2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

© REUTERS / Stringerვეფხვები
ვეფხვები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
წელიწადი უხვად გვპირდება მოულოდნელ მოვლენებს, მაგრამ უპირატესად ეს ხელსაყრელი მოულოდნელობები იქნება.
აღმოსავლური კალენდრით 2022 წელი წყლის ვეფხვის წელია - კეთილშობილური, მაგრამ იმპულსური ნიშნის, რომლის ძლიერ ხასიათსაც წყლის სტიქია ამსუბუქებს.
ცისფერი ან შავი (მას ორივენაირად უწოდებენ) წყლის ვეფხვის წელი ცვლილებებს მოიტანს. ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოდიაქოს თითოეული ნიშანი იგრძნობს ამ ცხოველის ძალას.
გაითვალისწინეთ, რომ ვეფხვის წელი არა 1 იანვარს, არამედ 1 თებერვალს დადგება და 2023 წლის 21 იანვრამდე გაგრძელდება.
რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ახალ, ვეფხვის წელს, გაეცანით ჩვენს მასალას.
ვერძი: 2022 წელი ვერძებისთვის გარდამტეხი იქნება - მიხვდებით, რომ იმან, რისკენაც ისწრაფვოდის გასულ წლებში, მნიშვნელობა დაკარგა. მოიპოვებთ ფსიქოლოგიურ თავისუფლებას და დაიწყებთ საკუთარი თავის მოსმენასა და ინტერესების გათვალისწინებას. შესაძლოა, შეიცვალოს თქვენი საურთიერთობო წრე და ამან გაგანერვიულოთ, მაგრამ გწამდეთ, რომ ეს ნერვიულობა არ ღირს, რადგან შედეგი საუკეთესო იქნება.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
კურო: კუროები 2022 წელს გზაგასაყარზე მოხვდებით. გექნებათ ორი ვარიანტი, რომელ გზას დაადგებით. ეს ეხება ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროს, სადაც არჩევანი დადგება „მოუსმინო გულსა" და „მოუსმინო გონებას" შორის. რა არჩევანს გააკეთებთ - ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ახალი წელი მოწყენის ან რამეზე გულის დაწყვეტის საშუალებას არ მოგცემთ. ელოდეთ წარმატებას კარიერაში და პარტნიორულ ურთიერთობებში.
ტყუპი: იღბლიანი წელია ჯანმრთელობის თვალსაზრისით - გადაწყდება პრობლემები, რომლებიც წელიწადზე მეტია, გაწუხებთ. იმავეს ელოდეთ ოჯახის წევრებთან მიმართებით - ჯანმრთელობის ტოტალური პრობლემები გაქრება, თითქოს არც ყოფილა. დაბრკოლებებია მოსალოდნელი სამსახურში - უნდა დაფიქრდეთ, რამდენად გიღირთ კარიერული ზრდა, ფინანსური სარგებელი და ღირს თუ არა საქმიანობის სფეროს შეცვლა.
კირჩხიბი: 2022 წელი მოგიტანთ ახალ მშვენიერ ნაცნობობას და მხოლოდ ამას არა - ამურის ისარი პირდაპირ გულში მოგხვდებათ. დიდი შანსი გაქვთ, რომ იპოვოთ ახალი სიყვარული, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგყვებათ, ან ყველა თვალსაზრისით გამოკეთდეს უკვე არსებული ურთიერთობები პარტნიორთან. ცვლილებებია მოსალოდნელი ხასიათშიც - საკუთარ თავში ახალ საზღვრებს აღმოაჩენთ.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
ლომი: წარმატებული წელი იქნება ბიზნესისა და კარიერის თვალსაზრისით. თქვენი ფინანსური პირამიდა ახალი წარმატებული პროექტების წყალობით, უბრალოდ, "აფეთქდება". შეგიპყრობთ სხვადასხვა იდეა, რომლებსაც აუცილებლად ექნება კარგი გამოძახილი. გელოდებათ დაწინაურება. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ წარმატებებმა, შესაძლოა, ცხოვრების სხვა სფეროები დაჩრდილოს, პრობლემები შეგექმნათ, ამიტომ ეცადეთ, ბალანსი დაიცვათ.
ქალწული: 2022 წელს ყურადღება გმართებთ იმ მხრივ, უნდა აკონტროლოთ თქვენი სიტყვები და საქციელი, რადგან არის დიდი ალბათობა, რომ გული ატკინოთ ახლობელ ადამიანებს. ამის შედეგი შეიძლება იყოს ირგვლივ თქვენი წრის შემცირება და მარტოობაც კი. უნდა გაიაზროთ თქვენი მოსაზრებები გარშემომყოფების შესახებ, ასევე დაფიქრდეთ წინა პერიოდის შეცდომებზე. დეტალური ანალიზის შემდეგ წყლის ვეფხვი შესანიშნავ განწყობასა და ირგვლივ საოცარ ადამიანებს გაჩუქებთ.
სასწორი: თქვენი მთავარი სიტყვა 2022 წელს არის სტაბილურობა. გექნებათ აბსოლუტურად მშვიდი და სასიამოვნო დღეები, თქვენი ოჯახის წევრები, ახლობლები ჯანმრთელი და ბედნიერი იქნებიან, პარტნიორს ეყვარებით და თქვენც გეყვარებათ ის, ხოლო ფინანსური მხარე დამაკმაყოფილებელზე უკეთესი იქნება. ეს წელი თქვენთვის ამოსუნთქვის წელი იქნება - ასეთი „გადატვირთვა" ნამდვილად გჭირდებათ.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2018
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით
მორიელი: დაფიქრება ღირს - იქნებ, საკუთარ თავში რამე ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ? იქნებ, სიმღერა და ცეკვა გეხერხებათ? არ მოგერიდოთ და მიჰყევით ახალ ჰობის, 2022 წელი წარმატებებს გპირდებათ. არ შეიზღუდოთ თავი, გამოიყენეთ თითოეული შესაძლებლობა. არაა გამორიცხული, რომ თქვენმა ახალმა წამოწყებამ შემოსავალიც მოგიტანოთ და ის მასშტაბურ ბიზნესში გადაიზარდოს.
მშვილდოსანი: მშვილდოსნებმა ყურადღება ჯანმრთელობას უნდა მიაქციოთ, დიდი ყურადღებით მოეკიდეთ თქვენს ორგანიზმს, არ დაივიწყოთ გეგმური პროფილაქტიკური ღონისძიებები. აქამდე ხშირად დაგიტოვებიათ უყურადღებოდ შეუძლოდ ყოფნა, ახლა კი თავს უნდა მიხედოთ. დროა, თქვენი მსოფლმხედველობა შეცვალოთ. ასტროლოგები 2022 წელს გპირდებიან, რომ შესანიშნავად იგრძნობთ თავს, გვერდით გეყოლებათ პარტნიორი, რომელიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ.
თხის რქა: სიურპრიზებით სავსე წელი გელოდებათ. მოხდება ის, რასაც ვერ წარმოიდგენდით. ცვლილებების ქარი შორს წაგიყვანთ, ასე რომ, წინ, თავგადასავლებისკენ! შესაძლოა, დაგაინტერესოთ ისეთმა სფეროებმა, როგორიცაა მეწარმეობა, ჟურნალისტიკა და დიზაინმაც კი (უფრო არქიტექტურული). შეგიძლიათ თამამად იაროთ წინ, ვარსკვლავები მხარს დაგიჭერენ.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
მერწყული: 2022 წელს მერწყულებს ფინანსური პრობლემები შეიძლება გაგიჩნდეთ, თუმცა არ განერვიულდეთ - ეს დროებითი და თუ საკმარის ძალისხმევას გამოიჩენთ, სულ ორიოდე თვეში შეიძლება „მინუსიდან" „პლუსზე" გადახვიდეთ. მაგრამ თუ არ იმოქმედებთ და ყველაფერს დინებაზე მიუშვებთ, მაშინ არცთუ სახარბიელო წელი გელოდებათ.
თევზები: 2022 წელს ბედის საჩუქრებს ელოდეთ. გელოდებათ საოცარი მოგზაურობები, აღმოჩენები. შეიძლება ცხოვრება სულ ახლებურად შეიგრძნოთ, გააფართოვოთ თქვენი ჰორიზონტები. პარტნიორულ ურთიერთობებში ჰარმონია დაისადგურებს. ყურადღება უნდა მიაქციოთ კარიერას, უნდა გადაჭრათ დაუმთავრებელი საკითხები.
ყველა ახალი ამბავი
0