თებერვლის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

© Pixabay / Free-Photosვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
გამოწერა
იწყება ზამთრის ბოლო თვე. თებერვალი ბედნიერებისა და იმედების თვეა. ასტროლოგები გვიამბობენ, რას უნდა ველოდოთ ვარსკვლავებისა და პლანეტებისგან თებერვალში.
არაა გამორიცხული, რომ ბევრი ჩვენგანისთვის თებერვალში პოზიტიური ცვლილებები მოხდეს. 4 თებერვალს რეტროგრადულ სვლას შეწყვეტს მერკური, ეს კი ნიშნავს, რომ დგება პერიოდი რეტრო-პლანეტების გარეშე. დადგა მტკიცე მოქმედებების დრო.
ვერძი: თქვენთვის თებერვალში ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროები სამუშაო და ფინანსები იქნება. არაა ხელების ჩამოშვების დრო. წინ უნდა იაროთ. გაჩნდება ბიზნესში მდგომარეობის გამტკიცების, დაწინაურების, ხელფასის გაზრდის შესაძლებლობა.
ასტროლოგები დაჟინებით გირჩევენ, ისწავლოთ ადამიანებისთვის უარის თქმა, რადგან ბევრი გთხოვთ იმის გაკეთებას, რასაც თავადაც მშვენივრად გაართმევენ თავს, ანუ ისინი თქვენი კეთილი სურვილებით ბოროტად ისარგებლებენ.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
კურო: შესანიშნავი დროა დამოუკიდებლად მუშაობისთვის. მარტო უფრო ადვილად გაუმკლავდებით სირთულეებს. სხვა შემთხვევაში აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც არაფერს გააკეთებენ და თქვენი შრომით სარგებლობას მოინდომებენ.
არავის მისცეთ თქვენით მანიპულირების საშუალება. ეს ის დროა, როცა მეტად მკაცრი უნდა იყოთ. თუ ვინმესთან გაამხანაგდებით, ისეთი ადამიანები მოძებნეთ, რომლებიც კისერზე არ მოგასხდებიან და თავიანთ საქმეს სანიმუშოდ შეასრულებენ.
ტყუპი: ყველას აქვს ხასიათის ბნელი და ნათელი მხარეები. თებერვალში ვარსკვლავები დაგეხმარებიან უკეთესობისკენ გარდასახვაში. გაქრება შიშები, კონფლიქტში ჩაბმის სურვილი. გააქტიურდება შემოქმედებითი ჟინი, გაჩნდება მოტივაცია. თავდაცვითი პოზიცია მშვიდი წინსვლით ჩანაცვლდება.
განსაკუთრებით კარგი პერიოდი გელოდებათ 4 თებერვლიდან, როდესაც თქვენი მფარველი მერკური რეტროგრადული მოძრაობისგან გათავისუფლდება.
კირჩხიბი: თებერვალში სწრაფად შეძლებთ სურვილების რეალიზაციას. მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც დადებით მუხტს გაძლევენ და არა უარყოფით ემოციებს. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ აქტიურობის, დასვენებისა და დალოდების მომენტები.
თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, შეძლებთ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას. ახლა მთავარია, არ დაივიწყოთ თქვენი მოვალეობები და არ დააჩქაროთ მოვლენები.
გოგონა თოვლში - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
ქალები და მათი პატარ-პატარა სიგიჟეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: ძალზე ხელსაყრელი თვეა, მაგრამ დატვირთული და ხანდახან დაძაბულიც. მოგიწევთ უამრავი მიღებული ინფორმაციის დამუშავება, როგორც დადებითის, ისე უარყოფითის. წარმატების მთავარი პირობა სიმშვიდის შენარჩუნებაა (ზოგადად და ახლა განსაკუთრებით).
თებერვალში შესაძლებელია ძველი გეგმების რეალიზება, რომელთა გადადებაც სხვადასხვა მიზეზის გამო გიწევდათ.
ქალწული: სიფრთხილე გმართებთ. ვარსკვლავები თქვენ მხარეს იქნებიან, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ვითარება არ გააფუჭოთ. პირველ რიგში, გააკონტროლეთ მეტყველება - მოერიდეთ არასწორ გამონათქვამებს, სიტყვებს, რომლებსაც სხვებისთვის გულისტკენა შეუძლია.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოვლენებს წინ არ გაუსწროთ. თქვენთვის სიჩქარე ნორმა იქნება, რადგან დრო უდიდესი სისწრაფით მიდის, მაგრამ თქვენთვის აჯობებს, თუ თითოეულ წამს გააკონტროლებთ.
სასწორი: პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ - საჭიროა, სახლის ენერგეტიკას მიხედოთ. დაასუფთავეთ ის და მყუდროება შეიტანეთ მასში, რადგან სწორედ მშობლიურ კედლებში დაგროვდება სამყაროს ენერგია.
ხელსაყრელია სახლში მუშაობა, დასვენება და პაემნების მოწყობაც კი. გარემოს შეცვლა შეიძლება წაგადგეთ კიდეც, მაგრამ მაინც სახლიდან შორს ნუ წახვალთ. რაც შეეხება პრობლემებს, მათ მიმართ გულგრილი ნუ იქნებით და ეცადეთ მათი მოგვარება.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
მორიელი: თვის პირველ ნახევარში განწყობის ხში ცვლაა მოსალოდნელი. შესაძლოა, მოულოდნელად გაგიფუჭდეთ ხასიათი, მოგეძალოთ სევდა და აპათია. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ თებერვალში აუცილებლად უნდა მოერიდოთ ხმების გავრცელებას.
მოერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ სხვების გაკიცხვა, ზურგსუკან ჭორაობა. ძალიან საშიშია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობა. თუ რამე კარგის გაკეთება გინდათ, სხვების გარეშე, მარტომ გააკეთეთ.
მშვილდოსანი: პლანეტები და ვარსკვლავები ახლა იმგვარ განლაგებაში არიან, რომ შეგიძლიათ და აუცილებელიცაა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება. თებერვალში ამოცანა გამარტივდება, ამიტომ დროით უნდა ისარგებლოთ.
რაც შეეხება სიყვარულს, აქ ბევრი პრობლემა თავისთავად გადაწყდება. იგივეა მოსალოდნელი სამუშაოსა და ფინანსების სფეროშიც. კარგი თვეა ახალი სამუშაოს ძებნისთვის, საყიდლებისთვის. შოპინგი აამაღლებს თქვენს განწყობას.
თხის რქა: თებერვალში მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლა, პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ისწავლეთ დროულად დასვენება, გარემოს გამოცვლა. გადაღლა სიკეთეს არ მოიტანს. კარგი დროა შოპინგისთვის.
თვის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ნათესავების მონახულება. არ გაწყენთ ასევე ბიზნესსა და სამუშაოზე სათადარიგო გეგმის შედგენა, რადგან არაა გამორიცხული, რომ ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში რაღაც ისე არ წავიდეს, როგორც საჭიროა.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
ზოდიაქო: რეიტინგები – სიყვარული, მეგობრობა, მუშაობა
მერწყული: თვის დასაწყისში დროებითი სიჩუმე და სიმშვიდე გჭირდებათ. უნდა იფიქროთ, გაანაწილოთ პრიორიტეტები, დაგეგმოთ საქმეები. ამ თვის ყველაზე საშიში გრძნობაა შური. ის წარმატებას ეღობება წინ, ამიტომ მისგან უნდა გათავისუფლდეთ.
სიყვარულსა და საოჯახო ურთიერთობებში შეიძლება მოვალეობის გრძნობა გეწვიოთ. გაგიჩნდებათ ბავშვებზე, მშობლებზე, საყვარელ ადამიანზე ზრუნვის სურვილი. სამსახურსა და ბიზნესში უმოქმედობა თქვენს რეპუტაციაზე ცუდად აისახება. თუ რამე მნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმეები გაქვთ, პირველ რიგში მათ მიხედეთ.
თევზები: უნდა იმოქმედოთ. ბევრი უნდა იმუშაოთ, მაგრამ არც დასვენება უნდა დაგავიწყდეთ, რადგან ენერგიას აღდგენა ესაჭიროება. ურთიერთობებში, იქნება ეს საქმიანი თუ სასიყვარულო, კონსტრუქციული დიალოგი დაგეხმარებათ, განსაკუთრებით რთულ პერიოდებში.
თებერვალში განსაკუთრებით აქტუალურია, რომ იყოთ ის, ვინც ხართ. თავის მოჩვენება, ან მცდელობა, რომ უღალატოთ საკუთარ პრინციპებს, არაფერ კარგს არ მოიტანს.
ყველა ახალი ამბავი
0