მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აირჩევენ თუ არა ამერიკელები ბაიდენს ხელახლა: გამოკითხვის შედეგები

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2022
გამოწერა
თბილისი, 24 იანვარი − Sputnik. შეერთებულ შტატებში ამომრჩეველთა უმეტესობა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას რომელიმე სხვა კანდიდატს მისცემდა და არა მოქმედ პრეზიდენტ ბაიდენს, ირკვევა ტელეარხ Fox News-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან.
როგორც კვლევამ აჩვენა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რომ ახლა ტარდებოდეს, ბაიდენი მხოლოდ ხმათა 36%-ს მიიღებდა.
რესპონდენტების 60%-მა სხვა რომელიმე კანდიდატისთვის ამჯობინა ხმის მიცემა.
გარდა ამისა, გამოკითხვით ირკვევა, რომ ბაიდენის ხელახლა არჩევა კვლევის მონაწილეთა მხოლოდ 21%-ს აქვს „დანამდვილებით“ გადაწყვეტილი.
ტელეარხის ცნობით, ქვეყნის მოსახლეობის 52% უკმაყოფილოა ამჟამინდელი ლიდერის მოღვაწეობით პრეზიდენტის პოსტზე, კმაყოფილთა რაოდენობა კი 47%-ს შეადგენს.

„რეკორდული 52% უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ გაუმკლავდა ბაიდენი პანდემიას. ეს მაჩვენებელი 2021 წლის დასაწყისში 34% იყო. კიდევ უფრო მეტს არ მოსწონს მისი საგარეო პოლიტიკა (54%) და ეკონომიკა (58%)“, − აღნიშნა ტელეარხმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ასევე უკმაყოფილოა მისი პოლიტიკით.
როგორც აღინიშნება, 2018 წელს ჩატარებული ანალოგიური გამოკითხვის თანახმად, მაშინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხელახლა არჩევაზე ქვეყნის მოსახლეობის 56% ეუბნებოდა უარს.
გამოკითხვა მიმდინარე წლის 16-19 იანვარს ჩატარდა ტელეფონით. მასში 1001-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ცდომილების ალბათობა ± 3%-ია.
წყარო: Fox News
ყველა ახალი ამბავი
0