოს დაგეგმავთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
თებერვლის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: იმაზე მეტი საქმე შეიძლება გამოგიჩნდეთ, ვიდრე ელოდებოდით; ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მაინც ყველაფერს გაუმკლავდებით. მოსალოდნელია შეხვედრები, რომლებმაც შესაძლოა ცხოვრებაზე აზრი შეგაცვლევინოთ, მოვლენებს სხვა კუთხით შეხედოთ.
ტყუპი: ყველაფერს უცბად ვერ გააკეთებთ. შესაძლებელია მცირე წარუმატებლობები, გაუგებრობები, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს - სიტუაცია მალე შეიცვლება, გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
კირჩხიბი: დატვირთული დღე გელოდებათ. ბევრი რამ გაქვთ მოსასწრები. დაგეგმილ საქმეებს ახალი შეიძლება დაემატოს. იმოქმედეთ თანამიმდევრულად და ნუ ეცდებით ერთდროულად რამდენიმე საქმესთან გამკლავებას. ასე სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.
გოგონა თოვლში - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
ქალები და მათი პატარ-პატარა სიგიჟეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: ადვილი არ იქნება თავის გაკონტროლება. გარშემომყოფები ხშირად ჩაერევიან თქვენს საქმეებში. ეს ხანდახან ძალიან გაგაბრაზებთ. შესაძლოა, კონფლიქტებს თავი აარიდოთ, მაგრამ სავარაუდოდ, განწყობა გაგიფუჭდებათ. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად.
ქალწული: კარგი დღეა თანამოაზრეებისა და საქმიანი პარტნიორების მოსაძებნად. სწრაფად იპოვით საერთო ენას ადამიანებთან. გაუმკლავდებით რთულ პროფესიულ საკითხებს. ეს შეუმჩნეველი არ დარჩება და შესაძლოა, მალე საინტერესო წინადადება მიიღოთ.
სასწორი: სჯობს, სერიოზული საქმეები დიდხანს არ გადადოთ. შუადღემდე მეტი შანსია მათი წარმატებით დასრულების. დღის მეორე ნახევარი დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის გამოიყენეთ, გაერთეთ, იფიქრეთ სასიამოვნო რაღაცებზე, იკონტაქტეთ მხიარულ ადამიანებთან.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
მორიელი: არ მოიწყენთ. გელოდებათ საინტერესო საქმეები, სასიამოვნო შეხვედრები, საუბრები. ამის გამო გეგმის მიხედვით მოქმედება რთული იქნება, რადგან სიტუაცია სწრაფად შეიცვლება, მოგიწევთ იმპროვიზირება. ბადალი არ გეყოლებათ საქმეებში, სადაც ფანტაზიაა საჭირო.
მშვილდოსანი: მოუსმინეთ ინტუიციას, მისი მინიშნებები ბევრ რამეში დაგეხმარებათ, სხვების რჩევებს კი ნუ მოუსმენთ. რაღაც მნიშვნელოვანმა შეხვედრამ შესაძლოა, თქვენს გეგმებზე მოახდინოს გავლენა. არაა გამორიცხული დაუგეგმავი ხარჯები.
თხის რქა: შესაძლებელია რაღაც მოულოდნელი მოვლენები, სიახლეები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს. გარშემომყოფების რჩევებს ნუ მოუსმენთ - უფრო დაიბნევით. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა ნათესავებთან შესახვედრად.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
ზოდიაქო: რეიტინგები – სიყვარული, მეგობრობა, მუშაობა
მერწყული: ბევრს მიაღწევთ, თუ რთულ საქმეებს არ გადადებთ. საჭირო შედეგს მალე ვერ მიაღწევთ, მაგრამ მომთმენი ხართ, მოვლენებს არ დააჩქარებთ და წინ ნელის სვლით ივლით. თითოეული ნაბიჯის გათვლა ბევრ უსიამოვნებას აგარიდებთ თავიდან.
თევზები: დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვან საუბრებს ნუ დაგეგმავთ. ამ პერიოდში რთული იქნება ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა. ამასთან ზოგიერთი თქვენგანი გაღიზიანებული იქნება. ნაშუადღევს განწყობა გაუმჯობესდება და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.
ყველა ახალი ამბავი
0