https://sputnik-georgia.com/20220125/baidens-cartuli-mikrofoni-daaviwyda-da-jurnalists-nabiwvari-uwoda-263863763.html
ბაიდენი ინფლაციაზე დასმულმა კითხვამ გააბრაზა და ჟურნალისტს „ნაბიჭ...რი“ უწოდა: ვიდეო
ბაიდენი ინფლაციაზე დასმულმა კითხვამ გააბრაზა და ჟურნალისტს „ნაბიჭ...რი“ უწოდა: ვიდეო
Sputnik საქართველო
პრეზიდენტს ჩართული მიკროფონი დაავიწყდა და ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა
2022-01-25T12:01+0400
2022-01-25T12:01+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0f/262868338_0:0:3140:1767_1920x0_80_0_0_2a13f7d3043d82f58030e6e865ca6cc4.jpg
თბილისი, 25 იანვარი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეარხ Fox News-ის ჟურნალისტ პიტერ დუსის შეურაცხყოფა მიაყენა, უწოდა რა მას „სულელი ნაბიჭვარი“.ინციდენტი თეთრ სახლში მოხდა, სადაც პრეზიდენტმა, ეკონომიკურ მრჩევლებთან შეხვედრამდე, სიტყვა წარმოთქვა. მის გამოსვლას ტელევიზიები პირდაპირი ეთერით გადასცემდნენ.მას შემდეგ, რაც ბაიდენმა სიტყვა დაასრულა, პრესის წარმომადგენლებს დარბაზის დატოვება სთხოვეს. ჟურნალისტები კი შეეცადნენ, ყვირილით მიეწვდინათ ხმა პრეზიდენტისთვის, რათა კითხვებზე პასუხი მიეღოთ.ამ მომენტში პიტერ დუსიმ ბაიდენს ქვეყანაში ინფლაციის შესახებ დაუსვა კითხვა.ბაიდენს, როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ მისი მიკროფონი ჩართული იყო და დუსის მისამართით ჩაილაპარაკა:მოგვიანებით დუსიმ Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ ინციდენტის შემდეგ ჯო ბაიდენმა დაურეკა და მათ შორის „კარგი საუბარი“ შედგა.აღინიშნება, რომ პიტერ დუსი ზოგადად გამოირჩევა პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის მძაფრი შეკითხვების დასმით. ბაიდენს არაერთხელ გაუკრიტიკებია როგორც დუსი, ისე კონსერვატიული Fox News-ის სხვა ჟურნალისტები.ინფლაციის დონემ შეერთებულ შტატებში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში. 1982 წლის ივნისი შედეგებით, ის 7,2%-ს შეადგენდა. ქვეყანაში გაძვირდა უძრავი ქონება, პირადი ავტოტრანსპორტი და კვების პროდუქტები. ტემპი დაჩქარდა ეკონომიკური აღდგენის ფონზე, კოროვირუსული პანდემიის, კონგრესისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მიერ სახსრების გადასხმისა და წარმოების მიწოდების ჯაჭვის შეფერხების ფონზე. სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა ნოემბერში აღიარა, რომ მაღალი ინფლაცია დროებითი არ იყო.ამერიკის ცენტრალური ბანკი მარტში პროცენტული განაკვეთების რეგულარული ზრდის ციკლს იწყებს. Fed-ის ამოცანა იქნება გაზარდოს განაკვეთები, მაგრამ არ დაუშვას რეცესია და უმუშევრობის ზრდა.მედიის ცნობით, ინფლაციის პოლიტიკურ შედეგებს თავად ბაიდენი ამომრჩევლებისგან წააწყდება, რომლებიც მას და დემოკრატიულ პარტიას ფასების გაზრდაში ადანაშაულებენ. აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები ნოემბერში გაიმართება.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0f/262868338_409:0:3140:2048_1920x0_80_0_0_99ecd566b4d18b6b677001cb099f5c68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯო ბაიდენი კაზუსი ჟურნალისტის შეურაცხყოფა
ჯო ბაიდენი კაზუსი ჟურნალისტის შეურაცხყოფა
თბილისი, 25 იანვარი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეარხ Fox News-ის ჟურნალისტ პიტერ დუსის შეურაცხყოფა მიაყენა, უწოდა რა მას „სულელი ნაბიჭვარი“.
ინციდენტი თეთრ სახლში მოხდა, სადაც პრეზიდენტმა, ეკონომიკურ მრჩევლებთან შეხვედრამდე, სიტყვა წარმოთქვა. მის გამოსვლას ტელევიზიები პირდაპირი ეთერით გადასცემდნენ.
მას შემდეგ, რაც ბაიდენმა სიტყვა დაასრულა, პრესის წარმომადგენლებს დარბაზის დატოვება სთხოვეს. ჟურნალისტები კი შეეცადნენ, ყვირილით მიეწვდინათ ხმა პრეზიდენტისთვის, რათა კითხვებზე პასუხი მიეღოთ.
ამ მომენტში პიტერ დუსიმ ბაიდენს ქვეყანაში ინფლაციის შესახებ დაუსვა კითხვა.
„მიგაჩნიათ თუ არა, რომ ინფლაცია − ეს პოლიტიკური ტვირთია [კონგრესში] შუალედური არჩევნების წინ?“, − იკითხა ჟურნალისტმა.
ბაიდენს, როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ მისი მიკროფონი ჩართული იყო და დუსის მისამართით ჩაილაპარაკა:
„ეს შესანიშნავი აქტივია: კიდევ ინფლაცია. რა სულელი ნაბიჭვარია“.
მოგვიანებით დუსიმ Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ ინციდენტის შემდეგ ჯო ბაიდენმა დაურეკა და მათ შორის „კარგი საუბარი“ შედგა.
„მან მითხრა: „არაფერი პირადი, მეგობარო“, მე კი ვუპასუხე, რომ ვაფასებ მის ზარს“, − თქვა დუსიმ.
აღინიშნება, რომ პიტერ დუსი ზოგადად გამოირჩევა პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის მძაფრი შეკითხვების დასმით. ბაიდენს არაერთხელ გაუკრიტიკებია როგორც დუსი, ისე კონსერვატიული Fox News-ის სხვა ჟურნალისტები.
ინფლაციის დონემ შეერთებულ შტატებში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში. 1982 წლის ივნისი შედეგებით, ის 7,2%-ს შეადგენდა. ქვეყანაში გაძვირდა უძრავი ქონება, პირადი ავტოტრანსპორტი და კვების პროდუქტები. ტემპი დაჩქარდა ეკონომიკური აღდგენის ფონზე, კოროვირუსული პანდემიის, კონგრესისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მიერ სახსრების გადასხმისა და წარმოების მიწოდების ჯაჭვის შეფერხების ფონზე. სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა ნოემბერში აღიარა, რომ მაღალი ინფლაცია დროებითი არ იყო.
ამერიკის ცენტრალური ბანკი მარტში პროცენტული განაკვეთების რეგულარული ზრდის ციკლს იწყებს. Fed-ის ამოცანა იქნება გაზარდოს განაკვეთები, მაგრამ არ დაუშვას რეცესია და უმუშევრობის ზრდა.
მედიის ცნობით, ინფლაციის პოლიტიკურ შედეგებს თავად ბაიდენი ამომრჩევლებისგან წააწყდება, რომლებიც მას და დემოკრატიულ პარტიას ფასების გაზრდაში ადანაშაულებენ. აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები ნოემბერში გაიმართება.