დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 1 თებერვალი

© Pixabay / Lichtmagnetნაკვალევი თოვლში
ნაკვალევი თოვლში - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 1 თებერვალია, სამშაბათი. ახალმთვარეობა მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
მუშაობისთვის არახელსაყრელი დღეა. თუ შესაძლებელია, სჯობს, საერთოდ არაფერი გააკეთოთ. მოსალოდნელია ქაოსი ფიქრებშიც, საქმეებშიცა და ურთიერთობებშიც. ემოციური ფონი დაძაბულია. ასეთ დღეებში ადამიანები ხშირად იქცევიან არალოგიკურად, ჩხუბობენ უაზრო რაღაცებზე, ავიწყდებათ ზომიერების გრძნობა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 იანვარი>>
ვერძი: დატვირთული დღე გელოდებათ. ამოცანების გადაჭრაში ძველი ნაცნობები დაგეხმარებიან. კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებთან ურთიერთობებს. შესაძლებელია რაღაც ძველი პრობლემების განხილვა. ამის შემდეგ საერთო ენის გამონახვა გაიოლდება.
გოგონა თოვლში - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
ქალები და მათი პატარ-პატარა სიგიჟეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე კარგად დაფიქრდით. არ იჩქაროთ, თუნდაც საქმე მცირე თანხას ეხებოდეს. დანარჩენში დღე ხელსაყრელია. შეიძლება სამსახურში ახალი მოვალეობები გაგიჩნდეთ. ეცადეთ, მათ საუკეთესოდ გაართვათ თავი, რადგან შესაძლოა, თქვენი კარიერა იყოს დამოკიდებული.
ტყუპი: გარშემომყოფები თქვენზე დიდ იმედებს ამყარებენ და ეს თქვენთვის რთული აღმოჩნდება. ყოველთვის არაა საჭირო ბოლომდე დახარჯვა, რომ სხვას ასიამოვნოთ. გახსოვდეთ თქვენი მიზნები და ინტერესები. ასევე ადვილი არ იქნება ახლობლებთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ კონფლიქტებს თავს აარიდებთ.
კირჩხიბი: სიმშვიდის შენარჩუნება რთული იქნება განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. განიცდით ყველა წვრილმანს. ეს საქმეებზე ყურადღების კონცენტრაციაში შეგიშლით ხელს. ამიტომ აჯობებს, თუ მნიშვნელოვან საქმეებს დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმავთ. ამ დროს ემოციები უფრო სტაბილური გახდება.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
ლომი: მოსალოდნელია დაბრკოლებები საქმეებში, უიღბლო თანხვედრები. შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. მიუხედავად ირგვლივ არსებული ორომტრიალისა, შეძლებთ სიმშვიდის შენარჩუნებას. დღის მეორე ნახევარში შეძლებთ დასვენებას. კარგად ჩაივლის რომანტიკული შეხვედრა. შეყვარებულებს სიურპრიზები ელოდებათ.
ქალწული: გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობები. შეიძლება ხშირად არასწორად გაგიგონ. კამათსა და კონფლიქტებს თავს აარიდებთ. დღის პირველი ნახევარი ჩვეული, მიმდინარე საქმეებისთვის გამოიყენეთ, მეორე ნახევარში კი შეგიძლიათ ახალს მოკიდოთ ხელი. მოუსმინეთ ძველი ნაცნობების რჩევებს.
სასწორი: მშფოთვარე დღე გელოდებათ. ეცადეთ, თავი აარიდოთ ხანგრძლივ საუბრებს არაფერზე და უაზრო კამათს. გარშემომყოფები ჩვეულებრივზე მეტად ერევიან თქვენ საქმეებში. არაა გამორიცხული მცირე საოჯახო გაუგებრობები. შესაძლოა გაჩნდეს რაღაც პრობლემები, რომლებიც მოულოდნელ ხარჯებს მოითხოვს.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ
მორიელი: რაც არ უნდა გქონდეთ დაგეგმილი, გახსოვდეთ - აჩქარება არ ღირს. თქვენგან მოითხოვება გაწონასწორებული გადაწყვეტილებები და კარგად მოფიქრებული მოქმედებები. ასე რომ, არ აჰყვეთ ემოციებს, არ მიიღოთ გადაწყვეტილებები ნაჩქარევად. ახლობლებთან ურთიერთობები გაგახარებთ.
მშვილდოსანი: ნებისმიერ საქმეს განსაკუთრებული სერიოზულობით უნდა შეხედოთ. ქარაფშუტული დამოკიდებულება უსიამოვნებებით შეიძლება დასრულდეს. სიფრთხილეა საჭირო ნებისმიერი ფინანსური ოპერაციების დროს. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები ჭარბობს. კარგი დღეა მგზავრობისთვის.
თხის რქა: ილაპარაკეთ პირდაპირ, იმოქმედეთ მტკიცედ. შეგიძლიათ ცხოვრების შეცვლა, წარმატების მიღწევა მნიშვნელოვან საქმეში. გარშემომყოფები თქვენი ენთუზიაზმით მოიხიბლებიან. ურთიერთობები, რომლებიც დღეს დაიწყება, როგორც საქმიანი, დროთა განმავლობაში შეიძლება რომანტიკულ კავშირში გადაიზარდოს.
კამათი სკანდალისტთან - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე კონფლიქტური ნიშნები – ტოპ-ხუთეული
მერწყული: ძნელი იქნება უთანხმოებებისა და კამათის თავიდან აცილება. თუმცა ისეთ არგუმენტებს მოიშველიებთ, რომ თქვენს სიმართლეს ყველაზე ჯიუტი ოპონენტებიც აღიარებენ. გექნებათ საშუალება, რომ ლიდერის თვისებები გამოამჟღავნოთ. შეძლებთ განსხვავებული ადამიანების გაერთიანებას.
თევზები: კარგი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებთანაც დიდი ხანია, საერთო ენის პოვნას ცდილობთ. დღეს შესაძლებელია მათთან შეთანხმება. პირად ურთიერთობებში ინტუიციას მიენდეთ. ის გიკარნახებთ, როგორ უნდა მოიქცეთ. გექნებათ საშუალება, შეურიგდეთ ადამიანს, რომელზეც რაღაც წვრილმანის გამო ნაწყენი იყავით.
ყველა ახალი ამბავი
0