ინფლაციური მონსტრი: რატომ ემუქრება აშშ-ში ფასების ზრდა მთელ მსოფლიოს

© photo: Sputnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
გამოწერა
ირინა ბადმაევა
აშშ-ში ინფლაციის დონე ყველა რეკორდს ამსხვრევს − ფასების ასეთი ზრდა უკვე 40 წელია, არ ყოფილა. ეს ეკონომიკაში სახსრების ანტიკრიზისული გადასხმების შედეგია. ამერიკული საბეჭდი დაზგის გამო მთელ მსოფლიოს მოუწევს საფასურის გადახდა, მაგრამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ამ თემზე ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს.

ყველა შესაძლებლობით

წლიურ გამოხატულებაში შვიდი პროცენტი − ეს დეკემბრის მაჩვენებელია. ამის ტაობაზე ორშაბათს იმსჯელეს თეთრ სახლში. ბაიდენი ეკონომიკურ მრჩევლებს შეხვდა. იყო ტელეტრანსლაციაც.
როდესაც ჟურნალისტები დარბაზიდან გაჰყავდათ, ტელეარხ Fox News-ის კორესპონდენტმა პიტერ დუსიმ პრეზიდენტს მიაყვირა: „მიგაჩნიათ თუ არა, რომ [კონგრესში] შუალედური არჩევნების წინ ინფლაცია დიდი პოლიტიკური პრობლემაა?“
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
მსოფლიო დღეს
ბაიდენი ინფლაციაზე დასმულმა კითხვამ გააბრაზა და ჟურნალისტს „ნაბიჭ...რი“ უწოდა: ვიდეო
როგორც ყველაფრიდან გამოჩნდა, ბაიდენს შეკითხვა არ მოეწონა. „ეს დიდი აქტივია. მეტი ინფლაცია. რა სულელი ნაბიჭვარია“, − ჩაილაპარაკა სარკაზმით. ეტყობა ეგონა, რომ მიკროფონი გამორთული იყო.
ერთი საათის შემდეგ პრეზიდენტმა ჟურნალისტს დაურეკა და ბოდიში მოუხადა, არაფერი პირადიო.
ბაიდენსა და დუსის შორის რთული ურტიერტობები არსებობს. რეპორტიორს „წვეტიანი“ კითხვების დასმა უყვარს. სახელმწიფოს მეთაური მას „თავქარიანს“ უწოდებს. პრეზიდენტი არც სხვა ჟურნალისტებს სწყალობს მაინცდამაინც.
სანამ ბაიდენი პრესასთან პოლემიკითაა დაკავებული, ინფლაცია ძალებს იკრებს. ხელისუფლებას ამასთან უშუალო კავშირი აქვს. 2020 წელს აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ტრილიონობით დოლარი დაბეჭდა და ბიზნესსა და საოჯახო მეურნეობებს დაურიგა.
„თითოეულმა ამერიკელმა მიიღო ფული, რომლითაც საქონელი და მომსახურება შეიძინა, და ამით დამატებითი მოთხოვნები გააჩინა პროდუქციაზე“, − განმარტა ეკონომიკის ექსპერტმა ეკატერინა ნოვიკოვამ.
SWIFT - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
SWIFT-ის სიჩქარით: რუსეთზე დარტყმა ყველას დააზარალებს
ანტიკრიზისული სახსრების ლომის წილი საფინანსო ბაზარმა შთანთქა. ეს ტრილიონები თანდათან აღწევს ეკონომიკაში და ინფლაციას ზრდის.
„დოლარის მდგომარეობა გლობალური სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში (59%-ზე მეტი) და საერთაშორისო ვაჭრობაში (გარიგებების 87%) ხელფეხს უხსნის ვაშინგტონს. აშშ-ს შეუძლია აქტიურად გაზარდოს ფულის მასა ეკონომიკის სტიმულირებისთვის“, − აღნიშნა საინვესტიციო კომპანია „ა-ბე-ცეს“ გენერალურმა დირექტორმა ავგენი ლაშკოვმა.
წელიწადნახევარში ამერიკული ინდექსები საშუალოდ მესამედით გაიზარდა.

შედეგებზე ფიქრი დაავიწყდათ

პანდემიისას მასშტაბური ფულადი გადასხმები გარდაუვალი იყო. „შედეგებზე არავინ დაფიქრებულა. ამერიკული ეკონომიკა კი გლობალური ბაზრის ლოკომოტივია. ოკეანის გაღმა ნებისმიერი ცვლილება ელვისებურად აისახება სხვა ქვეყნებზე. თანაც ნეგატიურად“, − ამბობს ფინანსისტი ანდრეი პლოტნიკოვი.
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2022
მსოფლიო დღეს
აირჩევენ თუ არა ამერიკელები ბაიდენს ხელახლა: გამოკითხვის შედეგები
გაძვირება არაფერს კარგს არ უქადის არც ამერიკელებსა და არც სხვებს.
„აშშ-მა ინფლაციური მონსტრი აუშვა“, − ამატებს პლოტნიკოვი.
ევროპის ცენტრობანკიც აქტიურად ბეჭდავდა ფულს. „დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 5%-ზე მეტია. თითქმის იმდენივეა გერმანიაშიც და საფრანგეთშიც. ეს ათწლიანი მაქსიმუმებია“, − აცხადებს ინვესტორი ფიოდორ სიდოროვი.
მწარმოებელთა გასაყიდი ფასები ზოგ ქვეყანაში მხოლოდ დეკემბერში 25%-ზე ავარდა.
„ეს იმას ნიშნავს, რომ გლობალური ინფლაცია არ ნელდება. დაზარალდებიან განვიტარებადი ქვეყნებიც, მათ შორის, რუსეთი. რაც უფრო ძვირია იმპორტული საქონელი, მაკომპლექტებლები, ნედლეული, მით უფრო მაღალი ფასები შიდა ბაზარზე“, − განმარტა ექსპერტმა.
ვითარება ღრმავდება იმითაც, რომ წარმოება აქამდე არ არის აღდგენილი, ხოლო მოთხოვნა იზრდება − თანაც ყველგან.
ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა მხოლოდ ცენტრობანკების განაკვეთების აწევას შეუძლია. ფედერალური სარეზერვო სისტემა ამისთვის მზადაა და შესაძლოა პირველი ნაბიჯი მარტში გადადგას.
რუბლის სიმბოლო - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
რუბლი — მსოფლიოს ყველაზე დაუფასებელი ვალუტა: რა ღირს სინამდვილეში დოლარი
სულ ასეთი ოთხი რაუნდი მაინც იქნება. მაგრამ ინფლაციის შესუსტებას ანალიტიკოსები მხოლოდ წლის ბოლოსთვის პროგნოზირებენ. ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც აქვე და ახლავე იძლევა შედეგს, არ არსებობს.
თუმცა უშედეგოდ არც ეს ჩაივლის კაპიტალის გადინება განვითარებადი ბაზრებიდან, ეროვნული ვალუტების დევალვაცია, ეკონომიკების სტაგნაცია.
ფედერალური სარეზერვო სისტემის ანტიინფლაციური პოლიტიკა ნედლეულზე გლობალური მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს. ეს კი არახელსაყრელია ექსპორტზე ორიენტირებული განვითარებადი ქვეყნებისთვის, კერძოდ, რუსეთისთვის.
და მაინც, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრების იმედად ყოფნა არ ღირს. ამით თეთრი სახლი დაინტერესებული არ არის, მიაჩნია ლაშკოვს. ახლოვდება კონგრესის არჩევნები და დემოკრატებს ხმების გაფანტვა არ სურთ. ბაიდენის რეიტინგი კი მხოლოდ 40%-ია − უფრო ნაკლებ მხოლოდ დონალდ ტრამპს ჰქონდა (38%).
Morning Consult/Politico-ს მონაცემებით, დემოკრატ ამომრჩევლებს შორის მოქმედ პრეზიდენტს მხარს 78% უჭერს, აქედან უპირობოდ − მხოლოდ ყოველი მესამე. მხოლოდ დეკემბერში ბაიდენმა 15 პუნქტი დაკარგა.
რაც შეეხებათ რესპუბლიკელ ამომრჩევლებს, ბაიდენი აბსოლუტურ უმეტესობას არ მოსწონს.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
ყველა ახალი ამბავი
0