დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 იანვარი

© Pixabay / SatyaPrem თოვლიანი პეიზაჟი
თოვლიანი პეიზაჟი  - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 31 იანვარია, ორშაბათი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია, თუ სიმტკიცეს გამოიჩენთ. შესაძლოა ზოგიერთს მოულოდნელად რაღაც ახალი როლის შესრულება მოუწიოს. ამ შემთხვევაში ენდეთ ინტუიციას. კარგი დღეა ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 იანვარი>>
ვერძი: დილისთვის მნიშვნელოვან საქმეებს ნუ დაგეგმავთ, რადგან გაგიჭირდებათ სამუშაოზე ყურადღების კონცენტრაცია. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და განწყობა გაუმჯობესდება, გაიზრდება სამუშაო ენერგია. ბევრ რამეს სხვა კურთხით დაინახავთ.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
კურო: შესანიშნავი დღეა ახალი ნაცნობობისთვის ადამიანებთან შეხვედრისთვის. რთული არ იქნება კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. ბევრი მოისურვებს თქვენთან დამეგობრებას და არც ახალი რომანტიკული ურთიერთობების დაწყებაა გამორიცხული. ხელსაყრელი დღეა პროფესიული თვალსაზრისითაც.
ტყუპი: სავარაუდოდ, ბევრი რამ გეგმის მიხედვით არ წავა. მოგიწევთ იმპროვიზირება, გადაწყვეტილებების გზადაგზა მიღება, შეხვედრების გადადება. მიუხედავად ორომტრიალისა, შეინარჩუნებთ კარგ განწყობას. არავითარ შემთხვევაში არ ჩაებათ ავანტიურაში, საეჭვო წამოწყებებში.
კირჩხიბი: გელოდებათ ბევრი კამათი, მაგრამ ეს სარგებლობას მოიტანს – იპოვით ოპტიმალურ გადაწყვეტილებას და პრიორიტეტებს სწორად გაანაწილებთ. ყურადღებით მოუსმენთ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს, ობიექტურად შეაფასებთ სხვის არგუმენტებს. მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯები.
ვეფხვები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ლომი: წყნარი და მშვიდი დღე არ გელოდებათ. თქვენს ყურადღებას არაერთი საქმე მიიპყრობს და მათ შორის, შესაძლოა, სხვისი შეცდომების გამოსწორებაც მოგიხდეთ. შესაბამისად, ამდენი შრომის შემდეგ დასვენება არ გაწყენთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა სერიოზული საკითხების განსახილველად.
ქალწული: თუ საქმეებს არ გადადებთ სამომავლოდ, ბევრ რამეს მოასწრებთ. სერიოზულ საკითხებს დილით მიხედეთ, მაგრამ მოლაპარაკებები და შეხვედრები გადადეთ. არ იჩქაროთ პირად ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებების მიღება. არ აჰყვეთ წამიერ ემოციებს. ჯერ საკუთარ გრძნობებში უნდა გაერკვეთ.
სასწორი: რთული იქნება გონების მოკრება და საქმეებზე ყურადღების გამახვილება. ამასთან, მოგიწევთ სერიოზული საქმეებიდან წვრილმანებზე ყურადღების ხშირად გადატანა. ეს თვითკონტროლს გაართულებს. დღის მეორე ნახევარში შეძლებთ მოდუნებას. გელოდებათ სიურპრიზები.
მზისკენ ამხტარი გოგო - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერების საიდუმლო
მორიელი: მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები. ეცადეთ, მოვლენებს ფილოსოფიურად შეხედოთ. თუ ამას მოახერხებთ, სწრაფად მიხვდებით, როგორ უნდა შეცვალოთ სიტუაცია უკეთესობისკენ. სჯობს, არ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც თქვენი და თქვენი ახლობლების ცხოვრების შეცვლა შეუძლია.
მშვილდოსანი: დილა რთული ამოცანების გადაჭრისთვის არ გამოდგება. სჯობს, არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას.
თხის რქა: ბევრი საინტერესო საუბარი გელოდებათ. ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომ რჩევა მიიღოთ ძალიან გამოცდილი ადამიანისგან. კარგად ჩაივლის შეხვედრები პოტენციურ დამსაქმებლებთან, საქმიან პარტნიორებთან. მათზე ძალიან კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ზოდიაქო: როდის და რატომ ღალატობენ სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
მერწყული: ბევრი საქმე გექნებათ და მათ ენთუზიაზმით მოეკიდებით. გაგახარებთ უჩვეულო და საინტერესო ამოცანების ამოხსნა. შესაძლოა, ახალი მეგობრები შეიძინოთ. მოსალოდნელია მცირე თანხის მიღება – შეძლებთ დაუგეგმავად რამის ყიდვას და ახლობლებისთვის სიურპრიზების მოწყობას.
თევზები: მოახერხებთ იმ საქმის დასრულებას, რომელსაც დიდი ენერგია დაახარჯეთ. ახლობლებისგან სასიხარულო ამბავს გაიგებთ. შესაძლოა, გეგმების შეცვლაც მოინდომოთ. კარგო დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისთვის. შეგიძლიათ ოჯახისთვის ტექნიკის ან ავეჯის ყიდვა.
ყველა ახალი ამბავი
0